მთავარი პოლიტიკა პატარა ომის პოლიგონად საქართველო რომ არ შეირჩეს…

პატარა ომის პოლიგონად საქართველო რომ არ შეირჩეს…

1715
გააზიარეთ
პატარა ომის პოლიგონად საქართველო რომ არ შეირჩეს...

იესო მაცხოვრისა და მის მოციქულთა მიერ დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიის ორად გახლეჩა კათოლიკეებად (რომლებსაც პაპისტებსაც უწოდებენ ხოლმე) და მართლმადიდებლებად მას შემდეგ მოხდა, როცა რომის პაპის _ ლეო IX-ის დესპანმა, კარდინალმა ჰუმბერტ სილვაკანდიდელმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მიქაელ I-მა კერულარიოსმა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთი განკვეთეს. ეს ამბავი 1054 წელს მოხდა და ისტორიაში დიდი სქიზმის სახელით არის ცნობილი.

და აი, მას შემდეგ, რაც ე.წ. მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა ოკეანისგაღმელი პატრონების მიერ კარგად დაგეგმილ-გათვლილი პროვოკაცია განახორციელა უკრაინის ე.წ. რასკოლნიკების ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების სახით, მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია მის ისტორიაში რიგით მეორე დიდი სქიზმის რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა რაღა “საფრთხე” და “აღმოჩნდა”, მეორე დიდი სქიზმა პრაქტიკულად მომხდარი ამბავია. საკითხავი მხოლოდ ის არის, ამჯერადაც მხოლოდ ორად გაიყოფა თუ მარტივ მამრავლებად დაიშლება მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია.

იმის გასარკვევად, რატომ, რისთვის და ვისთვის ხდება ის, რამაც ათასი წლის შემდეგ მეორე დიდ სქიზმამდე მიიყვანა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესია და რაც მნიშვნელოვანია, რა საფრთხეების წინაშე დგას ან შეიძლება დადგეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია და, შესაბამისად, ქართული სახელმწიფოებრიობა, მცირე ისტორიული ექსკურსი მოგვიწევს…

მას შემდეგ, რაც ნეოლიბერალმა ხლისტებმა კათოლიკური და ე.წ. პროტესტანტული ეკლესიების გალიბერასტება მოახერხეს, იქამდეც

კი, რომ ზოგიერთ მათგანში (შვედეთი, ნორვეგია, შოტლანდია და ა.შ.) უკვე ერთი და იმავე სქესის წყვილებს ჯვარსაც სწერენ, დასავლეთის (წაიკითხე, აშშ) არაოფიციალურ, მაგრამ დე ფაქტო მმართველ აგრესიულ ნეოლიბერალთა დღის

წესრიგში უკვე მართლმადიდებელი ეკლესიების “რეფორმირების” საკითხიც დადგა.

სწორედ ამ იდეის ხორცშესხმას ემსახურებოდა ე.წ. მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ მოწვეული მსოფლიოს ეგრეთ წოდებული საეკლესიო კრება, რომელიც 2016 წლის ივნისში ჩატარდა კუნძულ კრეტაზე.

რატომ ეგრეთ წოდებული?

სამწუხაროდ, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც კონსტანტინოპოლი მართლაც იყო მეორე რომი, ანუ მსოფლიოს მართლმადიდებელი სარწმუნოების ცენტრი, ხოლო მისი პატრიარქები ყველას მიერ აღიარებული მსოფლიოს პატრიარქები. დღეს ბართოლომეოსი მხოლოდ ნომინალურად თუ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს პატრიარქად, ისევე, როგორც ბუტაფორიაა მსოფლიო რუკიდან სამუდამოდ გამქრალი კონსტანტინოპოლი, რადგან დღეს მას სტამბოლი ჰქვია და მეჩეთადქცეული აიასოფიას დიდებული ტაძრიდან ღვთაებრივი გალობის ნაცვლად, მრავალი საუკუნეა, მუეძინის სისხლის გამყინავი ყივილი ისმის.

რომელ მსოფლიოს პატრიარქზეა საუბარი, როდესაცმსოფლიოს საპატრიარქოსმღვდელმთავრებს ისლამური თურქეთის ქუჩებში ანაფორით გასვლაც კი ეკრძალებათ?

