მთავარი დაიჯესტი პოლ კრეიგ რობერტსი: ეს სიგიჟეა, ეს ბოროტებაა თუ ერთიცა და მეორეც

პოლ კრეიგ რობერტსი: ეს სიგიჟეა, ეს ბოროტებაა თუ ერთიცა და მეორეც

გააზიარეთ
პოლ კრეიგ რობერტსი

პენტაგონის შეფმა ჯეიმს მეტისმა აშშის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას აღიარა, რომ წარმოუდგენია სიტუაცია, როდესაც ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა შეიძლება, კონგრესის ნებართვის გარეშე, გასცეს ბრძანება პრევენციული ატომური დარტყმის შესახებ.

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ისინი (თუნდაც რომელიღაც ერთი ქვეყანა) ემზადებიან ამისთვის (აშშის დასაბომბად ბირთვული იარაღით) და ეს გარდაუვალია, მაშინ მე თავისუფლად შემიძლია წარმოვიდგინო ასეთი სიტუაცია. და ეს ერთადერთი საშუალება არ არის ჩვენს არსენალში. მიმაჩნია, რომ კონგრესის მხრიდან კონტროლი არ უნდა გავუთანაბროთ ოპერატიულ მართვას”, _ განაცხადა მეტისმა და სენატორებს მოუწოდა, “ენდონ არსებულ სისტემას, რომელმაც დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა ათეული წლების განმავლობაში”.

სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა თავის ვებგვერდ Paulcraigroberts.org-ზე ეკონომიკური მეცნიერების დოქტორი, აშშის ფინანსთა მინისტრის თანაშემწე რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში, გაზეთუოლ სტრიტ ჯორნელისადა ჟურნალბიზნესვიკისყოფილი რედაქტორი და მიმომხილველი, “ვაშინგტონ პოსტისყოფილი ექტსპერტი, უამრავი წიგნის ავტორი პოლ კრეიგ რობერტსი წერილითეს სიგიჟეა, ეს ბოროტებაა თუ ერთიცა და მეორეც”, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

“რადგან პრესტიტუტი (ნეოლოგიზმი, რომელიც წარმოიშვა სიტყვების _ პრესისა და პროსტიტუტის _ შეერთებით. იყენებენ იმ ჟურნალისტებისა და მედიასაშუალების მიმართ, რომლებიც, ადამიანებამდე მართალი ინფორმაციის მიტანის ნაცვლად, ფაქტებს ამახინჯებენ ან ცრუობენ ფულის ან “ზემოდან ზემოქმედების გამო” _ ნ. კ.) მასმედია ლოიალური არ არის სიმართლისადმი და არ შეიძლება ენდო, უნდა დავფიქრდეთ: “შეიძლება კი დავუჯეროთ ნეკროლოგებს?”

არ ვიცი, დავუჯეროთ თუ არა პრესტიტუტებს, მაგრამ ამჟამად ისინი იუწყებიან, რომ ამერიკული ავიამზიდების სამი ჯგუფი ან უკვე განლაგდა ჩრდილოეთი კორეის ნაპირებთან, ან მისკენ მიმავალ გზაზე არიან.

რისთვის? სულელები ვაშინგტონიდან, რომლებიც ბრიტანეთის მე-19 საუკუნის ბრიტანულ იმპერიულ პრაქტიკას იყენებენ, რატომ გზავნიან სამხედრო ხომალდებს სხვის სანაპიროებთან?

ეს ინფანტილიზმია. ჩინეთმა უკვე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმის უფლებას არავის მისცემს, თუ თვითონ ჩრდილოეთი კორეა არავის დაესხმება თავს პირველი. ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმის იდეას არ ეთანხმება რუსეთიც. ჩინეთსა და რუსეთს აქვთ ისეთი რაკეტები, რომლებიც ზღვის ზედაპირიდან გააქრობენ ავიამზიდების ამ ჯგუფებს და რა აზრი აქვს იქ მოძველებული ხომალდების გაგზავნას?

პერლ-ჰარბორში ერთხელ უკვე ისე დააყენეს ხომალდები, რომ იაპონელებმა ჩაძირეს, ამიტომ პასუხი ერთია: ხომალდები იმისთვის გაგზავნეს, რათა გაანადგურონ და აშშ მიეცეს თავის მართლების საშუალება მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებისთვის.

