Home სხვადასხვა დაიჯესტი პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველი: ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები _ ევროპის რუკაზე კიდევ...

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველი: ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები _ ევროპის რუკაზე კიდევ იქნება ცვლილებები

1255
პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველი: ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები _ ევროპის რუკაზე კიდევ იქნება ცვლილებები

პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ვიტოლდ მოძელევსკიმ ამერიკელებს ტეტიები უწოდა და იწინასწარმეტყველა, რომ ევროპის რუკაზე კიდევ იქნება ცვლილებები. მოძელევსკიმ თავისი თვალსაზრისი გადმოსცა ახალ წიგნშიპოლონეთი _ რუსეთი, 1919 წელი. ფიქრები ასწლეულზე”. პოლონეთის პრეზიდენტთან არსებული განვითარების ეროვნული საბჭოს წევრის, პროფესორ ვიტოლდ მოძელევსკის წიგნიდან ამონარიდები პორტალმა dziennik.pl გამოაქვეყნა. აი რამდენიმე მათგანი:

* “ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” მხრიდან დამცირებებისა და შეურაცხყოფების გამო, რომლებიც ხალისით იყენებენ ჩვენს პოლიტიკურ მარტოობასა და პროგრამულ მტრობას რუსეთის მიმართ, პოლონეთმა დიდი ხნით თქვა უარი საერთაშორისო პოლიტიკაში მონაწილეობაზე. ამერიკელებმა რამდენიმე დღეში შეძლეს ჩვენს ქვეყანაში გასულ ასწლეულში დაგროვებული სიმპათიის კაპიტალის გაფლანგვა, თუმცა მშვენივრად ვიცით, რომ ისინი ტეტიები არიან”.

* “ზოგიერთი ხეირობს ჩვენი სისულელით, როცა რაღაც “საფრთხით გვაშინებს. ჩვენ ვიცით, ვისგან ქმნიან დემონს _ “პუტინის რუსეთისგან”. ის ჩვენ “გვემუქრება”, ამიტომ უნდა შევიარაღდეთ, მაგრამ თვითონ არ შეგვიძლია იარაღის წარმოება. ჩვენ ის ერთგული მეგობრებისგან უნდა ვიყიდოთ (მეგობრობა ხომ მსხვერპლს მოითხოვს)”.

* “ჩვენი პროტესტი ყირიმის ანექსიის მიმართ, რომელსაც პოლონეთის მთავრობა არასოდეს აღიარებს, საცოდავად გამოიყურება და მოტყუებული ბავშვის ჩივილს ჰგავს. თუმცა, რადგან თავის დროზე არ გაგვიპროტესტებია ევროპაში საზღვრების შეცვლა, იმიტომ, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ “გერმანიის გაერთიანებამ” შექმნა ამ რეგიონის ახალი ისტორია, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები: კიდევ იქნება ცვლილებები”.

პროფესორის ასეთი გულახდილი მოსაზრებები შეაფასა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას პრესმდივანმა ბლაჟეი სპიხალსკიმ.

“განვითარების ეროვნულ საბჭოში 100-ზე მეტი სხვადასხვა სფეროა. პროფესორი ვიტოლდ მოძელევსკი მუშაობს “ეკონომიკისა და მეწარმეობის” და არა “უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის” განყოფილებაში. მე არ ვიცი, აწარმოებდა თუ არა პრეზიდენტი პროფესორთან ერთად მოლაპარაკებებს საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში”.

შეგახსენებთ, რომ თვითონ პრეზიდენტმა დუდამ ცოტა ხნის წინათ განაცხადა რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე. ლონდონში, ნატოს სამიტზე მყოფმა პოლონეთის პრეზიდენტმა კითხვას, თუ ვინ არის დღეს ნატოს მტერი, ასე უპასუხა: “მტერი არ არსებობს. მტერი, შესაძლოა, ეწოდოს ტერორისტული ხასიათის არასახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს”. როცა ჟურნალისტმა ჰკითხა: “რუსეთი?” დუდამ უპასუხა, რომ რუსეთს მიიჩნევს მეზობლად. რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის შეფმა კშიშტოფ შჩერსკიმ “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში დასძინა, რომ “მოსკოვისგან მტრის შექმნის მცდელობამ შეიძლება ვარშავა დააზარალოს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here