აღარც ის არის საიდუმლო, რომ თურქეთის ხელისუფლების მკაცრი პატრონაჟის ქვეშ მყოფ ე.წ. მსოფლიოს პატრიარქსა და საპატრიარქოს აშშ-ის გარკვეული წრეები აფინანსებენ და, შესაბამისად, აკონტროლებენ კიდეც.

ნეოლიბერასტებისა და ტრადიციონალისტი ნეოკონსერვატორების გლობალური დაპირისპირების საცეცებმა საქართველოს დედაეკლესიის წიაღშიც შეაღწია, რამაც ე.წ. ციანიდის საქმემდე მიგვიყვანა.

თქმულიდან გამომდინარე, ისედაც მძიმე სურათს კიდევ უფრო დავამძიმებთ იმით, რომ პირდაპირ ვაცხადებთ: .. მსოფლიო პატრიარქის მიერ 2016 წლის ივნისში კუნძულ კრეტაზე ჩატარებული .. მსოფლიო საეკლესიო კრება, მართლმადიდებელი ეკლესიების ფორუმი კი არა, ფაქტობრივად, მსოფლიოს ეკუმენისტების მწვალებლური შეკრება იყო.

სწორედ ამიტომ თქვა მასში მონაწილეობაზე უარი 14-დან 5-მა ეკლესიამ: ანტიოქიის, სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროში ყველაზე დიდმა და ძლიერმა რუსეთის ავტოკეფალიურმა ეკლესიამ.

მსოფლიოში სულ 300 მილიონამდე მართლმადიდებელია, რომლის ნახევარი, დაახლოებით 150 მილიონი, მოსკოვის საპატრიარქოს მრევლია.

თუნდაც მარტო ამ ციფრებიდან გამომდინარე, მხოლოდ კრეტინი თუ უწოდებს კრეტაზე გამართულ ღონისძიებას მსოფლიო კრებას.

რაც შეეხება კრეტაზე საქართველოს დელეგაციის წაუსვლელობის კონკრეტულ მიზეზებს, პირველი და უმთავრესი, კრებაზე გადაწყვეტილებების მიღება უნდა მომხდარიყო არა უბრალო უმრავლესობით, არამედ კონსესუსით, რომელიც კრების მონაწილეთა ვეტოს უფლებას ნიშნავდა.

პატრიარქი

ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები _ ასე ეწოდება დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს საპატრიარქოს მოთხოვნით, უფრო გარკვევით და მკაცრად უნდა ჩამოყალიბებულიყო ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მიუღებლობა;

ამასთანავე, ასევე ჩვენი საპატრიარქოს მოთხოვნით, უნდა გაუქმებულიყო საგამონაკლისო წესი, რომელიც მართლმადიდებელს არამართლმადიდებელზე ქორწინების უფლებას აძლევდა.

“მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში” ასე იყო ფორმულირებული: “მართლმადიდებელი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად, რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე, სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად”. საპატრიარქო მოითხოვდა ამოღებას ჩანაწერისა ასევე სხვა სახის დისკრიმინაციის იმ არგუმენტით, რომ იგი მრავალმხრივი გაგების საშუალებას იძლევა. უსაფუძვლო არგუმენტია? “სხვა სახის დისკრიმინაცია” ხომ ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების მიმართ ეკლესიის მხრიდან, სულ ცოტა, ლოიალურ დამოკიდებულებას გულისხმობს? აქედან კი ერთი ნაბიჯია ერთი და იმავე სქესის პირების ჯვრისწერამდე; ნაბიჯი, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე გადადგა რამდენიმე პროტესტანტულმა ეკლესიამ და, აქედან გამომდინარე, სრულიად ლეგიტიმურია საქართველოს უარი, მართლმადიდებელი ეკლესიების გარდა, სხვა ეკლესიების ქრისტიანულად მოხსენიებაზე. ამ ყველაფერს საქართველოს არასამთავრობო ე.წ. მესამე სექტორმა და ლიბერასტმა პოლიტიკოსებმა ერთხმად უწოდეს ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ მიმართული მოთხოვნები. სწორედ კრეტაზე წაუსვლელობის გამო ატეხეს უკმაყოფილო გნიასი დედაეკლესიაში სხვადასხვა დროს შეგზავნილმა გრიგოლ ბერბიჭაშვილისა და პეტრე ცაავას მსგავსმამეუფე ყანდურებმა”, რამაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა ციანიდის საქმემდე, როცარუსთავი 2”-ისშტატიან რესპონდენტადქცეულმამეუფეპეტრემ ნიღაბი ჩამოიხსნა და შხამი და გესლი პირდაპირ ეთერში ანთხია. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ეს ის პეტრეა, რომელიც სანდრა რულოვსის მოძღვარი იყო, წმინდა ხატების გვერდით უწმინდური სააკაშვილის უზარმაზარი ფოტოები ჰქონდა “დასვენებული” და სადისტ ძმებს _ დათა და ბაჩანა ახალაიებს, მეგიზ ქარდავას მარტვილის რეზიდენციაში მალავდა და იქიდანვე გააპარა საზღვარგარეთ.…