აშშ-ის უვარგისმა მარიონეტმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა; “ვაღიარებთ, რომ ევროპაც მოხვდა ჩრდილოეთ კორეის რაკეტების დარტყმის ზონაში და ნატოს წევრ-სახელმწიფოებს ხიფათი ემუქრებათ”. გახსოვთ? ეს კიდევ ერთი ტყუილია ევროპისთვის, რომელიც ადრე არარსებული ირანული რაკეტების დარტყმის ზონაში მოხვდა. და ეს იყო საბაბი, აშშ-ს თავისი რაკეტები რუსეთის საზღვრის გასწვრივ განელაგებია. ამჟამად კი აშშ ჩრდილოკორეულ კრიზისს იმისთვის იყენებს, რომ რაკეტები ჩინეთის საზღვრის გასწვრივ განალაგოს.

არის კიდევ ერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა მოინახულა მაინოტის (შტატი ჩრდილოეთი დაკოტა) ბირთვული რაკეტების ბაზა და რაკეტების გამშვები ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას უპასუხისმგებლოდ განუცხადა: ჩვენ შევდივართ ძალიან სახიფათო პერიოდში, და აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ გითხრათ: უახლოეს მომავალში შეიძლება მიიღოთ ბრძანება: “გაშვება”. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ სიტუაციის ყველა შესაძლო განვითარებისთვის გვაქვს შემუშავებული გეგმა, მაგრამ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ვითარების ესკალაცია წავიდეს იმ მიმართულებით, რომელიც არ გაგვითვალისწინებია. თუ თქვენ მიიღებთ გაშვების ბრძანებას, განახორციელეთ გაშვება. დროს ნუ დაკარგავთ იმის გარკვევაზე, არის თუ არა ეს ბრძანება უფლებამოსილი. თქვენ არ გაქვთ დაყოვნების უფლება”.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ეს განცხადება უპასუხისმგებლოა და საღ აზრს მოკლებული.

დროა, შევშინდეთ იმის გამო, რომ აშშის პოლიტიკური ლიდერები ასე აღიქვამენ ყოველთვის არსებული ცრუ საფრთხეების ალბათობას. სულელი პენსი კაცობრიობის საფრთხეა. პენსი არ არის პატრიოტი, რომელიც დაგვიცავს. ის იდიოტია, რომელსაც, სანამ ყველას გაგვანადგურებს, იმპიჩმენტი უნდა მოვუწყოთ ტოტალური უპასუხისმგებლობის გამო.

შედით ინტერნეტში. ცრუ გაფრთხილებები ბირთვული განგაშის შესახებ ჩვეულებრივი საქმე იყო “ცივი ომის” პერიოდში, მაგრამ ვაშინგტონიცა და მოსკოვიც უკიდურესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ საკითხს, როგორ ემოქმედათ ესეთ პირობებში. ახლა კი ჩვენ გვყავს იდიოტი ვიცეპრეზიდენტი, რომელსაც სურს, აკრძალოს ასეთი გაფრთხილებებისა და ცნობების შემოწმება და იმოქმედოს.

ვაშინგტონში იდიოტებმა გასცეს ბრძანება და სადღეღამისო საბრძოლო მზადყოფნა დაუწესეს ვადაგასულ ბომბდამშენებს _ B-52-ებს. რისთვის? არც ერთ ამ თვითმფრინავს არ შეუძლია გადალახოს რუსეთის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. ამ უაზრო ბრძანების მიზანი არის, კიდევ უფრო დაეცეს ნდობის დონე ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის. რატომ ჩაიძირა ვაშინგტონი დანაშაულებრივ ქმედებებში? ვინ აგებს პასუხს ამაზე? რატომ არ არიან ისინი დაპატიმრებული პლანეტაზე სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო?

ვაშინგტონის მიერ ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან გაფრთხილებების იგნორირება _ ეს არის ყველაზე საგანგაშო და უჩვეულო რამ, რაც შემხვედრია ჩემს სიცოცხლეში.

რატომ არ ესმის ვაშინგტონსა და მის ვასალებს, როცა სახელმწიფოები, რომლებსაც მათი განადგურება შეუძლიათ, გარკვევით და ნათლად ამბობენ, რომ ყელში ამოუვიდათ ვაშინგტონის თავხედობა, ქედმაღლობა და ყოყლოჩინობა?”

პოლ კრეიგ რობერტსი

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here