Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1353
მიხეილ სააკაშვილი-ნიკა გვარამია

ოცდამეცამეტე გადაცემა

ამერიკელების ორი ძაღლიშვილი _ ყვარყვარე და ყვარყვარუკა

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

ფასილიტატორი ელჩები, ფასილიტატორმა ელჩებმა, ფასილიტატორ ელჩებს, ფასილიტატორი ელჩების… _ დოღის ცხენებივით დარბიან წინ და უკან ცალტვინა ჟურნალისტები და ამდენ სირბილში შუბლზე ხვითქი გადასდით და პირიდან დორბლი სცვივათ…

ყმაწვილო, მოიხედე აქეთ, დამშვიდდი, დაწყნარდი, დაიოკე ნერვები, გული საგულეს ჩააყენე… არც არაფერი იწყება და არც არაფერი მთავრდება ამ არჩევნებით, არც ამ ფასილიტატორი ელჩებითა და შეხვედრათა არც ამ გაუთავებელი რაუნდებით… შენ კი ერთ რამეს გკითხავ _ დედაშენს სადმე, ოდესმე წარმოუთქვამს სიტყვა “ფასილიტატორი”? გაგიგია დედაშენისგან ასეთი სიტყვა? დედაშენისგან, ჰო, ვინციავნანასგიმღეროდა, ვინც აღუაღუთი დაგაწყებინა და პირველი მარადიული სიტყვები _ “დედადამამაწარმოგათქმევინა, “ოჯახიწარმოგათქმევინა, “სამშობლოწარმოგათქმევინა, “საქართველოწარმოგათქმევინააი, მაგ დედისგან სიტყვაფასილიტატორიგაგიგია? აბა, შენ საიდან მოიტანე, სულხან-საბას “სიტყვის კონაში” ამოიკითხე თუ სხვა ქართულ ლექსიკონში? შოშიას ბარტყივით რომ აღებ პირს და გაიძახი: ფასილიტატორი, ფასილიტატორიო, ხომ უნდა დაფიქრდე, ქართული სიტყვაა ეგ? ქართული თუ არაა, რატომ ანაგვიანებ დედაშენის ენას მაგ სიბინძურით? რა, ლამაზად ისმის? კარგი ფონეტიკა აქვს? იქნებ მაგ სიტყვის შესაბამისი სიტყვა და ცნება არ მოგვეპოვება ქართულ ენაში? აბა, რა ჯანდაბა და უბედურებაა ფასილიტატორი, არ გრცხვენია?!

კარგი, დავანებოთ თავი ენის სიწმინდის საკითხებს. ნეტავ, ამ ერთი სიტყვის გარდა სხვა მრავალი დანაშაულით არ იყოს სავსე თითოეული ქართველი ჟურნალისტის ცოდვათა გუდურა…

კორონავირუსის სახით მსოფლიოში სიკვდილის აჩრდილი დადის;

პლანეტა დენთით სავსე უზარმაზარ კასრად იქცა;

კაცმა არ იცის, როდის იფეთქებს გლობალური ომი;

მსოფლიო გაუგონარი მასშტაბის ეკონომიკურ კრიზისში იძირება.

