მთავარი პოლიტიკა “პლასტილინის კაცი”

“პლასტილინის კაცი”

პრეზიდენტი, რომელმაც ქსოვას თავი მიანება და მიზანმიმართულად მავნებლობს

1792
გააზიარეთ
გიორგი მარგველაშვილი

ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება… მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო… დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე მსუბუქი დებილობის ფორმით, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება _ აი საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა… ლოთი მამის პირობებში მნიშვნელოვნად ამრუდებდა ჩვენს აზროვნებას ჩვენი დედაც _ ქართლის დედა _ ერთ ხელში თასი, მეორეში _ ხმალი…” 

ამას წერდა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2001 წელს ჟურნალში “დრო მშვიდობისა” (#2). იმხანად ის 32 წლის იყო, 12 წლის შემდეგ კი, 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა “აიღო” და საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში ჩასვა, მარგველაშვილსაც არ უთქვამს უარი “გონებაჩლუნგი” და “დებილი” ერის პრეზიდენტობაზე და… მივიღეთ კიდევ ერთი უსაქმური მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც მოწყენილობისგან ქსოვას დაანება თავი და მიზანმიმართულად დაიწყო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება. თუმცა, ეს რომ ასე მოხდებოდა, იმთავითვე ჩანდა, მარგველაშვილი ხომ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის _ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლების, “ნაცმოძრაობის” სისხლიანი რეჟიმის მთავარი იდეოლოგების _ ლევან რამიშვილისა და გიგა ბოკერიას, აგრეთვე, თბილისის ყოფილი მერის, პირწავარდნილი ნაციონალის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მეგობარია და ამას არც მალავს. მარგველაშვილის იდეოლოგიური მეგობრობა ჭიაბერაშვილთან კარგად ჩანს მის ე.წ. ტრაქტატში. მან, ისევე, როგორც ჭიაბერაშვილმა თავის დროზე საქილიკოდ აირჩია ელგუჯა ამაშუკელის “ქართვლის დედა”. გახსოვთ, ალბათ, ზურაბ ჭიაბერაშვილის გონების ნაჟური: “ქართვლის დედას ცალ ხელში საშო უჭირავს, მეორეში _ ფალოსი”.

ქართველი ხალხის გონებაჩლუნგად მომხსენიებელ ე.წ. პრეზიდენტ მარგველაშვილს, რომლის ადმინისტრაციის შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარი უჯდება, როგორც ჩანს, ძალიან გაუტკბა ავლაბრის სასახლეში “მოღვაწეობა” და მეუღლესთან ერთად უცხოეთში ვოიაჟები _ 2016 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილისა და მისი მეუღლის ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადაზე 5-დღიანი ვიზიტი საქართველოს ბიუჯეტს 130 932 ლარი დაუჯდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის 10 თანამშრომლის _ 165 549 ლარი…

პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდომისთანავე გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც მანამდე, 2013 წელს, როცა განათლების მინისტრი იყო, განაცხადა, რომ პლასტილინივით ადამიანია და, სადაც მიაგდებენ, იმ ფორმას იღებს”, თავი იმპერატორად იგრძნო და, როგორც სააკაშვილის მემკვიდრეს შეეფერება, სიტყვა გატეხა _ ამბობდა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში (რომლის ფართობი 16 ათასი კვ. მეტრია) არ შევიდოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იქ ფეხი შედგა, ვერაფრის დიდებით ვეღარ გამოიყვანეს. არადა, ათონელის ქუჩაზე აშენებული ნაკლებად პომპეზური პრეზიდენტის რეზიდენცია დღესაც უქმად არის. ასევე არ თქვა მან უარი ხელფასის მომატებაზე _ მარგველაშვილის ანაზღაურებამ სააკაშვილის ხელფასთან შედარებით 2180 ლარით მოიმატა, 6900 ლარს შეადგენს და საქართველოს მოქალაქის პენსიაზე დაახლოებით 38-ჯერ მეტია.

