მთავარი დაიჯესტი პუტინის გზა

პუტინის გზა

64
გააზიარეთ

ცოტა ხნის წინათ გამოიცა მწერლისა და ისტორიკოსის, როი მედვედევის წიგნივლადიმერ პუტინი და სი ძინპინი: პიროვნება და ლიდერობა”. 2000 წლიდან დღემდე ეს როი მედვედევის მორიგი წიგნია რუსეთის პრეზიდენტის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. როი მედვედევმა ახლახან უპასუხა კითხვებს ჟურნალისტ რაფაელ ჰუსეინოვისა, რომელთან ერთადაც ორი წიგნი გამოსცა.

_ თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იკვლევთ ძალაუფლების თემას და იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც სსრკ-ისა და ახალი რუსეთის ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდნენ. თქვენი წიგნების გმირები იყვნენ სტალინი, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, ანდროპოვი, მაგრამ ყველაზე მეტი წიგნი პუტინზე დაწერეთ: რუსეთსა და უცხოეთში 15-ზე მეტი წიგნი გამოიცა, რომ არაფერი ვთქვათ ცალკეულ პუბლიკაციებსა და ათობით ინტერვიუზე. რა გიზიდავთ ამ პიროვნებაში და ხომ არ ამოიწურა თქვენთვის ეს თემა?

როი მედვედევი: _ ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიისადმი, მისი ბედისა და მომავლისადმი ინტერესი სრულიად გასაგები და ასახსნელია. უწინარესად, ეს არის ინტერესი მისი თანამემამულე რუსების მხრიდან. 1999 წელს, როცა ის პრემიერმინისტრი გახდა და დაიწყო ბრძოლა პრეზიდენტის სავარძლისთვის, რუსეთის მართვის მსურველი ძალიან ცოტა იყო. ბორის ელცინმა მემკვიდრეს დაუტოვა ღარიბი, გაპარტახებული სახელმწიფო, რომელსაც მთელი მსოფლიოს ვალი ჰქონდა, იყო კორუფციაში ჩაფლული და უუნარო, დაეცვა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ თავისი შიდა საზღვრები. ცეცხლის ალში იყო გახვეული ჩეჩნეთი, აღშფოთებული გუგუნებდა კუზბასი, ცენტრისგან დამოუკიდებლობაზე მსჯელობდნენ თათრეთში, ბაშკირეთში, ურალსა და შორეულ აღმოსავლეთში.

ელცინმა გორბაჩოვისგან საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყანა მიიღო, ხოლო გადააბარა გაცილებით ცუდი სახით.

_ პუტინზე ბევრს წერენ, მაგრამ თქვენ ხართ იშვიათი ავტორი, რომელსაც მასთან პირადი ურთიერთობა აქვს. თქვენი აზრით, ამ წლების განმავლობაში ის ძალიან შეიცვალა? და როგორს ხედავთ მის პოლიტიკურ მომავალს?

როი მედვედევი: _ ჩემი პირველი შეხვედრა პუტინთან შედგა 1999 წელს. მე, ისევე, როგორც ბევრი რუსი, პუტინს არ ვიცნობდი. იმხანად ის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე თვის შემდეგ ჩეჩნეთში ომი დაიწყებოდა.

პუტინი მალე გახდა მეორე, შემდეგ კი პირველი კაცი სახელმწიფოში. მისდამი ჩემი ინტერესის კიდევ ერთი პირადი მოტივი იყო მის მიმართ გამანადგურებელი, დაუნდობელი კრიტიკა ტელევიზიებში. პუტინის პირველ მოქმედებებს დაუფარავი ბოროტებითა და სიძულვილით შეხვდნენ ისინი, ვინც თავს საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში კი საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულაციას ცდილობდნენ თავიანთი ჯიბის სასარგებლოდ.