ის, რაც საქართველოს დედაეკლესიაში უკვე მოხდა და შეიძლება მომავალშიც მოხდეს კრეტაზე წაუსვლელობის გამო, ჩვენი ეკლესიისა და პირადად კათოლიკოსპატრიარქის დასჯის მცდელობაა .. მსოფლიო პატრიარქის მიერ. საზოგადოებას შევახსენებ არამკითხე “ტელეიმედის” მიერ სტამბოლში ჩაწერილ ინტერვიუს, როცა ბართოლომეოსმა აშკარად იმპერატიულ-შეურაცხმყოფელი ტონით განაცხადა, რომ ჩვენი უწმინდესის წაუსვლელობა კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებლობის უპატივცემულობა იყო.

ყოველივე ზემოთ თქმულის მიუხედავად, საქართველოს ჩაუსვლელობა კრეტაზე შინაურმა თუ გარეულმა ლიბერასტებმა მოსკოვის საპატრიარქოს მხარდაჭერად შეაფასეს და, ალბათ, არცთუ უსაფუძვლოდ. ნეოლიბერასტული ძალების მიერ დაწესებულმა პოლიტიკურეკონომიკურმა სანქციებმა, მოლოდინის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ძლიერებას ვერაფერი დააკლო და ახლა უკრაინის ავტოკეფალიის მეშვეობით ცდილობენ რუსეთის ეკლესიის დასუსტებას, რადგან იციან, რომ პუტინის საერო და პატრიარქ კირილეს საეკლესიო ხელისუფლებები ერთი მთელის ორი ნაწილია.

გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ მიმდინარეობს მსოფლიოს ნეოლიბერასტების გადამწყვეტი შეტევა სრულიად მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს წინაღობაზე მსოფლიოს ტოტალური “რეფორმირებისკენ” მიმავალ გზაზე და, თუ იმაზეც ვთანხმდებით, რომ მსოფლიოს მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთადერთი, დღემდე ჯერ კიდევ დაუძლეველი ბურჯი, გნებავთ ციტადელი, რუსეთის ეკლესიაა, მაშინ ათასჯერ ნათქვამს ათასმეერთედ თამამად გავიმეორებ: ის, რაც დღეს მსოფლიო გლობალურ პოლიტიკაში რუსეთის მიმართ ხდება _ გაუთავებელი ეკონომიკური სანქციები, სირია და განსაკუთრებით უკრაინა, მსოფლიოს (წაიკითხე _ აშშ) მიერ რუსეთისთვის (წაიკითხე _ მართლმადიდებლობა) გამოცხადებული საინფორმაციო, ეკონომიკური ომია, რომელიც, დიდი ალბათობით, ნებისმიერ ჟამს შეიძლება ცხელ ომში გადაიზარდოს, მაგრამ ამაზე ქვემოთ…

ახლა ვნახოთ, რა რეალობაა დღეს ქართულ დედაეკლესიაში.

ნათქვამია, კაცმა ჭირი მალაო, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ დროულად “გამოეცხადა” საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა გიორგი, რომლის რჩევითაც თავის მოსაყდრედ მეუფე შიო დაადგინა; როგორ აწრიალდნენ პატრიარქის ტახტზე მეოცნებე მეუფე ყანდურნი თუ მათი გუნდის წევრები, რომლებიც, რომ იტყვიან, იხტიბარს არ იტეხდნენ და უფრო საკუთარი თავის დასამშვიდებლად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ პატრიარქის მოსაყდრეობა ბევრს არაფერს ნიშნავს და ა.შ. ხოლო, როდესაც პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დანიშნული მეუფე შიო წმინდა სინოდმა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების (რაც უმაღლესი გამორჩეულობაა) უფლებით დააჯილდოვა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაინიშნა, მეუფე ყანდურთა წრიალი დრტვინვაში გადაიზარდა, რადგან “ტახტის მოსაყდრე” თეოლოგიაში ასეთი დეფინიცია არ არსებობს, მაგრამ აქ თეოლოგია