მარგველაშვილისა და “ქართული ოცნების” თავკაცის ურთიერთობაში უთანხმოების პირველი ბზარი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციამ შეიტანა.

ცოტა ხნის შემდეგ კი დაპირისპირება განახლდა ჯერ უცხოეთში ვიზიტის თემით, ვის უნდა წარმოედგინა საქართველო, შემდეგ კი საკითხზე, ვის უნდა მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ბრიუსელში საქართველოს იმჟამინდელი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაემგზავრა.

შემდეგი დაპირისპირება კი გაეროში წასვლაზე მოხდა, როდესაც მარგველაშვილი ვერაფრით დაარწმუნეს, უარი ეთქვა, გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე კიდევ ერთი დელეგაციით გამგზავრებაზე, რადგან იქ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით, მაგრამ ეს საკითხი, პიპინია ერისთავივით, ფეხის ერთი დარტყმით გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს კაცი” უწოდა და განაცხადა, რომ პატარა ღარიბი ქვეყნიდან ამერიკაში ორი ცალ-ცალკე დელეგაციის წასვლა ლამაზი არ იქნება”.

ამის შემდეგ უკვე ძალიან გამწვავდა კონფრონტაცია მარგველაშვილსა და “ქართულ ოცნებას” შორის _ პრეზიდენტი და “ქართული ოცნების” ლიდერები ერთმანეთს სკანდალური და არაკორექტული განცხადებებით მიმართავდნენ. 2016 წელს მარგველაშვილმა ძალოვნების მხრიდან წნეხის საფრთხეზე ილაპარაკა და კორცხელის ინციდენტთან ვიცეპრემიერ კახა კალაძის კავშირის გამოძიება მოითხოვა. “ოცნებამ” უპასუხა, რომ ეს ამორალური, უზნეო ჭორაობაა და მეტი არაფერი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი ცოტა ხნისწინათ განაცხადა: “თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე”.

პრეზიდენტი, თავის მხრივ, აქტიურად იყენებდა ვეტოს უფლებას და დაბლოკა მნიშვნელოვანი კანონები _ სასამართლო რეფორმის, ეროვნულ ბანკზე ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და “მოსმენების” შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბათუმის მოვლენებისას გიორგი მარგველაშვილი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც სამართალდამცავი პირები და ვანდალები ერთ სიბრტყეში განიხილა და მათ “მხარეები” უწოდა.

ბოლო პერიოდში გიორგი მარგველაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ჩაერთნენ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ბრძოლაში: მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა დემონსტრაციულად მონაწილეობს სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის _ “რუსთავი 2”-ის გადაცემებში, ქალიშვილი ანა მარგველაშვილი კი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას დევნა-თვალთვალსა და მისი ახლობლებისთვის ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი კარგა ხანს დუმილს ამჯობინებდა დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებაზე, რომ პრეზიდენტმა უკანონოდ შეიწყალა და ციხიდან გაათავისუფლა თავისი ცოლისძმა, სამჯერ ნასამართლევი, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებული მიხეილ მგალობლიშვილი.

1979 წელს დაბადებული მიხეილ მგალობლიშვილი სამჯერ არის ნასამართლევი: პირველად _ 2008 წლის 25 მარტს _ 273-ე და 353-ე მუხლებით, ნარკოტიკული ნითიერების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის მისჯილი ჰქონდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, პლუს ორი წელიწადი _ პირობით, აგრეთვე, 3000 ლარის ჯარიმა. მგალობლიშვილს 9 თვეში შეეხო ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან. მსჯავრდებულმა ქსნის მე-7 მკაცრი რეჟიმის დაწესებულება 2009 წლის 29 ოქტომბერს დატოვა.

