Home რუბრიკები პოლიტიკა ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ქვებუდანობა

ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ქვებუდანობა

6644
ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ქვებუდანობა

გამჟღავნდა ყველაზე დიდი დარტყმა, რომელიცახალგაზრდა რეფორმატორებმასაქართველოს სახელმწიფოებრიობას მიაყენეს

სააკაშვილისნაციონალური მოძრაობისმიერ იმაზე მეტი (და დიდი) დანაშაულის ჩადენა, რომელზეც დღეს დიდი და პატარა ხმამაღლა ლაპარაკობს, თითქოს წარმოუდგენელია, არადა, ჩადენილი აქვს. მაგრამ მაშინნაცმოძრაობაარ ერქვა: “მოქალაქეთა კავშირისმმართველ გუნდში ჩათესლილი, სოროსის მილიონებით განაყოფიერებულიახალგაზრდა დემოკრატებიჩადიოდნენ ისეთ უკანონობას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებრიობამ არ იცის. ან წარმოუდგენლად მიაჩნია. ან დაავიწყდა (?!).

მან იცოდა, რასაც ამბობდა

კანონებს აყალბებდნენ(!), პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს. სამივე მოსმენით. უმრავლესობით მხარდაჭერილს.

ქუჩაში გაგონილს არ გიმეორებთ, არც შეთქმულების თეორიებით გატაცებული კაცის მონათხრობს გადმოგცემთ.

ეს პიროვნება საქართველოში (და არა მხოლოდ ჩვენთან) მიღებული და აღიარებული სამართალმცოდნე, სახელმწიფო მოღვაწე და იუსტიციის საერთაშორისო სტრუქტურებში წლების განმავლობაში საქმიანობით ავტორიტეტად აღიარებული იურისტია.

გვარ-სახელს ვერ დაგისახელებთ, რადგან იგი დღესაც დაკავშირებულია ზემოთ მინიშნებულ ორგანიზაციებთან (ოფიციალური სტატუსით), რომელთა წესდებებითაც აკრძალული აქვს აზრის გამოთქმა კონკრეტულ საკითხზე, რომელთა შესწავლა მათ მიერ არ აქვს დავალებული (არ არის მიწვეული).

ავტორიტეტებს იქ იოლად არ აუფასურებენ, უფრთხილდებიან, იცავენ.

მიშა სააკაშვილი

ეს ის დროა, როცა მიშა სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარედ არის დამტკიცებული და ქალწული ჟურნალისტები, როგორც ამომავალ ვარსკვლავს, “მტრედის გუნდივით” დასდევენ:

_ მიშა, მიშა, მიშა!

ისიც აკვალიანებს, უპასუხებს ამ ყვავილნარის კოკრების “შეკითხვებს შეკითხვებისთვის”.

პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიაა.

ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველი წყარო გვიყვება:

_ ახლა ეს ბიჭები (დაკაცებულები), საზოგადოებას თავს რომ აწონებენ, ნახეთ, როგორი კანონგამგონენი ვართო, თავის დროზე აქვეყნებდნენ გაყალბებულ კანონებს: დებულებებს, მუხლებს საკუთარი რედაქციით ჩაასწორებდნენ, გადააკეთგადმოაკეთებდნენ, სულაც ახალ პუნქტებს ჩაურთავდნენ, რომლებზეც პარლამენტის სხდომაზე ლაპარაკი არ ჰქონიათ.

საშინელებაა! სამარცხვინო საქმეა! დანაშაულია და არა შეცდომა ან გადაცდომა, როგორც თვითონ დღეს აკვალიფიცირებენ ამ და, საერთოდ, იმ უბედურებას, რომელიც ქვეყანას, ხალხს, დემოკრატიას დამართეს.

ტექნიკურად ამის გაკეთება ძნელი არ იყო. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნების შემდეგ შედიოდა. ის ლუფტი, რომელიც მიღებიდან გამოქვეყნებამდე ჩნდებოდა, დროით განსაზღვრული არ იყო. ისინიც მაშინ გამოაქვეყნებდნენ, როცა თავიანთი “ჩასწორებების” შეტანას დაამთავრებდნენ.

მაინცდამაინც დიდხანს არ უნდებოდნენ, რადგან ჰყავდათ ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ხელგაწაფული შემსრულებლების სამკაციანი ჯგუფი: ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია და ერთი ქალი, რომლის გვარი არ მახსოვს. ეს ჯგუფი საკმაოდ გასაიდუმლოებულად მოქმედებდა.