თავის დროზე მისთვის რთულ ვითარებაში მხარს ვუჭერდი ევგენი პრიმაკოვს, იმ მომენტში კი გადავწყვიტე, პუტინისთვის დამეჭირა მხარი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება და არა რაღაც შეკვეთა. ოპერატიულად შეგროვებული ინფორმაცია დაედო საფუძვლად წიგნს “პუტინის გამოცანა”. შემდეგ იყო მომდევნო წიგნები და მასალები მისი მოღვაწეობის გასააზრებლად სულ უფრო მეტი გაჩნდა. ამ რიგშია კიდევ ორი წიგნი-ინტერვიუ “მედვედევი პუტინის შესახებ”, რომლებიც ჩვენ ერთად გამოვეცით, სწორედ იმხანად არა მხოლოდ მე, არამედ ბევრმა შორსმჭვრეტელმა თანამოქალაქემ გააცნობიერა, რომ ამ ადამიანმა რუსეთის გარდაქმნა დაიწყო.

_ როგორ შეაფასებს ხვალ პუტინს რუსეთის მომავალი თაობა, ისინი, ვინც ჩვენ შემდეგ მოვა? რას იტყვიან მასზე, საბჭოთა და რუსეთის სხვა ხელმძღვანელებთან შედარებისას?

როი მედვედევი: _ თაობას, რომელიც ჩვენ შეგვცვლის, მრავალფენიანს, არაერთგვაროვანს ვუწოდებდი. 20 წლის წინათ დაბადებულმა ახალგაზრდებმა, პუტინის გარდა, არავინ იციან. ჰკითხეთ მათ. ისინი ვერ აღიქვამენ ელცინს, გორბაჩოვს. მათ, ვინც დაახლოებით 40 წლისაა, რა თქმა უნდა, ახსოვთ პუტინის წინამორბედები. მათთვის გორბაჩოვი თითქმის მივიწყებული ფიგურაა.რუსების დამოკიდებულება თავიანთი ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ მთლიანობაში დადებითია. თანაც მას მხარს უჭერს სხვადასხვა ფენა. ეს სადღაც 60-70 პროცენტია. მეტი არც სჭირდება.

_ რას იტყვიან პუტინზე, როდესაც ის წავა, 30, 40, 50 წლის შემდეგ? როგორ კვალს დატოვებს ის რუსეთის ისტორიაში?

როი მედვედევი: _ პუტინი კვალს დატოვებს რამდენიმე მიმართულებით: პირველი _ რუსეთის სახელმწიფოს ჭეშმარიტი დამფუძნებელი, სახელმწიფოს შემქმნელ რუს ხალხთან ერთად, როგორც ჩაწერილია კონსტიტუციაში, არის არა ელცინი, არამედ პუტინი. ელცინი ხელისუფლების სათავეში სსრკ-ის დაშლის შემდეგ მოვიდა, მაგრამ სახელმწიფოს, მისი იდეოლოგიის ჩამოყალიბება ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეჯერ წამოჭრა ეროვნული სახელმწიფო იდეის საკითხი. არადა, ამ საკითხზე მსჯელობდნენ სერიოზული პოლიტიკოსები და მეცნიერები, გამოცხადდა კონკურსები, დაწესდა ჯილდოები.

_ რომელი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტისას იყო პუტინი წარმატებული ამ წლების განმავლობაში? ეს ეკონომიკაა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეროვნული საკითხები, მოსახლეობის კეთილდღეობა თუ სამხედრო მშენებლობა?

როი მედვედევი: _ პირველი, რაც პუტინმა გააკეთა, იყო ის, რომ განამტკიცა რუსეთის სახელმწიფოს ძალა სამხედრო თვალსაზრისით. ბოლო წლებში რუსეთის არმიამ აიმაღლა საბრძოლო სულისკვეთება, აღდგენილია რუსეთის ძლიერება. ბირთვული და კოსმოსური შეიარაღების ბევრ სახეობაში გავუსწარით ამერიკის შეერთებულ შტატებს. პუტინი ამაზე არც ისე იშვიათად საუბრობს, ამაყობს ამ წარმატებით და მას შეიძლება გავუგოთ. საბჭოეთის პერიოდში, ეროვნული ეკონომიკის ძლიერების მიუხედავად, სამხედრო მშენებლობაში მდევრის როლში ჩვენ ვიყავით. ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთი ჯერ კიდევ სუსტი სახელმწიფოა, ჩვენი იარაღის ძალის გათვალისწინებით კი პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ 2 საათში შეგვიძლია ნებისმიერი სახელმწიფოს განადგურება, ამის შესახებ კარგად იციან ჩვენმა არაკეთილისმსურველებმა _ მიგაჩნიათ, რომ ასეთი მსჯელობა არა ცინიკური, არამედ რეალური პოლიტიკაა?

