მთავარი საქართველო რამდენი ჰექტარი მიწა შეიძინეს უცხოელებმა საქართველოში

რამდენი ჰექტარი მიწა შეიძინეს უცხოელებმა საქართველოში

8217
გააზიარეთ
რამდენი ჰექტარი მიწა შეიძინეს უცხოელებმა საქართველოში

““ჯერ ვალერიანის წვეთები მოიმზადეთ, შემდეგ წაიკითხეთ!”_ წერს დემოგრაფი ანზორ თოთაძე. წასაკითხი კი, აი, რა არის:

“თუკი სხვა ქვეყნებში ერთი ჰა მიწის ღირებულებაა 150-200 ათასი დოლარია, საქართველოში იგივე ერთი ჰა მიწა 1000-1500 დოლარი ღირს.

საქართველოში გაყიდულია საუკეთესო მიწები:

ყველაზე მეტი მიწის ფართობი _ 11 000 ჰა კახეთში გაიყიდა, რომელიც უცხოელებმა შეიძინეს, მათ შორის:

იტალიელებმა ვენახი – 17 ჰა, სახნავ-სათესი – 290 ჰა, სავარგული ზეთისხილის მოსაყვანად – 30 ჰა, სახნავი  – 20 ჰა და 2 ტბორი;

ბრიტანელებმა  თხილისა და ზეთისხლის გასაშენებლად _ 5 500 ჰა, ინდოელებმა მარცვლეულის მოსაყვანად _ 545 ჰა + 330 ჰა + 800 ჰა,  მეთევზეობის მეურნეობისათვის _ 1100 ჰა, სხვადასხვა მიზნით _ 1000 ჰა.

იმერეთში მიწის ფართობები გასხვისდა ჩეხებზე, ინდოელებზე, ირანელებზე, ამერიკელებსა და ებრაელებზე; შიდა ქართლში _ ხაშურის მუნიციპალიტეტში ინგლისელებზე _ 514 ჰა, ინდოელებზე _  330 ჰა; სამეგრელოსა და ზემო სვანეთში _ იტალიელეზე, ფრანგებზე, ებრაელებზე, ჩინელებზე, გერმანელებზე გაიყიდა 15 555 ჰა. აქედან 12 ათასი ჰა ტყის მასივებია.

არაბებმა წალკაში შეისყიდეს 70 ჰა, ქანდაში _ 56 ჰა, მუხრანში _ 52 ჰა, წეროვანში _ 18 ჰა, საგურამოში _ 7 ჰა მიწის ფართობები.

სულ საქართველოში გაყიდულია 32 000 ჰა მიწა.

აფხაზეთისა და შიდა ქართლის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს ტერიტორია შეადგენს 5 600 000 ჰა-ს. 32 000 ჰა უკვე გაყიდულია, მაგრამ კიდევ ხომ არის დარჩენილი გასაყიდი 5 568 000 ჰა?

ვთქვათ, მიწა არ გაიყიდა უცხოელებზე, მაგრამ გაიცა 49-წლიანი იჯარით. თითო მუსლიმანს, სულ მცირე, ოთხი ცოლ ჰყავს, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ერთი მუსლიმანისგან შეიძლება გაჩნდეს 200 ბავშვი, ზრდასრულ ასაკში ესენიც გააჩენენ წელიწადში, სულ მცირე, ოთხ შვილს და ა.შ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის II თავის, მე-10 მუხლის გ) პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს საქართველოში   მოქალაქეობის სტატუსის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა.

გამოდის, რომ ეს უამრავი მუსლიმანი ბავშვი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადებიან, საქართველოს მოქალაქეები იქნებიან და მიწასაც შეიძენენ.

ალბათ, სულ რაღაც, ნახევარი საუკუნის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ეთნიკური მუსლიმი იქნება, ქართველები კი _ სანთლით საძებარნი…

გააზიარეთ

7 COMMENTS

  1. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    რა ენაღვლებათ რა, წინაპრების სისხლით მორწყული მიწები. უკუგება თუ დაგითვლიათ, თუ ეგ თქვენ არ გაინტერესებთ. თითონ ხომ ოფლიც არ დაუღვრიათ. ალბათ იმ ფულით, მარსზე გასაქცევად ამზადებენ საკუთარ ოჯახებს. ეხლა მალე დაიწყებს ტურისტულ გაფრენებს ამერიკა და ქართველს სწორედ ეგ უნდა, რაც უფრო უცხო სამყაროში მოხვდება, მეტი სატრაბახო და საჭორაო გაუჩნდება.

  2. გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ. სიმართლეს ნუ გაურბივართ. გამგებმა უნდა გამიგოს.

    საქართველოს მიწები ამათ რა ენაღვლებათ, წინაპრებივით სისხლი დაუქცევიათ თუ ოფლი.

  3. ჩვენი პარლამენტის წევრები და სახელისუფლებო ელიტა იძულებული არიან გაყიდონ მიწები და აიღონ საგარეო ვალები. აბა სად იშოვონ ფული თავიანთი გაბერილი ხელფასების, პრემია–დანამატებისა და ფუფუნებაში ცხოვრებისათვის?

  4. ეთნიკური მუსლიმი რას ნიშნავს? ეთნიკურობის რელიგიის მიხედვით ყოფ ვინაა ქართველი? რასისტო!

  5. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი არა დღესაც უმცირესობაა ქართველი საქართველოში! გაყიდული მიწები კი უფრო მეტია!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here