მთავარი დაიჯესტი პოლონელების ფერისცვალება

პოლონელების ფერისცვალება

551
გააზიარეთ
პოლონელების ფერისცვალება

პოლონელებიც გონს მოდიან, საქართველოს ისტებლიშმენტს კი საშველი არ დაადგა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ლონდონში გამართული ნატოს სამიტის შედეგებზე მსჯელობისას განაცხადა, რომ მოსკოვი არ არის ალიანსის მტერი. პოლონეთის ლიდერმა იყნოსა, საიდან უბერავდა ქარი და გადაწყვიტა, დისონანსში არ შესულიყო ტრამპსა და მაკრონთან.

დუდას მოსაზრება რუსეთის შესახებ  პასუხი იყო ჟურნალისტების ორ კითხვაზე და არა მისი პროგრამული განცხადების ნაწილი. პრეზიდენტმა დასაწყისში ხაზი გაუსვა, რომ ნატოს კონტექსტში “ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რომელიღაც მტერზე საერთაშორისო დონეზე”. შემდეგ მან დააზუსტა, რომ რუსეთი  არის “ჩვენი მეზობელი, რომელსაც ვეთანხმებით ყველა საკითხში”, “რუსეთის ზოგიერთი ქმედება მიუღებელია”, მაგრამ “არ არსებობს არანაირი მტრული დამოკიდებულება მის მიმართ”. დუდამ აღნიშნა, რომ “რუსეთი _ ეს არის მეზობელი, პარტნიორი, იმიტომ, რომ დღევანდელი მსოფლიო წარმოადგენს ეკონომიკური გაცვლების დიდ ველს და ამის გამო უნდა ვიმსჯელოთ სხვადასხვა საკითხზე”.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here