Home ახალი ამბები მსოფლიო პარიზსა და რომს შორის დაწყებული კონფლიქტი შეიძლება სრულიად ევროპას მოედოს

პარიზსა და რომს შორის დაწყებული კონფლიქტი შეიძლება სრულიად ევროპას მოედოს

ევროპის შუაგულში იუგოსლავიური ბუმერანგი ბრუნდება

2208
პარიზსა და რომს შორის დაწყებული კონფლიქტი შეიძლება სრულიად ევროპას მოედოს

საფრანგეთსა და იტალიას შორის დაწყებული კონფლიქტი, რომელიც ევროპას გახლეჩით ემუქრება, ზედაპირზე პირველად ამოტივტივდა 2018 წლის ზაფხულში, როდესაც მხარეები ერთმანეთის მიმართ სისაძაგლეების თქმას არ მოერიდნენ მიგრანტების საკითხზე. საფრანგეთი შეეცადა, იტალია აეძულებინა, დათანხმებოდა არასასურველ კვოტებს. იტალია აღშფოთდა. მაკრონმა მკვეთრი რაღაც თქვა იტალიის მისამართით, იქ ბოდიში მოითხოვეს, ფრანგებმა ამაზე უარი განაცხადეს დადაიწყო.

ამჟამად საფრანგეთმა ელჩი გაიწვია იტალიიდან კონსულტაციებისთვის. ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია, რომელსაც შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა და ომი მოჰყვეს. აქამდე საქმე, ალბათ, არ მივა, მაგრამ ამ თემამ ევროპის საინფორმაციო ველიდან უკვე გამოდევნა ბრექსიტის თემა და ევროპელები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი. ევროპაში ახსოვთ აფორიზმი: ომი არავის უნდოდა, ომი აუცილებელი შეიქნა”. გასაგებია, ომი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) არ იქნება, მაგრამ ევროკავშირმა განხეთქილების პროცესის შეჩერება შეიძლება ვერ მოახერხოს, რადგან იტალიაში სულ უფრო ძლიერდებიან ევროსკეპტიკოსები, საფრანგეთში _ ევროინტეგრატორები. მათი ინტერესები რადიკალურად განსხვავებულია. და, თუ ყვითელი ჟილეტები მოხვდებიან ევროპარლამენტში (მაისში ხომ ევროპარლამენტის არჩევნებია), მაშინ ევროსკეპტიკოსთა ბანაკი კიდევ უფრო გაძლიერდება. იტალიაში მოსახლეობის 40% საფრანგეთს უკვე მტრად მიიჩნევს, ევროკავშირს კი _ ხაფანგად იტალიისთვის. და ეს სულაც არ არის პროცესის დასასრული. იმავე ძალებმა ახლა თავი წამოყვეს საფრანგეთსა და გერმანიაში. მოხდა ისე, რომ იტალია და საფრანგეთი ამჟამად სხვადასხვანაირად ხედავენ ევროპას, სხვადასხვანაირად ხედავენ მის სარგებელსა და უსარგებლობას. ისინი მხარს უჭერენ ევროინტეგრაციას, მაგრამ, რადგან საფრანგეთი და გერმანია აძლიერებენ დომინირებას, ევროკავშირი კი გარდაიქმნება ერთ სახელმწიფოდ, იტალია თანახმა არ არის, იყოს ევროკავშირის გარეუბნის როლში, რომლის შექმნასაც ამდენი ძალისხმევა მოახმარა.

ასეა თუ ისე, იტალია მოვლენების ასეთი განვითარების შედეგად სულ უფრო ემსგავსება ევროპის ღარიბ სამხრეთის პროვინციას, მართულს გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი ძალებით. იტალიის ვალი იზრდება, მას ემისიაზე ხელი არ მიუწვდება, თავისი საკითხების გადაჭრას ევროკავშირის გარეშე ვერ ახერხებს. მიგრანტები _ ეს იყო აფეთქების ერთ-ერთი მიზეზი. საერთოდ კი მიზეზები დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა და რაოდენობიდან გადაიზარდა ხარისხში _ იტალიის დამოკიდებულებაში გერმანიისა და საფრანგეთის ბატონობის მიმართ ევროპაში.

კონფლიქტი ევროკავშირში ხელს აძლევს აშშ-ს, რადგან ასუსტებს გერმანიისა და საფრანგეთის როლს, როგორც არბიტრისა ევროპაში და დამოკიდებულს ხდის მათ აშშ-ის პოზიციაზე.

