მთავარი პოლიტიკა ოჯახის ნგრევა ნეოლიბერასტების რეცეპტით

ოჯახის ნგრევა ნეოლიბერასტების რეცეპტით

თითქოს ქართველი მამაკაცები მხოლოდ იმიტომ ქორწინდებიან, რომ ცოლებს ცემა-ტყეპაში ამოჰხადონ სული, მშობლებმა კი შვილებს დაახიონ ყურები

1750
გააზიარეთ
ოჯახის ნგრევა ნეოლიბერასტების რეცეპტით

შიო კობიძე აფხაზეთის ომის ნამდვილი ვეტერანია (ნამდვილი, რადგან, სამწუხაროდ, “ლიპავეტერანებიც არსებობენ), რომელსაც გენიალური ქართული ფილმისარაჩვეულებრივი გამოფენისმთავარ გმირ აგული ერისთავივით ყუმბარა თავში მოხვდა, თუმცა აგულისა და შიოს მსგავსება, სამწუხაროდ, აქ მთავრდება _ თუ აგულის ყუმბარა თავში მოხვდა, მაგრამ, მისივე თქმით, “კიდევ კარგი არ აფეთქდა”, შიო კობიძეს არ გაუმართლა _ ყუმბარა თავშიც მოხვდა, აფეთქდა კიდეც და, სამედიცინო ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა, ხოლო უფრო გასაგებ ენაზე _ ახალგაზრდა კაცი დაინვალიდდა (იმედია, ამ ხუმრობაანგლობის თანხლებით ნათქვამ სიმართლეს არ მიწყენს ჩემი მეგობარი).

მიუხედავად აფხაზეთის ფრონტზე მძიმედ დაჭრისა, ახლა უკვე მოწიფული ვაჟკაცი, შიო კობიძე, აქტიურად ჩაება სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან ბრძოლაში ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობის რიგებში, სადაც გავიცანით კიდეც ერთმანეთი და ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, თანამებრძოლებიც ვართ… 2012 წლის 1 ოქტომბერს სრულიად საქართველომ იზეიმა ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე მიშარასტების საძულველი რეჟიმის დამხობა და მეტიც _ გულში მოკრძალებით გავიფიქრეთ, _ ახლა კი დადგა სამშობლოს მოყვარული, ღვთის მოშიში, პატრიოტი ქართველების მოქმედების დრო-თქო და გვირაბის ბოლოს იმედის თვალით გავხედეთ, მაგრამ…

რა მაგიური ძალა აქვს ერთი შეხედვით უწყინარ, მარტივ ქართულ სიტყვა “მაგრამ”-ს, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს?! და აჰა, ამჯერადაც ნელ-ნელა, მაგრამ შეუქცევადად ფერმკრალდება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით მოგვრილი იმედიანი ფიქრები საქართველოზე. სამშობლოზე, რომელიც ახლაღა მიხვდა, რომ “ქართული ოცნება” სულაც არ ყოფილა ქართველთა ოცნება… აქ, რომ იტყვიან, კალამი გამექცა. მკითხველს ვთხოვ, მომიტევოს ეს ლირიკული პასაჟი და წერილის მთავარ თემას დავუბრუნდეთ…

2013 წლის 28 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, სამოქალაქოფორმიან პოლიციელებთან ურთიერთშელაპარაკების გამო დააკავეს შიო კობიძე, გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში და ბორკილდადებულს 9 საათის განმავლობაში სცემდნენ, ანუ აწამებდნენ და მეტიც _ როცა შეიტყვეს შიო კობიძის ვეტერანობა-დაჭრის შესახებ, შენი დედაც, აქ რას მოეთრეოდი, რატომ სოხუმში არ ჩაძაღლდიო და სწორედ იმ ტრეპანაციაგაკეთებულ თავში ურტყამდნენ გამეტებით…

ამ ინციდენტს დიდი ხმაური მოჰყვა ვეტერანთა კავშირის მხრიდან, დაიწერა მედიაში და თვით საია-ს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის) იმჟამინდელმა თავმჯდომარემ და დღეს პრეზიდენტის მრჩეველმა, მისმა “უდიდებულეს-ულიბერალესობა” კახა კოჟორიძემაც კი მოითხოვა საქმის დროული და ობიექტური გამოძიება. მიუხედავად ამისა, ეს საქმე დღესაც “თაროზე დევს” და დამნაშავენი არ დასჯილან, მაგრამ შიო კობიძის თავგადასავალი ამით არ დასრულებულა.

და აი, მივადექით მთავარ სათქმელს.

