მთავარი პოლიტიკა პატრიოტულმა ძალებმა ერთიანი პლატფორმა უნდა შექმნან

პატრიოტულმა ძალებმა ერთიანი პლატფორმა უნდა შექმნან

733
გააზიარეთ
პატრიოტულმა ძალებმა ერთიანი პლატფორმა უნდა შექმნან

საქართველო თითქმის ქაოსის პირსაა მიყვანილი. ლიბერალურფაშისტური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა მუდმივი სტრესის რეჟიმში ამყოფოს და ვითარება არიოს. ეწყობა პროვოკაციები დემოკრატიის სახელით. სინამდვილეში კი აშკარაა რევანშის მცდელობა და უპრინციპოთა გააქტიურება.

უპრინციპობა _ მთავარი მახასიათებელი ნიშანი ქართული პოლიტიკისა და, ამასთანავე, მისი მთავარი დაავადება. პოლიტიკისთვის პრინციპების ღალატი, საზოგადოდ, უცხო არ არის, ცხოვრებისეული მომენტია, მაგრამ, ამასთანავე, იგი ყოველთვის არ ამართლებს თუნდაც პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. უპრინციპობა წამგებიანია, ვინაიდან ხალხი ხედავს ამას და არჩევნებზე სჯის ასეთ პოლიტიკოსებს. მაგალითად, როცა თავს იკლავ და წლების განმავლობაში გაიძახი, რომ ებრძვი სააკაშვილს, შეურიგებელი ხარ მისი რეჟიმისადმი და უცბად ხალხი ამ სააკაშვილთან ერთად გხედავს სუფრასთან, სირცხვილია და დამარცხება გარანტირებული გაქვს.

მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსები ისე მომრავლდნენ, რომ ხალხს არჩევანის გაკეთება მაინც ცუდსა და უარესს შორის მოუწევს. ეს დასანანია, ვინაიდან არსებობს რესურსი და შესაძლებლობა, წინა პლანზე გამოვიდნენ ჯანსაღი, შეუბღალავი ძალები, რომელთა გამოჩენასაც ელის ხალხი და მზად არის, თუკი მათ პერსპექტიულობაში დარწმუნდება, ენდოს და უკან გაჰყვეს მათ.

უპრინციპოთა უდიდესი ნაწილი დღეს ლიბერალების მხარესაა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ლიბერალებს ჰყავთ თავიანთიიდეურილიდერებიც, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ შეცვლიან თავიანთი მახინჯი იდეოლოგიით განპირობებულ პოზიციებს. ეს არის იდეოლოგიზებული გუნდი, რომელიც საზოგადოების მცირე, მაგრამ აქტიურ და მოტივირებულ ნაწილს წარმოადგენს. შედეგად, მათ გავლენა აქვთ მთელ პოლიტიკურ სპექტრზე, მმართველი ძალის ჩათვლით და უპრინციპოებს თავიანთ ჭკუაზე ატარებენ ბევრ საკვანძო საკითხში, რომელთაგან მთავარი რუსეთთან ურთიერთობაა. რუსეთთან ურთიერთობას ტაბუ დაადეს ამ პრინციპულმა ლიბერალ-ფაშისტებმა და მათი შიშით ვერც უმრავლესობის და ვერც ოპოზიციის უპრინციპოებს ხმა ვერ ამოუღიათ, თუნდაც დიამეტრულად სხვაგვარად ფიქრობდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ეს გზა საქართველოსთვის დამღუპველია.

ეს გარემოება კიდევ უფრო ამძაფრებს მოთხოვნას ანტიფაშისტურ და ანტილიბერალურ ძალებზე (რაც, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ლიბერალიზმი და ფაშიზმი ერთმანეთს შეერწყა, ბუნებრივია). მიგვაჩნია, რომ უნდა მოიძებნოს საშუალება, ამ ძალებმა მოახდინონ, გაერთიანება თუ არა, თავიანთი ქმედებების ერთმანეთთან კოორდინაცია. აუცილებლად უნდა იქნას გადალახული პიროვნული ანტიპათია და დაპირისპირება კონსერვატულ-პატრიოტული ფლანგის პოლიტიკური ძალების ლიდერებს შორის (ასეთი ანტიპათიისა და დაპირისპირების არსებობის შემთხვევაში).

