Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

1185
“ოქროს კვეთა”

ოცდამეთერთმეტე გადაცემა

მიმართვა რუს ხალხს

მე საბჭოთა კავშირის ყოფილი მოქალაქე ვარ, ისევე, როგორც თქვენ _ რუსები, ბელარუსები, უკრაინელები, მოლდოველებიისევე, როგორც ბალტიისპირეთის, ცენტრალური აზიის, ამიერკავკასიის რესპუბლიკათა წარმომადგენლები. გავიზარდე, განათლება მივიღე და ჩამოვყალიბდი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში. მართალია, დიდი სამამულო ომის შემდეგ დავიბადე, მაგრამ პირდაპირი შთამომავალი ვარ იმ გმირებისა, რომლებიც უკიდეგანო საბჭოთა კავშირის სხვა და სხვა კუთხეში მკერდით იცავდნენ დედასამშობლოს და სამარადისო განსასვენებელი საძმო საფლავებში ჰპოვეს; პირდაპირი შთამომავალი ვარ იმ გმირებისა, რომლებმაც არა მხოლოდ ევროპა, არამედ მსოფლიო იხსნეს დასავლური ფაშისტური ჭირისგან; პირდაპირი შთამომავალი ვარ იმ გმირებისა, რომლებმაც პლანეტაზე სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებული პირველი ზესახელმწიფო დააფუძნეს და ააშენეს. უფლება, რომ მოგმართოთ თქვენ _ რუს ხალხს, მე არ მომიპოვებია, იგი მემკვიდრეობით მერგო ჩემი წინაპრებისგან, რომლებმაც რუს ხალხთან მხარდამხარ შრომისა და ბრძოლის ის უნიკალური ეპოქა შექმნეს, რომელსაც ისტორიიდან ვერავინ ამოშლის. ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ თქვენ, ვისაც ჩემმა დიდმა წინაპარმა სამართლიანად გიწოდათ “Великий русский народ”…

გერმანიის ელჩმა ლიტვაში რამდენიმე დღის წინათ განაცხადა: წითელი არმიის მიერ ნაციზმისგან გერმანიის განთავისუფლების მიზანს დამარცხებულ ქვეყანაში სტალინური რეპრესიული მმართველობის დამყარება წარმოადგენდაო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაგმო გერმანელი დიპლომატის ეს თავხედური გამოხდომა, რუსულ ტელეარხებში კი მას ცხარე დებატები და საპროტესტო განცხადებები მოჰყვა.

ძვირფასო რუსებო, სრულიად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ესაა პროვოკაცია და ვუერთდები პროტესტს, რომელიც თქვენგან მესმის, თუმცა შემაწუხა შეკითხვებმა, რომელთა დასმის უფლებასაც, როგორც რუსეთის გულშემატკივარი და მეგობარი, ამ წერილში საკუთარ თავს მივცემ.

გერმანელმა დიპლომატმა ბრძანა, _ სტალინური რეპრესიული მმართველობაო. კარგია, რომ თავი შეურაცხყოფილად იგრძენით და გაცხარდით, მაგრამ თუნდაც ამ გაცხარების ფონზე თქვენ არ გითქვამთ, სტალინური მმართველობა რეპრესიული მმართველობა არ ყოფილაო. თუკი თქვენ თქვენს ოფიციალურ განცხადებაში არ ამბობთ, რომ სტალინის მმართველობა რეპრესიული არ ყოფილა, გამოდის, რომ გერმანელი დიპლომატის ამ ნათქვამს ეთანხმებით. მაშინ რამ გამოიწვია თქვენი გაცხარება _ იმან, რომ სიმართლე გითხრეს?!

ძვირფასო, რუსებო, თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ საკუთარი ისტორიის შეფასებაში. ნუთუ საუკუნე არ აღმოჩნდა საკმარისი იმის გასარკვევად, რას ნიშნავდა დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია და რა სახელმწიფო ააშენა სტალინმა?!