მეორედ გაასამართლეს 2009 წლის 12 დეკემბერს, იგი დიღმის მასივში დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინეს ნარკოტიკული საშუალებების (მეტანფეტამინისა და ამფეტამინის) მოხმარება. 2010 წლის 27 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატსა და პროკურორს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მიხეილ მგალობლიშვილმა წარდგენილი დანაშაული სრულად აღიარა და თავი ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ზვიად ესებუამ კი თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვის ვადით შეუფარდა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3-წლიანი პირობითით შეუცვალა. დააკისრა ჯარიმაც 2 ათასი ლარის ოდენობით.

მესამედ მგალობლიშვილი გაასამართლეს 2011 წლის 4 მაისს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მან 2010 წლის 31 აგვისტოს, თბილისში ლესელიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჩეხა. მოსამართლე ლელა შკუბულიანმა ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მგალობლიშვილს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის მეგობარს _ 14 წლით.

მაგრამ 3 წლის შემდეგ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეიწყალა სამჯერ ნასამართლევი ცოლისძმა.

მარგველაშვილის ოჯახის ნარკოტიკებისა და კრიმინალთან ურთიერთობა ამით არ ამოიწურება.

*პრეზიდენტის მეუღლის _ მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას ქმარი, მინდია გოგოჭური, კოკაინის დიდი დოზით მიღების გამო რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში მოხვდა. ეს ფაქტი ოფიციალურად არის დადასტურებული.

გარდა ამისა, მინდია გოგოჭურს ადანაშაულებენ 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაშიც. მოკლულის ოჯახმა პროკურატურაში წარადგინა ფოტო და ვიდეომტკიცებულება, მაგრამ, მათი თქმით, იმის გამო, რომ “მკვლელ მინდია გოგოჭურს პრეზიდენტი მარგველაშვილი მფარველობს, პროკურატურა მას მკვლელობის ბრალდებას არ უყენებს. ცნობისთვის: ზურა ტარყაშვილი 2011 წლის 17 ოქტომბერს მოკლეს. მისი მკვლელობისთვის მსჯავრდადებული არიან ივერი გოგბერაშვილი და დავით რუსიშვილი, ხოლო ირაკლი აგლაძეს დაუსწრებლად აქვს სასჯელი შეფარდებული.

* გოგოჭურმა პრეზიდენტის შვილის _ ანა მარგველაშვილის გამო ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა ბაჩო სირაძე. ეს ინციდენტი მოხდა თბილისში, გერგეთის ქუჩაზე, მაგრამ გოგოჭური არავის დაუსჯია.

* 2015 წლის 20 ივლისს პრეზიდენტის ცოლისძმა და მისი მეგობრები სამართალდამცავებმა ქუთაისში დააკავეს. აღნიშნული პირები სამეგრელოდან თბილისში მიდიოდნენ, დაკავების მიზეზი კი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაზე შემოწმება გახდა. დაკავებულების ადვოკატის _ დალი სულაქველიძის თქმით, პრეზიდენტის ცოლისძმა მალე გაათავისუფლეს.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ცოლისძმის _ მიხეილ მგალობლიშვილისა და სიძის _ მინდია გოგოჭურის კრიმინალურ წარსულზე დუმილს ამჯობინებს.

არადა, პარლამენტარ ბესელიას ბრალდების დადასტურების შემთხვევაში ნორმალურ სახელმწიფოში პრეზიდენტს პასუხს მოსთხოვდნენ და შეწყალების უფლებას ჩამოართმევდნენ. პრეზიდენტი კი საჯაროდ ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები დევნას განიცდიან.

