Home სხვადასხვა დაიჯესტი რაზე მიანიშნებს ხელისუფლების შეცვლა არგენტინაში

რაზე მიანიშნებს ხელისუფლების შეცვლა არგენტინაში

755
რაზე მიანიშნებს ხელისუფლების შეცვლა არგენტინაში

არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ალბერტო ფერნანდესმა გაიმარჯვა.

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ არგენტინის ექსპრეზიდენტი მაურისიო მარკი არჩევნებში დამარცხდა არა იმიტომ, რომ ორიენტირებული იყო ვაშინგტონზე, არამედ იმიტომ, რომ ატარებდა ნეოლიბერალურ ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკას.

მარკი არჩევნების წინ ლაპარაკობდა შეცდომებსა და “მარცხნივ” გადახრაზე, რაც მოხდა არგენტინაში წინა პრეზიდენტის _ კრისტინა კირშნერის პერიოდში, მაგრამ საწინააღმდეგო მხარეს გადასვლამ და მემარჯვენე ლიბერალური რეცეპტების პრაქტიკაში გამოყენებამ დადებითი შედეგები ვერ მოიტანა.

“ძალიან საინტერესო მოვლენები ხდება არა მხოლოდ არგენტინაში, არამედ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც. მემარჯვენე ლიბერალური იდეების გამოყენებას არ მოაქვს ის შედეგები, რომლებიც სურს ხალხს”, _ აღნიშნავენ ექსპერტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here