როი მედვედევი: _ ეს არის პოლიტიკა, აგებული არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების რეალურად გაცნობიერებაზე.

აშშში გამუდმებით ეძებენ თავიანთი ეროვნული ინტერესების მთავარ საფრთხეს, ასახელებენ რუსეთსა და ჩინეთს. ჩინეთს ჯერ კიდევ არ აქვს შემმუსვრელი ბირთვული ტრიადა, რომელსაც შეუძლია აშშის განადგურება, ამიტომ მთავარ სამხედრო მოწინააღმდეგედ რუსეთი ითვლება. ამერიკელები აცნობიერებენ თავიანთი ტერიტორიის მოწყვლადობას. მათ არაერთხელ გააანალიზეს რუსეთთან შესაძლო ბირთვული კონფლიქტის შედეგები. გაანგარიშებებმა აჩვენა, რომ ნებისმიერ ვითარებაში საპასუხო დარტყმა და დანაკარგები აუნაზღაურებელ ზარალს გამოიწვევს.

რუსეთის დღევანდელი სიძლიერე _ ეს არის ის, რითაც პუტინს, როგორც სახელმწიფო მეთაურსა და როგორც ოფიცერს, შეუძლია იამაყოს. მან ქვეყანას დაუბრუნა ძლევამოსილება, საკუთარი ძალების რწმენა, ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ პუტინის მთავარ მიღწევებზე ბოლო წლებში, უნდა გავაცნობიეროთ შემდეგი: ეკონომიკის დახმარებით რუსეთის გარდაქმნა დიად სახელმწიფოდ ჯერჯერობით არ გამოდის, ბოლო ათწლეულში ეკონომიკური ზრდა შენელდა. ამ გზაზე იყო გარკვეული წარმატებები _ ეს არის მნიშვნელოვანი სავალუტო რეზერვის შექმნა, გარღვევა აგრარულ სფეროში, საერთაშორისო საფინანსო სტრუქტურების ვალების გასტუმრება.

ეკონომიკაში არსებობს კანონი საწარმოო ბაზის აუცილებელი შეცვლის ციკლების შესახებ. გორბაჩოვი და ელცინი ამით არ ყოფილან დაკავებულნი. წამყვანი ეკონომისტები და მეწარმეები 2003 წლიდან განგაშს ტეხდნენ _ ისინი თვლიდნენ, რომ ამორტიზებულ დანადგარებს შეეძლო, მასშტაბური ტექნოგენური კატასტროფა გამოეწვია. პუტინი აქტიურად იყო დაკავებული ტექნოლოგიური ბაზის განახლებით. მას შეუძლია იამაყოს იმით, რომ დღეს საბაზისო სიმძლავრეების 78 პროცენტი განახლებულია. ქვეყანაში, ფაქტობრივად, ახალი ინდუსტრიალიზაცია განხორციელდა. ჩემი აზრით, ეს პროცესი გარკვეულწილად შენელდა იმ მიზეზით, რომ მისი ხელმძღვანელები ლიბერალურ-ეკონომიკურ მოდელს ქადაგებდნენ. ჩვენ ვერ დავძლიეთ კონკურენცია, დრო დავკარგეთ.

_ ბოლო პერიოდში რუსეთი აქტიურად წარმოაჩენს თავს საერთაშორისო მოთამაშედ. ავღანეთი, სირია, ირანი _ ამ კრიზისულ მოედნებზე ჩვენ სოლიდურად და თავდაჯერებულად გამოვიყურებით. ჩვენს აზრს ანგარიშს უწევენ, უფრო ზუსტად, იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ.