ამ საკითხზე ნიშანდობლივია ჟურნალისტ გიორგი იაკობაშვილის განცხადება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა:

“პრეზიდენტს კისერი რატომ აღარ უჩანს? თავზე ვეტო დაადეს? არადა, რა კარგი იქნებოდა “ჩვენი ხმალი და მაგის კისერი”:

  1. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა, მოკლა 23 წლის ზურა ტარყაშვილი. საქმე არ გამოიძიეს ბოლომდე.
  2. პრეზიდენტის სიძემ, მინდია გოგოჭურმა, დაჭრა ბაჩო სირაძე. საქმე არ გამოუძიებიათ.
  3. პრეზიდენტის სიძის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა, ბრალდებული იყო მკვლელობისთვის. ორმა ინსტანციამ მიუსაჯა, თუმცა ბოლოს საქმე გაწელეს და მარგველაშვილის დაქალმა, ნინო გვენეტაძემ, გაამართლა.
  4. პრეზიდენტის სიძის მეგობარმა ახლახან ესროლა პოლიციელს შატბერაშვილის ქუჩაზე. საქმე არ გამოუძიებიათ. ვინაობაც არ გაამხილეს.
  5. პრეზიდენტის ცოლისძმამ და მისმა მეგობარმა ლესელიძეზე დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი. დაიჭირეს, მიუსაჯეს, მაგრამ მარგველაშვილმა შეიწყალა.
  6. პრეზიდენტის ცოლისძმა დღეს ნარკოტიკსა და იარაღზეა დაჭერილი (მეოთხე ნასამართლეობა).
  7. პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, წინა წელს ნარკოტიკების დიდი დოზით მიღების გამო მიიყვანეს საავადმყოფოში.
  8. პრეზიდენტმა შეიწყალა ახლობელი მკვლელები, რომელთა ნაწილმა შეწყალების შემდეგ ისევ მოკლა ადამიანი (ოქრიკა).
  9. ცოტა ხნის წინათ დაჭრეს პრეზიდენტის სიძე, გოგოჭური, და 18 აბი სუბოტექსისთვის დაკავებული მისი მეგობარი _ მიხეილ თათარიშვილი. საქმე ისევ არ გამოუძიებიათ.

ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა: პრეზიდენტის ოჯახს დევნიან და ავიწროვებენ ვითომ?”

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტსა და “ქართული ოცნების” თავკაცს შორის კონფრონტაცია აშკარა შეიქნა, ბიძინა ივანიშვილმა გულისტკივილით აღიარა, რომ გიორგი მარგველაშვილმა “იმედი გაუცრუა”. არადა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ლამის მთელი საზოგადოება უჩიჩინებდა ივანიშვილს, რომ არ არის მარგველაშვილი საპრეზიდენტო კაცი, მაგრამ ივანიშვილი საუკეთესო ეპითეტებს არ იშურებდა მარგველაშვილის მიმართ და მისი კანდიდატურა ლამის ხელების გადაგრეხვით მოგვახვია თავს, როგორც “ერთადერთი ღირსეული და შესაფერისი საპრეზიდენტო კაცი”. არგუმენტად კი ამჯერადაც თავისი უტყუარი ალღო მოიყვანა და განაცხადა, რომ და არ ეშლება ადამიანების შერჩევა.

არადა, რისი იმედი ჰქონდა მას, როდესაც ქართველ საზოგადოებას თავს მოახვია გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა, მერე კი გაუკვირდა, ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანის ძმა, ასევე, პირწავარდნილი ნაცი, ვანო მაჭავარიანი მრჩევლად რატომ დაისვაო?! წესით და რიგით, ბიძინა ივანიშვილს უნდა სცოდნოდა, ვინ იყვნენ და რას სჩადიოდნენ მის მიერ მოწონებული პრეზიდენტობის კანდიდატის მეგობრები. სწორედ მარგველაშვილის სამეგობრო წრე იდგა ავანგარდში იმ პროცესებისა, რომლებსაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა, ქართული ტრადიციების გაქილიკება, უფროსი თაობის ჩარეცხვა, განათლებისა და მეცნიერების განადგურება მოჰყვა.