ხელის ბიჭები
ხელისბიჭები

ხელმძღვანელობდა მიშა, რომელიც არაფერს დაგიდევდათ. ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ აკონტროლებდა… ისიც კარგი ქვებუდანი იყო.

ედუარდ შევარდნაძისთვისაც უთქვამს ეს ყველაფერი. არ დაუჯერებია ქვეყნის მეთაურს _ წარმოუდგენელია ასეთი სიყალბის კეთებაო. მაგრამ ერთხელ, როცა სტრასბურგში ჩასული საპარლამენტო დელეგაციის ერთერთმა წევრმა უთხრა, თუ როგორ გააყალბეს დოკუმენტი, რომელიც ევროპის საბჭოში საქართველოს მეგობარ ჯგუფთან ურთიერთობის საკითხებს ეხებოდა, დაეჭვდა და სერიოზულად შეშფოთდა.

_ შეიძლება ამის დაჯერება? _ უკითხავს ჩვენი ინკოგნიტო წყაროსთვის, _ მე ვუპასუხე, რომ მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი… მაგრამ ვინ იყო გამკითხავი?

ვუთხარი, რომ ესენი ისეთი ბანდიტები არიან და ისეთ დანაშაულს ჩადიან, რომელსაც ევროპელები ვერც წარმოიდგენენ. ახლაც ასეა, რადგან სწორედ ასეთია მათი ცხოვრების წესი, გენაცვალე. ამ წესით ცხოვრობენ.

დასასრულ, თქვა ის, რისი წარმოდგენაც კი ძნელია, არათუ დაჯერება: საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის მიხეილ სააკაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული 500-მდე კანონი გადაკეთებულგაყალბებულია!

ამ დანაშაულის ჩამდენი ყოფილი კმარელები, ყოფილი “ახალგაზრდა რეფორმატორები”, ყოფილი სახელისუფლო ელიტის წარმომადგენლები (ზოგიერთი ამჟამადაც ხელისუფლებაშია) დღეს მოქმედი ხელისუფლების დამხობით გვემუქრებიან და ქვეყნის მმართველებად დაბრუნებას გვიანონსებენ, გვაშანტაჟებენ, ანუ, როგორც დღევანდელ პოლიტიკურ ჟარგონშია დამკვიდრებული, გვაბულინგებენ.

გაყალბებამ მშობლიური სამართლის საზღვრები გაარღვია და საერთაშორისო სარბიელზე გავიდა.

იდგა 1998 წელი.

გიორგი (გია) კობახიძე მაშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და, ამასთანავე, ევროკავშირთან ურთიერთობის მუდმივმოქმედ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ოთხი წლის განმავლობაში. ევროპის ინსტიტუტებთან საქართველოს დაკავშირებასა და ურთიერთობას სწორედ ამ დელეგაციამ ჩაუყარა საფუძველი. გია კობახიძე მაშინ ოპოზიციაში იყო. შევარდნაძისა და ჟვანიას მოლაპარაკებით გადაწყდა, რომ მაინცდამაინც მას უნდა ეხელმძღვანელა ამ დელეგაციისთვის, რომელიც ინტერპარტიული პრინციპით იყო დაკომპლექტებული. “მოქალაქეთა კავშირიდან” იყვნენ აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე (ხელმძღვანელის მოადგილე), ნინო ბურჯანაძე, დავით ონოფრიშვილი, კახა ჩიტაია.

ამასთანავე, პარლამენტის ყველა ფრაქციას ჰქონდა თავისი წევრის ჩანაცვლების უფლება საჭიროების შემთხვევაში.

მოხდა ისე, რომ “მოქალაქეთა კავშირმა” ბურჯანაძე სააკაშვილით ჩაანაცვლა დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტის წინ, როცა ჩვენი და ევროპარლამენტის დეპუტატების დასკვნითი შეხვედრა უნდა გამართულიყო. ასეთი შეხვედრები მონაცვლეობით ეწყობოდა ხან თბილისში, ხან ბრიუსელში, ხან სტრასბურგში.

ევროპარლამენტართა დელეგაციას ოთხი წლის განმავლობაში ჯერ ხელმძღვანელობდა ბერძენი თრაქათელისი, შემდეგ ალესანდროს ალავანოსი, ისიც ბერძენი გახლდათ.

ის არნახული და არგაგონილი კონფუზი (ჯერ ასე დავარქვათ იმ სენსაციურ შემთხვევას, რომელიც პარლამენტებს შორის ურთიერთობაში უპრეცედენტო იყო) სწორედ ალესანდროს ალავანოსის დროს მოხდა.

