Home სხვადასხვა დაიჯესტი პროკურორმა ქალიშვილი პედოფილის მისატყუებლად გამოიყენა

პროკურორმა ქალიშვილი პედოფილის მისატყუებლად გამოიყენა

2527
პროკურორმა ქალიშვილი პედოფილის მისატყუებლად გამოიყენა

პედოფილის დასაპატიმრებლად ამერიკელმა პროკურორმა თავისი 13 წლის გოგონა გაიმეტა. Mercury news იუწყება, რომ ეს ინციდენტი სან ხოსეში, კალიფორნის შტატში, მოხდა.

მამამ აიძულა გოგონა, დაბრუნებულიყო იქ, სადაც ეჭვმიტანილი მასზე ძალადობდა. საოლქო პროკურორის ვარაუდით, პედოფილი ამ სატყუარას წამოეგებოდა და გაიმეორებდა თავის ბინძურ მცდელობას. ფაქტი ვიდეოჩანაწერზე აღიბეჭდებოდა, რაც მისი ბრალის მტკიცებულებად იქნებოდა გამოყენებული.

76 წლის მამაკაცი ალი მოჰამად ლაჯმირი დააკავეს, მაგრამ ამჯერად ხელისუფლების ყურადღების ცენტრში მოექცა პროკურორი, რომელმა თავისი შვილი საფრთხეში ჩააგდო.

13 წლის გოგონამ შეიტყუა ხანდაზმული გარყვნილი შემთხვევის ადგილზე _ ალმადენის დაბლობის ლოს-ალამატოსის ბილიკზე. დასეირნობდა წინ და უკან და ტელეფონითა და ყურსასმენებით უწყვეტი კავშირი ჰქონდა დამყარებული პოლიციელებთან.

მას მიუახლოვდა ულვაშებიანი ბერიკაცი, რომელიც სპორტულ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, წელზე მოხვია ხელი და ძალით დასვა სკამზე. აკოცა ტუჩებში, შემდეგ _ კეფაზე, მაგრამ გოგონამ შეძლო თავის დაღწევა, დაუსხლტა ამძუვნებულ ბებრუხანას.

ბავშვმა დაადასტურა: ეს მოძალადე ზუსტად ის კაცი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინათ აეკიდა მას. ამ შემთხვევის შესახებ მან თავის ექიმს უამბო, მოგვიანებით მამამაც შეიტყო და პედოფილის დაჭერა გადაწყვიტა.

ოპერატიულად დაადგინეს ამ კაცის მისამართი, გოგონასთან სექსუალური ბღლარძუნიც გადაიღეს. დამნაშავე მეორე დღესვე დააკავეს. მას ელოდება პატიმრობა 14 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here