დღეს ივანიშვილს გაბრაზების გარდა, სხვა არანაირი მექანიზმი არ უპყრია ხელთ, ზემოქმედება რომ მოახდინოს მტრის ბანაკში გადაბარგებულ და სააკაშვილის ყოფილი რეზიდენციიდან ირონიით მოპასუხე ყოფილ თანაგუნდელზე, თუმცა ჰქონდა ილუზია, რომ ხელისუფლების საათავეში დატოვებდა “ძლიერ მთავრობას”, რომელიც შეძლებდა მისი პოლიტიკური კურსისა და ნება-სურვილების რეალიზებას, თვითონ კი წავიდოდა სამოქალაქო სექტორში.

მილიარდერის ეს იმედი აბსურდული რომ იყო, 2013 წელს ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ:

საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი. ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას. ჩაიგდებენ თუ არასახელმწიფო ბიუჯეტს ხელში, მათ აღარ დასჭირდებათ მისი სუბსიდიები. მას, საჭიროების შემთხვევაში, მოუწევს, მიმართოს ამერიკის ელჩს, რათა მისი მეშვეობით მოახდინოს გავლენა გარკვეული საკითხების გადაწყვეტაზე, მაგრამ ელჩსაც ეს ყველაფერი მალე მობეზრდება…

პრეზიდენტად სააკაშვილის ყოფნამ პრეზიდენტის პოსტი იმდენად გააუფასურა, რომ პოლიტიკისგან ყველაზე შორს მდგომ ადამიანსაც კი ჰგონია, თითქოს მისთვისაც შესაძლებელია პრეზიდენტობა. ლოგიკა მარტივია: თუ მიშა 9 წელი იჯდა პრეზიდენტად, მე რატომ არ შემიძლია?! საერთოდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეჭირათ და ახლაც უჭირავთ ისეთ უსარგებლო, უფერულ და გაუნათლებელ ადამიანებს, რომ საზოგადოების წესიერი, ავტორიტეტული, ღირსეული წევრისთვის უხერხული და სირცხვილიც კია, იყოს მინისტრი, დეპუტატი. მე ვიცნობდი და ახლაც ვიცნობ პარლამენტის რამდენიმე წევრს, რომლებიც უცხო საზოგადოებაში მალავენ თავიანთ სტატუსს; იმ ვალდებულებების უქონლობისას, რომლებითაც მე ვთავაზობდი, დაეტვირთათ პრეზიდენტი, ეს თანამდებობა აღიქმება, როგორც საპატიო, კომფორტული დროსტარება, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას, უნარს, შესაძლებლობებს, პატივი და კომფორტი კი ჩვენს ხალხს უყვარს, განსაკუთრებით სახელმწიფოს ხარჯზე; ამიტომ, მრავალი წელია, ვამბობ, რომ აუცილებელია კანონი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების საქმიანობის შედეგებზე მათი პირადი პასუხისმგებლობის შესახებ. სანამ ასეთი კანონი არ არსებობს, მოვუწოდებ ამომრჩევლებს, მოითხოვონ კანდიდატებისგან თუნდაც საჯარო დაპირება, რომ, თუ ორი წლის შემდეგ იგი არ წარმოადგენს თავისი საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს, მაშინ გადადგეს. ასეთი კანონის მიღება რომ აუცილებელია, ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაც ადასტურებს და ისიც, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი მხოლოდ თავისი კეთილდღეობით, ხელფასებისა და პრემიების გამოწერით არის დაკავებული და არა _ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებით”(“საქართველო და მსოფლიო” #31(218), 2013 წლის 21 აგვისტო _ 4 სექტემბერი).

პარადოქსი არის ის, რომ მარგველაშვილს ხალხმა ერთადერთი მიზეზით მისცა ხმა _ ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნით. და თუ მის გამო ივანიშვილიც იმედგაცრუებულია (და ასეც არის), გამოდის, რომ პარლამენტისგან ისედაც უფლებაყრილი პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ნულის ტოლია.