მან ააშენა ჭეშმარიტად სახალხო შინაარსსა და კონსტიტუციაზე აგებული პირველი დემოკრატიული სახელმწიფო კაცობრიობის ისტორიაში. მხოლოდ სოციალისტურ საფუძველზეა შესაძლებელი ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების მშენებლობა, ყველა სხვა სახის დემოკრატია სიყალბე და მოჩვენებითობაა. დემოკრატია და კაპიტალიზმი ისეთივე შეუთავსებელი ცნებებია, როგორი შეუთავსებელიცაა ცივი და ცხელი, ბრძენი და სულელი, ლამაზი და მახინჯი, კეთილი და ბოროტი. რეპრესიული მმართველობა იქაა, სადაც მმართველობის ეს ფორმა ხალხის წინააღმდეგაა გამოყენებული. სტალინის მმართველობაში რეპრესიული მანქანა თუ მუშაობდა, ეს მანქანა მშრომელი ხალხის დაცვისკენ იყო მიმართული. იგი სოციალისტური მონაპოვრის დასამარების მოსურნე ძალების წინააღმდეგ მოქმედებდა და დემოკრატიის, თანასწორუფლებიანობისა და სოციალური სამართლიანობის მტრებს უპირისპირდებოდა, რომლებიც ვერაგი დასავლეთის მიერ იყვნენ მომრავლებულნი და წაქეზებულნი. თქვენ ამის აღიარება არ გსურთ, რადგან დასავლური შაბლონების ტყვეობიდან ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლებულხართ და სტალინის მმართველობას დღემდე რეპრესიულ მმართველობად და ტირანიად აღიქვამთ. დასავლეთმა ამ სისუსტეში გამოგიჭირათ და ისე გათამაშებთ, როგორც მოესურვება.

გერმანიის ელჩის ნათქვამზე გაკეთებულ თქვენს ოფიციალურ განცხადებაში სტალინის პიროვნებასა და მისი ხელმძღვანელობით შექმნილ უდიდეს ეპოქას კი არ იცავთ, საკუთარ თავს იცავთ. საკუთარი თავის დაცვის ამ ლოგიკურად არცთუ გამართულ პროცესში სტალინის დაცვა აზრადაც არ მოგდით, რადგან პირველი ტალახი მას სწორედ თქვენ ესროლეთ. ხრუშჩოვის ნაბოდვარი .. პიროვნების კულტის შესახებ, მართალია, აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნაკარნახევი იყო, მაგრამ იმ ბოდვის ექო დღემდე არ შეწყვეტილა ოფიციალურ რუსეთში. მე ძალიან კარგად ვიცი, რა სიყვარულითაა შემოსილი სტალინის პიროვნება რუსი ხალხის უმრავლესობის გულში, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი ოფიციოზსა და მმართველ წრეებზე. განა ამას არ ადასტურებს ის ამბავი, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვების საიუბილეო თარიღებზე ოფიციალურად სტალინის სახელის ხსენება დღემდე ტაბუდადებულია?!

ან ის რამ გაგაკეთებინათ, რომ დასავლურ ფაშიზმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომში უდიდესი შემობრუნებისა და გარდატეხის შემტან გმირ ქალაქ სტალინგრადს სახელი შეუცვალეთ? ან რა გავლენა აქვს დასავლეთს თქვენზე ისეთი, რომ სტალინგრადისთვის სახელი, რომლითაც ქალაქმა კაცობრიობის ისტორიაში არნახული გმირობა ჩაიდინა, დღემდე ვერ დაგიბრუნებიათ? აი, რუსეთის მთავარი საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებული ერთი ტრაგიკომიკური ფორმისა და შინაარსის მქონე განცხადება: ВОЛГОГРАД, 2 февраля. /ТАСС/. Тысячи красных гвоздик возложили жители Волгограда к Вечному огню на Мамаевом кургане в честь 77-й годовщины победы советских войск в Сталинградской битве. ვოლგოგრადში სტალინგრადის ბრძოლები ისეთი ნონსენსია, რომელიც მაღალი კულტურის რუსეთს არ ეკადრება!

