Home ახალი ამბები მსოფლიო პარიზის მერის მოადგილე: თეთრებმა ხმა უნდა ჩაიწყვიტონ!

პარიზის მერის მოადგილე: თეთრებმა ხმა უნდა ჩაიწყვიტონ!

263
პარიზის მერის მოადგილე: თეთრებმა ხმა უნდა ჩაიწყვიტონ!

პარიზის მერის მოადგილის, ოდრი პულვარის, განცხადებამ ფრანგი პოლიტიკოსების (და არა მხოლოდ) აღშფოთება გამოიწვია, როცა გამოთქვა თავისი აზრი სტუდენტურ შეკრებებზე, რომლებზეც თეთრკანიანებს აკრძალული აქვთ მისვლა, _ წერს Le Figaro.

პარიზის მერის მოადგილის თქმით, რასობრივი დისკრიმინაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიდან თეთრკანიანების გაგდება არ შეიძლება, მაგრამ მათ “ხმა უნდა ჩაიწყვიტონ” და ჩუმად უყურონ იმას, რაც ხდება.

დისკრიმინაციისადმი მიძღვნილი შეკრებები სტუდენტთა პროფკავშირების ორგანიზებით, რამდენიმე დღეა, ქვეყანაში ტარდება.

პარიზის მერის მოადგილის სიტყვებმა აღაშფოთა პოლიტიკოსები. პარტია “ეროვნული გაერთიანების” ლიდერმა მარინ ლე პენმა პროკურატურას მოსთხოვა, სისხლის სამართლის საქმე აღძრას პულვარის წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაციის წაქეზებისთვის. ამ თემაზე ფრანგულ პრესაში დიდი აჟიოტაჟია, მაგრამ თვითონ მერის მოადგილე ჯერ ჩუმად არის.

Russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here