როი მედვედევი: _ დიდი სახელმწიფოების ურთიერთობებში ნებისმიერი წარმატება თუ წარუმატებლობა მიბმულია სამხედრო მოქმედებებზე. აშშმა გამანადგურებელი მარცხი იგემა ვიეტნამში, ახლახან სამარცხვინოდ გაიქცა ავღანეთიდან, არაფერი გამოუვიდა ერაყში, სირიაში, ეგვიპტეში, სუდანში, ლიბანში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამერიკას XX-XXI საუკუნეებში არც ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება არ მოუპოვებია. და ეს მაშინ, როცა მას ჰყავს მსოფლიოში ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი არმია კოლოსალური სამხედრო ბიუჯეტით.

რუსეთმა XXI საუკუნეში რამდენიმე სამხედრო კამპანია ჩაატარა და ყველა ბრწყინვალედ მოიგო. უწინარესად, ეს არის ომი ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს ომი პუტინმა, როგორც პრემიერმინისტრმა, დაიწყო და პრეზიდენტის რანგში დაასრულა. ჩეჩნეთის მეორე და პირველ (ელცინის მმართველობის პერიოდის) ომს შორის განსხვავება ძალიან დიდია. აღვნიშნავ, რომ მეორე ომში დანაკარგები დიდი არ ყოფილა და სტრატეგიის თვალსაზრისით შესანიშნავად ჩატარდა. პუტინს, რომელსაც არ სურდა, გამორჩეული ყოფილიყო, გამარჯვების დაფნის გვირგვინი არასოდეს აუღია, მაგრამ ვიცი, რომ გამარჯვების მომტანი სტრატეგია პუტინის მიერ იყო ნაკარნახევი. ჩვენს სამხედრო ქვეყანაყოფებს შტურმით არ აუღიათ ქალაქები და დიდი დასახლებული პუნქტები, ისინი საომარ მოქმედებებს ღია სივრცეზე აწარმოებდნენ. იყო მკაცრი მითითება, რომ ფრთხილად მოპყრობოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ადამიანები არალოიალურობას გამოავლენდნენ. ამ ომში პუტინმა მინიმალური დანაკარგებით გაიმარჯვა და საომარი მოქმედების დასრულებისას მას ჩეჩნეთის მოსახლეობის ნახევარი უჭერდა მხარს ახმატ კადიროვის მეთაურობით.

რაც შეეხება სირიას, ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ამ სამხედრო კამპანიას რიურიკების პერიოდიდან დღემდე ყველაზე ბრწყინვალე ოპერაციას უწოდებს. ამის დამამტკიცებელ ბაზას წარმოადგენს ინფორმაცია დანაკარგებისა და წარმატებების თანაფარდობის შესახებ. რუსეთის არმიის დანაკარგები სირიაში 100 კაცამდეა. სირიის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციაისლამური სახელმწიფოსრულად არის განადგურებული და ესეც გაკვეთილია ამერიკელებისთვის. დღეს სირიის ტერიტორიის 85 პროცენტს კანონიერი ხელისუფლება აკონტროლებს. ამ ქვეყანაში ჩვენ შევქმენით 2 მძლავრი სამხედრო ბაზა, შედეგად მსოფლიოს ამ რეგიონში ჩვენი გავლენა გაძლიერდა. სირიაში იმყოფებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობის დიდი ნაწილი, გამოცდილია იარაღის 600-მდე სახეობა.

_ მეთაურს ისეთი სახელმწიფოსი, როგორიც არის რუსეთი, უნდა ჰქონდეს უამრავი ისეთი თვისება, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის არსებობისთვის.