პრინციპულობა და იდეოლოგიისადმი ერთგულება აუცილებელი წინაპირობაა ძლიერი პოლიტიკური მოძრაობის შესაქმნელად, თუმცა ეს არ უნდა ნიშნავდეს იდეოლოგიურ დოგმატიზმს, რეალობიდან მოწყვეტას და თეორიაში ჩარჩენას. უნდა მოხდეს კლასიკურიმემარცხენეობა”-”მემარჯვენეობისურთიერთშეჯერება და უმაღლესი მიზნებისთვის დაქვემდებარება.

პატრიოტული ძალები დღეს გახლეჩილნი არიან ორი თვალსაზრისით: პირველი და უფრო გადაულახავი წინააღმდეგობა მათ შორის პიროვნული დაპირისპირება და უნდობლობაა; მეორე და ასევე მნიშვნელოვანი _ იდეოლოგიური მოქნილობის ნაცვლად, სტერეოტიპებსა და დოგმებში ჩაკეტილობა, ლიდერების შიში, რომ “თავისიანებმა” არ უსაყვედურონ “იდეის ღალატი”. პატრიოტული პოლიტიკური ძალები უნდა გაერთიანდნენ გარკვეულ პლატფორმაზე, მათ არავინ სთხოვს ერთმანეთის დიდ სიყვარულს, უბრალოდ, უნდა შეეგუონ ერთმანეთის არსებობას და ურთიერთშორის ქიშპი და ომები მაინც უნდა შეწყვიტონ. მათ შორის მომრიგებლის როლის შესრულება შეუძლიათ საეკლესიო მოღვაწეებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე _ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიანნაყიდნისოროსის ფონდისა და სხვა დასავლური სტრუქტურების მიერ.

ეს პლატფორმა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ხალხის ამჟამინდელ მდგომარეობას, მოთხოვნებს. ხალხი გადაღლილია და პარტიებს, როგორც ინსტიტუტს, დიდი უნდობლობით უყურებს, რადგან უკვე სამი ათეული წელია, ამომრჩეველს ყველა პარტიამ გაუცრუა იმედი. ახალ პოლიტიკურ ძალას დიდი ენერგია და მოქნილობა დასჭირდება, რათა ხალხი დაარწმუნოს, რომ იგი სწორედ ის ძალაა, რომლის გამოჩენასაც ამომრჩეველი შინაგანად ელის და სწადია. გამომდინარე აქედან, აუცილებელია სოციალური საკითხების წინა პლანზე წამოწევა, რომელთა მოგვარება, მხოლოდ პოლიტიკოსთა ლამაზი სიტყვები კი არა, რეალისტურ, რიგითი ადამიანისთვის დამაჯერებელ გეგმაზე იქნება დამყარებული. ხალხმა უნდა დაიჯეროს, რომ საქმე აქვს არა მხოლოდ სწორი აზროვნების მქონე პრინციპულ პოლიტიკოსებთან, რომელთა ნდობაც შეიძლება, არამედ ისიც, რომ ამ პოლიტიკოსებს ძალუძთ, წარმატებას მიაღწიონ არჩევნებზე და არჩევნების შემდგომაც დაიცვან ხალხის ინტერესები.

