Home რუბრიკები საზოგადოება პასუხად “ვერე პალასთან” გამართულ “რუსული პროპაგანდის” ვითომ გმობაზე

პასუხად “ვერე პალასთან” გამართულ “რუსული პროპაგანდის” ვითომ გმობაზე

ის, რომელ ენაზეც ვლაპარაკობთ...

1082
ის, რომელ ენაზეც ვლაპარაკობთ...

გზის პირთან ბრმა კაცი იდგა. მარტოს არ შეეძლო თავის სოფელში წასვლა, ამიტომ ელოდა შვილს, რომელიც ბაზარში იყო და მოსვლას აგვიანებდა. კაცი მორზე ჩამოჯდა. უსმენდა გარემომცველ სამყაროს და ბედნიერი იყო მარტო ყოფნით.

_ ეი, ბებერო! _ დაუძახეს მას, _ მითხარი აქ ჯარისკაცების ასეულს ხომ არ გაუვლია?

_ დიახ, გაიარა, _ უპასუხა ბრმა კაცმა გულგრილად. მას ძალიან არ ესიამოვნა, ასე რომ მიმართეს, მაგრამ გადაწყვიტა, უხეშად არ ეპასუხა.

გავიდა რამდენიმე წუთი და ბრმას კვლავ მიმართეს:

_ მოხუცო! გაიარეს აქ ჯარისკაცებმა?

_ დიახ, _ უპასუხა მან და ის, ვინც კითხვა დაუსვა, სწრაფად მოშორდა.

15 წუთის შემდეგ ბრმას კვლავ დაუძახეს:

_ გამარჯობა, შემთხვევით ჯარისკაცების ასეულზე ხომ არაფერი გსმენიათ? აქ ცოტა ხნის წინათ უნდა ჩაევლოთ.

_ დიახ, ისინი სამხრეთისკენ წავიდნენ, _ უპასუხა მოხუცმა.

მოგვიანებით ერთი ადამიანი მივიდა ბრმასთან, მხარზე ხელი დაადო და დაელოდა, სანამ მოხუცი შეეხებოდა მას და იგრძნობდა, რომ ხიფათი არ ემუქრებოდა.

_ ჩემო ძვირფასო, _ თქვა კაცმა, _ ხომ ვერ მეტყვი, გაიგონე თუ არა ჯარისკაცების ასეულის ფეხის ხმა?

_ გავიგონე, ბატონო, _ უპასუხა ბრმამ, _ ისინი სამხრეთისკენ გაემართნენ.

_ გმადლობთ და მშვიდობით, _ უთხრა კაცმა და წავიდა.

ბოლოს, როგორც იქნა, შვილიც მოვიდა.

_ იცი, _ უთხრა ბრმამ ახალგაზრდა კაცს, _ ოთხმა კაცმა მკითხა ერთი საათის წინათ ჩავლილი ჯარისკაცების ასეულის შესახებ, მათგან ერთი იყო რიგითი ჯარისკაცი, მეორე _ ოფიცერი, მესამე _ მხედართმთავარი, მეოთხე _ მეფე.

_ როგორ მიხვდი, შენ ხომ ისინი არ დაგინახავს?! _ გაუკვირდა შვილს.

_ დიახ, მაგრამ ჩემთვის საკმარისი იყო მათი მოსმენა.

ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ გარშემო მყოფებთან, განსაზღვრავს ჩვენს ხასიათსა და აღზრდას. მეტყველების მიხედვით ბევრი რამის თქმა შეიძლება ადამიანზე: ენა _ ეს არის საშუალება, რომლის დახმარებითაც ლაპარაკობს ჩვენი სული. მეტყველებისას უხეშობა, თავშეუკავებლობა კი მას სასტიკს ხდის. ჩვენდამი გარშემო მყოფი ადამიანების დამოკიდებულება დიდწილად განისაზღვრება იმით, რას და როგორ ველაპარაკებით მათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here