მთავარი მსოფლიო პროკურატურამ 712 კატალონიური ქალაქის მერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ 712 კატალონიური ქალაქის მერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამოძიება დაიწყო

725
გააზიარეთ
კატალონია

ამის თაობაზე იუწყებაროიტერიდა დასძენს, რომ თუ დაკითხვაზე გამოძახებული მერები არ გამოცხადდებიან შესაბამის ორგანოებში, პოლიცია მათ დააპატიმრებს.

მერებს პროაურატურაში დაკითხვაზე იმის გამო იბარებენ, რომ მათ ხელი შეუწყვეს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას. გენერალური პროკურორის, ხოსე მანუელ მასას, განკარგულებაში მითითებულია, რომ გამორიცხული არ არის მერების პასუხისმგებლობაში მიცემა.

კენჭისყრაში მონაწილეობაზე თანხმობა 712 მერიამ განაცხადა. კატალონიაში სულ 948 მერიაა, მაგრამ დიდი ქალაქების _ ტარაგონის, ოსპიტალეტის, ტერასასა და ლერიდას _ ხელმძღვანელებმა უარი თქვეს რეფერენდუმის ორგანიზებაში მონაწილეობაზე. ბარსელონას მერს ჯერჯერობით არ განუცხადებია, რას აპირებს.

კატალონიის პარლამენტმა 6 სექტემბერს მიიღო კანონი 1 ოქტომბერს დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. ორი დღის შემდეგ ესპანეთის მთავრობამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი და დოკუმენტის არასამართლებრივად ცნობა მოითხოვა. კანონის აღსრულება შეაჩერეს.

გენერალურმა პროკურატურამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რეფერენდუმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ნებისმიერ ქმედებას მისი ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ არაკანონიერს გახდის. ეს შეიძლება შეფასდეს, “სასამართლო გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად, თანამდებობრივი დანაშაულად და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვად”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here