მთავარი პოლიტიკა რადიო “თავისუფლებამ” სიტყვის თავისუფლებას ხაზი გადაუსვა

რადიო “თავისუფლებამ” სიტყვის თავისუფლებას ხაზი გადაუსვა

1148
გააზიარეთ
რადიო თავისუფლება

გამარჯვებული ხალხის ტელევიზია!” _ ტერმინი, რომელიც 2003 წლის შემდეგ დაამკვიდრეს საზოგადოებაში, აქტუალურობას კარგა ხანს არ კარგავდა, უფრო ზუსტად, მანამ, სანამ ტელეკომპანიარუსთავი 2”-მა ნდობის მანდატი ბოლომდე არ ამოწურა და სიცრუის პროპაგანდისტად იქცა.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ნაციონალების ზეობის პერიოდში “რუსთავი 2” მთავარ საინფორმაციო გადაცემას სააკაშვილის ქებით იწყებდა, ნახევარი საათის განმავლობაში გვიხსნიდა, როგორი გაბრწყინებული ქვეყანა გვქონდა, მეორე ნახევარი საათი კი ოპოზიციის დისკრიმინაციას ეთმობოდა. “რუსთავი 2” იყო ტელევიზია, რომელიც არაფერს აშუქებდა, რაც ოდნავ მაინც ჩრდილს მიაყენებდა დიად ნაციონალებს, და “რუსთავი 2” იყო არხი, რომელსაც სახელმწიფო ყოველი წლის ბოლოს 15-დან 20 მილიონამდე სახელმწიფო ვალს მიუტევებდა, ანუ ქვეყანაში გვქონდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდებოდა და იყო “რუსთავი 2”, რომელიც, ასევე, ჩვენი ფულით ფინანსდებოდა, ოღონდ ამას ხმამაღლა არავინ ამბობდა.

ახლა, როცა ხელისუფლება შეიცვალა დარუსთავი 2”-მა წამებულის მანტია მოირგო, კომპანიის მფლობელები სხვანაირად ალაპარაკდნენ და განგაშის ზარები შემოჰკრეს, ხელისუფლება გვავიწროვებს, ყველა ტელევიზია და მედიასაშუალება ჯიბეში ჩაიდო და მხოლოდ ჩვენ დავრჩით დამოუკიდებლებიო. ჰოდა, “რუსთავი 2”-ის შეფების ყვირილის ფონზე, მეხის გავარდნას ჰგავდა ის, რაც ახლახან მოხდა _ რადიო “თავისუფლების” ქართული ბიუროს ხელმძღვანელს თანამდებობა დაატოვებინეს და მან “რუსთავი 2”-ისკენ გაიშვირა ხელი. უფრო ზუსტად კი, ხელი რადიოს სათავო ოფისისკენ გაიშვირა, წასვლის მთავარ მიზეზად კი “რუსთავი 2” დაასახელა.

და მაინც, რა მოხდა რეალურად, რატომ გაუშვეს თანამდებობიდან რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე და რატომ გადადგა ქართული ბიუროს უფროსი მარინა ვაშაყმაძე? როგორც კი ეს ამბავი “რუსთავი 2”-ს დაუკავშირეს, სიტუაციის განმუხტვას მაშინვე შეეცადა ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია და სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი განცხადება გაავრცელა: “რუსთავი 2”-ს არაფერი უთხოვია რადიო “თავისუფლებისთვის”. რადიო “თავისუფლებამ” მკითხა აზრი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაუქმებული გადაცემებისთვის ეთერის დათმობის თაობაზე, რაზეც მაშინვე მიიღეს თანხმობა (მხოლოდ ერთ გადაცემაზე) იმ პირობით, რომ სრულად დააფინანსებდნენ თავად. ამის შემდეგ რადიოსთან კომუნიკაცია არ გვქონია…”

არადა, ყველა ამტკიცებდა, რომ კაკაბაძე, რომელიც ქართულ სამსახურს 2005 წლიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომრუსთავი 2”-ის რიტორიკას არ აჰყვა, არ დაემორჩილა სათავო ოფისის მოთხოვნას, გვარამიას დირექტივები შეესრულებინა. არადა, რადიო “თავისუფლება” საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობდა, თუმცა, ორი გადაცემის მოხსნის შემდეგ, დღის წესრიგში ახალი პარტნიორის მოძიება დადგა და სათავო ოფისის მითითებით ეს პარტნიორი სწორედ “რუსთავი 2” უნდა ყოფილიყო.

