მთავარი დაიჯესტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოში

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოში

730
გააზიარეთ
პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოში

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კორონავირუსის ახალი ტიპით ინფიცირებულთა რაოდენობა 20 ათასს მიუახლოვდა. ამასთანავე, ამ ქვეყნებში დაავადებულთა შორის სიკვდილიანობა 1,13%- შეადგენს _ 5-ჯერ ნაკლებს, ვიდრე, საშუალოდ, მსოფლიოშია (6,1%).

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია რუსეთში, შემდეგ მოდის ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ყირგიზეთი. საქართველოში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში ოფიციალურად არ აღრიცხულა ინფიცირების არც ერთი შემთხვევა.

მოლდოვის გარდა, სადაც დაავადებულთა 2,25% გარდაიცვალა, დსთ-ის ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომლის ზუსტად განსაზღვრა ეპიდემიის დასრულებამდე შეუძლებელია, ამჟამად არ აღემატება 1,5%-ს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რუსეთსა და უზბეკეთში (შესაბამისად, 0,75% და 0,52%), სხვაგან ის მერყეობს 0,97%-დან 1,4%-მდე. უკრაინაში გარდაიცვალა დაავადებულთა 3,01%, საქართველოში _ 1,38%. დსთ-ში სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი 1,1%-ს შეადგენს, საქართველოს გათვალისწინებით _ 1,13%-ს.

მსოფლიოში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო მაჩვენებელი 6,1%-ია.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here