Home ახალი ამბები საქართველო ჟურნალ-გაზეთების ახალი სტელაჟები თბილისის ქუჩებში

ჟურნალ-გაზეთების ახალი სტელაჟები თბილისის ქუჩებში

1275
სტელაჟი

ჟურნალგაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გასაყიდად თბილისის ქუჩებში სტელაჟები დაიდგმება. სპეციალური სტელაჟების მომზადება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაევალა.

თბილისის მერის _ დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის საკრებულოს უახლოეს დღეებში წარედგინება გარევაჭრობის ახალი წესის შესახებ პროექტი, რომელშიც საუბარი იქნება გარევაჭრობის რეგულაციებზე, წესებსა და ქალაქის ადმინისტრაციასთან შეთანხმების ფორმებზე.

“დროა, ქალაქი, ერთხელ და სამუდამოდ, გადავიდეს გარევაჭრობის ცივილიზებულ წესზე. გარეთ უნდა გაიყიდოს მხოლოდ ისეთი საქონელი, რომელიც არ ფუჭდება, მაგალითად, პრესა, წიგნები, სუვენირები და ა.შ. ამ ეტაპისთვის, ვიდრე ახალ წესს არ მივიღებთ, პრესას არ შევეხეთ, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საზოგადოებისთვის, მათთვის ვამზადებთ სპეციალურ სტელაჟებს. გვინდა, რომ პრესის გავრცელებაც მოწესრიგებული სტელაჟებიდან განხორციელდეს”, _ განაცხადა თბილისის მერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here