აუცილებელია, ყველა პატრიოტმა პოლიტიკოსმა გადალახოს შიში, რომ ერთმნიშვნელოვნად დასავლური კურსის შეცდომად გამოცხადება და რუსეთთან ურთიერთობების პრიორიტეტზე აქცენტის დასმა არ ნიშნავს ბრძოლის პერსპექტივის დაკარგვას; ხალხი დაიღალა ტყუილებით, მას არც ნახევარსიმართლე არ უნდა, ის ითხოვს პოზიციის დაუფარავად გამოხატვას. რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ხალხის უდიდესი ნაწილი უჭერს მხარს, ამას თვით ოდიოზური ამერიკული ორგანიზაციებიც აღიარებენ ჩატარებული გამოკითხვების საფუძველზე. საკამათოა, მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს პროცენტი დაბალია, 40- ქვევითაა (იმიტომაც გაჰკივიან სოროსელები, რომრუსული პროპაგანდასაქართველოში ეფექტიანადმუშაობს”), მაგრამ ასეც რომ არ იყოს, საჭიროა იმ თუნდაც შედარებით მცირერიცხოვანი ელექტორატის სრული მობილიზება, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ვექტორს და კატეგორიულად არ (აღარ) იღებს ნატოსკენ მიმართულ, ქვეყნისთვის აშკარად წამგებიან მიმართულებას.

პატრიოტული ძალების მემარჯვენე-კონსერვატიულმა ფლანგმა უარი უნდა თქვას საბჭოთა წარსულისა და კომუნისტური იდეოლოგიის გადაჭარბებულ კრიტიკაზე და შეეცადოს, ამ წარსულში მხოლოდ დადებითი მომენტები მოიძიოს (რაც რეალურად არის და არა მოგონილი დადებითი მომენტები). მემარცხენეკონსერვატიულმა, კომუნისტურმა ძალებმა, თავის მხრივ, უნდა აღიარონ მართლმადიდებელი რწმენის პრიორიტეტულობა საქართველოს მოსახლეობისთვის და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რომლის გარეშეც საქართველო აზრს კარგავს. ორივე მხარემ უნდა აღიაროს, რომ ღვთის რწმენა ყველა ადამიანის პიროვნული საქმეა, მაგრამ ყველა ერთიანდება იმ ფასეულობების გარშემო, რომლებსაც ბიბლია გვასწავლის და ამ ფასეულობების დიდი ნაწილი ათეისტურ კომუნისტურ საზოგადოებაშიც მიღებული და გაზიარებული იქნა (კაცთმოყვარეობა, პატიოსნება, სათნოება, უშურველობა, ოჯახური და მეგობრული ერთგულება, მრავალშვილიანობის წახალისება, თავმდაბლობა, თანასწორობა, სხვადასხვა ეროვნების და რასის ადამიანებს შორის ძმობა, მოყვასის სიყვარული, რწმენის, პრინციპების ერთგულება, მათთვის თავგანწირვა და ბევრი სხვა).

პოლიტიკურ პარტიასა თუ მოძრაობას აუცილებლად სჭირდება თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან _ იდეურად ახლო მდგომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რომლებმაც უკვე გამოიჩინეს თავი და დაამტკიცეს თავიანთი პრინციპულობა. მიგვაჩნია, რომ საამისო ლაკმუსის ქაღალდია დამოკიდებულება 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღისადმი; ვინც ამ ომს აღიარებს საქართველოს ომად, ის მისაღებია; ხოლო ის, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ომი იყო სხვისი ომი, ხოლო ჩვენი წინაპრები არ იბრძოდნენ მართალი საქმისთვის _ სამშობლოსა და მსოფლიოს ხალხების ფაშიზმისგან გადასარჩენად, ერთმნიშვნელოვნად გზას არის აცდენილი ან სულაც, იდეური მტერია. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა გაშალონ თავიანთი საქმიანობა ბევრი მიმართულებით და უზრუნველყონ პარტიის (პოლიტგაერთიანების) კონტაქტი ხალხთან, ასევე, შეძლებისდაგვარად, უცხოელ თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან.

