Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთმა გადაწყვიტა, ევროპის მიერ თავსმოხვეული ლტოლვილებისგან დაიცვას თავი

პოლონეთმა გადაწყვიტა, ევროპის მიერ თავსმოხვეული ლტოლვილებისგან დაიცვას თავი

964
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმრადიო პოლონეთისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვარშავა მიიჩნევს, ორი წლის წინათ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვადასხვა ქვეყანაში ლტოლვილების განაწილების შესახებ მცდარი იყო, ამიტომ იგი კვლავაც დაიცავს თავის უფლებას, არ შეასრულოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

“ჩვენ თავს დავიცავთ, რადგან პოლონეთის უსაფრთხოება ევროპული ინსტიტუტების მიერ მიღებულ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ არ შევასრულებთ ამ გადაწყვეტილებას”, _ თქვა მან.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მიგრანტებს არ სურთ პოლონეთში ჩასვლა. 2015 წლის შემოდგომაზე ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, თავიანთ ტერიტორიებზე განესახლებინათ 160 ათასი მიგრანტი, რომლებიც იმ მომენტში საბერძნეთსა და იტალიაში იმყოფებოდნენ. კვოტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობის ოდენობის პროპორციულად განაწილდა. ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა უნგრეთი, მაგრამ 2017 წლის 6 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ დაავალა უნგრეთსა და სლოვაკეთს, მიეღოთ ლტოლვილები. პოლონეთი დათანხმდა რამდენიმე ათასი ლტოლვილის მიღებას, მაგრამ შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება. ამჟამად მიგრაციული კვოტების შესრულების წინააღმდეგ გამოდიან “ვიშეგრადის ჯგუფის” ქვეყნები _ უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here