Home რუბრიკები საზოგადოება პირველი “ტრუპი” “სიცოცხლით სავსე ქალაქში”

პირველი “ტრუპი” “სიცოცხლით სავსე ქალაქში”

1288
ანძა

თბილისის ახალარჩეულმა მერმა კახა კალაძემ, რომლის საარჩევნო სლოგანიც იყოთბილისი, სიცოცლით სავსე ქალაქი”, ნუცუბიძის ქუჩაზე დაკავებისას გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს მიუსამძიმრა.

“სამწუხარო ფაქტია ის, რაც მოხდა, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს უბედური შემთხვევა. მართლაც ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, თუმცა საპატრულო პოლიცია, მე რა ინფორმაციაც მაქვს, მოქმედებდა კანონის ფარგლებში”, _ განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის პროკურატურაში მომხდარზე საქმე აღიძრა, გამოიკითხნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეზობლები. ოჯახის წევრები მომხდარზე კომენტარისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობას და მის დასრულებას დაელოდებიან.

შსს-ს განცხადებით, 33 წლის კაცი ნასვამი იყო და აგრესიულად იქცეოდა, რის გამოც ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ, ამ მომენტში ის მოულოდნელად ცუდად შეიქნა და გარდაიცვალა. არსებობენ მოწმეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ, ახალგაზრდას, როცა ის ცუდად შეიქნა, სამართალდამცველებმა არ დაუჯერეს და, დახმარების ნაცვლად, დაკავებას ისევ განაგრძობდნენ. “მამაკაცი ამბობდა, რომ ცუდად იყო და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ითხოვდა, ფაქტობრივად, უკვე მკვდარი იყო, პატრული ბორკილის დადებას რომ განაგრძობდაო”, _ ამბობენ მოწმეები.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე სწრაფად და ეფექტიანად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას. რთული სათქმელია, ობიექტურად თუ წარიმართება გამოძიება და აგებს თუ არა ვინმე პასუხს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების გამო. ფაქტი ტრაგიკულია, არჩევნებიდან, სულ რაღაც, ოთხ დღეში “სიცოცხლით სავსე ქალაქში” საპატრულო პოლიციას ხელში ჩააკვდა 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცი…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here