უნდა ითქვას, რომ მიგრანტების შესევამ ევროპაზე აშშ-ისთვის საჭირო მიმართულებით იმუშავა, მაგრამ ამ კონფლიქტში იტალიის ინტერესები უახლოვდება რუსეთისას და აძლიერებს ამ ქვეყნის პოზიციებს ევროპაში. ეს კი ხელს არ აძლევს არც აშშ-ს, არც დიდ ბრიტანეთს, არც გერმანიასა და არც საფრანგეთს. ირკვევა, რომ, როდესაც ვლადიმერ პუტინი სილვიო ბერლუსკონისთან მეგობრობით იტალიის პოლიტიკურ ელიტასთან მისასვლელ გზას აგებდა, შორსმჭვრეტელურად მოქმედებდა.

ამჟამად იტალიაში ჩამოყალიბდა კონტრელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აქტიურად ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას; უპირისპირდება პროამერიკულ ელიტურ ჯგუფს; სურს, მიიღოს რუსული ბუნებრივი აირი და ძირს უთხრის ამერიკის დომინირებას ევროპაში. რაც მთავარია, ამ ძალების უკან დგას ვატიკანი, რომლის არასათანადოდ შეფასება დიდი შეცდომა იქნება აშშ-ისა და გლობალისტური ელიტის მხრიდან.

ერთი მხრივ, ევროკავშირმა მიიღო კონფლიქტი, რომელიც გახლეჩას უქადის; მეორე მხრივ, ეს კონფლიქტი გადის აშშ-ის ინტერესთა ზონიდან, რადგან მისი მეხუთე კოლონა ევროპაში შეეჯახა შემხვედრ ბარიერებს, პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც აშშ ვერ აკონტროლებს.

საერთოდ კი, სრულიად ევროპაში დაიწყო მსგავსი პროცესები _ ყველგან იფეთქა ტრადიციული პოლიტიკური სტრუქტურების კრიზისმა. იტალიის ჩრდილოეთის ლიგადახუთი ვარსკვლავი ჰგავს საფრანგეთის ყვითელ ჟილეტებს”. გფრ-ში ძალებს იკრებს ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელიც, აგრეთვე, წარმოიქმნა მიგრაციის კრიზისით, რომლის შედეგადაც ამ ქვეყნებში მკვეთრად დაეცა მოსახლეობის ცხოვრების დონე.

გაჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ადეკვატურად გამოხატავენ მასების მოთხოვნებს. ამ ძალების განეიტრალებას მმართველი ელიტა ვერ ახერხებს. კლასიკური პოლიტოლოგია კი ამბობს, რომ მოქმედი ელიტის ძალაუფლების დასასრული იწყება კონტრელიტის წარმოქმნით, რომლის განადგურებაც მოქმედმა ელიტამ ვერ შეძლო. ახალი ძალების გაძლიერება და მათი მოსვლა ხელისუფლების სათავეში ახლა მხოლოდ დროის საკითხია.

ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი ჩვენ თვალწინ იცვლება. და მართალია ის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირი აუცილებლად შემცირდება ზომებში, შეინარჩუნებს ცენტრსა და ჩრდილოეთს, ხოლო დაკარგავს აღმოსავლეთსა და სამხრეთს. იქამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ევროკავშირში კონფლიქტების გაღრმავების ტენდენცია ამაზე მიუთითებს.

რუსეთისთვის პროამერიკული ევროკავშირი სასარგებლო არ არის, არც სუსტი ევროკავშირი, რადგან ასეთ შემთხვევაში აშშ-ის ერთ-ერთ შტატად იქცევა. სუბიექტებიანმა ევროკავშირმა კი პერსპექტივაში შეიძლება თავი დააღწიოს ამერიკულ ქოლგას.

რუსეთს ხელს აძლევს ევროკავშირის დაშლა ნაციონალურ სახელმწიფოებად მისი ამჟამინდელი კონფიგურაციით. ეს დააბრუნებს ორმხრივი ურთიერთობების პერიოდს, როდესაც რუსეთის პოლიტიკა ტრადიციულად ძლიერი იყო. ევროპის დაშლა არის აშშ-ის ინტერესებშიც, რადგან ერთი გეოპოლიტიკური კონკურენტით ნაკლები ეყოლება. ასე რომ, ევროკავშირი არ დაუმეგობრდება რუსეთს, მაგრამ ეს დაასუსტებს ამჟამინდელ მთავარ მტერს, რაც რუსეთისთვის სარგებლიანია.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპაში (ესპანეთში) არ ჩამქრალა კატალონიის კრიზისი. თუ ევროკავშირი უფრო დასუსტდება, იქ დაიწყება დაშლის უკონტროლო პროცესი. ეს საფრთხე ემუქრება ბრიტანეთსა და ესპანეთს, ანუ ეს იქნება ქვეყნების დაშლა ევროკავშირის შიგნით, თვით ევროკავშირი კი დაიშლება იტალიის, უნგრეთისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანებიდან გასვლით.

