მთავარი პოლიტიკა “ოცნებიდან” თინ-და-თინ გამოჟონილი ამბები

“ოცნებიდან” თინ-და-თინ გამოჟონილი ამბები

1388
გააზიარეთ
თინა ხიდაშელი

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრები აქამდე ან სიმდიდრის დაგროვებით გაითქვამდნენ ხოლმე სახელს, ან სიტყვაძუნწობით. ეს ტრადიცია საბოლოოდ დაარღვია მან, ვინც მანამდე დაარღვია ტრადიცია, რომ თავდაცვის მინისტრი აუცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო. ჩვენი პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი (ღმერთმა ქნას!) ქალითავდაცვის მინისტრი ქალურ თვისებას ვერ ღალატობს და თავის ყოფნას მთავრობასა და სახელისუფლო გუნდში ისე ხშირად იხსენებს, თანაც ისეთი ჭორების სახით, რომ ეს ან მონატრების ბრალია, ან, უბრალოდ, ქალური ენის ტლიკინის.

დავით თევზაძეს თავდაცვის მინისტრობის პერიოდში და გადადგომის შემდეგაც ჟურნალისტები და საზოგადოება იმას საყვედურობდნენ, რომ პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბული და არც თანამდებობაზე ყოფნისას, არც შემდეგ, არაფერს ამბობდა იმაზე, რა ხდებოდა შევარდნაძისდროინდელ თავდაცვაში.

დავით კეზერაშვილზე კი გასულ კვირაში სკანდალი აგორდა _ მისი ყოფილი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისას მილიონების შოვნაში დასდო ბრალი. დავით კეზერაშვილიც, თევზაძისა არ იყოს, დუმილს ამჯობინებს და არ ამბობს, რა ხდებოდა სააკაშვილისდროინდელ თავდაცვაში.

სამაგიეროდ, “ადამიანური რესურსის სწორად შერჩევის სპეციალისტის”, ბიძინა ივანიშვილის, შერჩეული თავდაცვის მინისტრი, ისე, რომ არც არავინ არაფერს ეკითხება, არ ჩუმდება და კვირაში ერთხელ ახალ ამბავს ყვება იმის შესახებ, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი (ღმერთმა ქნას!) ქალი მინისტრი მართავდა.

ქართული საინფორმაციო სააგენტოები კვირაში ერთხელ მაინც ავრცელებენ ცნობას, რომ თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს ამა თუ იმ ფაქტზე, მოვლენაზე, რომლებიც “ოცნების” ხელისუფლებაში მისი ყოფნის პერიოდში მომხდარა. რასაკვირველია, ყველა ეს ფაქტი თუ მოვლენა უკიდურესად უარყოფითია და თინა-სარდალი საშინელ ფერებში გვიხატავს ყოველივეს, რასაც თურმე “ოცნების” ხელისუფალნი იმხანად ჩადიოდნენ; ან წარმოგვიჩენს “ოცნების” ხელისუფლებაში იმ პერიოდში დაწინაურებულ რომელიმე პერსონას, რომელიც თურმე სულელი, უტვინო, თანამდებობისთვის შეუფერებელი ყოფილა და მას დაუღუპავს ეს ქვეყანა. სიმართლე გითხრათ, არც მე ვარ შორს და და არც, საზოგადოდ, ჩვენი რედაქცია იმ აზრისგან, რომოცნებისმთავრობაში მაშინაც (თინას სარდლობის პერიოდში) და ახლაც უამრავი სიმახინჯე ხდება დაოცნებისმიერ დაწინაურებული პერსონებიც ერთმანეთზე უარესი ჩლუნგები არიან, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ თვითონ თინასარდალი რატომ არაფერს ამბობდა ამის შესახებ მაშინ, როდესაც სარდალი იყო?! თუკი ხელისუფლებაში ამისთანა საშინელებები ხდება და შენ ამ ხელისუფლების წვერი ხარ, განა შენი პირდაპირი მოვალეობა არ არის, ამხილო ასეთი მთავრობა ან დამღუპველი ხელისუფლების კონკრეტული პირები?!

ეს კითხვა, რა თქმა უნდა, რიტორიკულია და რაც უნდა დემაგოგიური პასუხები მოიფიქროს საზოგადოების ასეთ კითხვაზე თინა-სარდალმა, მის ამაზრზენ ჭორიკნობას მაინც ვერაფერი ამართლებს. იმდენად მიუღებელი და უკადრისია “რესპუბლიკელთა დედის” ასეთი პოსტები და იმდენად შეგუებული ვიყავით უკვე ამას, რომ აღარ გვეგონა, თუკი კიდევ მოახერხებდა ჩვენი ყურადღების მიპყრობას. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მოახერხა. სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელის ბოლო განცხადება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაარდაპატიმრების შესახებ, მართლაც, უტიფრობის კულმინაცია იყო.

