Home რუბრიკები საზოგადოება პრემიერი რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს, პრეზიდენტი კი ნატოს სამიტისთვის ემზადება

პრემიერი რუსეთს დიალოგისკენ მოუწოდებს, პრეზიდენტი კი ნატოს სამიტისთვის ემზადება

მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს

1935
გიორგი კვირიკაშვილი

9 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მედიით მიმართა და ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ჩიხიდან გამოსაყვანად (თუნდაც ნაწილობრივ) გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შესთავაზა. მიმართვაში ნათქვამია, რომ 2008 წლის ომიდან ათი წლის გასვლის შემდეგ სახელმწიფოთა წინაშე არჩევანი ისევ დიალოგსა და კონფრონტაციას შორის დგას; კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული რთული რეალობის ფონზე, კონფლიქტის ზონასთან ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი კვლავ გრძელდება, რაც ძირს უთხრის, როგორც რუსულქართული, ისე ქართულოსური და აფხაზურქართული ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივას.

სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭროეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულრუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინათ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოსპატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისთვის”…

პრემიერი თავის მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისი მზად არის აფხაზებთან და ოსებთან დიალოგისთვის. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით მისასალმებელი იქნებოდა რუსეთის კონსტრუქციული მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონფლიქტის დარეგულირებას და მხარეებს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების წარმართვას

პრემიერის მიმართვის პარალელურად მმართველი გუნდის მოქმედმა თუ ყოფილმა წარმომადგენლებმა ყურადღება რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის საფრთხეებზე გაამახვილეს და პრემიერის განცხადება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის წინდახედულ ნაბიჯად შეაფასეს.

კონფრონტაციასა და დაპირისპირების შემდგომი ესკალაციის საფრთხეზე მიანიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმაც. მისი განმარტებით, საქართველოს დღეს რუსეთთან ურთიერთობის მხოლოდ ორი გზა რჩება: შეიარაღებული დაპირისპირება ან მოლაპარაკებების გარკვეული ფორმატის შექმნა. მეტიც, ვოლსკის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული ვითარება კვლავ “ფეთქებადსაშიში ხდება და გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობები ერთ-ერთი დამამძიმებელი ფაქტია”…

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა 2014 წელს, სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, გამოთქვა, მაგრამ საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი მაშინ ამას დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე შეუძლებლად მიიჩევდა. შემდეგ იყო განცხადებები, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის პირობებში არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, რომ პირდაპირი დიალოგის მცდელობა საქართველოსთვის რუსულ ოკუპაციასთან პირისპირ დარჩენას ნიშნავს და ა.შ. ყოველივემ შექმნა იმის საფუძველი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს ვერ გასცდა. ჩიხში შესული პოლიტიკური დაძაბულობა შენარჩუნდა, თუმცა, პარალელურად, დასავლეთი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობდა საქართველოსთვის იარაღის მიწოდების თაობაზე პროვოკაციული განცხადებების გაკეთებას; ბოლო ასეთი პროვოკაციული ნაბიჯი (და არა განცხადება) “ჯაველინების” შემოტანაა. ძვირად ღირებული ტანკსაწინააღმდეგო სისტემით ჩვენი სამხედრო ძალების შეიარაღება აშკარად იყო ტრამპის ანტირუსული მილიტარისტული კამპანიის ნაწილი. შემდეგ ამას მოჰყვა ლუკ კოფის ხმაურიანი განცხადებაც, რომ საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშეც შეიძლება გახდეს ნატოს წევრი. მოკლედ, ცხადია, რომ რეგიონში რუსეთის ინტერესების უგულებელყოფის მცდელობა და ამით პოლიტიკური წონასწორობიდან მისი გამოყვანა, დიდი ალბათობით, რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ანუ დასავლეთმა, საქართველოს ხელისუფლების პირით, დღის წესრიგში მოსალოდნელი სამხედრო ესკალაციის საკითხის დაყენება დაიწყო…

რა საფრთხეები იკვეთება დღეს საქართველო-რუსეთის ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში, რა ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი და ადეკვატურად იქცევა თუ არა ხელისუფლება? ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიოს” საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები ესაუბრნენ.