ევროპარლამენტის დერეფნებში მფრინავი მიშა

ამჯერად საქართველოს წარმომადგენლები ბრიუსელში ჩავიდნენ.

ჩვენი მკითხველისთვის ყველაფერი გასაგები რომ იყოს, დელეგაციების მუშაობის წესიც უნდა განვმარტოთ.

ერთობლივი განცხადების პროექტზე მუშაობას დელეგაციები დისტანციურად, ანუ დამოუკიდებლად იწყებდნენ _ შეჰქონდათ თავ-თავიანთი შესწორებები, დამატებები და ა.შ. ვიზიტის წინ ერთმანეთს გააცნობდნენ ამ თითქმის საბოლოო ვარიანტებს და შემაჯამებელ სხდომაზე უკვე შეათანხმებდნენ კონდიციამდე მიყვანილი დოკუმენტის ტექსტს. ვიზიტისას ერთხელ კიდევ გადახედავდნენ და ორივე მხარის თანხმობით, ასე ვთქვათ, ბეჭედს დაუსვამდნენ.

იმ შემთხვევაშიც ჩასწორებულ-დამატებებიანი და წინასწარ შეთანხმებული დოკუმენტით საქართველოს პარლამენტართა დელეგაცია ჩავიდა ბრიუსელში. დასხდნენ, განიხილეს, რაღაც მცირე და უმნიშვნელო ცვლილებები დამატებით შეიტანეს და ადგილობრივი აპარატის თანამშრომელს გადასცეს შეთანხმებული ტექსტი ოფიციალურ დოკუმენტად გასაფორმებლად.

სააკაშვილი მაშინ თუ რამით გამოირჩეოდა, ეს იყო უდისციპლინობა, უწინარეს ყოვლისა. კომისიების სხდომებზე ვერ ჩერდებოდა, განუწყვეტლად გადიგამოდიოდა. ისე იქცეოდა, რომ აშკარად ჩანდა, ბრიუსელში თავისი მიზნების განსახორციელებლად იყო ჩასული _ ეძებდა კონტაქტებს ევროპარლამენტის მაღალი რანგის მოხელეებთან, არც წვრილფეხობაზე ამბობდა უარს. მოკლედ, კულისებში ჩალიჩობდა, როგორც ჰავლაბარელები იტყოდნენ ხოლმე.

სიუჟეტის განვითარების ძაფი რომ არ გაგვიწყდეს, სასწრაფოდ დავუბრუნდეთ იმ დოკუმენტთან დაკავშირებული ამბების თხრობას.

თვითმფრინავში აღმოჩენილი ყალბისმქმნელობა

ადგილობრივმა კლერკმა ერთობლივი განცხადების ტექსტი გასაოფიციალურებლად გაიტანა.

დოკუმენტში პუნქტები აბზაცებად იყო ჩამოწერილი, დაუნომრავად. თვალის ერთი გადავლებით ვერ შეატყობდი, პუნქტების რაოდენობა გაიზარდა, შემცირდა თუ იგივე დარჩა.

ამასთანავე, ურთიერთნდობა დელეგაციებს შორის მაქსიმალური იყოვერც კი გაიფიქრებდნენ, შეცვლიდა თუ დაუმატებდა ვინმე რამეს მას შემდეგ, რაც ტექსტის საბოლოო ვარიანტი დამტკიცდებოდა, ამიტომ ორივე მხარემ ერთობლივ განცხადებას უყოყმანოდ მოაწერა ხელი, დამატებით და კიდევ ერთხელ არავის წაუკითხავს. პროცედურა განხორციელდა ევროპარლამენტის ერთერთ დარბაზში საკმაოდ, ვთქვათ ასე, სამუშაოსაზეიმო ტონალობაში. ორივე მხარემ მიიჩნია, რომ შეხვედრა შედეგიანი იყო, ნაყოფიერი.

დაბრუნდა დელეგაცია თბილისში, მაგრამ გზაში… ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელის თანაშემწე კითხულობს ერთობლივ განცხადებას. თავისთვის. სხვა საქმე რომ არ აქვს, დროის მოსაკლავად. ერთობა და “ვაიმე, ბატონო გია!” _ წამოიძახებს.

_ რა ხდება?!

გამჟღავნდა საოცარი თავხედობის, უნიკალური თაღლითობის ფაქტი.