“მე თვითონ ვიყავი იმ ხელისუფლების წევრი და დარწმუნებით გეუბნებით, რომ ერთი წუთითაც არ ჰქონიათ მაგათ მიშა სააკაშვილის დაპატიმრების სურვილი!” _ ისეთი ტონით დაწერა ეს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, გეგონება, თანამდებობაზე ყოფნის პირველიდან ბოლო დღემდე მიშას დაპატიმრებას ითხოვდა და სხვები არ უჯერებდნენ.

ჰო, კიდევ ისა: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რომ ითხოვდა დაჟინებით, _ მიშა დაიჭირეთ, თორემ გადავდგებიო, არ გახსოვთ, ხალხო?

თუმცა რა გვეხუმრება და, მოდი, რესპუბლიკელთა დედასშევახსენოთ, რომ იმოცნებისმთავრობაში რესპუბლიკელები რამდენიმე მინისტრის პორტფელს ფლობდნენ, ხოლო ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ათზე ნაკლები დეპუტატი არ ჰყავდათ (!).

ამას დავუმატოთ სახელმწიფოში თანამდებობითა და გავლენით მეორე პირი _ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც თინა-სარდლის არა მხოლოდ თანაპარტიელი, არამედ “თანაოჯახელიცაა” და დავუსვათ თინიკოს კიდევ ერთი რიტორიკული კითხვა: ვის უნდა გამოეთქვა იმ ხელისუფლებაში საქართველოს მანიაკი ექსპრეზიდენტის დაპატიმრების სურვილი: პარლამენტის კარის დარაჯს თუ მინისტრთა კაბინეტის სათათბირო ოთახის დამლაგებელს?

თუმცა, რა მიშას დაპატიმრების მოთხოვნა, როდესაც, პირიქით _ თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი არიან ის ადამიანები, რომლებმაცოცნებისკოალიციურ მთავრობაში თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში საზოგადოებას სწორედ ნაცებისადმი ყველაზე ლოიალური დამოკიდებულებითა და კოაბიტაციისადმი მიძღვნილი დითირამბებით დაამხსოვრეს თავი.

“ჩვენი უმთავრესი მიზანია, გადავარჩინოთ “ნაციონალური მოძრაობა” და შევუნარჩუნოთ იგი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს”, _ ეს საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის სიტყვებია.

ჩვენ კოაბიტაცია ქართველმა ხალხმა დაგვავალა”, _ ეს კი სწორედ იმ თავდაცვის მინისტრის აზრია, რომელიც ამ სიტყვების თქმისას ჯერ კიდევ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ.

ანუ, როგორ უნდა გავიგოთ ახლა თინა ხიდაშელის ეს უტიფარი საყვედური თავისი ყოფილი კოალიციის მიმართ: თინას თანქართველი ხალხის დავალება” _ კოაბიტაცია უნდა შეესრულებინა და თან იმ პოლიტიკური ძალის მეთაურის დაპატიმრება უნდა მოეთხოვა, რომელთანაც კოაბიტირებდა, თუ როგორ?

ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ დროს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ქმარინაციონალური მოძრაობისგადარჩენასა დაპოლიტიკურ სპექტრში მის დატოვებაზეზრუნავდა, ხოლო თავდაცვის მინისტრი ცოლიქართველი ხალხის დავალებასასრულებდა და ნაცებთან კოაბიტაციის პროცესს რეკლამას უწევდა, რესპუბლიკელთა დანარჩენი წევრები, თამარ კორძაიას მეთაურობით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ლგბტ პირებისთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვის იღვწოდნენ, ერთნაირსექსიანთა შორის ქორწინების დაკანონების მოთხოვნით გამოდიოდნენ და ანტიდისკრიმინაციული კანონი კბილებით გაჰქონდათ. აბა, სადღა იყო მიშა სააკაშვილის დაპატიმრების მოთხოვნის დრო?!

ისე, თუკი ასე გულით სურდათ, საქართველოში ლგბტ-თემის “უკიდურესად მძიმე ბედის” შესახებ მოხსენების კითხვისას, შესვენების დროს მაინც შეეძლოთ, 2-წუთიანი მიმართვის წაკითხვა ტრიბუნიდან მიშას დაპატიმრების მოთხოვნით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამდენი მობილიზება ვეღარ გაუწიეს გონებას.

