Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლონეთმა თავისი ოქრო ლონდონიდან გაზიდა

პოლონეთმა თავისი ოქრო ლონდონიდან გაზიდა

561
პოლონეთმა თავისი ოქრო ლონდონიდან გაზიდა

პირველი მსოფლიო ომის წინ პოლონეთმა უსაფრთხოების დაცვის მიზნით თავისი ოქრო დიდ ბრიტანეთში გაზიდა. იმხანად ლონდონში გაიტანეს ათობით ტონა ძვირფასი ლითონი. მას შემდეგ, არაფერი შეცვლილა, პოლონეთის ტონობით ოქრო კვლავაც მისი უდიდებულესობის ყურადღების ქვეშ არის მოქცეული.

მაგრამ ბოლო წლებში პოლონეთმა რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის წაბაძვით სწრაფი ტემპით დაიწყო საკუთარი ოქროს მარაგის გაზრდა. 2019 წლის მხოლოდ ივნისის თვეში პოლონეთის ცენტრალურმა ბანკმა ერთბაშად 125 ტონა ყვითელი ლითონი შეიძინა. ოქროს მთელი მარაგი პოლონეთის ტერიტორიის მიღმა იმყოფება. ამ გაუგებრობის დამთავრება გადაწყვიტეს პოლონეთის ხელმძღვანელმა პირებმა.

გერმანიამ ერთი წლის წინათ აშშ-დან და საფრანგეთიდან სამშობლოში დააბრუნა თავისი რეზერვების თითქმის ნახევარი. მანამდე მსგავსი ოპერაცია განახორციელა ნიდერლანდის სამეფომ. რიგში დგას ავსტრია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა თავისი გეგმის შესახებ.

ეს გასაკვირი არც არის: აშშ ემზადება მსოფლიო სავალუტო ომისთვის და ამ პირობებში ოქრო ყველაზე უფრო ღირებულ და გამართლებულ აქტივად ესახებათ.

2 COMMENTS

  1. ჩვენი ქვეყნიდან კი გამდიდრდნენ ქვეყნებიც და ინდივიდების იმდენი ოქრო გააქვთ, ჩვენი უტვინო ხელისუფლება მარტო თავიანთ ჯიბეებში იყურება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here