არაფერ შუაშია _ იქიდან გამომდინარე, რომ წმინდა სინოდის უწმინდურიმეუფე ყანდურნი”, როგორც აფთრები, ისე ელოდებიან პატრიარქის სიკვდილს, რათა ხელში ჩაიგდონ ეკლესიის მმართველობა და ეროვნულობის დამცველი ეს ერთადერთი ინსტიტუტიც ოკეანის გაღმელი პატრონების საამებლად გაალიბერასტონ, რაც მოკლე ხანში ქართველი ერის, როგორც კულტურული ფენომენის, სიკვდილს გამოიწვევს, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეობა პატრიარქის მიერ მეუფე შიოს მემკვიდრედ გამოცხადებას ნიშნავს.

“მსოფლიო პატრიარქის” მიერ უკრაინის “რასკოლნიკებისთვის” ავტოკეფალიის მინიჭების ცნობა-არცნობის მიმართ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში, რბილად რომ ვთქვათ, აზრთა სხვადასხვაობაა. მეტიც, ეს საკითხი ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა, ვინ ვინ არის. მეუფე ყანდურებმა ნიღბები ჩამოიხსნეს და პატრიარქის შეურაცხყოფასაც აღარ ერიდებიან. ერთ-ერთმა მეუფე ყანდურმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ მართლაც გაუგონარი თავხედობით ისიც კი განაცხადა, რომ მისთვის დასრულდა მითი ჩვენი უწმინდესი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ

ნათქვამია, ჯოჯოხეთს ერთი მაშხალა აკლდაო. ჩვენი მხრიდან კი დავამატებთ: მეუფე ყადურთა დასს კი _ ერთი ქვაბავაზაკიო. და, აჰა, ისიც გამოჩნდა. რომ იტყვიან, სად იყო და სად არა, სასულიერო აკადემიიდან ვინმე გოჩა ბარნოვი გამოტყვრა და შეემატა დიდ ყანდურთა თუ პატარა ყანდურიკოების დასს.

აი, რა ბრძანა სასულიერო სემინარიის აწ უკვე ყოფილმა ლექტორმა:

“საქართველოს პოზიციას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც არც ერთი სხვა ეკლესიის პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიმართ, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი იყო კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება. კონსტანტინოპოლმა მიიღო გადაწყვეტილება და მის მიერ დაარსებულ ეკლესიას მიანიჭა ავტოკეფალია. ეს არის ფაქტი, ნორმალური ადამიანებისთვის სასიხარულო, არანორმალური ადამიანებისთვის კი _ სამწუხარო. ყველა ნორმალური ადამიანი და საღ ჭკუაზე მყოფი ეკლესიის მეთაური ნელ-ნელა დაიწყებს აღიარებას იმ გაგებით, რომ უკრაინის მეთაურს, ეპიფანეს, უკვე მოიხსენიებენ ევქარისტული მსახურების დროს. საქართველოს ეკლესიას მაინც მოუწევს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, დღეს თუ არა, ხვალ, უბრალოდ, რაც უფრო მალე მოხდება ეს, უკეთესია. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის მიელოცა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და მსგავსად, საქართველოს პარლამენტს მისალოცი უნდა გაეგზავნა უკრაინის ეკლესიის მეთაურისთვის. ეს არის კულტურული აქტი, რომლის გაკეთებაც აუცილებელი იყო. მითუმეტეს, რომ უკრაინისა და საქართველოს ბედი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკლესიური, ძალიან არის გადაჯაჭვული. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, როგორც საეკლესიო წესით, ასევე პოლიტიკურადაც. სამწუხაროდ, ამას არ აკეთებენ და, როგორც ეტყობა, ძალიან სამარცხვინო პოზიციას იკავებენ. საქართველოს ეკლესიაც და საქართველოს მთავრობაც თავისი პოზიციით პრორუსულია და, აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის გაუწევენ ანგარიშს რუსეთს. მე იმასაც ვშიშობ, თვით რუსეთმა არ დაასწროს საქართველოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება. მსგავსი სამარცხვინო ნაბიჯები საკმაოდ ხშირად გადაგვიდგამს. ასე რომ, გასაკვირი ნამდვილად არაფერია”.

