მთავარი Facebook ფრაზები პრემიერი შევარდნაძეს: მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება

პრემიერი შევარდნაძეს: მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება

1857
გააზიარეთ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღის შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 “დღეს ქართველ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს ედუარდ შევარდნაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა სირთულეებით აღსავსე ეპოქას უკავშირდება. ედუარდ შევარდნაძემ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებითაც საქართველოს რეალური დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობები გაუჩნდა.
ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში; უმნიშვნელოვანესი პროექტები – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი; სტამბულის ეუთოს 1999 წლის სამიტი – ისტორიული შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის თაობაზე, “წრთვნისა და აღჭურვის” პროგრამა. ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება პრაღის 2002 წლის ნოემბრის ნატოს სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრიანების თაობაზე.ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში. მისი სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება”, – წერს კვირიკაშვილი.

 

გააზიარეთ

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here