ნიკა გვარამია

ამ დროს ქართველი ჟურნალისტები, თვე-ნახევრია, 24 საათის განმავლობაში ყაყანებენ იმაზე, შევლენ თუ არა პარლამენტში ვიღაც თაღლითები _ ელისაშვილი, ჯაფარიძე, ოქრუაშვილი, ბაქრაძე, ბოკერია, უგულავა, ვაშაძესაქმე გამოგელიათ?! ეს ყველაფერი ქართული პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი თუ არის, ამის შესახებაც თქვით, მაგრამ ამ ელისაშვილისნაირ უვიცთა წვენში რატომ ხარშავთ საქართველოს? ნუ მომიწოდებთ კორექტულობისკენ. კორექტულობა და თავაზიანობა არ მეშლება მე მათთან ურთიერთობაში, ვისაც თვითონ ესმის კორექტულობისა და თავაზიანობის ანა-ბანა, მაგრამ ეს ვინმე ელისაშვილი შარშან, 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესასწაულზე მისულ ადამიანებს შეურაცხყოფდა და ჩვენს გმირ წინაპრებს სულში აფურთხებდა. ერთი სიტყვით, ზონდერობდა თბილისის ქუჩებშიშვიდასი ათასი ქართველი ომობდა იმისთვის, რომ ელისაშვილს ოდესმე დედის საშოდან გამოღწევის საშუალება ჰქონოდა, ეს უბედურ დღეზე გაჩენილი კი 9 მაისს ვაკის პარკის მისადგომებთან კინტოს მიხვრამოხვრით დადიოდა და წითელი არმიისა და ვერმახტის ჯარისკაცების ნამოქმედარს ერთმანეთში ურევდა, ის ვერც სტალინსა და ჰიტლერს ასხვავებს ერთმანეთისგან. რა ენაზე უნდა ელაპარაკო ან ელისაშვილს, ან მის ამომრჩეველს, ან იმ ჟურნალისტებს, რომელთა საქმიანობა ელისაშვილითა და მისნაირებით იწყება და ელისაშვილითა და მისნაირებითვე მთავრდება?! ასეა თუ ისე, “ფასილიტატორი ელჩების” ძახილისა და გაუთავებელი ყაყანის თითქმის თვე-ნახევრიანი პროცესი, როგორც იქნა, დასრულდა და მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაც გაიმართა. სხდომას არჩეული 150 დეპუტატიდან მხოლოდ “ქართული ოცნების” 90 დეპუტატი დაესწრო. პარლამენტში მოხვედრილი დანარჩენი ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს (ჯერჯერობით) აცხადებენ და ახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის .. ოპოზიციური პარტიები, რომლებიცგაყალბებული არჩევნებისგამო პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ? პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ისინი უაღრესად არასახარბიელო პოლიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. საქმე ისაა, რომ თითქმის ყველა ეს პარტია დასავლეთისმეხუთე კოლონაასაქართველოში. მათ დასავლეთის გარდა სხვა გზა არ გააჩნიათ, ვინაიდან დასავლეთია მათთვის ფინანსების წყაროც და ზურგის ქარიც. სხვა დასაყრდენი მათ არც საკუთარ ხალხში ჰყავთ, არც სადმე სხვაგან. როდესაც მათ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, წარმოიდგინეს, რომ ამ საქმეში დასავლეთის სრული მხარდაჭერა ექნებოდათ, რადგან, მათი ვიწრო ხედვით, დასავლეთი უკიდურესად შეწუხდებოდა საქართველოში ერთპარტიული პარლამენტის არსებობით.

ვაი, მათ პატრონს!

მიხეილ სააკაშვილი

* დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში პროდასავლური ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც მუდმივად ნატოსკენ, ევროკავშირისკენ და აშშთან სტრატეგიული პარტნიორობისკენ იქნება ორიენტირებული, დანარჩენი მას არ აინტერესებს;

* დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია, ერთპარტიული პარლამენტი იქნება საქართველოში თუ სულაც ნახევარპარტიული;

* დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია, როგორი იქნება დემოკრატიის ხარისხი საქართველოში;

* დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია, დაცული იქნება თუ არა ადამიანის უფლებები საქართველოში;

* დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია, ექნება თუ არ საქართველოს ეკონომიკა;

* დასავლეთს ფეხებზე ჰკიდია, ეპიდემია დაგვხოცავს ქართველ ხალხს თუ შიმშილი;

* მოკლედ, დასავლეთს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია საქართველოში, ერთი რამის გარდა: აქ უნდა იყოს პროდასავლური ხელისუფლება. დანარჩენი, თუ გინდა, წყალს წაუღია ყველაფერი. ქვეყნის ჩარხმა, როგორც ნათქვამია, გინდ წაღმა იტრიალოს და გინდ უკუღმა, თუ უნდა, სულაც ნუ იტრიალებს, მაგაზე დადგა ამერიკელთა დარდი. მთავარია, თავიანთი ყურმოჭრილი ხელისუფლება ჰყავდეთ, დანარჩენი მათ აქ არაფერი ადარდებთ.

ჰოდა, ჰყავთ ეს ყურმოჭრილი ხელისუფლება _ ივანიშვილით დაწყებული და გახარია-თალაკვაძით დამთავრებული. რას იზამენ ახლა ამერიკელები, ივანიშვილს ეტყვიან უარს და ამ თავმირტყმულ ვაშაძეებს დაუჭერენ მხარს? არა, არ უჭერენ და არც დაუჭერენ, პირიქით _ ოპოზიციას ღია ტექსტით, ყოველგვარი შეფარვის გარეშე მოუწოდეს, რომ მუშაობა საქართველოს პარლამენტში განაგრძონ.

