Home ახალი ამბები საქართველო “პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან”

“პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან”

994
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე: დავით საყვარელიძე

“უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დიდი ხანია აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ბიძინა ივანიშვილთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ”, – ამის შესახებ სატელევიზიო გადაცემაში Zіткнення с Роксаной Руно უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა.


სტუდიის სტუმარმა პოროშენკო-ივანიშვილის მოლაპარაკებების მიზეზიც ახსნა. „ყველა არხზე საუბრობენ, რომ თუკი სააკაშვილი არ შეაჩერებს თავის პოლიტიკურ ოპოზიციურ საქმიანობას, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოხდება“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი აზრით, სააკაშვილის და პოროშენკოს ღირებულებათა ბაზა ძალიან განსხვავდება. საყვარელიძის განცხადებით, თავად პეტრო პოროშენკო არ იწვოდა სურვილით, შეეშვა სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here