ამას წინათ შიო კობიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მას ოთხწლიანისროკიემუქრება და იცით, რისთვის? _შიო კობიძემ თავის მცირეწლოვან დისშვილს (მკითხველო, მოემზადეთ, ემანდ სკამიდან არ გადავარდეთ ან გაზეთი არ გაგივარდეთ ხელიდან), რომელიც შიოს გაზრდილაღზრდილია, მამაშვილურად აუწია ყური. ასეთიმამაშვილობასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ახალი მუხლის შესაბამისად ისჯება; მუხლისა, რომელიც დასავლეთის რეკომენდაციით (წაიკითხე, ბრძანებით) შეიტანეს გალიბერასტებულ სისხლის სამართლის კოდექსშიზემოთქმულიდან გამომდინარე, არც ისეთი სკამიდან გადასავარდნი ყოფილა შიო კობიძის ამბავი, როგორიც გვეგონა _ მსგავსი “დანაშაულისთვის” თურმე მრავალი ცოლ-ქმარი, და-ძმა, მამა-შვილი და ნათესავი იხდის სასჯელს. უფრო მეტიც:

ვთქვათ და, ოჯახის რომელიმე წევრს, მაგალითად, ცოლს, გაუარა უგუნურმა სიფიცხემ, აფექტის ჟამს პატრულის გამოძახება ინანა, “ქმარს აღარ ვუჩივიო”, _ განაცხადა. “ნურას უკაცრავად, საქმე აღძრულია, “დამნაშავე” უნდა დაისაჯოსო”, _ მიიღებს პასუხად და საკუთარი შვილების მამასთან “პერედაჩების” მიტანა მოუწევს ლიბერასტული პროპაგანდით გამოლენჩებულ ცოლს. პროკურორები, ერთი მხრივ, ადასტურებენ ლიბერასტული მოცემულობის აბსურდულობას, კრეტინიზმს, მაგრამ იქვე უილაჯოდ ასავსავებენ ხელებს: ვერაფრით დაგეხმარებით, რადგან მსგავსი საქმეები ევროკავშირის(?) მკაცრი მონიტორინგის ქვეშ არისო.

რატომ, რისთვის და ვისგან ეს აბსურდის თეატრი? _ ბუნებრივად ჩნდება ეს და მსგავსი კითხვები, რომლებზე პასუხების გაცემა ურთულესია, რადგან ყოველივე აქამდე თქმული მსოფლიო გლობალური პროცესების ნაყოფი, გნებავთ, ლიბერასტული აისბერგის ხილული ნაწილია. რაც შეეხება აისბერგის უხილავ ნაწილს, გნებავთ, ფესვებს იმ უბედურებებისა, რომლებიც 21-ე საუკუნის დასაწყისში საბედისწეროდ დაატყდა თავს კაცობრიობას, არაერთხელ აღგვინიშნავს და ახლაც გავიმეორებთ: თავიდათავი იმ უბედურებისა, რომელიც შეიძლება მსოფლიო ცივილიზაციის მესაფლავე გახდეს, აგრესიულ ნეოლიბერალურ იდეოლოგიაშია საძებნი, იდეოლოგიაში, რომლითაც ლამის სრულიად მსოფლიო იმართება. ნეოლიბერასტული იდეოლოგია რამდენიმე ზოგადსაკაცობრიო, ფუნდამენტური ღირებულების უარყოფას ეფუძნება. იმ ღირებულებაფასეულობების უარყოფას, რომლებზეც აღმოცენდა კულტურული კაცობრიობა _ არა ეროვნებას, არა სამშობლოს, არა ღმერთს, არა სქესს, არა ოჯახის ინსტიტუტს!

აი, ის 5 ძირითადი “არა”, რომლებიც თანამედროვე აგრესიული ნეოლიბერალიზმის იდეოლოგიის ქვაკუთხედია, რომლისგანაც სხვა მრავალი მეტ-ნაკლები მნიშვნელობის “არებია” წარმოქმნილი და ყველა მათგანზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დღეს მხოლოდ ოჯახზე ვისაუბროთ.

