Home სხვადასხვა დაიჯესტი პროფესორ პრეობრაჟენსკის კვალზე

პროფესორ პრეობრაჟენსკის კვალზე

625
პროფესორ პრეობრაჟენსკის კვალზე

ამჟამად სხვადასხვა შტატში განლაგებული დაწესებულებები ყველა მსურველს სთავაზობენ პლაზმის ინიექციას, რომელიც ახალგაზრდა დონორებისგან აქვთ მიღებული. ასეთი მომსახურების ღირებულება (თითოეული პროცედურის, რომლებიც სხვადასხვა დაავადებასკურნავს”) ათასობით დოლარი უჯდება პაციენტს”, _ ხაზგასმულია ზემოთ ნახსენებ განცხადებაში.

პლაზმა სისხლის თხევადი შემადგენელია, იგი შეიცავს ცილებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის შედედებას. ინიექცია და პლაზმის გადასხმა მართლაც გამოიყენება მედიცინაში _ მაგალითად, თირკმლების ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში, როდესაც პაციენტის სისხლში ცილების უკმარისობაა. ასეთი ოპერაციები აშშ-ში ყოველწლიურად 14 მილიონი ტარდება, ანუ ყოველდღიურად დაახლოებით 40 ათასი გადასხმა.

მაგრამ ასეთი გადასხმებით ადამიანის გაახალგაზრდავება ელემენტარული მითია, რომელსაც არავითარი საფუძველი არ აქვს. “არ არსებობს არავითარი კლინიკური გამოკვლევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახალგაზრდების პლაზმის ინიექცია დაბერებას აგვარიდებს, შეგვინარჩუნებს მეხსიერების უნარს, მოერევა პარკინსონის დაავადებას, გაფანტულ სკლეროზს, ალცგეიმერის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ან პოსტრავმულ სტრესულ აშლილობებს”, _ ხაზგასმით ამბობს რეგულატორი.

“მარტივად რომ ვთქვათ, _ გვიხსნის აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს საზედამხედველო სააგენტოს კომისარი სკოტ გოტლიბი, _ გვაშფოთებს ის, რომ არაკეთილსინდისიერი აგენტები ყვლეფენ პაციენტებს, როცა პლაზმის ინიექცირებას გაახალგაზრდავების საშუალებად ასაღებენ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here