მთავარი პოლიტიკა პოლიტიკური აბრუნდ-დაბრუნდი, ანუ “უპასუხეთ უმფროსსა”!

პოლიტიკური აბრუნდ-დაბრუნდი, ანუ “უპასუხეთ უმფროსსა”!

1870
გააზიარეთ
ჩუგოშვილი, მდინარაძე, თალაკვაძე, ზარდიაშვილი,

მეტნაკლებად დასტაბილურებული ქართული პოლიტიკური სივრცე გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ შეაქანა. საიდან მოხდა ეს შექანება _ ზევიდან, ქვევიდან, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან, ამას, უკვე მთელი კვირაა, არკვევენ ქართული პოლიტიკის ექსპერტიმარკშეიდერები”. მაგრამ ისევე, როგორც სხვა დანარჩენ საკითხებზე წარმოქმნილ კითხვებს, როგორც ჭეშმარიტ ექსპერტებს შეეფერებათ, საბოლოო, სწორი და ლოგიკასა და ჭკუასთან ახლოს მდგომი პასუხი მათ ჯერჯერობით ვერ გასცეს. თუმცა მე ის უფრო მაინტერსებს, რა განსხვავებას ხედავს ეს ხალხი იმაში, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში იჯდება, ურეკში, საჩხერეში, სოლოლაკის შუშებში თუ როსტომის სასახლეში.

საიდან დაბრუნდა ქართველი მილიარდერი? თუ ვინმე იმას გულისხმობს, რომ იგი შეკვეთილიდან დაბრუნდა თბილისში, კიდევ ჯანდაბას _ მანძილი მაინც არის შორი და მთელი 350 კილომეტრი გამოუვლია კაცს. ეს შეიძლება ღირდეს კიდეც აჟიოტაჟად. აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ?! საიდან და რანაირად დაბრუნდა ბატონი ბიძინა? რა, ნუთუ ვინმეს სჯერა, რომ აქამდექართულ ოცნებაშიბუზი მაინც შეფრინდებოდაუმფროსთანშეუთანხმებლად?

სწორედ ეს არის ყველაზე საოცარი, თუ გნებავთ, დაუჯერებელიც კი, რომ ბიძინას ფაქტორს ბევრი აღიქვამს, როგორც “პორტირებულთა დასასრულის დასაწყისს”. უფრო რომ დავაზუსტოთ, საოცარი არის ამ ადამიანების სიჯიუტე, ანუ ის, რომ ისინი უკვე მერამდენედ ელოდებიან ერთი და იმავე ქმედებას ერთი პიროვნებისგან. ყოველთვის, როგორც კი ის ოდნავ მაინც გატოკდება და რამეს იტყვის, მაშინვე ხედავენ “ბიძინას მესიჯებს”, რომ “ოცნებას” მიტმასნილი ძველი ნაცები თუ ნაცების მხარდამჭერები უნდა ჩამოსცილდნენ “ქართული ოცნების” როგორც საპარლამენტო, ასევე სამთავრობო ჯგუფებს და უკვე მერამდენედ გაისმის შეძახილები “ოცნების გაწმენდის” შესახებ.

6 წელი გავიდა დაგანწმენდილი ოცნებაჯერაც ისევ ოცნებად აქვს ქცეული ქართველ ხალხს. ბიძინა კი უკვე ატარებს ჩვეულ კონცერტებს ხალხზე იმ შთაბეჭდილების დასატოვებლად, თითქოს მართლა რაიმეწმენდადამარგვლამზადდებოდესოცნებაში”. როგორც ამბობენ, “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე “უმფროსმა” პარლამენტარ მამუკა მდინარაძეს ასე მიმართა: თქვენ აქ როდის და საიდან მოხვდით?” ამ ამბის გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი ატყდა და “ოცნების” აყიჟინებული მხარდამჭერები, ფაქტობრივად, ყველა ერთხმად სთხოვდა მდინარაძეს, _ აბა, უპასუხე უმფროსსაო. მამუკა მდინარაძე ჯერჯერობით “უმფროსისთვის” პასუხის გაცემას არ ჩქარობს, თუმცა მაინტერსებს, “ოცნების “განწმენდის” მოლოდინით აჟიტირებული აქტივისტები რატომ ასევე ერთხმად არ სთხოვენ სხვებსაც _ ზარდიაშვილს, თალაკვაძეს, ჩუგოშვილსა და კიდევ არა ერთ “ოცნებელ” პარლამენტარს, “უპასუხე უმფროსსაო”?! რა, განა მხოლოდ მდინარაძეა საქართველოს 2016 წლის მოდიფიკაციის პარლამენტის “ქართული ოცნების” წარმომადგენლობაში ისეთი, რომელიც “ბავშვობიდან მანდა ზის” და ვისაც შეიძლება თამამად დავუსვათ კითხვა: როგორ, როდის და საიდან მოხვდი მანდ? სწორედ ამიტომ შეგვიძლია ვუწოდოთ კონცერტი ბიძინა ივანიშვილის ამ გამოხდომასაც და “ოცნების” აქტივისტთა შესაბამის ჟივილ-ხივილსაც.