ოჯახის ინსტიტუტის ნგრევა, როგორც იტყვიან, არახალია _ ეს პროცესი გასული საუკუნის 20-იან წლებში წამოიწყო ბოლშევიკების სიონისტურმა ფრთამ ლევ ტროცკის მეთაურობით და არცთუ წარუმატებლად. რუსეთის უზარმაზარი იმპერიის ტერიტორიაზე დაანგრიეს ათასობით ეკლესია-მონასტერი, დახვრიტეს ათასობით მღვდელ-მონაზონი. რაც შეეხება ოჯახის ინსტიტუტთან ბრძოლას, ეს პროცესი მიმდინარეობდა ცნობილი “პროსტიტუტკა” ბოლშევიკის, ალექსანდრა კოლონტაის, მიერ შექმნილი თეორიის მიხედვით, რომლის მოკლე შინაარსი ასეთი იყო: რა საჭიროა ცოლი და ქმარი, სიყვარული, ცოლქმრული ერთგულება, ქორწინების ოფიციალური რეგისტრაცია და .. მთავარია, პროლეტარებმა შვან პროლეტარები; მაშინვე გაჩნდა ტერმინები: ჩაგრული ქალები, ემანსიპაცია და ა.შ. ნაცნობი სურათია, არა? საბედნიეროდ, კოლონტაი-ტროცკის გარყვნილებას სტალინმა მოუღო ბოლო 1933 წლის დეკემბერში გამოცემული კომუნისტური პარტიის ცკ-ის დადგენილებით. მას შემდეგ სსრკ-ში გაძლიერდა ოჯახის ინსტიტუტი ლოზუნგით: “თითოეული ოჯახი პატარა უჯრედი და დიდი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია”… ხომ ნაცნობი სურათია-მეთქი? _ ვიკითხე ზემოთ. და მართლაც, საუკუნისწინანდელ მორალურ-ზნეობრივ პრობლემებს დაემატა თითიდან გამოწოვილი პრობლემა, რომელსაც ე.წ. ოჯახური ძალადობა ჰქვია. თითქოს ქართველი მამაკაცები მხოლოდ იმიტომ ქორწინდებიან, რომ ცოლებს ცემატყეპაში ამოჰხადონ სული, მშობლებმა კი შვილებს დაახიონ ყურები. სინამდვილეში კი რა ხდება? _ დასავლელი ნეოლიბერასტები განსაკუთრებით ოჯახის ინსტიტუტს ებრძვიან და ამ ბრძოლის საბოლოო მიზანია ის, რომ ოჯახში არ არსებობდეს უფროს-უმცროსი, ოჯახის თავი, დიასახლისი, დიასახლისობა, რომელიც კომუნისტების პერიოდში საპატიო პროფესიად ითვლებოდა. დღეს ე.წ. ადამიანის უფლებების კამუფლაჟით ბავშვს ყველაფრის უფლება აქვს, მშობელს _ არაფრის! ასე გასინჯეთ, ნარკოტიკის მიღება რომ აუკრძალოს მამამ შვილს, შვილმა პატრულში ერთი დარეკვით შეიძლება შიო კობიძესავით ციხეში მიუჩინოს ადგილი თავის მამას.

რა, ასეთი რამ დღეს შეუძლებელი გგონიათ? კი, ბატონო, ჯერჯერობით მასეა, მაგრამ ცოტა ხნის წინათ ვერავინ იფიქრებდა, რომ რუსთაველის გამზირი სამი დღის განმავლობაში ოკუპირებული ექნებოდათ ნარკომან-ბარიგებს, რომლებმაც საწადელს მიაღწიეს ჯერჯერობით მხოლოდ ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების მიმართ _ რამდენიც გინდა, ქაჩე მარიხუანა, ჯიბეც “პლანით” გქონდეს გამოტენილი, საკუთარ ბინაში, ასემც გიქნია, მარიხუანის პლანტაცია გაგიშენებია, კაციშვილი ხმას ვერ გაგცემს. ანალოგიურ შედეგს მივიღებთ ე.წ. მძიმე ნარკოტიკების მიმართაც, რადგან ეს “ჯერჯერობით” დიდხანს ვერ გაგრძელდება და მძიმე ნარკოტიკების მოხმარება, შეძენა-შენახვის ლეგალიზაცია მხოლოდ დროის ამბავია.

და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? _ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ევროპაამერიკა და მათ მიერვე გულუხვად დაფინანსებული .. არასამთავრობო მესამე სექტორი სახალხო დამცველის მეთაურობით. ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ, რომ იტყვიან, “აახვევინა” ჯორჯ სოროსის “ასოებს” (არასამთავრობო ორგანიზაციებს) ან, თუ არ “აახვევინა”, პოლიტიკური საქმიანობა (რუსეთი) აუკრძალა. ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ასოების მფარველი აშშ-ის ელჩი კაბინეტიდან გააპანღურა და ჩვენ რას ვშვრებით საქართველოში? ქვეყანა, პრაქტიკულად, სახალხო დამცველის ოფისიდან იმართება _ ნინო ლომჯარიას პირით ხომ აშშის ელჩი ელაპარაკება საქართველოს უთავმოყვარეო ხელისუფლებას; სად გაგონილა, რომელ ქვეყანაში, რომასოებირომელიმე მინისტრის მოხსნადანიშვნას ითხოვდნენ? ყოველივე ზემორე თქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ .. მესამე სექტორი კლასიკური ტიპის მეხუთე კოლონაა საქართველოში, ხოლო სახალხო დამცველი _ ამ მე-5 კოლონის რეზიდენტი.

თუ ხატოვანად ვიტყვით, საქართველოს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი კი არ მართავს არაფორმალურად, არამედ კაპიტანი ეკა გიგაურები და ეფრეიტორი ნინო ლომჯარიები და, აქედან გამომდინარე, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის უპირველესი ამოცანა, გამოსოროსირებული “ასოების” პარპაშის ალაგმვა უნდა იყოს.

და, საერთოდაც, ჩემი აზრით, საქართველოს სახალხო დამცველი ჩვენი ლიბერასტული პარლამენტის (წაიკითხე, აშშ-ის საელჩოს) მიერ კი არ უნდა ინიშნებოდეს, საყოველთაო, პირდაპირი კენჭისყრით უნდა ირჩეოდეს! ასეთ შემთხვევაში 8 შვილის მამას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს მხარდამჭერთა 70-ათასიან სიას თავზე ვერ გადაახევდნენ და სახალხო დამცველად ეფრეიტორ ნინო ლომჯარიას ვერ წამოგვისკუპებდნენ…

დავით მხეიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here