Home სხვადასხვა დაიჯესტი პროექტი “გრეტა ტუნბერგი”

პროექტი “გრეტა ტუნბერგი”

2749
პროექტი “გრეტა ტუნბერგი”

შვედი გოგონა მსოფლიო ლიბერალური ელიტის ბატონობის შენარჩუნებას ემსახურება

გაეროში 16 წლის გრეტა ტუნბერგის გამოსვლას უფროსი თაობის წარმომადგენლებში დანაშაულის, სირცხვილისა და შიშის განცდა უნდა გამოეწვია. მის სიტყვაში ხაზგასმით იყო აღნიშნული არა უბრალოდ უფროსი თაობის პასუხისმგებლობა ეკოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, არამედ მეორდებოდა მუქარა და ლამის წყევლაც კი:

“ჩვენ დაგაკვირდებით თქვენ… თქვენ წამართვით ჩემი ოცნებები და ბავშვობა თქვენი ფუჭისიტყვაობით… ჩვენ ვდგავართ მასობრივი გადაშენების ზღურბლზე… თქვენ სინამდვილეში მართლაც რომ გესმოდეთ ვითარების სერიოზულობა და მაინც განაგრძობდეთ უმოქმედობას, არამზადები იქნებოდით. ამის დაჯერება არ მინდა. თქვენ ჩვენ გვაბრიყვებთ, მაგრამ ახალგაზრდობა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ თქვენ მათ ღალატობთ. თქვენ გიყურებთ მომავალი თაობა და, თუ გაცნობიერებულად გვიღალატებთ, მაშინ აი რას გეტყვით: ჩვენ თქვენ არასოდეს გაპატიებთ. ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, ასე დაუსჯელად იმოქმედოთ. აქ და ახლა ჩვენ დავსვამთ წერტილს. მსოფლიო იღვიძებს. ცვლილებები დაიწყება, მოგწონთ თუ არა ეს თქვენ”.

საქმე ის კი არ არის, ვინ დაუწერა სიტყვა ტუნბერგს, არამედ ის, რომ ბავშვების სახელით სპეკულაციამ დასავლელი საზოგადოება თავის მართლების, დამნაშავისა და მომნანიებლის მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს. ყველაფრის გამო _ გლობალურ დათბობასთან არასაკმარისი ბრძოლის, უბედური ბავშვების, რომლებსაც ბავშვობა მოპარეს, და დასაღუპავად განწირული პლანეტის გამო. მაგრამ მონანიება საკმარისი არ არის. კიდევ საჭიროა, ყველას ეშინოდეს და შეჰფიცოს ახალ მესიას _ ილაპარაკოს იმაზე, რა მართალი და შორსმჭვრეტელია ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here