კეთილი, თუნდაც ვინმემ დაგვაჯეროს დაუჯერებელი, რომ 2016 წლის არჩევენების წინ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ბიძინა ივანიშვილის ჩარევის გარეშე დაკომპლექტდა, მხოლოდ ახლაღა მოვიდა გონს ბიძინა და თავის გარემოცვას მისდგა: ეს რა მიქენით, რატომ დამღუპეთ, ეს რა ხალხი მოგიყვანიათ პარტიაში და როგორ დაგიწინაურებიათ… ვინ არიან ესენი, საიდან მონახეთო? თუნდაც დავიჯეროთ ეს სრული სისულელე, როგორ ფიქრობს ბიძინა ან რას ფიქრობენ ის “პიარშიკები”, რომლებიც ახლა ბიძინას ამ კონცერტებს ადგმევინებენ _ საზოგადოების დიდ ნაწილს დაავიწყდა, ვინ დაამკვიდრა ტერმინი “სისტემის მსხვერპლები”? ეს ტერმინი ხომ სწორედ ნაცების ყოფილ თანაგუნედელებს, მათ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ეხებოდათ და სწორედ ამ “ქოლგით” ხდებოდა მათი პორტირება “ქოცებში”. ვინ წარმოთქვა და დაამკვიდრა ეს ტერმინი?

* ვინ იყო ის კაცი, რომელმაც ვანო მერაბიშვილს “ნიჭიერი მენეჯერი” უწოდა და მხოლოდ მას შემდეგ გამოამწყვდია ციხეში, რაც ვანო ამ ტიტულით არ მოიხიბლა?

* ვინ იყო ის კაცი, რომელიც ღრმა სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ზურაბ ადეიშვილმა უარი შეუთვალა, მისი გუნდის წევრი გამხდარიყო?

* ვინ იყო ის კაცი, რომელმაც “სიცრუის მანქანის” თანამშრომელ ჟურნალისტებს პროფესიონალები უწოდა და მათი გადაბირებაც პირადად დაიწყო?

დიახ, ეს “მაჰმუდი” სწორედ “აწ დაბრუნებული” მილიარდერი ბიძინა ივანიშვილია. აქედან გამომდინარე, ძალიან კომიკურია თვალსაზრისი, თითქოს ბიძინა არა მხოლოდ “პორტირებულებს”, არამედ იმათაც დასჯის, ვინც მათ ხელი შეუწყო პორტირებაში. ასეთ შემთხვევაში ბიძინას საკუთარი თავის დასჯა მოუწევს და, საინტერესოა, როდის და რა ფორმით ჩაატარებს ივანიშვილიშაჰსეივაჰსეისთვითდასჯის რიტუალს?

სხვათა შორის, არანაკლებ საინტერესოა ნაციონალების ბანაკის შეშფოთება და ერთგვარი, ჟარგონით რომ ვთქვათ, “ჟიმჟიმიც”, _ არიქა, ბიძინა ბრუნდებაო. მართლა გაუგებარია, ნაცები და ქოცები ერთობლივ სპექტაკლს დგამენ, ერთი და იმავე ნარკოტიკს ეწევიან თუ ორივენი ცალ-ცალკე მაზოხიზმით არიან დაკავებული? სად იყო ეს კაცი წასული და საიდან დაბრუნდა? ან ერთს რა “აჟიმჟიმებს”, ან მეორეს რა უხარია?

ყველაზე საოცარი კი არის ზოგიერთი “ოცნებისტის” არგუმენტი _ თუ მართლა “აჟიმჟიმებთ” ნაცებს, აი, მხოლოდ მაგის გამოც ღირდა ბიძინას დაბრუნებაო.

მართლა გულწრფელად მაინტერესებს, როდემდე შეიძლება საზოგადოება და სახელმწიფო ცხოვრობდეს იმით, რომ ვიღაცას, თუნდაც ძალიან ცუდსა და ბოროტს, თუაჟიმჟიმებსდა ეს ითვლებოდეს საკმარისად სახელმწიფოს განვითარებისთვის? ანუ, თუკინაცებს აჟიმჟიმებთ”, მორჩა, ბედნიერები ვართ?