გულბაათ რცხილაძე

გააზიარეთ

4 COMMENTS

  1. დავაბრუნოთ იუგოსლავიის ტიპის სოციალიზმი, და ვინც ამ პრინციპებით იმუშავებს, დარწმუნებული ვარ , ის პარტია ძალიან წარმატებული იქნება. სანამ კიდევ ის თაობა ცოცხლები ვართ, და უკვე შედარება მოვახდინეთ სოციალიზმს და კაპიტალიზმს შორის , ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ სოციალიზმის უპირატესობა, ყველა ხვეწნის გარეშე მისცემს ხმას მაგ პარტიას, დანარჩენი ყველაფერი იგივე წრეზე წავა. წყობა უნდა შეიცვალოს: წყალი, შუქი, გაზი, ტყე, მიწა, ნავთობი, კერძო საკუთრებაში არ უნდა იყოს. აი ასეთ პარტიას მე პირადად მივესალმები.

  2. დააბრუნეთ სოციალიზმი, ყველაზე დემოკრატიული წყობა. წყალი, შუქი, მიწა, ტყე, ნავთობი, და ა. შ. უნდა იყოს სახელმწიფოს საკუთრება. ვინც საკუთარი შრომით გახდება მილიონერი ღმერთმა ხელი მოუმართოს და ამრავლოს ასეთი ხალხი.

  3. პატრიოტული ძალების გაერთიანება კეთილი სურვილია, მაგრამ უტოპიური, რადგან მემარჯვენე-კონსერვატიულ ფლანგს („გამდაბიოებულ აზნაურებს“) ვერაფერი ათქმევინებს უარს მათი მესაფლავე საბჭოთა წარსულისა და კომუნისტური იდეოლოგიის გადაჭარბებულ კრიტიკაზე. „გამდაბიოებულ აზნაურებს“ თავიანთებურად ესმით პატრიოტიზმი (თავიანთი ფეოდალური პრივილეგიების აღდგენაში), მემარცხენე–კონსერვატიულ, კომუნისტურ ძალებს – თავიანთებურად (კლასობრივ-სოციალური თანასწორობის აღდგენაში, რაც დაარღვიეს „გააზნაურებულმა მდაბიოებმა“, „გამდაბიოებულ აზნაურებთან“ ერთობლივი კონტრრევოლუციით. დავით თარხან-მოურავს, აკაკი ასათიანს, როსტომ ჩხეიძეს და მისთანა ანაქრონისტებს ისევე ვერ ამოაღერღინებ კარგ სიტყვას სტალინზე, როგორც ბიძინა ივანიშვილს, სოროსსა და პუტინს. ამიტომ მთავარი ლაკმუსი ნამდვილ პატრიოტებსა და ცრუპატრიოტებს შორის სტალინისადმი დამოკიდებულებაა: ის, ვინც ამოღერღავს სტალინზე კარგ სიტყვას, სწორ გზაზე დგას და ჩვენი პოტენციური მოკავშირეა, ხოლო ვისაც სტალინზე კარგ სიტყვას გაზით ვერ ამოაძრობ პირიდან, ერთმნიშვნელოვნად გზას არის აცდენილი ან სულაც, იდეური მტერია.

  4. ბატონყმობიდან სოციალიზმში დასმულმა ბევრამ ვაი ქართველმა ვერ გაითავისა ეს საკაცობრიო პროგრესი, ჩარჩნენ ბურჟუაზიულ სიყრალეში.. უზნეობა, გარყვნილება სახელისუფლებო და საპარლამენტო შტოებში(გაიხსენეთ საგარეო საქმეთა მინისტრი სანიკიძე, პარლამენტარი ბესელია …….) ყველაფრის გაყიდვა სინდისის ჩათვლით, ამ სისტემის კარგი დახასიათება მოცემულია ჯერ კიდევ 1872 წელს გამოქვეყნებულ ,, კომუნისტური პარტიის მანიფესტში,, ისე რომ ახალი არაფერია მათ ზნეობაში. – დიახ სტალინი! კანონი ყველასათვის კანონია!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here