Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლ კრეიგ რობერტსი: აშშ-ის დედაქალაქი გადაიქცა პლანეტაზე ყველაზე სულელი და ქედმაღალი ადამიანების...

პოლ კრეიგ რობერტსი: აშშ-ის დედაქალაქი გადაიქცა პლანეტაზე ყველაზე სულელი და ქედმაღალი ადამიანების შეკრების ადგილად

“10 მლნ რუსი ჯარისკაცი ნატოს შანსს არ მისცემს”

501

უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებები აშშსა და ნატოსთან რუსების ინიციატივით გაიმართა. მათ გასაგებად ახსნეს, რომ უსაფრთხოება საერთო საქმეა და ის იმ შემთხვევაში აეწყობა, თუ თითოეული მხარე თავს დაცულად ჩათვლის”, _ წერს თავის ვებგვერდზე აშშის მე-40 პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის, მრჩეველი, პოლიტიკის ანალიტიკოსი _ პოლ კრეიგ რობერტსი.

“აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ სასწრაფოდ შეთითხნა ახალი ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პირადად წაუკითხა საზოგადოებრიობას სცენარი: რუსეთს განზრახული აქვს, თავს დაესხას თავის სამხედრო ქვედანაყოფებს “ცრუ დროშით”, რათა ჰქონდეთ უკრაინაში შეჭრის საბაბი. უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ისეთი ბრიყვია, აზრადაც არ მოსდის, რომ, თუ რუსეთი მართლაც მოისურვებს უკრაინაში შეჭრას, ამას ის აუცილებლად გააკეთებს. რუსეთს არ სჭირდება თავის მართლება, ვაშინგტონსა და ნატოში კი არავის არ შეუძლია მისი შეჩერება.

რუსებმა ახსნეს, რატომ ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ. დასავლეთში გამუდმებით ეწევიან მათ დემონიზაციას, უწესებენ სანქციებს დასავლურ პრესაში გამოქვეყნებულ რაღაც სტატიებზე დაყრდნობით, შეურაცხყოფენ მათ პრეზიდენტს. რუსეთის საზღვრებთან ატარებენ სამხედრო მანევრებს, ხოლო აშშის სამხედროსაზღვაო ხომალდები თითქმის ყოველთვის იმყოფებიან შავ ზღვაში, სადაც მათ არაფერი ესაქმებათ.

ვაშინგტონმა დაარღვია გორბაჩოვისთვის მიცემული პირობა და ნატო არა მხოლოდ მიუახლოვა რუსეთის საზღვრებს, არამედ რაკეტსაწინააღმდეგო ძალები პოლონეთსა და რუმინეთში განალაგა; ვაშინგტონმა დაამხო უკრაინის კანონიერი ხელისუფლება იმ მიზნით, რომ რუსეთისთვის წაერთმია მისი სამხედრო საზღვაო ბაზა ყირიმში, უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოეყვანა მოსკოვისა და აღმოსავლეთ უკრაინის რუსი მოსახლეობისადმი მტრულად განწყობილი მარიონეტი პოლიტიკოსები და სამხედრო თვალსაზრისით აეთვისებინა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა.

ადრე თუ გვიან, უკრაინისა და საქართველოს ნატოს ბლოკში შეყვანის განზრახვით დასავლეთი მხოლოდ განამტკიცებს თავის მისწრაფებებს, რუსეთს ალყა შემოარტყას სამხედრო ბაზებით მასშტაბური ომის მოსამზადებლად.

კრემლი გვაფრთხილებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების მიმართ ვითარება მუქარების შემცველია, რაც მიუღებელია. “ცივი ომის” პერიოდში ორი მძლავრი სახელმწიფო ცდილობდა ურთიერთობაში დაძაბულობის შემცირებას, მაგრამ X საუკუნეში ვაშინგტონმა მოახდინა შეიარაღების კონტროლზე ადრე მიღწეული ყველა შეთანხმების დეზავუირება და დაიწყო აგრესიული მოქმედებები.

რუსეთი გვეუბნება, რომ აღარ შეურიგდება თავის საზღვრებთან აშშ-ისა და ნატოს ახალი ბაზების შექმნას და უკრაინასა და საქართველოს არ მისცემს ჩრდილოატლანტიურ ალიანსში ინტეგრაციის უფლებას. ამ მიმართულებით დასავლეთის ნებისმიერი მოძრაობა “საშინელ შედეგებს” გამოიწვევს.