ვაშა! რა კარგია! “ნაცებს აჟიმჟიმებთ” _ აი, ამ სიამოვნების საცქერლად ხომ ღირს შიმშილიც, უმუშევრობაც, ახლობელი ადამიანების ვერმკურნალობაც და, საერთოდ, ყველაფერი უბედურება. დავთმოთ ყოველგვარი ამბიცია ნორმალური სახელმწიფოს აშენებისა, არ გამოვთქვათ ადამიანურ პირობებში ცხოვრების სურვილი, ხმა არ ამოვიღოთ და დავტკბეთ იმით, როგორ “აჟიმჟიმებს” ნაცებს ბიძინა ივანიშვილი! _ აი, ეს არის ქართველი “ობივატელის” ტვინში ყველაზე მეტად ჩაჭედილი ტრენდი.

ქართული სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, ანუ მთელი 27 წელიწადი ვიღაცის “დაბრუნების” მოლოდინით ცხოვრობს. ბევრს დღემდე სჯერა, რომ “ზვიადი დაბრუნდება”. 1990-იანების შუაწლებისთვის კი ზვიადის მომლოდინეები ნამდვილად არ იყვნენ თითზე ჩამოსათვლელები. “მიშა დაბრუნდება”, უკვე 6 წელია, გვესმის. “ვარდების რევოლუციის” შემდეგაც კი მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ედუარდ შევარდნაძე რევანშის შედეგად დაბრუნებოდა ქვეყნის სათავეში. ბიძინას დაბრუნებამ კი, აგერ, უკვე ვხედავთ, რამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ “დაბრუნებების” მოლოდინებს თავისი ლოგიკური პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან “დაბრუნების” შესახებ ხმების გავრცელებას არა მხოლოდ თვითონ “დაბრუნების პრეტენდენტი”, არამედ მოქმედი მთავრობაც უწყობს ხოლმე ხელს იმ მიზნით, რომ მათი მომხრე უმრავლესობა გამუდმებით შიშში ჰყავდეს. მაგალითად, როდესაც საქართველოში ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსულმა “სამხედრო საბჭომ” და შემდეგ მოსკოვიდან დაბრუნებულმა ედუარდ შევარდნაძემ ჩაიგდო ხელში, საკმაოდ ძლიერი ტრენდი იყო “ზვიადი დაბრუნდება”! ამას ორივე მხარე უწყობდა ხელს, რადგან თუ ერთნი საყვარელ ბელადს ელოდნენ, მეორენი დასჯისა და პასუხისგების შიშით ყველაფერს აკეთებდნენ და შევარდნაძის მთავრობას ყველა შეცდომას მიუტევებდნენ, ოღონდ ზვიადი არ დაბრუნებულიყო, ამიტომ მთავრობასაც ხელს აძლევდა ეს მუდმივი “ზვიადი დაბრუნდება”.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგაც, განსაკუთრებით, მიშას ხელისუფლებისთვის დამანგრეველი 2007-2008 წლების კრიზისის შემდეგ, ყველაზე პოპულარული გამოთქმა იყო “90-იანი წლები დაბრუნდება!”, ანუ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც უკვე ბოლომდე იყო გაფარჩაკებული, იმ ხავსს მოეჭიდა, რომ, თუკი მიშას გავაგდებდით, შევარდნაძისდროინდელი კორუფცია, უშუქობა თუ კიდევ სხვა უბედურება დაბრუნდებოდა ქვეყანაში და ამის შიშით ნაცებისთვის ნებისმიერი თავხედობა უნდა გვეპატიებინა და შეგვერჩინა.

უკვე 6 წელიწადია, ვცხოვრობთ შიშით _ არიქა, მიშა დაბრუნდება, ნაცები მობრუნდებიან და დედას გვიტირებენ. აი, ამის გამო ყველაფერი უნდა შევარჩინოთოცნებას”, მის პორტირებულ თუ არანაკლებ ოდიოზურ არაპორტირებულ თავშიავარდნილ მაღალჩინოსნებს და ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ და მხოლოდბრძენი მილიარდერიუნდა ვეძახოთ, რადგან, თუ ასე არ მოვიქცევით, ქვეყანაში ნაცები, მერაბიშვილები, ახალაიები მობრუნდებიან.

ბავშვობაში წამიკითხავს ქართულ ხალხურ ზღაპრებში ერთობ უცნაური ნივთის _ აბრუნდ-დაბრუნდის შესახებ, რომლის საშოვნელადაც მეფეები ფათერაკებით აღსავსე გზაზე გზავნიდნენ ერთგულ ქვეშევრდომებს. საბოლოო ჯამში, ეს ნივთი რას წარმოადგენდა, ვის რისთვის სჭირდებდა და რატომ იკლავდნენ მის დასაუფლებლად თავს, მაინც ვერ გავიგე.

აი, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა დღეს ქართულ პოლიტიკაშიც…

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here