შეიძლება ვინმემ ისიც თქვას: რა ექნათ, გუნდურად თამაშობდნენ და, რადგან “ოცნების” კოალიციის სხვა წევრებს არ სურდათ მიშას დაპატიმრება, რესპუბლიკელებიც იძულებული იყვნენ, ამ თემაზე კრინტი არ დაეძრათ, რათა “გუნდური თამაშის წესი” არ დაერღვიათო…

ჰო, მაგრამ, განა ცოტა გვახსოვს შემთხვევა, როდესაც რესპუბლიკელებმა (და განსაკუთრებით კი, პირადად თინა-სარდალმა) სულ ფეხებზე დაიკიდეს “გუნდური თამაშის წესი”? განა ცოტაჯერ წავიდა “ოცნებისა” და ბიძინას წინააღმდეგ, როდესაც საქმე მისთვის ძალიან პრინციპულ საკითხებს შეეხებოდა?

თუნდაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების ამბავი ავიღოთ: რა, განა “ოცნების” კოალიციის მთელი შემადგენლობა უჭერდა მხარს ამ თემას? მაშ, რად გამოვიდნენ რესპუბლიკელები ასე ომახიანად ამ საკითხის მხარდასაჭერად?

ან იქნებ არავის აღარ გვახსოვს, ბერძენიშვილებმა და პარლამენტის თავმჯდომარემ როგორ აფრიალეს ჟურნალისტების თვალწინ ლგბტ-ცისარტყელა დროშები?! რა, ეს “ოცნების” კოალიციის მთელ გუნდს მოსწონდა?

უმკაცრესი პროტესტი და უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ამ ფაქტს “ოცნების” კოალიციის არაერთი, როგორც პარტიული სუბიექტის, ასევე პირადად რამდენიმე ლიდერის მხრიდანაც, თუმცა ხიდაშელ-უსუფაშვილის ოჯახურ წყვილს, ძმებ ბერძენიშვილებს, თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძესა და მათ და-ძმებს ყურიც არ გაუპარტყუნებიათ და პრინციპულად განაგრძეს თავიანთი პოზიციის დაცვა ლგბტ-თემის მიმართ.

ასე რომ, თუკი რესპუბლიკელებისთვის მიშას დაპატიმრების თემა ისეთივე პრინციპული იქნებოდა, როგორც ლგბტთემისმძიმე ხვედრისაქართველოში, მაშინ ისინი როგორმე ერთხელ მაინც მოითხოვდნენ ამას ან საპარლამენტო, ან სამთავრობო ტრიბუნიდან, თუ ძალიან ხმამაღლა არა, ხმადაბლა ან ჩურჩულით მაინც.

ამიტომ ქალბატონ სარდალს ქართული გრამატიკის ელემენტარულ წესს შევახსენებთ: ქალბატონო თინიკო! როდესაც საუბრობთ იმ ადგილზე, იმ საზოგადოებაზე, იმ წრეზე, რომლის წევრიც თქვენ იყავით (“მე თავად გახლდით იმ ხელისუფლების წევრი და მათ მიშას დაპატიმრების სურვილი ერთი წუთითაც არ ჰქონდათო”, რომ ბრძანეთ, ეს გვაქვს მხედველობაში), “ჰქონდათკი არ უნდა თქვათ, არამედგვქონდა”, ანუ თქვენი ეს ფეისბუქგანცხადება, რომლის გამოც ეს სტატია დაიწერა, სწორი იქნებოდა ასე: “მე თავად გახლდით იმ ხელისუფლების წევრი და ჩვენ ერთი წუთითაც კი არ გვქონია მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების სურვილი!” _ აი ასე რომ გეთქვათ ეს, ვინ ოხერიწინადადებაც სწორი იქნებოდა და არც ჩვენ შეგედავებოდით არაფერში!

გთხოვთ, მომავალში გაითვალისწინოთ ეს და, როდესაც კიდევ ერთ რომელიმე “სკანდალურ” ამბავს გაახმაურებთ, რომელიც “ოცნების” ხელისუფლებაში თქვენი “იქ” ყოფნისას ხდებოდა, პირველი პირის მრავლობითი რიცხვის ფორმა გამოიყენეთ ხოლმე.

ასეთი ამბები კი, თანდათან კი არა, თინ-და-თინ კიდევ ბევრი რომ გაჟონავს და გახმაურდება, ამაში, თინა-სარდლის ფსიქოტიპიდან გამომდინარე, ეჭვიც არ გვეპარება.

ბაკურ სვანიძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here