Home რუბრიკები სამართალი პუბლიკაციის კვალდაკვალ

პუბლიკაციის კვალდაკვალ

1047
ანდრანიკ მელტონიანი

საქართველო და მსოფლიოსამა წლის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა წერილირა მოხდა სოფელ ნარდევანში, ანუ გადაიქცევა თუ არა ანდრანიკ მელტონიანის მკვლელობის საქმე მეორეგირგვლიანის საქმედ?”. ამჯერად გაგაცნობთ წალკის რაიონული პოლიციის თანამშრომლების მოქმედებას მელტონიანების ოჯახის მიმართ იმ საბედისწერო დღეს (30.07.2016 .), როცა ანდრანიკ თამარიანმა დაურეგისტრირებულივინჩესტერისტიპის სანადირო თოფით მოკლა საქართველოს ჩემპიონი მძლეოსნობაში, 23 წლის ანდრანიკ მელტონიანი

მას შემდეგ, რაც წალკის საკრებულოს წევრმა სამსონ თამარიანმა განზრახ დააჯახა თავისი ძვირად ღირებული “მერსედესი” არასრულწლოვან მერგელ მელტონიანს და ფეხი მოტეხა, შემდეგ კი სცადა მიწაზე დაცემულ მერგელზე ორტონიანი მანქანით გადავლა, საკუთარი GL 550-ი სახლისკენ “გააჭენა”. ნარდევანი პატარა სოფელია და, რასაკვირველია, შვილის უბედურების შესახებ უმალ შეიტყო მისმა მამამ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა (2003_2008წწ.) აიკ მელტონიანმა. ის გაემართა სოფლის ცენტრისკენ, სადაც (სამსონ თამარიანის მიერ უმწეო მდგომარეობაში მიტოვებული) მისი 17 წლის ბიჭი იწვა და სისხლისგან იცლებოდა. შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა უამრავი ადამიანი. ბატონმა აიკმა და მისმა ძმისშვილმა, ანდრანიკ მელტონიანმა (რომელიც, სულ რაღაც, 20_25 წუთის შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს), მომხდარზე შეატყობინეს “112”-ს და უშუალოდ წალკის პოლიციას. აიკ მელტონიანმა რვაჯერ დარეკა “112”-ში, ხოლო სოფელ ნარდევანის რწმუნებულმა ანტარამ მელტონიანმა ამა წლის 17 მარტის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამოძიებისთვის ადრე მიცემული ჩვენება, რომ ის პირადად დაუკავშირდა სოფელ ავრანლოს პოლიციის განყოფილების უფროსს _ ედუარდ ხაჩატრიანს რამდენიმე წუთში ავრანლოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლები სპეცმანქანით მივიდნენ იქ, სადაც იწვა ფეხმოტეხილი მერგელ მელტონიანი. დაზარალებულის მამამ _ აიკმა და მისმა ბიძამ _ მორლენ მელტონიანმა მოახსენეს პოლიციელებს, კერძოდ, ედუარდ ხაჩატრიანსა და თემურ ნაკაიძეს, რომ დანაშაული ჩაიდინა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამსონ თამარიანმა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან წასვლისას დაემუქრა მერგელს და მის ბიძაშვილს, 19 წლის ჰაიკ მელტონიანს, რომ დაბრუნდებოდა და ორივეს ფიზიკურად გაუსწორდებოდა. მოსალოდნელი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, აიკ და მორლენ მელტონიანები ემუდარებოდენ პოლიციელებს, დაეკავებინათ სამსონ თამარიანი. პოლიციელთა ჯგუფი გაემართა სამსონ თამარიანის სახლისკენ. პოლიციელების მისვლა სამსონის სახლში 17 მარტის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმეებმა _ გაიანე ნაზლოიანმა და ანტარამ მელტონიანმაც.

რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციელები დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილას და აიკ და მორლენ მელტონიანებს განუცხადეს, სამსონი სახლში არ არის და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელიო. აიკ მელტონიანმა სთხოვა პოლიციელებს, არ წასულიყვნენ, _ აქ, შესაძლოა, უბედურება დატრიალდესო, ხოლო, როცა უარი მიიღო, წონასწორობიდან გამოსულმა აიკ მელტონიანმა უცენზურო სიტყვების გამოყენებით ედუარდ ხაჩატრიანი სამსონ თამარიანის მფარველობაში დაადანაშაულა. პოლიციელებმა მაინც დატოვეს შემთხვევის ადგილი და განყოფილებისკენ გაემართნენ. პოლიციელების წასვლის შემდეგ, დაახლოებით 2 წუთში, სამსონ თამარიანის კუთვნილი “ფორდ ტრანზიტით” შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მისი ძმა სამველ თამარიანი და დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით შეიარაღებული მისი შვილი ანდრანიკი, რომელმაც ორჯერ გაისროლა ადამიანების ჯგუფის მიმართულებით, შედეგად მოკლა ანდრანიკ მელტონიანი. ანდრანიკმა მესამეჯერაც სცადა გასროლა, მაგრამ ვაზნა გაეჭედა და მკვლელობის ადგილიდან გაიქცა; საჭესთან მჯდომი სამველ თამარიანი კი შეეცადა, “ფორდი” დაეჯახებინა პირდაპირ მდგომ აიკ მელტონიანისთვის და მისი შვილის _ ჰამბარცუმისთვის, აგრეთვე, წაქცეულ ანდრანიკ მელტონიანისთვის; ანუ დღეს დაზარალებულად ცნობილმა და თავისუფლად “მოსეირნე” სამველ თამარიანმა 2016 წლის 30 ივლისს არა მხოლოდ მკვლელი მიიყვანა მკვლელობის ადგილას, არამედ ცდილობდა, ჩაედინა ჯგუფური მკვლელობა და აუცილებლად ჩაიდენდა, აიკ მელტონიანს რომ არ გამოეყენებინა ტაბელური იარაღი… მიუხედავად იმისა, რომ აიკ მელტონიანმა “112”-ში რვაჯერ დარეკა და პირადად დაუკავშირდა წალკის პოლიციას, ამა წლის 16 თებერვლის სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხულმა ავრანლოს პოლიციის განყოფილების უფროსმა ედუარდ ხაჩატრიანმა განაცხადა, პოლიციისთვის მომხდარზე არავის შეუტყობინებიაო… 2016 წლის 11 აგვისტოს ოფიციალური დოკუმენტით, რომელსაც ხელს აწერს შსს სსიპ “112”-ის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსი ოთარ ტატალაშვილი, დადასტურებულია, რომ აიკ და ანდრანიკ მელტონიანებმა 2016 წლის 30 ივლისს “112”-ში რამდენჯერმე დარეკეს (17:26 საათზე პირველი ზარი). დამეთანხმებით, თეორიულადაც გამორიცხულია, რომ “112”-ს მომხდარ შემთხვევაზე არ შეეტყობინებინა წალკის პოლიციისთვის. თხოვნით მივმართავ საქართველოს შს მინისტრს _ გიორგი მღებრიშვილს, დაუყოვნებლივ შეამოწმოს წალკის რაიონის პოლიციის უფროსის _ ნიკოლოზ გადელიას პროფესიული კვალიფიკაცია. ვინაიდან აშკარად იკვეთება წალკის პოლიციის კოლექტიური სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი, შს მინისტრს ვთხოვ, პირადად გაარკვიოს, წალკის პოლიციის თანამშრომლებმა ვისი მითითებით არ შემოღობეს დანაშაულის ადგილი, არ ჩაატარეს საგზაო შემთხვევის ექსპერტიზა; ასევე, ვისი მითითებით არ დაკითხეს იმავე დღეს სამსონ თამარიანი და არ ჩაუტარეს მას აუცილებელი ალკოტესტი. ასეთ უხეშ დარღვევებს ედუარდ ხაჩატრიანი მარტო ნამდვილად ვერ გაბედავდა

გიორგი კორძაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here