გამოდის, რომ ერთერთი ძლიერი ევროინტეგრატორი ხდება რუსეთის ბუნებრივი აირის სტრატეგიული მილსადენის სისტემა.

ევროპაში იგება ძალაუფლების იერარქია მათგან, ვინც ახლოს არის რუსული ბუნებრივი აირის მილსადენთან და ვინც შორს არის ამ მილსადენისგან. ხვდება რა ამას, აშშ ყველანაირი ხერხით ცდილობს, არ დაუშვას თავისი მარიონეტების მიერთება ბუნებრივი აირის რუსულ-ევროპულ პროექტებთან.

ჩანს, ვიღაცას ხელს აძლევს, საფრანგეთი იყოს კონფლიქტის ეპიცენტრი ევროპაში. ამისთვის მას მრავალი წლის განმავლობაში ამზადებდნენ (მიგრანტების შესახლება და ამით ფრანგ მოსახლეობაზე ზემოქმედება). შემდეგ ანალოგიური რამ გააკეთეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ახლა კი ამოქმედდა ჩაწყობილი ნაღმები. და ეს მხოლოდ დასაწყისია დეტონაციის ტალღისა, რომელიც უახლოეს წლებში დომინოს პრინციპით იმოქმედებს ქვეყნებზე. ძალიან დიდი და საფუძვლიანი განსხვავებაა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ამ გაერთიანებამ არსებული სახით დიდხანს რომ იარსებოს.

კონფლიქტი სულ უფრო მზარდი შეიქნა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ინტერესების შეთანხმების ნაქები მექანიზმები არ მუშაობს და ევროპული ინსტიტუტების კრიზისს ქმნის. ცენტრისკენული პოტენციალი იწურება, ცენტრიდანული კი _ ძლიერდება. ამის დაბალანსება ძალიან ასუსტებს ევროკავშირს და სწორედ აქ იწყება მეტოქეობა აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის.

როგორ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, სწორედ ეს ქვეყნები არიან ახალი ევროპის არქიტექტორები. ამის შემოწმება ძალიან ადვილია: ნებისმიერი ამ ქვეყნის ჩამოშორება ცვლის ევროპის სახეს. თავისი ზომებისა და პოტენციალის მიუხედავად, ევროპა კვლავინდებურად არის მსოფლიო პოლიტიკის არა სუბიექტი, არამედ ობიექტი, საომარი მოქმედებების თეატრი, ლომბერის მაგიდა, რომელზეც სხვები თამაშობენ გლობალურ პოკერს.

ვის შეიძლება აქ თანავუგრძნოთ? გაგიკვირდებათ და _ უკრაინას (და, რა თქმა უნდა, საქართველოს _ რედ.). ის ყოველთვის მიისწრაფვის იქით, საიდანაც ინგლისი დროულად გამოდის. რამდენი რამ გააკეთა უკრაინამ (საქართველომაც _ რედ.) იმისთვის, რომ ევროკავშირში შესულიყო, ეს გაერთიანება კი ჩვენ თვალწინ იშლება. წარმოიდგინეთ _ დაანგრიო ბინა, რომელშიც ნორმალურად ცხოვრობ, და შეძვრე იქ, სადაც თავზე გაცვივა ბათქაში და კედლები ინგრევა.

თუ უკრაინა “ცე ეუროპაა”, მხოლოდ ერთი პარამეტრით _ პრობლემების რაოდენობით, რომლებიც ამ გაერთიანებებს ანაწევრებს. და რაღა უნდა უთხრან უკრაინელ ხალხს მათ, ვისაც ქვეყანა მიჰყავდა “ევროპულ სახლში”, რომელიც ავარიული აღმოჩნდა.

ეს ყველაფერი რომ იფეთქებს, გარანტირებულია, რადგან ამ საფრთხეზე ხმამაღლა ლაპარაკიც კი აკრძალულია; მაგრამ, როცა მომწიფდება, მაშინ ევროპა ერთ დიდ იუგოსლავიას დაემსგავსება და ევროპას დაუბრუნდება ბუმერანგი, რომელზეც არც კი ფიქრობდა, როცა იუგოსლავიას ესროდა. დასავლეთი იმკის იმას, რაც ნახევარი საუკუნის წინათ დათესა აღმოსავლეთში.

ომი არავის სურდა, ამიტომ სამოქალაქო ომი ევროპაში გარდაუვალია.

ალექსანდრე ხალდეი

iarex.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here