როგორც “ცივი ომის” უშუალო მონაწილემ, როგორც წევრმა პრეზიდენტის საიდუმლო კომიტეტისა, რომელიც დაეხმარა რონალდ რეიგანს, ბოლო მოეღო სსრკ-თან დაპირისპირებისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ განცვიფრებული ვარ ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, არ შეისმინონ ის, რასაც რუსები სამართლიანად ცდილობენ, გააგებინონ აშშ-ს.

ასეთი სიგნალები 1980-იან წლებში რომ წამოსულიყო მოსკოვიდან, ჩვენ პრეზიდენტ რეიგანს ვურჩევდით, ეღიარებინა ისინი და შეემცირებინა დაძაბულობა. დღეს ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამერიკის ხელისუფლების მოქმედების შედეგები ძალიან მაშინებს, ვაშინგტონელი გონებადაბინდულები, რომლებსაც უპირისპირდება გაცილებით მძლავრი რუსეთი, აღჭურვილი ისეთი იარაღით, რომელზეც ჩვენ მხოლოდ ოცნება შეგვიძლია, ისეთ სახეს იღებენ, თითქოს არაფრის ეშინიათ. აშშის დედაქალაქი გადაიქცა პლანეტაზე ყველაზე სულელი და ქედმაღალი ადამიანების შეკრების ადგილად. ისინი ადამიანის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, როცა სჯერათ თავიანთი უძლეველობის. ეს უკვე სიგიჟის ნიშანია.

რუსეთს აღმოსავლეთიდან 4 არმია გადაჰყავს თავის დასავლეთ საზღვრებთან. ეს ოთხი არმია, მათ გარეშეც კი, რომლებიც უკვე არიან რეგიონში, საკმარისია, ელვისებურად გაანადგუროს ნებისმიერი ძალა, რომელიც კი შეუძლია აშშ-სა და ნატოს ოპერატიულად შეკრიბოს. ამ ჯარებს შეუძლიათ, რამდენიმე დღეში დაიპყრონ აღმოსავლეთი ევროპა.

უფრო მეტიც, პენტაგონში შესანიშნავად იციან, რომ რუსეთს საკმაოდ სწრაფად შეუძლია 10 მლნ-მდე ჯარისკაცის მობილიზაცია. ნატოს, მისი შერეკილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, ბაქიბუქის მიუხედავად, არანაირი შანსი არ აქვს რუსეთთან დაპირისპირებაში, თუნდაც არაბირთვულ ომში.

ეს ნიშნავს და ეს კრემლმაც იცის, რომ ვაშინგტონს სახის შესანარჩუნებლად მოუწევს ბირთვული იარაღის გამოყენება. ეს გამოიწვევს აშშისა და ევროპის სრულად განადგურებას _ ისინი, უბრალოდ, არსებობას შეწყვეტენ. რუსეთისთვის, მისი ეშელონირებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისა და ბირთვული ბუნკერების განტოტვილი ქსელით, ბირთვული ომი კატასტროფა იქნება, მაგრამ რუსეთი, ჩვენგან განსხვავებით, გადარჩება.

რუსეთს არ სურს ასეთი ომი, რუსეთს არავისზე თავდასხმა არ სურს, თვით უკრაინაზეც კი. რუსეთს მხოლოდ ის სურს, რომ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება. სულ ეს არის.

თუ ჩვენ არმაგედონს შევეჯახებით, ეს მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ვაშინგტონმა უარი უთხრა მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიებზე”.

topcor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. უკრაინაშირუსეთის შეჭრისშემთხვევაში ნატოს თავის მაღალი მზადყოფნის ნაწილებში 40 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის მობილიზება შეუძლია, რომლებიცუმოკლეს ვადაში ჩაებმებიან ბრძოლებში”, _ დაიანგარიშა გამოცემა Sky Newsის კორესპონდენტმა, თუმცა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში იქ თავისი სამხედრო ქვედანაყოფების გაგზავნას არ აპირებს, რადგან უკრაინა ალიანსის წევრი არ არის.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here