გაირკვა, რომ თემა, რომელზეც დელეგაციებს საერთოდ არ უსაუბრიათ, არ შეხებიან გაკვრითაც კი, რადგან დღის წესრიგში არ იდგა, არც ინტერესის საგანი ყოფილა, ერთ აბზაცად არის ჩაწერილი, კრიტიკულ პუნქტად სამართლის წარმოების შესახებ საქართველოში. ტექსტი _ თავიდან ბოლომდე ნეგატიური: გამოვთქვამთ შეშფოთებას სამართალწარმოებაში არსებული პროცესების გამო და .. მოკლედ იმ სულისკვეთებით, დღესაც რომშეშფოთებასიწვევს ჩვენს დასავლეთელ პარტნიორებში, განსაკუთრებით მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში.

ევროპარლამენტის სხდომაზე
ევროპარლამენტის სხდომაზე

შეწუხდნენ ჩვენი დელეგაციის წევრები: როგორ შეიძლება მომხდარიყო ასეთი კაზუსი?!

შემდეგ გაირკვა: დელეგაციის ჩანაცვლებული წევრი მიხეილ სააკაშვილი, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გასაფორმებლად დოკუმენტი ევროპარლამენტის აპარატის თანამშრომელმა კანცელარიაში წაიღო, მივიდა მასთან და უთხრა, რომ იმათ (დელეგაციების ხელმძღვანელებმა) გამოგზავნეს და სთხოვეს ამ გამორჩენილი პუნქტის ჩამატება.

წვრილმანი თაღლითის მეთოდია, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, სახელმწიფოებრივი დანაშაულია.

აპარატის იმ თანამშრომელს უფლება არ ჰქონდა, არ ნდობოდა საპარლამენტო დელეგაციის წევრს, რადგან მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელი იყო. ისიც სავარაუდოა, რომ სააკაშვილმა ევროპარლამენტში ცუნდრუკობის დროს მასთანაც დაამყარა ურთიერთობა, ის ადამიანიც ენდო და საერთაშორისო სკანდალში გაება.

სააკაშვილი ყველაფერზე იყო წამსვლელი და ყველას გამმეტებელი.

გაჟონა ამ ამბავმა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში, მაგრამ მის საზღვრებს არ გასცდენია, რადგან გია კობახიძემ დაარწმუნა (და სამართლიანადაც) ედუარდ შევარდნაძე, რომ ამ ფაქტის საჯაროდ გამოტანა დიდი სირცხვილი იქნებოდა ჩვენთვისაც და ევროპარლამენტისთვისაც, განსაკუთრებით, ევროპარლამენტისთვის, რადგან მის მოვალეობაში შედიოდა დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის საჯაროდ უხარვეზოდ გატანის ტექნიკური უზრუნველყოფა.

ასე დამთავრდა ეს ისტორია, რომელიც სააკაშვილ-ჟვანიას გუნდის გრძელვადიანი გეგმის ერთი რგოლი იყო და ყველა ინსტიტუციის ხელში ჩაგდებას ითვალისწინებდა, რაც საბოლოო ჯამში განახორციელეს კიდეც.

ვარდების რევოლუციაფიქციაა

ფიქციაა, როგორც ყველა “ფერადი რევოლუცია”, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა.

ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, კარგად შემუშავებული გეგმის მიხედვით ეტაპობრივად განხორციელებული.

მილიარდერმა სოროსმა აკი აღიარა, რომ სააკაშვილი მისი პროექტი იყო.

ნოემბრის გადატრიალებამდელ პერიოდში საქართველოს ხელისუფლებაში მოღვაწე პოლიტიკოსების (მათ შორის ოპოზიციონერთა ბანაკიდანაც) აზრით, სოროსი დამფინანსებელი და იდეის ავტორი იყო, ხოლო პროექტი მთლიანად ჟვანიას მიერ იყო შემუშავებული და ითვალისწინებდა “მრავალწახნაგოვანი”, მრავალშრიანი სუბიექტის შექმნას. მან მოიფიქრა ერთპარტიულობის დომინანტობის სქემა, რომელიც შედგებოდა:

პირველი შრე _ მმართველი პარტია;

მეორე შრე _ სატელიტი პარტიები და ორგანიზაციები (ამასთანავე პარლამენტში სამ პარტიაზე მეტი არ უნდა ყოფილიყო);

შემდეგ, რა თქმა უნდა, მედია აშკარად და დაუფარავად მმართველი პარტიის სრულ გავლენასა და კონტროლს დაემორჩილებოდა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, პირველი არხი, ანუ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ყოფილი სახელმწიფო კომიტეტი იგულისხმებოდა. შემდეგ ჯგუფში გაერთიანდებოდა ვითომ ოპოზიციურად განწყობილი საინფორმაციო საშუალებები, ე.წ. შიდა ოპოზიცია _ “რუსთავი 2”, რომელიც შექმნის დღიდანვე ჟვანია-სააკაშვილის გუნდზე მუშაობდა და არასოდეს ყოფილა ობიექტური.

