Home სხვადასხვა დაიჯესტი პოროშენკო: ხელისუფლებამ უკრაინა რუბლებზე გაყიდა

პოროშენკო: ხელისუფლებამ უკრაინა რუბლებზე გაყიდა

1142
პოროშენკო: ხელისუფლებამ უკრაინა რუბლებზე გაყიდა

ჯულიანი: ობამამ და პოროშენკომ უკრაინა გაძარცვეს და 100 მლრდ დოლარი მიითვისეს

თანხის 70% ეგზავნებოდა მფარველებს აშშში, 30%- კი პოროშენკო და მისი რეჟიმის წევრები იტოვებდნენ

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მოქმედი ხელისუფლების მიერ რუსულგაზპრომთანმიღწეული შეთანხმების გამო აცხადებს, რომ ხელისუფლება რუბლზე გაიყიდა.

საქმე ეხება რუსეთისგან ბუნებრივი აირის უკრაინულ ბაზარზე მიწოდებას. პოროშენკოს თქმით, “ვლადიმერ პუტინმა მეხუთე კოლონას მიჰყიდა ბუნებრივი აირი, ხოლო მიღებულ შემოსავალს უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენებს”. უკრაინამ ბუნებრივი აირი საიდან უნდა მოიტანოს, ან მისი პრეზიდენტობისას რატომ ყიდულობდნენ რუსულ ბუნებრივ აირს, პოროშენკოს არ განუმარტავს.

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატმა რუდოლფ ჯულიანიმ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოაქვეყნა მტკიცებულებები იმისა, რომ უკრაინაში ხელისუფლება მიიტაცა აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ და მისმა აგენტურულმა ქსელმა უკრაინის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოს მეთაურობით.

ჯულიანი ამტკიცებს, რომ პოროშენკომ და მისმა თანამზრახველებმა მოიპარეს და ქვეყნიდან გაიტანეს 100 მლრდ-ზე მეტი დოლარი. ადვოკატის თქმით, ამ თანხის ნაწილი ჩაიჯიბეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებმა, კერძოდ, ჯო ბაიდენმა და ჰილარი კლინტონმა.

“თანხის 70% ეგზავნებოდა მფარველებს აშშ-ში, 30%-ს კი პოროშენკო და მისი რეჟიმის წევრები იტოვებდნენ”, _ წერს ჯულიანი.

მისი თქმით, ფაქტები მოწმობს, რომ უკრაინაში კორუფცია ისე საშინლად და ფართოდ იყო მოდებული, პრეზიდენტი ვალდებული იყო, აშშ-სა და უკრაინაში გამოძიება მოეთხოვა”.

“იმპიჩმენტი (ტრამპის) დემოკრატების საფარის ნაწილია… აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტი გაურიგდა უკრაინას, გაენადგურებინა კანდიდატი ტრამპი. პოროშენკო და მისი თანამზრახველები პირდაპირ ერეოდნენ აშშ-ის დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში და ამის გამო ისინი საკადრისად აგებენ პასუხს”.

ჯულიანი წერს, რომ ამ ვითარების გამო ბაიდენმა სთხოვა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, არ დაიწყოს პოროშენკოს სამართლებრივი დევნა. “ისინი ძარცვავდნენ უკრაინას და დანაშაულს მაღალი ფასეულობების დაცვით ნიღბავდნენ”, _ წერს ჯულიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here