Home ახალი ამბები საქართველო პროვინციალიზმის ზეიმი

პროვინციალიზმის ზეიმი

4200
პროვინციალიზმის ზეიმი

ინგლისური ანბანის რიგის მიხედვით, ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით საქართველოს მოუწია. შემდეგი გერმანია იქნება. ანგელა მერკელს თავში აზრად მოუვა, რომ ეს თავის წარმატებად გაასაღოს და დიდი ზეიმი მოაწყოს ქალაქის ქუჩებში? არა, რა თქმა უნდა.

“რასაც ივანიშვილი და “ქართული ოცნება” 14 დეკემბერს აწყობს, არა მხოლოდ უგუნურობისა და პროვინციული პოლიტიკანობის ზეიმია, არამედ სხვა მიზნებსაც ემსახურება. ეს, ფაქტობრივად, არის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება და საზოგადოებაში იმ ილუზიის შექმნა, თითქოს ხალხი ხელისუფლებას კვლავ უჭერს მხარს,” _ ასე შეაფასა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ 14 დეკემბერს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი შეკრება.

მოხერხება არ უნდა, ოპოზიციონერს ასეთი ზუსტი კრიტიკის, საბაბი კი არა, მიზეზი მისცე?.. თანაც ვის?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here