მთავარი საქართველო პატრიარქი: ღმერთი განსაცდელს მოგვივლენს იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს საქციელს

პატრიარქი: ღმერთი განსაცდელს მოგვივლენს იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს საქციელს

868
გააზიარეთ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: ილია მეორე

“მძიმედ ჩავატარეთ ეს კვირა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს, რათა უფრო ღრმად ჩავხედოთ ჩვენს სულს, გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ყოფაქცევას”, _ განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.


მან ასევე იქადაგა მარიამ მეგვიპტელის მოღვაწეობაზე და აღნიშნა, რომ მარიამ მეგვიპტელი არის მაგალითი, როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი და ცოდვიდან გადავიდეს წმინდა ცხოვრებაში.

“წმინდა მარიამ მეგვიპტელი ყოველ ჩვენგანშია და ყველას გვეხმარება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან ბრძოლაში. ადამიანი თუ არ შეებრძოლა თავის სულს, თავის ცხოვრებას, ვერ გაიმარჯვებს სხვაზე. ადამიანმა ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს, უნდა დაამარცხოს თავისი ვნებები და მერე იქნება გამარჯვებული”. – აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here