Home ახალი ამბები მსოფლიო პეკინი: ჩვენ ხისტად ვუპასუხებთ აშშ-ის ჰეგემონიის ნებისმიერ გამოვლენას

პეკინი: ჩვენ ხისტად ვუპასუხებთ აშშ-ის ჰეგემონიის ნებისმიერ გამოვლენას

2506
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩჟენ ძეგუანი

აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჰონკონგში შექმნილი ვითარების გამო ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტზე ხელმოწერის შემდეგ ოფიციალური პეკინის რეაქციამ არ დააყოვნა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩჟენ ძეგუანმა მკაცრად მიმართა აშშის ელჩს ჩინეთში _ ტერი ბრენდსტედს:

“მინდა, პირდაპირ განვუცხადო ამერიკის მხარეს: ჩვენ ხისტად ვუპასუხებთ აშშ-ის ჰეგემონიის ნებისმიერ გამოვლენას და უსამართლო გამოხდომებს ჩინეთის მიმართ, _ თქვა ჩჟენ ძეგუანმა. _ ვაშინგტონის “დიდი გეგმები”, მიმართული ჩვენი ქვეყნის განვითარების დასამუხრუჭებლად, კრახისთვისაა განწირული. გირჩევთ, დაუყოვნებლივ შეიტანოთ კორექტივები მიღებულ გადაწყვეტილებაში, შეწყვიტოთ ცილისწამება ჩინეთის მიმართ და უარი თქვათ პროვოკაციებზე”.

სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების მუდმივმა კომიტეტმა 30 ივნისს მიიღო კანონი ჰონკონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი შექმნა სახელმწიფო უშიშროების ორგანოები ამ რეგიონში, რომლებზეც არ ვრცელდება ჰონგკონგის ადმინისტრაციის იურისდიქცია. ეს ინიციატივა თეთრმა სახლმა “ავტონომიის დარღვევად” შეაფასა.

ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა კანონპროექტს ჩინეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ჰონგკონგში შექმნილი ვითარების გამო. მან, აგრეთვე, გამოსცა ბრძანებულება ამ სპეციალური ადმინისტრაციული რაიონისთვის სავაჭრო-ეკონომიკური პრეფერენციების გაუქმებაზე. ამით ჰონკონგმა დაკარგა პრივილეგიური სტატუსი აშშ-თან საქმიან ურთიერთობებში.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here