კელი დეგნანი
კელი დეგნანი

კელი დეგნანი, აშშის ელჩი საქართველოში: _ პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ყველა მოვიდა. ყველა ელოდება რეალურ გამოსავალს. მოლოდინი მაქვს, რომ პრობლემა გადაიჭრება და კომპრომისი იქნება მიღწეული. ქართველების ინტერესშია პარლამენტის არსებობა.

ვალერი კვარაცხელია: _ კელი დეგნანმა ანალოგიური მოწოდება პარლამენტიდანაც გააკეთა, სადაც პირველ სხდომაზე ელჩის რანგში იყო მიწვეული. ხედავთ ხომ სრულ აბსურდულობას მდგომარეობისა, რომელშიც ე.წ. ოპოზიცია აღმოჩნდა? ხმამაღლა არა, მაგრამ კერძო საუბრებში, ალბათ, ეუბნებიან კიდევაც იმ გადარეულ სააკაშვილსა და მის ნასხლეტებს, _ თქვე ღმერთგამწყრალებო, ისეთი არჩევნები ჩაგატარებინეთ, რომ თითქმის ნახევარი პარლამენტი თქვენია და მეტი რაღა გინდათო?!

რევანში უნდოდათ, სრული რევანში, უმრავლესობით მოსვლა და ხელისუფლების უზურპაცია, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან უკვე დამთავრებული და ჩამოწერილი პოლიტიკური ჯართია ეს .. ოპოზიცია თავისი ძველი და ახალი სახეებით. აი, ეს ვითარებაა. ოპოზიცია დასავლეთს ხმამაღლა ვერ დაუპირისპირდება (გულში და ჩუმად კი ლანძღავენ მამაპაპურად), თუმცა, რაღა გულში და ჩუმად, მათაც ხომ ჰყავთ თავიანთი ბოლომდე გადარეულები, რომლებმაც ვერ დაიტიეს გულში ბოღმა და გადმოხეთქა სიბინძურემ.

ნიკა გვარამია, ტელეკომპანიამთავარისდირექტორი: _ თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ამგვარი ქცევა დასავლური ელჩებისა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში მონაწილეობენ და “ქართული ოცნების” ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს. ეს არის სირცხვილი და ანტიდასავლური!

ვალერი კვარაცხელია: _ დიდი ამბები რომ იწყება საქართველოში, ფაქტია. არ ვიცი, გვარამიას ეს აშკარა ანტიდასავლური გამოხდომები არის თუ არა შეთანხმებული მთავარ ნაცთან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ამერიკელებმა სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ ჯართს პანღური ამოარტყეს. გვარამია მისი ამჟამინდელი ვირეშმაკობით აშშ-ის მომავალ პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას ატყუებს: ნაცები ტრამპის მმართველობის მსხვერპლნი ვართო. ამიტომაც შეასკდა შუბლით აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს.

ნიკა გვარამია: _ კელი დეგნანი იქ რომ იჯდა, ჩემი აზრით, სრულიად მძიმე შეცდომის დამშვები კელი დეგნანი, რომ იჯდა პარლამენტში, მისმა სამშობლომ, რომლის ხაზსაც უნდა ატარებდეს აქ, მიულოცა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლა? _ არა. აბა, ვისი მანდატით იჯდა ქალბატონი დეგნანი პარლამენტში?

ვალერი კვარაცხელია: _ ბევრი ითავხედა გვარამიამ სატელევიზიო ეთერში. დღევანდელი ამერიკა არ მომწონსო, დღევანდელი ამერიკა ამერიკა არ არისო. მე ის ამერიკა მინდაო, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ რომ იქნებაო…

ნიკა გვარამია: _ გაუგებარია, რაზე ვაჭრობით. თურმე, პარლამენტში შესვლით და უკანონო პარლამენტის “გაპრავებაზე” ვაჭრობით ტყვეების გამოშვება? ამისთვის იმყოფებიან ჰარცელი და დეგნანი საქართველოში? ეს არის მათი საქმიანობა ჩვენს სასარგებლოდ? ეს არის ჩემი ანტიდასავლური პოზიცია? ანტიდასავლური არის “ქართული ოცნების” პოზიცია და, სამწუხაროდ, დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი არის ამ ორი ელჩის ამგვარი საქმიანობა საქართველოში, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. ამას ვაცხადებ მე, ნიკა გვარამია, მთავარი პროდასავლელი ლიდერი ამ ქვეყნის.

კარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი

ვალერი კვარაცხელია: _ ბოლოს ისე აყროლდა გვარამია, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, არც მეტი, არც ნაკლები, კორუფციაში დასდო ბრალი.

ნიკა გვარამია: _ 21- საუკუნეში ფაქტები კი არა, აღქმები წყვეტს ყველაფერს და ვერავინ ვერასდროს დაიჯერებს ამ ქვეყანაში, ქოცებიც კი, რომ ფული არ აიღეთ და იმიტომ არ ლაპარაკობთ. მე დავიჯერებ, სხვები _ არა. მე შეიძლება მჯეროდეს, სხვები ვერ დაიჯერებენ.

ვალერი კვარაცხელია: _ აი, ასე ანტიამერიკულად და ანტიევროპულად აქოთდა ეს ჩვენი გვარამია. იმას კი არ ვეუბნები, რომ ამერიკელებსა და ევროპელებს კრიტიკა ვით აკადრე-მეთქი. მეოთხედი საუკუნეა, რაც მე მათ ვაკრიტიკებ, თანაც არა გვარამიასავით აქა-იქ და ეპიზოდურად, არამედ ფუნდამენტურად და მიზანმიმართულად. მე იმას ვამბობ, რასაც ნიშნავს გვარამიასგან ამ სიბინძურის ასე უკიდეგანო გადმოფრქვევა. როდესაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ეს უბადრუკი აგენტი გვარამია ჯანყს იწყებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ტუალეტის გამოყენებული ქაღალდივით მოისროლეს და ახლა დასვრილი ქაღალდის პრინციპით მოქმედებენ _ სანამ წყალი საბოლოოდ ჩარეცხავს, რასაც მოასწრებენ, ყველაფერს აბინძურებენ. ეს რომ ასეა, თვითონ გვარამია ადასტურებს. აი, რა საინტერესო მტკიცებულება ამოქექა მან საიდანღაც:

ნიკა გვარამია: _ უკრაინული წყაროების ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ვაშინგტონსა და კიევში სატელეფონო ზარები განახორციელა და კატეგორიულად მოითხოვა, მიხეილ სააკაშვილი არც ერთ თანამდებობაზე არ დაენიშნათ.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს ინფორმაცია თუ სიმართლეა (ალბათ, სიმართლეა), მაშინ სააკაშვილი და მისი ხროვა საქართველოსა და უკრაინაში დამთავრებულა. მართალია, გვარამია იმ იმედზეა ჩამოკონწიალებული, რომ ტრამპის წასვლისა და ბაიდენის მოსვლის შემდეგ სააკაშვილის მზე ხელახლა ამობრწყინდება, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ძველ აგენტურას უშიშროების სამსახურები ჩამოწერენ და არა პრეზიდენტები. სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ნაგავი, რომელიც ბოლომდე გაშიფრული, გაშარჟებული და გამასხარავებულია, აღარც ტრამპს სჭირდება და არც ბაიდენს დასჭირდება. და ეს ყველაფერი გვარამიადან გადმოღვრილ იმ ბალღამში ჩანს, რომელიც ერთგვარი საერთაშორისო ნიმუშია იმისა, თუ რა სავალალოდ მთავრდება ხოლმე ამერიკელთა თანამშრომლობათავიანთ ძაღლისშვილებთან (რუზველტის ცნობილი გამოთქმა, რომელიც მან ნიკარაგუის ლიდერ ანასტასიო გარსია სომოსას დახასიათებისას გამოიყენა), როდესაც ეს უკანასკნელნი საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურავენ და უსარგებლო ტვირთად გადაიქცევიან.

ნიკა გვარამია: _ რა თქმა უნდა, მას უპასუხეს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში ჩაჯდეს და მიხედოს საკუთარ საქმეს, მაგრამ მთავარი კითხვა აქ სხვა არის _ ვინ ეკითხება კელი დეგნანს, მიხეილ სააკაშვილი სად დაინიშნება? ვინ დაავალა მას ამ ზარის განხორციელება და როგორ გაბედა საერთოდ ამის გაკეთება? ვის თამაშს თამაშობდა, როცა ამას შვრებოდა?

