Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი: “თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!”

პუტინი: “თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!”

2233
პუტინი: “თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 22 ოქტომბერს სადისკუსიო კლუბვალდაიშისიტყვით გამოსვლისას მკაცრად უპასუხა რუსეთის არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც რუსეთისჩაქრობასელოდებიან.

პუტინმა რუსეთის არაკეთილმოსურნეებს უპასუხა ფრაზით: “თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!”.

“ჩვენი ქვეყნის განმტკიცებისას, როცა ხედავ, რა ხდება მსოფლიოში, სხვა ქვეყნებში, მინდა, ვუთხრა მათ, ვინც კიდევ ელოდება რუსეთის ნელ-ნელა ჩაქრობას: ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვაშფოთებს მხოლოდ ერთი რამ _ თქვენს დაკრძალვაზე, ვეცდებით, არ გავცივდეთ!” _ განაცხადა პუტინმა სამ ზესახელმწიფოზე: სსრკ-ზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, რომლებმაც შექმნეს ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგი. პრეზიდენტის თქმით, “ზოგიერთი დღეს რუსეთის ჩამოწერას ცდილობს”.

ამასთანავე, პუტინმა დასძინა, რომ რუსეთი ადეკვატურად აფასებს თავის ინტელექტუალურ, სამხედრო, ტერიტორიულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს და მზად არის, “ტექტონიკური ძვრებისთვის მსოფლიოში”.

torwar.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here