აი რას ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია პრეზიდენტის პოსტსა და მის უფლება-მოვალეობებზე 2013 წელს “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში:

თუ უკვე დამტკიცებულია მმართველობის საპარლამენტო მოდელი, მაშინ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. ერთდროულად ძლიერი პარლამენტი, ძლიერი პრემიერი და ძლიერი პრეზიდენტი _ ეს ფსევდოდემოკრატიული დემაგოგიაა. რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება, მით უმეტეს _ გაკოტრებულ ქვეყნებში, რომლებიც ჯერ ფეხზე უნდა წამოდგნენ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა უნდა იყოს, ანუ მხოლოდ მოაწყოს მიღებები დღესასწაულებზე, ჩაიბაროს რწმუნების სიგელები ელჩებისგან, ატაროს ჰალსტუხი და გაიბღინძოს. საქართველოს არ აქვს მაღალი თანამდებობის უსაქმურების შენახვის ფუფუნება. პრეზიდენტის ფუნქციები (მხედველობაში მაქვს არა ფორმალური, კონსტიტუციური, არამედ რეალური) ქვეყნის იმ სასიცოცხლო პრობლემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, რომელთა გადასაჭრელად პარლამენტისა და მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის აქტიური მოღვაწეობის სფერო უნდა იყოს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბლიკებთან ურთიერთობა. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ვექტორზე ჩვენთან ბევრი ოფიციალური პირი და სტრუქტურა მუშაობს _ პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო კომიტეტები, საგარეო საქმეთა სამინისტრო და რიგი სხვა უწყებებისა, ხოლო იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, სერიოზულად არავინ მუშაობს…

თუ ხელისუფლებას სჭირდება ნომინალური პრეზიდენტი, რომელიც ოფიციალური ვიზიტებით ევროპასა და ამერიკას ეწვევა და კულტურულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, ასეთ თანამდებობას, ჩვეულებრივ, “სინეკურას” უწოდებენ: ადამიანი ზის ხალხის კისერზე, იყენებს ყველა პრივილეგიას, სარგებლობს საყოველთაო პატივისცემით, ხოლო საქმიანობის კონკრეტულ შედეგებს არავინ სთხოვს. საქართველოში ასეთ თანამდებობაზე კანდიდატი ბევრია და მათგან ნაწილმა უკვე წარადგინა თავისი თავი, მაგრამ, თუ ამ თანამდებობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგელობით დავტვირთავთ და დავადგენთ, რომ ერთ-ორ წელიწადში პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები, მაშინ ამ პოსტის დაკავების მსურველთა რიცხვი მკვეთრად შემცირდება. ვთვლი, რომ ქართველ ერს არ აქვს სურვილი და ფუფუნება, რომ ძვირად ღირებული და უსაქმური მაღალჩინოსანი შეინახოს. ვთვლი, რომ ეს მაღალი რანგის პოსტი აუცილებლად კონკრეტული ამოცანების, მიზნების მისაღწევად უნდა იქნას” გამოყენებული” (“საქართველო და მსოფლიო” #6, 2013 წლის 20-26 თებერვალი).

ალექსანდრე ჭაჭიას ამ მოწოდებას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. დღეს კი ნათელია, რომ იმ სქემით, რომელიც ივანიშვილმა მოგვახვია თავს, მივიღეთ კიდევ ერთი უსაქმური მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ “მდიდარი სექსი” აქვს, მოწყენილობისგან ქსოვას თავი დაანება და მიზანმიმართულად მავნებლობს…

გიორგი გაჩეჩილაძე

7 COMMENTS

  1. ვაი ჩვენ საცოდავებს ამდენი მუქთახორა როდემდე უნდა ვინახოთ. გავწყდით წელში.არაფერი ხალხისტვის არ კეთდება. ვნახოთ ეხლა სააღდგომოდ რამხელა დანამატებს აიღებენ