ზაზა შათირიშვილი
ზაზა შათირიშვილი

“1 მარტის შემდეგ, როცა პუტინმა განაცხადა, რომ მას აქვს იარაღი, რომელიც თვისობრივად განსხვავებულია, ყველაფერი შეიცვალა

ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი:

_ დღეს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაში არის ორი გზა: ან დაპირისპირება და ომი, ან მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით მესამე მდგომარეობაში, როცა მხარეებს შორის არც შეიარაღებული დაპირისპირებაა და არც დიალოგი. ეს არის ვითარება, რომელსაც ცნობილი გერმანელი ფიზიკოსი ვერნერ ჰაიზენბერგი უწოდებდა განუსაზღვრელობის მდგომარეობას, ანუ, მარტივ ენაზე რომ ავხსნათ, ათი წლის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებით ჩიხში. სამწუხაროდ, ამ ჩიხს დღეს ძალიან უწყობს ხელსნაციონალური მოძრაობისმიერ შემოღებული სტერეოტიპები, რომ რუსეთს არ უნდა ველაპარაკოთ, და ვინც ელაპარაკება _ კრემლის აგენტია. სწორედ ამ სტერეოტიპების ტყვეობაშია დღეს ჩვენი პოლიტელიტა და, არა მხოლოდ ელიტა, პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვანი ნაწილიც…

_ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელი გზაა ხელსაყრელი საქართველოსთვის: დიალოგისა და მოლაპარაკებების თუ დაპირისპირების?

_ ამაზე უნდა იყოს კონსენსუსი საზოგადოებაში. არის ჩეჩნეთის გზა, არის ფინეთის გზა. სხვა არ არსებობს და ამაზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ყოველ შემთხვევაში, მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვართ, ჩვენ ხელს არ გვაძლევს, ეს მხოლოდნაციონალური მოძრაობისწისქვილზე ასხამს წყალს, რათა მუდმივად ჰქონდეს არგუმენტი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ დგომარეობით “ნაციონალური მოძრაობა” ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და ადგენს თამაშის წესებს: ვინ ვის უნდა ელაპარაკოს, ვის _ არა; ვისთან დიალოგის შემთხვევაში ხარ დადებითი ძალა და ვისთან _ უარყოფითი…

_ ბოლო პერიოდში ამერიკელი მაღალჩინოსნებისგან ხშირად ისმის განცხადებები საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებაზე, რაც რუსეთს აღიზიანებს. მაგალითად, მცირე ხნის წინათჯაველინებიშემოიტანეს. ამასთანავე, ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შეიძლება საქართველოს ნატოში მიღების განხილვახომ არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ გარე ძალებს რუსეთსაქართველოს შორის კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება სურთ?

_ თქვენს შეკითხვაშივე დევს პასუხი, თუმცა, მოგეხსენებათ, ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ. თუ რამე იგეგმება, ეს განზრახვა უკვე სხვა რაღაცას ემსახურება და გათვლა არ შეიძლება, ზუსტად იგივე იყოს, რაც ათი წლის წინათ, ვინაიდან ჩვენ ახლა ვართ სულ სხვა პოლიტიკურ და, არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ისტორიულ ვითარებაშიც. 1 მარტის შემდეგ, როცა პუტინმა განაცხადა, რომ მას აქვს იარაღი, რომელიც თვისობრივად განსხვავებულია, ყველაფერი შეიცვალა და, თუნდაც ბლეფი იყოს ეს განცხადება, თავისთავად უკვე ახალი მოცემულობაა. ახლა ძალიან რთულია თქმა, კონკრეტულად რა შეიცვალა, მაგრამ, ეს რომ უბრალო ცვლილება არ არის და მას სერიოზული პროცესები შეიძლება მოჰყვეს, იგრძნობა. აი, სწორედ აქედან გამომდინარე უნდა შედგეს ერში, ჩემი აზრით, კონსენსუსი და შევთანხმდეთ საბოლოოდ, რას ვირჩევთ: ომს თუ დიალოგსა და მოლაპარაკებას, კონფრონტაციას თუ სხვა გზით შეთანხმების მიღწევას.