_ დავიწყოთ ყველაზე მთავარით – სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობით. გასული საუკუნის ომებში მხედართმთავრებს, სახელმწიფო მეთაურებს, გენერალური შტაბის წარმომადგენლებთან ერთად, საკმაოდ კომფორტულ რეჟიმში შეეძლოთ მსჯელობა ქვეყნის თავდაცვაზე. ტანკები, როგორც ცნობილია, ნელა მოძრაობენ, თვითმფრინავებიც დიდხანს ვერ ფრენენ. ჩვენს დროებაში, თუკი არ გსურთ, რომ თქვენი ქვეყანა გადაიქცეს რადიოაქტიურ ნანგრევებად, ბევრი გადაწყვეტილება 10 წუთის განმავლობაში უნდა მიიღოთ, ამასთანავე, შეიძლება, ვერც მოასწროთ ვინმესთან დალაპარაკება რჩევის მისაღებად. ეს კრიტიკულად სერიოზული პასუხისმგებლობაა, როცა საჭიროა, მაგალითად, მოწინააღმდეგის გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე საპასუხო დარტყმისთვის სანქციის გაცემა. აშშ-ში ხუთი ასეთი ცენტრია. ამის შესახებ მშვენივრად იციან ჩვენს გენერალურ შტაბში. ასეთი გადაწყვეტილების მიღება საჭიროა ახალი პროტოკოლის მიხედვით და არა იმით, რაც იყო 30 წლის წინათ. ბირთვული ჩემოდანი, როგორც ცნობილია, ხელის გაწვდენაზე უნდა იყოს მთავარსარდლისგან. ასეთი გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანს უნდა ჰქონდეს ცივი გონება და შეეძლოს შესაძლო შედეგების გაანალიზება. აქ, როგორც ხვდებით, შეცდომის დაშვება გამორიცხულია.

_ თქვენ მეუბნებოდით, რომ პუტინი რუსეთის ისტორიაში თავის კვალს დატოვებს იდეოლოგიური კონცეფციის სახით. უფრო დაწვრილებით რა შეგიძლიათ თქვათ ამ საკითხზე?

როი მედვედევი: _ პუტინი სპეციალობით არც იდეოლოგია, არც ისტორიკოსი და არც ფილოსოფოსი. როცა პრეზიდენტი გახდა, მის წინაშე წარმოიქმნა არა მხოლოდ სამხედრო პრობლემები ჩეჩნეთსა და პოლიტიკური საერთაშორისო ურთიერთობებში, არამედ იდეოლოგიურიც. მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, მიმართავდნენ სხვადასხვა საკითხზე, რომლებსაც, ერთი შეხედვით, არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. მაგალითად,სკოლებში ისტორიის სწავლებისა და სახელმძღვანელოების პრობლემები შეიქმნა. პუტინი პატივისცემით ეპყრობა პროფესონალების თვალსაზრისს, აფასებს ექსპერტთა მოსაზრებებს. ის იწვევდა ისტორიის მასწავლებლებს და დიდხანს ესაუბრებოდა მათ. თუ გახსოვთ, მონაწილეობაც მიიღო დისკუსიაშიწითლებსუჭერთ მხარს თუთეთრებს”.

_ ეს ძალიან რთული, მტკივნეული საკითხია, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მხარედ გაყო მილიონობით ადამიანი. მიგაჩნიათ, რომ პუტინმა ერთი ხალხის გაყოფის ნაცვლად ისტორიული შერიგების კონცეფცია იპოვა?

როი მედვედევი: _ 2000 წელს პუტინი პარიზის გარეუბანში მდებარე სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას ისტორიულ სასაფლაოზე მივიდა. ის არის ჩვენი სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი, რომელმაც მოინახულა ნეკრიოპოლი, სადაც დაკრძალულია რუსული კულტურისა და ხელოვნების ბევრი ცნობილი მოღვაწე. რუსეთის ხელმძღვანელმა ყვავილებით შეამკო ივანე ბუნინისა და ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მოძრაობის გმირის, თავადის ქალის, ვერა ობოლენსკაიას, საფლავები. შემდეგ ის შეჩერდა თეთრგვარდიელი ოფიცრების საფლავებთან და თქვა: ჩვენ უნდა გვახსოვდეს აქ დაკრძალული ყველა რუსი, რომლებიც სამშობლოდან შორს გარდაიცვალნენ. ყველას უნდა გვახსოვდეს და არასოდეს დავივიწყოთ, რომ ჩვენ ვართ შვილები ერთი დედისა და მისი სახელია რუსეთი”. ეს ისტორიული სიტყვები მოისმინეს არა მხოლოდ მათ, ვინც მის გვერდით იდგა. ეს თეზისი პუტინს არაერთხელ გაუმეორებია. არც ისე დიდი ხნის წინათ მისი ინიციატივით გაიხსნა სიმბოლური ძეგლი სიმფეროპოლში. ერთმანეთის პირისპირ დგანან წითელარმიელი და თეთრგვარდიელი ოფიცერი. ეს რუსი ადამიანები სიცოცხლეში ვერ შერიგდნენ, დაე, ეს მოხდეს დღეს, მათი სიკვდილიდან მრავალი წლის შემდეგ.