  2. გიორგი მარგველაშვილი – ლიტვის პრეზიდენტს ვთხოვე, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, პირადად ჩემი სახელით, საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს.”
    ……
    ვაი რომ მარგველაშვილის სამასხარაოც გავხდით…))) შენ ვინ რას გეკითხება ან საქართვლოში ან მის ფარგლებს გარეთ შე მართლა ცერცეტა მათხოვარო. ჭიასავით რომ თავს ყოფ ოღონდ სადმე გამოჩნდე და ვინმემ დაგინახოს და რომ ვერ აცნობიერებ რომ რეგვენის მდგომარეობაში რჩები შენი თავმომწონეობით როგორც ქვეყნის პრეზიდენტი??? და ჩვენ დაცინვა გვაკლდა??? და რომ მხოლოდ გონება ჩამორჩენილებისთვის და ღირსებ დაკარგულ ქართველებისთვის თუ ითვლები პრეზიდენტი??? და კიდევ ვაი იმ ეკონომიურად დაქცეულ ქვეყენას რომელიც შენისთანა მათხოვარის შენახვაში მილიონებს ხარჯავს ან იქნებ ვინმემ მიპასუხოს რა ფასი მეიძლება ქონდეს იმ ფილოსოფოს ან რა ფასი მეიძლება ქონდეს მის ფილოსოფიას როდესაც მას სხვისი ხათრით ირჩევენ პრეზიდენტად??? თავისთავად ის მხოლოდ რეგვენ ფილოსოფოსთა რანგს უნდა მიეკუთნოს თუ მას ისევ სურს ფილოსოფოსობა და აქედან გამომდინარე რა ფასი უნდა ქონდეს ასეთი მძორე ფილოსოფოსის პრეზიდენტობას როდესაც მას ისედაც სხვისი ხათრით ირჩევენ??? და რა ფასი უნდა ქონდეს მის სიტყვას??? და ასეთი ფუფლო-პრეზიდენტი და ფუფლო-ფილოსოფოსი დღეს ჩვენ მორალს გვიკითხავს და თანაც საკუთარ თავს აღმატებულ ხარისხში განიხლივას რომ მისი სახლით დაფიქსირდეს ქვეყნის პოზიცია…))) და რა არის ამაში აქ გასაკვირი როცა ჩვენი პრემიერ მინისტრი ცოხცხალი მუმიას შთაბეჭდილებას ტოვებს??? საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ამ ხელისუფლების ასეთ ქმედითუნარიანობას და მისი აზროვენების პოტენციალის ზედაპირულობას ზღვის ტალღებში დაკარგვა ემუქრება…))) ისე რომ როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ცვლებები გარდაუვალი იქნება თვით ევროპის მიმავლ გზაზეც!!!

    • …და თუ კიდევ იმასაც გავითვალისვინებთ რომ ოცნების მოსვლამდე ორი წლით ადრე მარგველაSვილმა ღია ეთრში მაესტროში განაცხადა რომ ალასანიას გარეგნობას ინატრებდა და ბურჯანაძის გამბედაობას…??? და ამასთან ერთად მდიდარი სექსის პატრონია…??? მართლაც რომ ბევრ არასასურველ და საეჭვო კითხვებს ბადებს მის პიროვნების მიმართ…))) და ასეთი ლაჩარი და ასეთი ფსიქოლოგიურად დეფექტური ორიენტაციის კაცის პრეზიდენტობა ქვეყნის დემოკრატიულად გადაგვარების საფრთხეს აშკარად კარს უღებს, როგორც ფსიქოლოგიურად ასევე თეოლოგიურად! და ვაი იმ უბედურებს ვინც მარგველაშვილს დღეს მორალურად გვერდში უდგას!!!

  3. ვისურვებდი ჭიაბერაშვილის “ფალოსი” რომელიც ქართლის დედას აქვს ხელში მისი წარმოდგენით, დაეცეს თავზე ტრაწ მარგველაშვილს და მისივე ფანტაზიის “საშო”, ჩამოეცვას თავზე მის ავტორს, ჭიაბერაშვილს.

  4. ბესელიას ხმის ამოღების უფლება როგორ აქვს, მისმა ძმამ და შვილმა გადაჭამეს ფოთი. ესეც მარგველაშვილის ბრალია?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here