გიორგი ახვლედიანი
გიორგი ახვლედიანი

ამერიკას საქართველო სჭირდება, როგორც პატარა ფინია, რომელიც მუდმივად უნდა უყეფდეს, ჩქმეტდეს და აღიზიანებდეს დათვს, ხოლო დათვი ფეხს მოგამტვრევს თუ, საერთოდ, გაგსრესს, მისთვის სულერთია

გიორგი ახვლედიანი, “დემოკრატიული მოძრაობისერთერთი ლიდერი:

_ ვფიქრობ, შიში, რომ რუსეთს საქართველოსთან ვითარების გამწვავება უნდა, უსაფუძვლოა. ამის რეალურ ნიშნებს ვერ ვხედავ. ან რატომ უნდა უნდოდეს რუსეთს ურთიერთობის გამწვავება, როცა ყველაფერი, რაც მას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე სჭირდებოდა, რეალურად უკვე აქვს?! სხვა ახლა, თბილისის აღებაც რომ ნდომებოდა ვლადიმერ პუტინს, ვერავინ შეაჩერებდა ვერც შეშფოთებითა და ვერც იმ წყლითა თუ საფენებით, რომლებიც ამერიკამ გამოგვიგზავნა.

დიალოგსა და პირდაპირ მოლაპარაკებებს რაც შეეხება, რუსეთის პრეზიდენტმა სამჯერ გამოთქვა მზადყოფნა, თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვა, რომ არ არსებობს თემები, რომლებიც დიალოგის მიმდინარეობისას არ განიხილებაო. ეს თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პასუხი აბსოლუტურად აცდენილი იყო ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ დილით რაღაც საუბარი დაიწყება და საღამოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა: იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ანუ მუდმივ აგრესიულ რეჟიმს, უკვე წლებია, შედეგი არ მოაქვს. მეტიც, ეს პოლიტიკა ისევ ჩვენს მიზნებს, ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზარალებს და გვაყენებს დარტყმის საფრთხის ქვეშ. აი ამ უგუნური და გაუთვითცნობიერებელი პოლიტიკის შედეგია ის, რომ, ფაქტობრივად, ყოველ ოთხ წელიწადში საქართველო კარგავს ტერიტორიებს: 1990 წელს ცხინვალი დავკარგეთ, 93-ში _ აფხაზეთი, 98-ში _ გალი, მერე _ ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული სოფლები, 2008-ში _ უკვე კოდორი და ახალგორი… პროცესი არ გაჩერდება, თუ, კიდევ ვიმეორებ, არ შევცვლით იმ მიდგომას, რომელიც საქართველოს მუდმივად აზარალებს…

_ რა არის დღეს ხელისშემშლელი ფაქტორი იმისა, რომ პოლიტიკური მიდგომა, თუნდაც იმავე რუსეთის მიმართ, მნიშვნელოვნად შეიცვალოს?

_ სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალების უმრავლესობა ფინანსდება და იკვებება დასავლეთის სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მიერ, ამერიკის საელჩოს მიერ. შესაბამისად, მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოებრივ ინტერესს, მათთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რას ჩასძახებენ ამერიკის საელჩოდან. ტყუილად კი არ დაგვინიშნა ამერიკის ელჩმა ორჯერ თავდაცვის მინისტრი _ ჯერ ალასანია და შემდეგ _ ხიდაშელი. ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს საქართველოში არ მეგულება ისეთი ჭკუასუსტი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან დიალოგის აუცილებლობას ვერ ხვდება, მაგრამ რა ქნან?! იციან, როგორც კი ამ თემაზე ხმას ამოიღებენ, მაშინვე დაკარგავენ ამერიკის საელჩოსთან მეგობრობის შანსს და ამის შემდეგ ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ფურშეტზე ბატონი ელჩი მათ აღარ დაუძახებს…

_ ამაზე იცვლება სახელმწიფოს ინტერესები?

_ ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს ეწირება ყველაფერი, ცხადია. ამერიკას საქართველო სჭირდება, როგორც პატარა ფინია, რომელიც მუდმივად უნდა უყეფდეს, ჩქმეტდეს და აღიზიანებდეს დათვს, ხოლო დათვი, თავის მხრივ, ფეხს მოგამტვრევს, ხელს, კისერს თუ საერთოდ გაგსრესს, მისთვის სულერთია. აი ეს არის მიზანი _ საქართველო მუდმივად დაჩაგრული უნდა იყოს რუსეთის მიერ, მუდმივად უნდა იმყოფებოდეს მასთან კონფრონტაციაში და კარგავდეს ტერიტორიებს. სხვანაირი, ძლიერი და წელში გამართული საქართველო ამერიკას არაფერში სჭირდება…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here