პუტინმა საკმაოდ მკაფიოდ ილაპარაკა პატრიოტიზმზე, როგორც სახელმწიფოებრივ იდეაზე. მხოლოდ პატრიოტიზმიც საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყნის ღირსეული მოქალაქე იყო. მახსოვს, მან ასეთი ტერმინიც კი გამოიყენა: ნაციონალიზმი, ამ სიტყვის კარგი გაგებით”. ვფიქრობ, ეს სიტყვები მართებულად გაიგეს. აი, ლიბერალად კი პუტინი თავს არასოდეს მიიჩნევდა: “მეამაყება, ამბობდა ის, რომ ჩემი წინაპრების რამდენიმე თაობა ერთ ადგილას ცხოვრობდა, დადიოდნენ ერთ ეკლესიაში და, რომ მე რუსი ვარ”.

მიმაჩნია, რომ პუტინის იდეოლოგიაში ცენტრალური ადგილი უკავია ერთობის ფორმულას. როდესაც ის ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი იყო და იქმნებოდა ახალი პარტია, შესაძლოა, სახელწოდებაში სიტყვა “ერთიანი” პუტინმა უკარნახა. ეს ცნება მისი შინაგანი სამყაროდან მოდის. მოგვიანებით, როცა მოხდა ლუჟკოვპრიმაკოვის პარტია “მამულთან” გაერთიანება, გაჩნდა სახელწოდება “ერთიანი რუსეთი” (“Единная Россия”), როგორც ხედავთ, ერთიანობის ცნება აქაც შენარჩუნებულია. ის ამას ხედავს, როგორც რუსეთში მცხოვრები ყველა ხალხის ერთიანობას. მრავალეროვან რუსეთში ერთ ხალხად მიიჩნევს რუსებს, უკრაინელებსა და ბელარუსებს. და აქ ერთიანობა, როგორც გამაერთიანებელი ფაქტორი, პირველ ადგილზეა.

პუტინის მიერ გამოთქმული თვალსაზრისების სისტემატიზაციას, მათ მეცნიერულ დასაბუთებას შემდეგი თაობა გააკეთებს. ეს არის იდეური მემკვიდრეობის განზოგადებაზე ნორმალური, ბუნებრივი მსჯელობა. რაც შეეხება ჩვენი პრეზიდენტის ეკონომიკურ თვალსაზრისს, მე მათპუტინონომიკასდავარქმევდი. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პოსტზერკინის ლედისყოფნისას მის მოსაზრებებსტეტჩერიზმსუწოდებდნენ, ხოლო როდესაც აშშის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო, გაჩნდა ტერმინირეიგნომიკა”.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ პუტინს სურს, შექმნას ეროვნულად ორიენტირებული ბურჟუაზია, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამოდის. მას ამოცანად აქვს დასახული სოციალურად პასუხისმგებელი კლასის შექმნა. თუ მარქსიზმი ლაპარაკობს შეურიგებელ დაპირისპირებაზე, აბსოლუტური გაღატაკების ზრდაზე, როგორც რევოლუციის საბაბზე, ამ საკითხის მიმართ პუტინს სოციალდემოკრატიული პოზიცია უკავია: დამსაქმებლის კეთილდღეობამ არ უნდა მოიმატოს დაქირავებული მუშაკის კეთილდღეობის შესაბამისად მომატების გარეშე.

ამ წლების განმავლობაში პუტინმა რუს მაღალჩინოსნებს ასწავლა, ნახევარი სიტყვითაც გაუგონ მას და მანამდე მიხვდნენ, რა სურს, სანამ ფრაზას დაამთავრებს.

rg.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here