ამ “ერთადერთ კრიტიკულ” მედიაში ჭეშმარიტი კონსტრუქციული ოპოზიციონერული პარტიების ლიდერებს პრაქტიკულად არ იწვევდნენ, ხოლო, მაგალითად, ირინა სარიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთი წლის განმავლობაში 13-ჯერ იყვნენ პირდაპირ ეთერში. მათი პირდაპირი ეთერი, სულ ცოტა, ერთ საათს გრძელდებოდა.

არასამთავრობო სექტორი, რომელიც მთლიანად გაისატელიტეს, მხოლოდ მათი რეკომენდაციით ფინანსდებოდა, მხოლოდ მათი თანხმობის შემდეგ გაიღებდა სოროსი და აშშ-ის სხვადასხვა ორგანიზაცია გრანტებს უხვად და შეუფერხებლად.

ასე ნაბიჯნაბიჯ იკვალავდნენ გზას ხელისუფლების სრული უზურპაციისკენახალგაზრდა რეფორმატორები”, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის დროს ხელმძღვანელ სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობდნენ, პარაზიტი მავნებლები, დედამცენარეში დაბუდებულები, სახელმწიფოს სასიცოცხლო ენერგიას რომ სწოვდნენ და გადატრიალებისთვის ემზადებოდნენ.

ჟვანიას მიერ შექმნილი სქემა დღესაც მოქმედებს, თუმცა ავტორის რეიტინგი სტატუსის (პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის) დაკარგვისთანავე კატასტროფულად დაეცა 2-3 პროცენტამდე და ამ დონეზევე გაიყინა.

არასამთავრობოებს არავინ შეხებია, პერსონალური შემადგენლობა თუ შეიცვალა ზოგის. მოვიდნენ ახლები ძველი მეთოდებით ახალი ხელისუფლების შესარყევად და ახალი სააკაშვილების მმართველობის ტახტზე ასაყვანად.

იბარტყა ნაცების მორჩილი მედიასაშუალებების რაოდენობამ, რომლებიც ტვინების გამორეცხვაზე მუშაობენ. ამჟამად რამდენიმე “რუსთავი-2”-ია აშკარა თუ ფარული მიშისტების საკეკლუცო და ბილწსიტყვაობის ელექტრონული ასპარეზი.

ნაცპარტიას ზღაპრული გველეშაპივით გამოება ახალი თავები ნაცნობი სახეებით.

უცხოეთში ლობისტები გაიჩინეს.

გამრავლდნენ, გათავხედდნენ სატელიტური ორკაცნახევრიანი პარტიების ხარჯზე და ერთობლივად სახელმწიფო გადატრიალებასაც კი შეეცადნენ _ პარლამენტს შეუტიეს.

ვინ შეუშვებდა!

ამჟამად დაუმორჩილებლობის პერმანენტული აქციების მოწყობით აპირებენ დესტაბილიზაციის ქვეყნად საქართველოს გადაქცევას.

არმაზ სანებლიძე

P.S. გაყალბებული კანონები, საერთაშორისო ურთიერთობის დოკუმენტები ნიშნავს, რომახალგაზრდა დემოკრატებმა”, ნაცპარტიამ და მისმა სატელიტებმა თავიანთ ილუზიებს შესწირეს სახელმწიფოებრიობის საფუძველთასაფუძველი _ კანომდებლობა; ყველაფერი იკადრეს იმ ბურჯის დასაშლელად, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი, დემოკრატიის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების გარანტირებული პერსპექტივა.

ეს პარაზიტები 2012 წლის ოქტომბერში რომ არ ჩამოგვებერტყაფეხზე ვით მტვერი”, საქართველო განვითარებული ქვეყნების ტერიტორიულ დანამატად ჩამოყალიბდებოდა, ერზაც სახელმწიფოდ, ბანანის რესპუბლიკად ან, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ნეოკოლონიად. ჩვენ კი, მისი მკვიდრნი, სხვათა მომსახურე და დოლარის მზის კულტზე მლოცველ ტომად დავკნინდებოდით.

და მაშინ _ “გუდ ბაი”, საქართველო!

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here