მთავარი საზოგადოება პენისების გათანაბრების მომხრეებს პენსიების გათანაბრება არ სურთ

პენისების გათანაბრების მომხრეებს პენსიების გათანაბრება არ სურთ

გააზიარეთ
ბაია პატარაია

გასული დღეები ისე იყო დატვირთული მნიშვნელოვანი მოვლენებით, რომ საზოგადოებას, ცოტა არ იყოს, შეუსაბამოდაც შეიძლება მოეჩვენოს ჩემი დღევანდელი სტატიის თემა. აბა, რა დროს პენსიები და, მით უფრო, პენისებია, როდესაც საქართველოდან ძლივს გატეული მიშა უკრაინაში ვეღარ შეტეულა და პოლონეთუკრაინის საზღვარს ისე არღვევს, თითქოს პაპამისი მიხაკო გადადიოდეს მეზობლის ღობისალაგეზე”.

“სიმართლისა და ობიექტურობის” ეტალონი, “პირუთვნელი მედიის” მაგალითი და “ზეპროფესიონალთა” გუნდით დაკომპლექტებული “რუსთავი 2” აკი 24 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გვიჩვენებდა, როგორ მიბობღავდა მიშა პოლონეთიდან უკრაინისკენ. ნამდვილად გაუგებარია: ტელევიზია, რომელიც ასეთ შტერობებს გადასცემს მთელი დღე პირდაპირ ეთერში, რატომ უნდა იყოს რეიტინგით პირველი?! თუმცა, თუკი სხვა ქართულ ტელევიზიებს გადავხედავთ, გაოცების ნაკლები საბაბი დაგვრჩება. წესით, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მანიაკმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა “იმედსა” და “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ბოიკოტი გამოუცხადა, როგორც “არათავისუფალ” მედიას, და მხოლოდ “თავისუფალ” “რუსთავი 2”-ს ეკონტაქტებოდა, უტიფრობა ხომ მიშასა და ნაცების დამახასიათებელი თვისებაა?!

აი ხომ ხედავთ, არათუ მედია და საზოგადოება, არამედ მეც უკვე ისე გავერთე მიშას “შაპიტოზე” ლაპარაკით, კინაღამ მიმავიწყდა ჩემი წერილის მთავარი თემა, რომელიც არანაკლებ გასაოცარი და გამაოგნებელია, ვიდრე “რუსთავი 2”-ის “თავისუფალი მედიობა” ან ვინმე ნასომხარი ქართველის წუხილი უკრაინის მომავალზე.

მაშ, დავუბრუნდეთ პენისებსა და პენსიებს. ეს ორი რამ, მათი შემადგენელი ასო-ბგერების მსგავსების გამო, ადრეც არაერთ ავტორსა თუ ბლოგერს უხსენებია ერთად და ერთმანეთის გვერდით, მაგრამ პენისი და პენსია ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომ შეესაბამებიან ერთმანეთს, ასეთი შემთხვევა, მა აქამდე არ მახსოვს. საქმე ის არის, რომ აქამდე, წლების განმავლობაში ფემინისტური ლოზუნგებით გამომსვლელმა, ათასი მიტინგისა და საპროტესტო აქციის მომწყობმა, ქალისა და მამაკაცის არა მხოლოდ სამოქალაქო უფლებებში, არამედ ყველგან და ყველაფერში გათანასწორებისა და გაერთნაირების მომთხოვნმა ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კატეგორიული უარი განაცხადეს მოქალაქეთა იმ ჯგუფის მოთხოვნისთვის მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას მოითხოვდა.

კონკრეტულად, ყოფილი “მოკაშკაშე” ნაცის, გიორგი ვაშაძის, ახალმა პარტია პოლიტიკურმა პლატფორმა ახალმა საქართველომდაიწყო ხელმოწერების შეგროვება საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის შეცვლის მოთხოვნით. ხსენებულ პოლიტიკურ პარტიასთან არსებული ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ თეონა ჭალიძის განცხადებით, ისინი მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის დებულება, რომლის მიხედვით მამაკაცის საპენსიო ასაკად 65 წელია მიჩნეული, ხოლო ქალის _ 60, დისკრიმინაციულია, ანუ აშკარად ჩაგრავსქალებს.

დიახ, ასეთი აზროვნებით გამოირჩევიან ფემინისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის, რასაც კაცობრიობა, საუკუნეებია, “ქალის უპირატესობად” მიიჩნევს, სინამდვილეში ქალთა “პოზიტიური დისკრიმინაციაა”. რას გულისხმობს ეს, ერთი შეხედვით გაუგებარი, ტერმინი? მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები ამა თუ იმ ქმედებას ქალის მიმართ პატივისცემითა და მოკრძალებით ხსნიან, სინამდვილეში ეს ქცევები იმის ხაზგასმაა, რომ მამაკაცი ქალზე ძლიერია და ამით ისინი ჩაგრავენ, ფსიქოლოგიურად ავიწროებენ ქალებს.

