Home სხვადასხვა დაიჯესტი პედოფილმა მილიარდერმა ჯეფრი ეპშტეინმა თავის მსხვერპლთ ნარკომანები და მეძავები უწოდა

პედოფილმა მილიარდერმა ჯეფრი ეპშტეინმა თავის მსხვერპლთ ნარკომანები და მეძავები უწოდა

664
პედოფილმა მილიარდერმა ჯეფრი ეპშტეინმა თავის მსხვერპლთ ნარკომანები და მეძავები უწოდა

დაპატიმრებული ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ გოგონებმა არ დაუფასეს სიკეთე, რომელიც მან მათთვის გაიღო.

გაიხსენეს კარგა ხნის წინანდელი ინტერვიუ მილიარდერისა, რომელიც დაპატიმრებულია პედოფილიისა და ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით. ცნობილი ბიზნესმენი ამჟამად მოთავსებულია მანჰეტენის გამოსასწორებელ ცენტრში და სასამართლო განაჩენს ელოდება. მას ბრალად აქვს წაყენებული ათობით არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობის კრიმინალური ცენტრის შექმნა.

დანაშაულები მილიარდერმა ჩაიდინა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში. სასამართლოს პირველი სხდომა, რომელზეც ეპშტეინის საქმე განიხილეს, 2008 წელს გაიმართა. მაშინ მან შეძლო, დასჯა თავიდან აერიდებინა. მეტიც, ჟურნალისტთან ზემოთ ნახსენებ საუბარში მან საზოგადოებრიობას თავისი თავი მსხვერპლად წარუდგინა (ინტერვიუ, როგორც Daily Mail აღნიშნავს, არ გამოქვეყნებულა). ეპშტეინმა კორესპონდენტ ჯორჯ რაშუს უთხრა, რომ იგი ციხეში გამოკეტილი არ უნდა იჯდეს. მან თავის მსხვერპლთ მეძავები და ნარკომანები უწოდა, რომლებმაც სასამართლოში უჩივლეს, რათა ამ გზით ეშოვათ ფული.

დამნაშავე იმასაც ამტკიცებდა, რომ ემსხვერპლა ამ ამბავს და იმიტომაც, რომ “ადამიანები ვერ აფასებენ იმ სიკეთეს, რომელსაც სხვები მათ მიმართ გაიღებენ”.

როგორც ჩანს, “სიკეთედ” იგი მიიჩნევს თავის ქმედებას _ არასრულწლოვანი გოგონებისთვის გაღებულ ე.წ. სიკეთეს. ერთ-ერთმა მათგანმა, 15 წლის ვირჯინია რობერტსმა სასამართლოს განუცხადა, რომ მილიარდერს ყოველთვის დაჰყავდა სამოგზაუროდ და სისტემატურად ამყარებდა მასთან სექსუალურ კავშირს. იგი სისტემატურად რყვნიდა გოგონას და ღამღამობით თავის მეგობრებს უთმობდა. ყველა მათგანი ამ ბავშვზე სამჯერ უფროსი მაინც იყო.

რობერტსი, რომელმაც ამხილა ეპშტეინი დანაშაულში, მსხვერპლთა შორის ყველაზე ცნობილია. ის ფოტოსურათები კი, რომლებსაც ეპშტეინი არასრულწლოვანს უღებდა, ერთ-ერთი მთავარი სამხილი იყო.

უცხოეთის პრესამ ეპშტეინს “ბავშვებზე მონადირე” უწოდა.

რამდენიმე დღის წინათ ეპშტეინი თავის საკანში იპოვეს ნაჭდევებით კისრის არეში, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ სუიციდით აპირებდა სიცოცხლესთან განშორებას. დღეს მას აკონტროლებენ, როგორც სუიციდური მიდრეკილების პიროვნებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here