ვალერი კვარაცხელია: _ აი, აქ გვარამია გვაძლევს სააკაშვილის იმგვარ დახასიათებას, რომელიც მონისა და მონათმფლობელის მახინჯი ურთიერთობის კლასიკურ მაგალითად გამოდგება…

ნიკა გვარამია: _ რომელ მიხეილ სააკაშვილზეა ლაპარაკი, ქალბატონო დეგნან, იცით, თქვენ? მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც პირდაპირ ხაზზე იყო ამერიკის პრეზიდენტთან, როგორც თანასწორთან. იმ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით, ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნასაც კი არ დაემორჩილა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე. ვეტოს უფლება ჰქონდა საქართველოს. წელიწად-ნახევარი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ჩამოდიოდნენ და სთხოვდნენ მიხეილ სააკაშვილს დათანხმებას. საბოლოდ, მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა, ოღონდ გამოიტანა წარმოუდგენელი შედეგი _ ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. რა მოხდა მერე _ მოვიდნენ ქოცები და ეს ხელშეკრულება გინდ ყოფილა, გინდ _ არა, მისი იმპლემენტაცია არ მომხდარა. ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. მას უფლება არ აქვს, საქართველოში ჩამოვიდეს? ერთხელ მაინც თუ უკითხავთ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ან ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰარცელს, რა ხდება ამ კაცის თავს, რატომ მიმდინარეობს მისი დევნა, მისი განაჩენები თუ შეუსწავლიათ? მიხეილ სააკაშვილზე ვლაპარაკობთ, რომელსაც 500 000 მომხრე ჰყავს ამ ქვეყანაში პირადად. ამ მიხეილ სააკაშვილზე ვლაპარაკობთ. ერთი ადამიანი მაინც მითხარით, ვისაც ჰყავს ნახევარი მილიონი მომხრე პირადად, პარტიებზე არ ვლაპარაკობ. და ამ ნახევარ მილიონ ადამიანს ელაპარაკებით თქვენ ამ ტონალობაში, რომ მათი ლიდერი თურმე არ იმსახურებს საქართველოში ჩამოსვლას. მეტიც, გასცდით საქართველოს ფარგლებს და კიევში აგვარებთ ბიძინა ივანიშვილისთვის საჭირო საქმეებს, რომ თურმე იქ არ უნდა დაინიშნოს. ამაზე პასუხისგება მოუწევს ნებისმიერს. ეს ძალიან მალე გამოქვეყნდება და მე მაინტერესებს ქალბატონი დეგნანის პასუხი ამ საკითხზე: რა მანდატით სარგებლობდა, ვის ინტერესებს ატარებდა და როგორ გაბედა ამის გაკეთება, საერთოდ. ამაზე პასუხის გაცემა მოუწევს. ამაზე პასუხები ჩვენ გვჭირდება. სადაც გამოჩნდებით, ყველგან გკითხავთ.

ვალერი კვარაცხელია: _ არ მინდა, ნაჩქარევი დასკვნა გავაკეთო, მაგრამ ისე ჩანს, რომ ქართული პოლიტიკური სიბინძურის ეს ერთი ფრთა _ სააკაშვილი და მისი ნაცხროვა, როგორც უსაშინლესი სახადი, უკვე მოიხადა საქართველომ. ისინი ვეღარ წამოყოფენ თავს, რადგან ის იდიოტი თავები აღარც წამოეყოფათ და აღარც გამოეყოფათ სადმე. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ მთლიანად მოიხადა სახადი. ის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, არაფრით არ არის ნაკლები სახადი საქართველოსთვის. შესაძლებელია, მეტი სახადიც კი იყოს, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ამერიკელებმა საბოლოოდ მათ დაუჭირეს მხარი. ქოცები და მათი ლიდერი ნაცებივითა და სააკაშვილივით არ ხმაურობენ, მაგრამ მათაც ბევრის გაფუჭება შეუძლიათ. ამერიკული პოლიტიკის გაგრძელება, ნატოსა და ევროკავშირის გაუთავებელი ძახილი და რუსეთთან დაპირისპირების გამწვავება საბოლოოდ დაანგრევს ისედაც დანგრეულსა და განადგურებულ საქართველოს. ეს ამბავი დღესავით ნათელია. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ საქართველო მხოლოდ სააკაშვილის უგუნურფაშისტურსადისტური იდეოლოგიისგანაა გასათავისუფლებელი, საქართველო ამერიკული ურჩხულისგანაა გასათავისუფლებელი. საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით განსხვავება ცოტაა ან თითქმის არ არის იმაში, თუ ვინ იქნება აშშის პრეზიდენტი: ბაიდენი, ტრამპი, ობამა, ბუშიამერიკა თავადაა გასათავისუფლებელი მსოფლიო ურჩხულისგან, რომელსაც ცენტრალური ოფისი ამერიკაში აქვს და რომელიც მართავს აშშის პრეზიდენტსაც.