“ჩვენი პრინციპი არის ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ასოცირდება. მიუხედავად მთავრობის გარკვეული გავლენისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენთვის საუკეთესო არჩევანი იყო, თუნდაც მისი სტატუსიდან გამომდინარე. მისი ეთერიდან ჩვენი ორი გადაცემის მოხსნის შემდეგ, დადგა ახალი პარტნიორების მოძიების საკითხი და სწორედ ამის შემდეგ მოვიდა მენეჯმენტისგან რჩევა, რომ გვეთანამშრომლა “რუსთავი 2”-თან, რადგან მას მაღალი რეიტინგი აქვს. ოფიციალური დასაბუთება ეს იყო. მას შემდეგ, რაც უარი ვთქვით “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობაზე, დაგვიწყეს ფარული თუ აშკარა ბრძოლა. ყოველ წვრილმანზე გვედავებოდნენ. პრობლემებს გვიქმნიდნენ, როცა ტექნიკა გვჭირდებოდა. ძალიან ბევრჯერ ავუხსენი, რომ რეიტინგზე მნიშვნელოვანი არის სახელი, რომ რეიტინგი შეიძლება დღეს იყოს და ხვალ _ აღარ, თუმცა, თუ სახელს ერთხელ შებღალავ, შემდგომ მის აღდგენას ათწლეულები სჭირდება. ბოლოს გვითხრეს: არა, თქვენ მაინც უნდა წახვიდეთ იქ. მათ უნდოდათ, რაც შეიძლება ნაკლები პროდუქტი გვქონოდა, რადგან მერე ჰქონოდათ საფუძველი იმის თქმისა, რომ სათანადოდ ვერ ვმუშაობდით. მოკლედ, ძალიან ბინძური თამაში დაიწყო და საბოლოოდ ასე დამთავრდა.

განცდა მაქვს, თითქოს ახლანდელი ხელმძღვანელობა ძირითად ყურადღებას აქცევს რეიტინგს და, რაც უწინ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი ორგანიზაციისთვის, გადადის უკანა პლანზე. ეს არის ღირებულებები. ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, თუ “რუსთავი 2”-თან ვითანამშრომლებთ, მაშინ გასაწონასწორებლად ვითანამშრომლოთ, მაგალითად, “იმედთან”. თუმცა სერიოზულად ამაზე საუბარი არ ყოფილა. 25 წელი ვიმუშავე ამ ორგანიზაციაში. ჩემთვის ძვირფასია, როგორც რადიო, ისე კოლეგები, რომლებმაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს. მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ იქ, ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა, რადგან ვიგრძენი მათი მხარდაჭერა, აუდიტორიის მხარდაჭერა… გუშინ, როცა გადმომცეს ეს ქაღალდი, ვუთხარი კიდეც ხელმძღვანელს, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია აუდიტორიის აზრი, ვიდრე თქვენი”, _ განაცხადა დავით კაკაბაძემ.

სხვათა შორის, რადიო “თავისუფლების” ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელებისგან არაერთმა მედიასაშუალებამ სცადა საპასუხო კომენტარის მოპოვება, მაგრამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, საშინაო საქმეებზე კომენტარს არ გავაკეთებთო.

