მთავარი პოლიტიკა პრეზიდენტი, რომელსაც არ ადარდებს, რას ეუბნება მოსახლეობის ნაწილი

პრეზიდენტი, რომელსაც არ ადარდებს, რას ეუბნება მოსახლეობის ნაწილი

959
გააზიარეთ
გიორგი მარგველაშვილი

ინტერვიუმ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ტელეკომპანიაპირველისგადაცემაპოლიტმეტრისწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ჩამოართვა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ანდაზა: “კუზიანს მხოლოდ სამარე გაასწორებს!”

გიორგი მარგველაშვილმა, ბრიუსელსა და ვაშინგტონში მამა-მარჩენლების მონახულებისა და მათგან რჩევა-დარიგებების მიღების შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში არ შეცვლილა და კვლავ ისეთი თვალსაზრისი აქვს ქართველ ერზე, როგორიც 2001 წელს ჰქონდა, როცა გამოაქვეყნა “ნაშრომი”: “ნიჩურტა! _ მე ქართველი ვარ”.

თითქმის საათნახევრიან ინტერვიუში მარგველაშვილმა ილაპარაკა თავის “მიღწევებზე”: რომ ვაშინგტონში ისაუბრა აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებაზე, რაც ისტორიული ნაბიჯი იქნება; აგრეთვე, იმაზეც, რომ მის წინააღმდეგ გალაშქრება კომიკური იყო”; რომვიღაცას მიაჩნია, რომ ჩემზე მეტად უყვარს სამშობლოდა რომ მისიყველაზე წმინდა გრძნობებია ქართველობა და ქრისტიანობა” (?! _ ..).

ქსოვის მოყვარულმა პლასტილინა პრეზიდენტმა, რომელმაც 2001 წელს გამოქვეყნებულ ე.წ. ფილოსოფიურ ესეში ქართველ ხალხს გონებასუსტი და დებილი უწოდა, პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თავი მხოლოდ სახელისუფლო გუნდისთვის ოპოზიციონერობის გაწევით, კანონებზე ვეტოს დადებით, არაადეკვატური განცხადებებითა და სააკაშვილის სასახლიდან გამოსვლაზე უარით დაგვამახსოვრა, აგრეთვე, იმით, რომ 2016 წელს მეუღლესთან ერთად 5 დღით იმყოფებოდა ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში, რაც საქართველოს ბიუჯეტს 130 ათასი ლარი დაუჯდა (პენსიონერის ყოველთვიურ შემოსავალზე 722-ერ მეტი!), პატიმრობიდან გაათავისუფლა კრიმინალში მსჯავრდადებული ცოლის ნათესავები, მიხეილ სააკაშვილის მიერ მილიონების გაფლანგვას “5 პიჯაკის საქმე” დაარქვა, 3000 უცხოელს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა და საბერძნეთში ვიზიტისას ქალიშვილიც იახლა _ ესეც, ალბათ, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე.

ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილს, მიუხედავად განაცხადებისა, რომ მისი “ყველაზე წმინდა გრძნობებია ქართველობა და ქრისტიანობა”, ნებსით თუ უნებლიეთ, წამოსცდა: არ მაინტერესებს, ისტორიის სახელმძღვანელოებში რას დაწერენ გიორგი მარგველაშვილზე”, ბოლოს კი განაცხადა: “მოსახლეობის ნაწილი, ნაკლებად მადარდებს, მე რას მეუბნება”.

ასეა! საქართველოს პრეზიდენტს, რომლის “ყველაზე წმინდა გრძნობებია ქართველობა და ქრისტიანობა”, არ აინტერესებს მოსახლეობის თუნდაც ნაწილის აზრი, სამაგიეროდ, აინტერესებს ამერიკელი პატრონების აზრი და რჩევა-დარიგებები.

ისე, საინტერესოა: ფილოსოფოს პრეზიდენტს, რომელმაც განათლება ჯორჯ სოროსის მიერ შექმნილ ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში მიიღო და რომელმაც ქართველ ხალხს გონებასუსტი და დებილი უწოდა, მოსახლეობის რომელი ნაწილის აზრი აინტერესებს: იმავე სოროსის ბუდეში გამოჩეკილი სუბიექტების ხომ არა, რომლებიც მხოლოდ ყოველივე ქართულისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ იბრძვიან?

ლუკა მაისურაძე

ამონარიდები გიორგი მარგველაშვილისნაშრომიდან” _ “ნიჩურტა! – მე ქართველი ვარ

ალბათ, იმედი დიდი საქართველოს მომავლისა, თავიდანვე იყო ილუზიური, ამას დღეს ბევრი ხვდება, მაგრამ რა არის იმის მიზეზი, რაც ჩვენ ჩვენი თავისაგან შევქმენით მეოცე საუკუნის ბოლოს? როგორია ჩვენი ავადმყოფობის ფურცელი? დიაგნოზი და პროგნოზი?

დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია _ გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით _ ანუ ფაქტიურად მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ ფორმამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისათვის შესაფერისი აზროვნება _ აი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. მაგრამ, ნათელია, რომ დებილობა ინდივიდში და გონებრივი სისუსტე ერში, განსხვავებულად გამოიხატება. მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანის შეფასებისათვის, საკმარისია დააკვირდეთ მის ქცევას, ერის შემთხვევაში, ანალიზი განსხვავებულ პარამეტრთა ანალიზს გულისხმობს, აქ უნდა ამოიცნოთ უფრო ზოგადი _ ქცევის პატერნები, სოციალურად მიღებული ნორმები, მსოფლმხედველობის ფორმები, იდეოლოგია, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები…

შემდეგი ნიშანია შეუსაბამობა ნებელობით ფუნქციასთან. როგორც ინფანტილობა, როგორც გონებრივი ჩამორჩენილობის კიდევ ერთი გამოხატულება”.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here