რატომ უნდა დაუთმოს ტრანსპორტში ადგილი მამაკაცმა ქალს? განა ქალს მამაკაცზე ნაკლებად შეუძლია ფეხზე დგომა? _ აი, დაახლოებით ასე შეიძლება ავხსნათ მათი თვალსაზრისი.

ეს ყოველივე ხომ თავისთავად უცნაურად გეჩვენებათ და დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმეტესობას, ქალებსაც და მამაკაცებსაც, უბრალოდ, ეღიმება ამ ყველაფერზე, მაგრამ კიდევ უფრო უცნაურია ამ მოთხოვნებზე ცნობილი ქართველი ფემინისტისა და ამ მიმართულების ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის “დედის” (თუ “მამის”, რა ვიცი, დავიბენი) ბაია პატარაიას კომენტარი. ხომ ყველა ფიქრობთ, რომ ასეთ გულმხურვალე ფემინისტ(კა)ს ორივე ხელითა და ფეხით უნდა დაეჭირა მხარი საქართველოს კონსტიტუციიდან ამ ე.წ. პოზიტიური დისკრიმინაციის აღმოფხვრისთვის?

მაგრამ, როგორც ჩვენი ყოფილი მანიაკი იტყოდა, ნურას უკაცრავად!

მე წინააღმდეგი ვარ, საქართველოს კონსტიტუციით გათანაბრდეს ქალებისა და მამაკაცების საპენსიო ასაკი, რადგან საქართველოში ჯერ სხვა მიმართულებებით არ არის მიღწეული გენდერული თანასწორობა. საპენსიო ასაკით არ უნდა დავიწყოთ! ჯერ სხვა რაღაცეებში იყოს გენდერული თანასწორობა და საპენსიო ასაკის გათანაბრება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს!” _ მკაცრად განაცხადა გადაცემა “იმედის დილაში” მიწვეულმა ბაია პატარაიამ.

სამწუხაროდ, არც “იმედის” ჟურნალისტებმა მოსთხოვეს დაკონკრეტება და არც საკუთარი ინიციატივით აუხსნია ქალბატონ (ბატონ) ბაიას, კერძოდ რა “სხვა რამეებში” უნდა განმტკიცდეს ჯერ საქართველოში გენდერული თანასწორობა, რომლის შემდეგაც დადგება საპენსიო ასაკის გათანაბრების დრო.

მაგალითად: ელიავას ბაზრობასთანატბოინი მალატოკებითიმდენივე სამუშაოს მაძებარი ქალი უნდა იდგეს, რამდენი მამაკაციც დგას? ან მშენებლობებზერასტვორისმზელავად და სამშენებლო ბლოკების მტვირთავად ქალთა და მამაკაცთა თანაბარი რაოდენობა უნდა ვიხილოთ? თუ მაღაროებსა და შახტებში (მაღარო და შახტი ერთი და იგივე არ არის!) უნდა გავათანაბროთ ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა?

აჰ, არა? პირდაპირ პარლამენტიდან, სამინისტროებიდან, მსხვილი კორპორაციების ტოპმენეჯმენტიდან უნდა დავიწყოთ? ანუ, იქ უნდა მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას და ქალები კაცებს იქ უნდა გავუთანაბროთ, სადაცკაი პონტია”, ხო? და სხვა დანარჩენს მერე მივხედოთ? ან, იქნებ აღარც არის საჭირო, თუკი პარლამენტში, მთავრობაში, თბილ-თბილ კაბინეტებში მივაღწევთ გენდერულ თანასწორობასა და ბალანსს; მაღაროს, შახტისა და ელიავას ბაზრობის დედაც არ ვატირე? იქ რაღა საჭიროა თანასწორობა?

საქმეც ესაა სწორედ, რომ ბაია პატარაია და სხვა მისნაირისოროსელები”, რომლებიც, ლამისაა, იმას ითხოვენ, ქმრებს პენისების ნახევარი მოვაჭრათ და ცოლებს მივაკეროთ, თანაბრად რომ ჰქონდეთო, აგერ, უცებ პენსიების გათანაბრების წინააღმდეგი გამოდიან.

თორემ, ვინც მართლა გულწრფელად უჭერს მხარს ფემინისტური იდეების განხორციელებას, ვეთანხმებით თუ არა, ასეთი ადამიანები პატივისცემას მაინც იმსახურებენ, რადგან მათთვის მისაღებ იდეებს ყველგან, ყოველთვის და ყველა ვითარებაში ერთგულებენ.

