მთავარი დაიჯესტი ჟურნალისტები, რომლებიც ტყუილში ამხილეს

ჟურნალისტები, რომლებიც ტყუილში ამხილეს

288
გააზიარეთ
ჟურნალისტები, რომლებიც ტყუილში ამხილეს

გამოგონილი პერსონაჟები

სტივენ გლასი

სტივენ გლასი _ ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ჟურნალ The New Republicში 1990-იან წლებში მუშაობდა და გამოცემის ვარსკვლავად მიიჩნეოდა, 1998 წელს სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც აღმოჩნდა, გლასი  იგონებდა თავისი მასალებისთვის პერსონაჟებსა და კომპანიებს. დღეს სტივენ გლასი იურიდიულ ფირმაში მუშაობს.

ჯანეტ კუკი

პრემია ცრუ პერსონაჟის გამოგონების გამო

1981 წელს The Washington Post-მა ჰეროინზე დამოკიდებულ 8 წლის ბიჭზე, ჯიმიზე, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პულიტცერის პრემია მიიღო. სტატიის ავტორი 27 წლის ჯანეტ კუკი იყო. მასალის გამოქვეყნების შემდეგ ვაშინგტონის პოლიციამ ბიჭის ძებნა დაიწყო, რომელსაც “ინიექციის კვალი ჰქონდა ხელებზე”. ოპერაციაში ქალაქის მერიც ჩაერთო. ჯიმი ვერ იპოვეს და პრესაში დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი მოიგონა, თუმცა კუკი თავის პოზიციაზე იდგა და საბოლოოდ გამოცხადდა, რომ ბავშვი დაიღუპა. ჭეშმარიტების დადგენა პულიტცერის პრემიის გადაცემის შემდეგ შეიქნა შესაძლებელი. ავტორის ტექსტი და მისი ბიოგრაფია ქალის წინა სამსახურში, ყოველდღიურ გაზეთ Toledo Blade-ში წაიკითხეს. ბიოგრაფიაში ეწერა, რომ კუკს “ტოლედოში” მუშაობისას დოქტორის ხარისხი ჰქონდა და მიიღო ჟურნალისტური პრემია იქ მუშაობისთვის. როგორც გაირკვა, ორივე ფაქტი ჯანეტმა გამოიგონა, რათა The Washington Post-ში დაეწყო მუშაობა. მოგვიანებით კუკმა აღიარა, რომ ნარკომანი ბავშვის პერსონაჟი მოიგონა და პულიტცერის პრემია დააბრუნა. ეს პრემიის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო. აღსანიშნავია, რომ მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი შემდეგ ხუმრობდა, რომ ჯანეტ კუკს სტატიისთვის არა პულიცერი, არამედ ლიტერატურაში ნობელის პრემია ეკუთვნოდა.

გამოგონილი ინტერვიუ აშშის პრეზიდენტთან

კიდევ ერთი ისტორია პულიტცერის პრემიაზე, რომელიც მოგონილი წერილის ავტორს გადაეცა: 1921 წელს ჯილდო გამოცემა The New York World-ის ჟურნალისტმა ლუი სეიბოლდმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო უილსონთან ინტერვიუსთვის. მოგვიანებით დადგინდა, რომ მითითებულ დროს პრეზიდენტი ავად იყო და ვერ მისცემდა ინტერვიუს სეიბოლდს. ინტერვიუ ფაბრიკაცია იყო და ჟურნალისტს ამაში პრეზიდენტის მდივანი და პრეზიდენტის ცოლი დაეხმარნენ. ცოლი თვლიდა, რომ მიუხედავად ავადმყოფობისა, მის ქმარს პრეზიდენტობის კანდიდატად თავი კიდევ ერთხელ უნდა დაესახელებინა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here