რეალობა კი არის ის, რომ მედია დამოუკიდებელი არც ნაციონალების დროს ყოფილა და არც ახლაა. საოცარია, მაგრამ ფაქტია: ნებისმიერი ჟურნალისტი დაგიდასტურებთ, რომ მედია ყველაზე დამოუკიდებელი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იყო. ახლა კი, როცა სამყაროს იმას ვუმტკიცებთ, რომ მედია მეოთხე ხელისუფლებაა, რომ დამოუკიდებელია, და რომ საზოგადოებრივ აზრს ითვალისწინებს, მსოფლიო დემოკრატიის სტანდარტად აღიარებული რადიო “თავისუფლების” სათავო ოფისი, პრაქტიკულად, შიშველი რჩება. შიშველი რჩება იმ რეალობასთან, რომ ყველა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში საქართველოში, რადიოთავისუფლებამამერიკის ინტერესები უნდა დაიცვას, რუსეთს ოკუპანტი უნდა უძახოს, იმ მხარეს უნდა დადგეს, საიდანაც ღვარძლი იღვრება, და არ დაუშვას, რომ მხარეები მშვიდობიანი მორიგების თუ შერიგების გზას დაადგნენ. ამ ფაქტით სამუდამოდ გადაესვა ხაზი რადიოთავისუფლებისთავისუფლებას და დამტკიცდა, რომ არც მაშინ, როცა .. რკინის ფარდის გამრღვევებად ითვლებოდა და არც ახლა, არ იყო ობიექტური, არ აწვდიდა მსმენელს სიმართლეს.

რადიო “თავისუფლების” ქართულ ბიუროში მიმდინარე ამბებს საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. ასეულობით ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც რადიოს პრეზიდენტის _ თომას კენტის სახელზე გაიგზავნა. საქართველოს მოქალაქეები, რადიომსმენელები, ჩინიანი თუ უჩინონი მოვლენების ახსნას ითხოვდნენ, მაგრამ ამაოდ _ სათავო ოფისიდან კიდევ ერთხელ გვაუწყეს, რომ საშინაო საქმეებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

და ეს ხალხი ებრძოდა “რკინის ფარდას”, ეს ხალხი, რომელსაც “რკინის ფარდა” საკუთარ რადიოზე აქვთ ჩამოფარებული და კომენტარის გაკეთებასაც არ კადრულობენ? მათ არ აინტერესებთ, ღელავს თუ არა ხალხი, მათთვის მთავარია, ხალხმა მიიღოს ის რეალობა, რომელსაც აწვდიან, და, თუ ამის გაკეთების სურვილი არ აქვს, სამსახურიდან უნდა წავიდეს. არანაირი ღირებულება, არანაირი ობიექტურობა, მხოლოდ პრინციპი _ მიზანი ამართლებს საშუალებას და ხალხის მასობრივი “დაბოლების” მცდელობა. ჰო, იმ “დაბოლების”, რომლის დეკრიმინალიზაციასაც ხმალამოღებით ითხოვს “რუსთავი 2”-იც, რადიო “თავისუფლებაც” და მათი პატრონებიც.

ვერ გეტყვით, რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბავს, ვინ დაინიშნება რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის ხელმძღვანელად, მაგრამ ფაქტია, რომ დემოკრატიის სტანდარტად აღიარებულმა რადიო “თავისუფლებამ” საქართველოში ნდობის ლიმიტი გაანულა და ეს მაუწყებლობა მხოლოდ მათთვის იქნება მისაღები, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკიდან წამოსული ნებისმიერი თემა მნიშვნელოვანია. ეს ნებისმიერი თემა კი არის ის, რომ არასდროს უნდა შევურიგდეთ რუსეთს, არასდროს დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, მუდმივად საომარ მდგომარეობაში ვიყოთ და ამერიკას ხან “ჯაველინებში” გადავუხადოთ 75 მილიონი, ხანაც _ ავტომატებში, რადგან ჩრდილოელი მეზობელი საფრთხეა და ოკუპანტი. ეს მაშინ, როცა ამერიკას რეალურად საქართველოს ხელისუფლება ჰყავს ოკუპაციაში და ახლა ხალხის ტვინების ოკუპირება სურს. სრული ოკუპაცია, თორემ, მოსახლეობის დიდი ნაწილის ტვინი ძია სემის მითითებებით რომ მუშაობს, ყველამ ვიცით.

თუმცა, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ რადიო “თავისუფლების” თემა მიგვავიწყდება, დანიშნავენ ნიკა გვარამიას კლონს ბიუროს ხელმძღვანელად, ნელ-ნელა მოგვასმენინებენ, რომ ძალა ევროპაშია, რომ ამერიკა ნატოს კარს გაგვიღებს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, რომ ჩვენ უძველესი კულტურის ერი ვართ მსოფლიოში და… ერთ დღეს ყველა დავსვამთ კითხვას: აბა, ერი? პასუხი კი, უბრალოდ, არ გვექნება.

ბესო ბარბაქაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here