Home ახალი ამბები მსოფლიო პრეზიდენტებმა მოსკოვში ვიზიტებს მოუხშირეს

პრეზიდენტებმა მოსკოვში ვიზიტებს მოუხშირეს

65

უკრაინაში და, საერთოდ, მსოფლიოში დაძაბული ვითარების ფონზე გახშირდა წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების ვიზიტები მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან.

3 თებერვალს კრემლში ვლადიმერ პუტინი შეხვდა არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს ბუენოს-აირესი რუსეთსა და ლათინურ ამერიკას შორის ერთგვარ “ჭიშკრად” შესთავაზა. ამასთანავე, ფერნანდესმა რუსეთს პირდაპირი ტექსტით სთხოვა, რომ დაეხმაროს არგენტინას აშშ-ისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან თავის დაღწევაში.

არგენტინის პრეზიდენტის შემდეგ, 7 თებერვალს, პუტინთან თითქმის 6-საათიანი მოლაპარაკებები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც შეხვედრას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ ესკალაცია თავიდან აიცილა. მაკრონი კრემლში ვიზიტის შემდეგ უკრაინაში ზელენსკისთან შესახვედრად გაემგზავრა.

გაააქტიურა საგარეო პოლიტიკა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომლის შეხვედრაც ვლადიმერ პუტინთან 15 თებერვალს არის დაგეგმილი. მანამდე კი შოლცი მაკრონს შეხვდა, შემდეგ კი, 7 თებერვალს, ვაშინგტონში ჯო ბაიდენთან გამართა მოლაპარაკებები. სანამ მოსკოვში უკრაინის პრობლემის მოგვარებაზე მსჯელობენ, ვაშინგტონში ვითარებას კიდევ უფრო ძაბავენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და ევროპაში სამხედრო კონტინგენტის გადასროლით. გერმანია აშშ-ის ახლო მოკავშირეა და ისინი რუსეთის მიმართ შეთანხმებულად მოქმედებენ.

ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა არ გაამხილა დეტალები, როგორ აპირებს აშშ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის შეჩერებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, თუმცა აქ საქმე შეჭრაში არ არის. შოლცი და ბაიდენი ოფიციალურად ვერაფერს იტყოდნენ გარიგებაზე, რომელიც შარშან გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიდო. გარიგება კი ასეთი იყო: გერმანიაში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კონტროლით მთავარი ევროპული ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ჰაბის სანაცვლოდ.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ, ვაშინგტონის მცდელობის მიუხედავად, ჩაშალოს მისი ვიზიტი მოსკოვში, ის მაინც ეწვევა მოსკოვს 17 თებერვალს.

ამავე დღეებში მოსკოვში ვიზიტით ჩადის ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here