რა კომენტარი უნდა გაუკეთო ამ ბოდვას იმის გარდა, რომ ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესიაც და მთავრობაც გოჩა ბარნოვის მიერ შემოთავაზებული გზით სიარულისგან!

და იქვე: თუ საქართველოს საპატრიარქო გადამწყვეტ მომენტში მხარს დაუჭერს რუსეთის ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის მიმართ, საქართველოს ეკლესიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც დედაეკლესიის წიაღში და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან თანაზიარებაში დარჩებიან. ასეთ შემთხვევაში არსებობს საშიშროება საქართველოს ეკლესიის გახლეჩისა; პირველნი დარჩებიან კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული და მაშასადამე, დედაეკლესიის წიაღში; მეორენი კი _ მაშინ უკვე მოსკოვის სქიზმატური ეკლესიის ქართულ ფილიალად”.

რა არის ეს, თუ არა მუქარა დედაეკლესიის გახლეჩისა? “ისეთ მღვდელმთავრებში” ხომ მეუფე ყანდურნი იგულისხმებიან?

როგორც გოჩა ბარნოვი ამბობს თავისი ურაპატრიოტული ბოდვის დასაწყისში, თუ საქართველოს პოზიციას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს უკრაინის ავტოკეფალიის მიმართ, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ახლახან რისთვის იყო თბილისში ჩამოსული .. მსოფლიოს პტრიარქის სოლიდური დელეგაცია? დავიჯეროთ, რომ მათი ვიზიტის მიზანი არ ყოფილა საქართველოს ეკლესიაზე ზეწოლა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე?

ჰაი, ჰაი რომ ეს ის შემთხვევაა, როცა პატარა საქართველოს ორიათასწლოვანი ეკლესიის პოზიციას დიდი წონა აქვს და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ვითარებაში, საზოგადოდაც.

არადა, ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია, რადგან საქართველოს უძველეს ეკლესიას მართლაც საპატიო ადგილი უკავია მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიულ კიბეზე, თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი რად ღირს, რომ მსოფლიო ქრისტიანობამ 41 დიდმოწამე იცის და მათგან ხუთი(!) ქართველია: დიდმოწამენი არგვეთის მთავარნი, ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძენი, კონსტანტი კახი, მიქელ გობრონი და ქეთევან წამებული.

ცალკე საუბრის თემაა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სრულიად კავკასიაში პატივდებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სწორედ საქართველოს დედაეკლესიის ავტორიტეტის გამო ბოლო მომენტამდე ცდილობდა ე.წ. მსოფლიო პატრიარქი, რომ კუნძულ კრეტაზე გამართულ საეკლესიო კრებაში მონაწილეობაზე როგორმე დაეყოლიებინა საქართველო.

დასასრულ, როგორც იქნა, მივადექით წინამდებარე წერილის მთავარ სათქმელს…

როგორც “მსოფლიო პატრიარქი” ბართოლომეოსი, ასევე სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე, უკრაინის საკითხზე მოკავშირეებს ეძებენ; გნებავთ, ერთი მხრივ, ლიბერასტული დასავლეთი და, მეორე მხრივ, კონსერვატიული რუსეთი.

ადრე გამოქვეყნებულ სტატიებში არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის შემთხვევაში რუსეთის ეკლესია ავტომატურ რეჟიმში აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების დამოუკიდებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ფიქრსაც კი თავი უნდა დავანებოთ, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მხარდაჭერის სანაცვლოდ ლანგრით მოგვართმევენ სოხუმ-ცხინვალს.

არათუ ქმედებას, არამედ ურაპატრიოტულ ფიქრებსაც კი თავი უნდა ვანებოთ და უნდა გვესმოდეს, რომ დე იურე სოხუმცხინვალი, აღარასოდეს თუ არა, ძალიან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ შემოვა საქართველოს იურისდიქციაში და, ვინც საპირისპიროს გვპირდება, ან შეგნებული არამზადაა, ან შეუგნებელი.

მაშ, რას ველით ამ მიმართულებით და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, რუსეთთან პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული მოკავშირეობის შემთხვევაში?

რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებისა და ხელისუფლებების ერთობლივი ძალისხმევით სრულიად რეალურია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ტაძრებში დასაწყისისთვის მხოლოდ რელიგიური დღესასწაულების დროს ქართული წირვა-ლოცვის აღდგენა; ამ ჰუმანიტარული აქციის პარალელურად შესაძლებელია აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ხოლო მას შემდეგ, რაც სოხუმსა და თბილისს შორის სარკინიგზო კავშირი აღდგება, საერთო მცირე და საშუალო ბიზნესები ნელ-ნელა დაარეგულირებს ყოფით ურთიერთობებს უბრალო ადამიანებს შორის, ისე, როგორც ეს თავის დროზე ერგნეთის ბაზრობამ გააკეთა ოსთა და ქართველთა მიმართ. აფხაზეთშიც დაიწყება აფხაზებისა და ქართველების შერიგების ურთულესი პროცესი, რომლის შემდეგ ლტოლვილთა ეტაპოვრივ დაბრუნებაზეც შეიძლება ფიქრი.

ამ ყველაფრის გარანტი მხოლოდ რუსეთი თუ იქნება. ჰოდა, ეს “თუ იქნება” რომ რეალობად იქცეს, ნატოსა თუ ევროკავშირზე უსაგნო ლაი-ლაის უნდა მოვრჩეთ; რუს-ქართველთა ორსაუკუნებრივი ტკბილ-მწარე თანაცხოვრების ისტორიიდან ერთიც გვახსოვდეს და მეორეც. დიდი ილიასავით ისტორიის სასწორზე ავწონოთ ავ-კარგი და ვნახავთ, რომ მწარეს ტკბილი აჯობებს და ავს _ კარგი. ისიც გასათვალისწინებელია, რაც მოცემულ დროსა და სივრცეში დიდ პოლიტიკაში ხდება. აშშ-რუსეთის ურთიერთობები თვით კარიბის კრიზისის დროსაც არ ყოფილა ისეთი დაძაბული, როგორც დღეს.

დონალდ ტრამპმა უკვე დაიწყო მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება და თეთრ სახლში კიდევ ერთი ვადით დასარჩენად ძალიან სჭირდება პატარა ომში “დიდი” გამარჯვება. ამის პოლიგონად კი ვენესუელა შეარჩია. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც ვერ აქვს საქმე მთლად კარგად, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყანაში ცუდი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო მისი ერთ დროს ფანტასტიკური რეიტინგი საგრძნობლად დაეცა და, ტრამპის არ იყოს, არც მას აწყენდა პატარა ომში “დიდი” გამარჯვება. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი პატარა ომის პოლიგონად საქართველო შეირჩეს.

დავით მხეიძე

P.S. “ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ბოლო ჟამიაო. ზოგი იმასაც ამბობს, ბოლო დღეებიაო. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი, რათა ავიტანოთ ეს ბოლო ჟამი და ბოლო დღეები. რთულია, მაგრამ ღმერთი ამოკლებს დროს იმისთვის, რომ ნაკლებად დაიტანჯოს ადამიანი, ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ. თქვენ ხედავთ მთელს მსოფლიოში მღელვარებაა. მთელს მსოფლიოში ეძებენ, რას ეძებენ თვითონაც არ იციან. უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვეძიოთ მადლი ღვთისა. როდესაც მღვდელი, დიაკონი ან ეპისკოპოსი ლოცულობს, აუცილებლად უნდა აღამაღლოთ თქვენი გული, გონება ღვთისაკენ და ეს მადლი ღვთისა დაგვეხმარება ჩვენ. დაგვეხმარება, რომ ვსცნოთ თავი თვისი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ განცდაი თვისთა ცოდვათა”, _ განაცხადა საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას.

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. კარგი სატატია იყო მომეწონა. საქართველო არის ორ ცეცხლს შუა ჩაგდებული, ამიტომაა ასე შეზღუდულები რომ ვართ ყველანაირად, უფალი კი ხედავს ამ ყველაფერს, ღმერთმა გადაგვარჩინოს. ვერ გაიგებ ან რუსეთი რატო აკეთებს ასეთ რამეს და ან დაავლეთს რა სურს ჩვენგან, ორივეს ერთნაირად აწყობს ჩვენი განადგურება(

    • (ვერ გაიგებ ან რუსეთი რატო აკეთებს ასეთ რამეს და ან დაავლეთს რა სურს ჩვენგან!!)
      ამას რომ ვერ ხვდები ამაშია საქმე, მეზობელი ტავის კარმიდამოში შენს მტერს რომ მოიწვევს, რა გუნებაზე დადგები??????

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here