* აშშ საკუთარი ცხოვრების წესისგანაა გასათავისუფლებელი;

* აშშ სოციალური და ყველა სხვა სახის უსამართლობებისგანაა გასათავისუფლებელი;

* აშშ საკუთარი დემოკრატიული ფასადისგანაა გასათავისუფლებელი, რომელიც გუდავს, ახრჩობს ფასადს უკან არსებულ სრულიად არადემოკრატიულ რეალობას;

* აშშ ფსევდოთავისუფლებისგანაა გასათავისუფლებელი, რომელსაც ეწირება თავისუფლებაცა და ადამიანთა უფლებებიც;

* აშშ უკიდეგანო და ყოვლისმომცველი უთანასწორობისგანაა გასათავისუფლებელი;

* აშშ რასიზმის საშინელებისგანაა გასათავისუფლებელი;

* აშშ მსოფლოზე ერთპიროვნული ბატონობის დაუოკებელი სურვილისგანაა გასათავისუფლებელი;

* აშშ დემოკრატიისა და თავისუფლების ფალას-ფულასში შეფუთული, მაგრამ შიგნიდან აბსოლუტურად გამომპალი ფაშისტური ტენდენციებისგანაა გასათავისუფლებელი;

* აშშ და ამერიკელი ხალხი ბურჟუაზიული მარწუხებისა და სულ უფრო მზარდი კაპიტალისტური წინააღმდეგობებისგანაა გასათავისუფლებელი, რომელიც თანდათანობით დაუძლეველ ფაზაში შედის და შეუქცევად ხასიათს იღებს.

აშშ-ში სამოქალაქო დაპირისპირების, სახელმწიფო გადატრიალების თუ სულაც რევოლუციის სუნი იგრძნობა.

ორმა გადარეულმა ქართველმა _ გვარამიამ და სააკაშვილმა _ იმდენი არც ფილოსოფია იცის, არც სოციოლოგია და არც ისტორია, რომ მათგან მსოფლიო მოვლენების რამე საინტერესო ანალიზი მოვისმინოთ. ეს ორი ყვარყვარეა, უფრო სწორად ერთი დიდი ყვარყვარე და მეორე მას აკიდებული პატარა ყვარყვარუკა. მასშტაბებით ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც აქლემი და ინდაური, მაგრამ შინაგანი სიბინძურით ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. მათ დიდხანს იტივტივეს აშშ-დან ოცდაათი წლის წინათ მოვარდნილ ბინძურ ტალღაზე. ახლა ისინი ისევე ჩარეცხა მღვრიე ტალღამ, როგორ ჩარეცხილადაც სხვები ეჩვენებოდათ ცოტა ხნის წინათ, თუმცა, ეს საქმეს არ შველის. ქართული პოლიტიკა, საერთოდ, ქიმიურად არის დასამუშავებელი, რათა ამერიკული პოლიტიკური ვირუსისა და ყვარყვარეთა ჯოგისგან დიდი ხნით გაიწმინდოს.

P.S. აშშ კრიზისიდან კი არ გამოდის, უფრო ეფლობა. რუსეთი კი აფრიკაში, სუდანში, წითელი ზღვის სანაპიროზე სამხედრო ბაზას ხსნის, რომლიდანაც თავისუფლად შეძლებს სუეცის არხის გაკონტროლებას. იმ წერტილიდან, სადაც რუსი სამხედროები განთავსდებიან, საუდის არაბეთამდე სულ რაღაც 300 კმია. არ ვიცი, რას ეუბნება ასეთი ფაქტები ქოცებს ან ნაცებს, ალბათ, არც არაფერს, მაგრამ მსოფლიო ძალთა ბალანსში ის კარდინალური ცვლილება, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჯერ კიდევ გუშინ თუ ძნელი დასანახი იყო, დღეს მისი ვერ დანახვაა ძნელი. ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ ვითარებაშიც ბნედიანივითნატოსგაიძახის და სტოლტენბერგის მიერ შეთხზული მითებით ცხოვრობს. ჩვენ არ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც თავს იბრმავებს და, მით უმეტეს, არ გვჭირდება ხელისუფლება, რომელიც ბრმაა.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here