აი, ბაია პატარაია და მისნაირები კი, როცა ხელს აძლევთ, მხოლოდ მაშინ არიან ფემინისტები. სხვა შემთხვევაში კი, საკუთარ ოჯახში, შესაძლოა, ქმარს ფეხებსაც კი ბანენ ყოველ საღამოს. მათ ესფემინისტური აქტივობები”, უბრალოდ, ფულის საკეთებლად და სხვების ცხოვრების დასამახინჯებლად უნდათ, თორემ ხომ ხედავთ, როგორც კი საკითხი ისე დადგა, რომ რაღაც პირადად მასაც რეალურად შეიძლებოდა შეხებოდა, _ არა, არ მინდა პენსიის 5 წლით დაგვიანებით აღება, მირჩევნია, მამაკაცებზე 5 წლით ადრე ავიღო პენსიაო, _ იბღავლაფემინისტმაბაიამ და სხვა მისნაირმა ცრუ ფემინისტებმაც უმალ მისცეს ბანი.

აი, ასეთი ყოფილა “ქალური ლოგიკა”. ის ხომ უკვე ვიცოდით, რომ თუ ქალია წამგებიან პოზიციაში, ქალი იჩაგრება; და, თუ მამაკაცი არის წამგებიან პოზიციაში, მაშინაც მაინც ქალი იჩაგრება.

ესე იგი, ქალმა მამაკაცზე 5 წლით გვიან რომ აიღოს პენსია, ეს ხომ თავისთავად ქალის ჩაგვრაა! და, თუ მამაკაცი აიღებს 5 წლით გვიან პენსიას, ესეც, მამაკაცის კი არა, მაინც ქალის ჩაგვრაა, ოღონდპოზიტიური”.

ანუ, საერთო ფემინისტური ლოგიკა ასეთია: არასოდეს იჩაგრება მამაკაცი(!), იჩაგრება ყოველთვის ქალი, ოღონდ ხან _ “ნეგატიურად,” ხან _ “პოზიტიურად”. როდესაც ქალი არის რაიმეში წაგებული, ეს ქალისნეგატიური დისკრიმინაციაა”; ხოლო, როდესაც რაღაცაში წაგებულია მამაკაცი, ეს ქალისპოზიტიური დისკრიმინაციაა”.

ყოველივე ეს უკვე “დადგენილი ჭეშმარიტებაა” და არც ვცდილობთ, რამე შევცვალოთ. უბრალოდ, წინამდებარე წერილის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ გვსურს, საყოველთაო სასაზღვრო მიშისტური აჟიოტაჟის ფონზე საზოგადოებას უყურადღებოდ არ დარჩეს ეს ფაქტი: როგორ არ დაუჭირა მხარი ბაია პატარაიამ და “კომპანიამ” ქალების პოზიტიური დისკრიმინაციის აღმოფხვრას საქართველოს კონსტიტუციიდან.

პარალელი კი მაინც შეგვიძლია გავავლოთ: მიშა სააკაშვილს სწორედ ისევე აღელვებს უკრაინის ბედი, როგორც ბაია პატარაიასა და მისთანებს _ ქალებისა.

ზოგიერთმა ისიც დაწერა: პოროშენკომ სააკაშვილის გაბედულება ვერ გათვალა, თორემ საზღვარზე უფრო მობილიზებულ ძალებს დაახევდრებდაო. საკვირველია, რატომ ვერ ხვდება ასეთი ხალხი, რომ სააკაშვილის ყოველი მსგავსი ნაბიჯი ჩვეულებრივი სპექტაკლია, როგორიც იყო, მაგალითად, “განმუხურისსპექტაკლი, სადაც მიშას რუსი სამხედროებიკუდამოძუებულები გაურბოდნენ”. საკითხავია: თუკი რუსებს ასე ეშინოდათ მიშასი, რატომ არ ჩასდია მათ სოხუმამდე? იმიტომ, რომ განმუხურის იქით აღარ ჰქონდა მიცემული და შეთანხმებული გარანტია, რომ არავინ არაფერს დაუშავებდა. პოლონეთ-უკრაინის საზღვარზეც სწორედ ასე იყო საქმე, თორემ, თუ ასეთი გამბედავია მიშა, რატომ დონბასის მხრიდან რუსეთის საზღვარს არ გადალახავს და არ მიუვარდება პუტინს კრემლში?!

პირდაპირ ვთქვათ: მიშას გაბედულება არ გაიშვა სოფიკოს ძუძუების იქით, ისევე, როგორც ბაია პატარაიასა და მისნაირების “ფემინისტკობა” არ არის გასაშვები იმის იქით, სადაც მსუყე გრანტების თქვლეფისა და საკუთარი კეთილდღეობის მოწყობის პერსპექტივა მთავრდება(!).

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here