ეს ფაქტი განა პირდაპირ არ ღაღადებს, რომ ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით რუსეთში ყველაფერი ვერ არის რიგზე?!

ისტორიული ქალაქისთვის სახელის ყოვლად გაუმართლებელი გადარქმევის ერთ კონკრეტულ ფაქტს რაკი შევეხე, არ შემიძლია ლენინგრადის საკითხიც არ წამოვწიო. მართალია, ლენინგრადს, სტალინგრადისგან განსხვავებით, ისტორიული სანქტპეტერბურგის სახელი დაუბრუნდა, მაგრამ ეს ფაქტი, ისტორიული სამართლიანობის აღდგენით კი არა, ევროპულ ფაშიზმთან ბრძოლაში ლენინგრადის არნახული გმირობის დავიწყების ბურუსში გახვევის დაუოკებელი სურვილით იყო მოტივირებული. მას შემდეგ, რაც ლენინგრადმა 872-დღიანი გაუგონარი ჯოჯოხეთი გამოიარა, მისთვის სახელის წართმევა შეიძლებოდა?! რუსეთის ხელისუფლებაში ნუთუ დღემდე ვერავინ ხვდება, რომ ეს ფაქტი იმ გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომელთა წამებული სიცოცხლეც და გმირული სიკვდილიც სამუდამოდაა გადაჯაჭვული ლენინგრადის სახელთან? ახლა ეს შეკითხვაც დავსვათ: გაუგონარი გმირობის ჩამდენ ქალაქებს _ სტალინგრადსა და ლენინგრადს სახელები ვინ შეუცვალა, ლიტვაში გერმანიის ელჩმა? ევროპელებმა? ამერიკელებმა? არა, ჩემო მეგობარო რუსეთო და რუსებო. ეს მიუტევებელი შეცდომები თქვენ დაუშვით, რითაც დასავლეთის უსინდისო პოლიტიკოსებს თქვენი გმირული ისტორიის ტალახში თრევის საფუძველი მიეცით. გამკვირვებია, რის საფუძველზე გწყინთ ან რატომ გწყინთ, თუკი დასავლეთშიც იმასვე გაიმეორებენ, რასაც თქვენი ხელისუფლების სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები სამოცდახუთი წელიწადია, გაიძახიან?! თქვენ გწყინთ და განიცდით, როდესაც საბჭოთა ლიდერების, მხედართმთავრებისა თუ მეომრების ძეგლებსა და ობელისკებს აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში შეურაცხყოფენ ან ანგრევენ. არადა, ასეთი ფაქტები ყოველ ნაბიჯზე ხდება. აი, მცირედი ამონარიდები თქვენივე პრესიდან:

*”Вандалы в литовском городе Жежмаряй Каунасского уезда облили красной краской памятник советским воинам”;

*В Праге демонтировали памятник маршалу Коневу. Посольство России возмущено”.

* “Памятник командующему первым Украинским фронтом во время Великой Отечественной войны Николаю Ватутину снесли на Украине радикальные националисты, назвавшие военачальника «кровавым русским генералом».

პატივცემულო რუსებო, გეთანხმებით, შემზარავი ფაქტებია, მაგრამ უფრო შემზარავი ისაა, რომ გამოჩენილი საბჭოთა ლიდერების ძეგლებთან ბრძოლის ამ სამარცხვინო ისტორიას, როგორც უკვე გითხარით, თქვენ თვითონ დაუდეთ სათავე.

თქვენ თუ სტალინის სახელს ებრძვით, ევროპელებს რაში სჭირდებათ სტალინის ხელმძღვანელობით მეომარი მარშლები და გენერლები?! ხედავთ, რა მასშტაბის აბსურდამდე მიხვედით? პრაღაში ჩეხოსლოვაკიის განმათავისუფლებელ საბჭოთა მარშალ კონევის ძეგლი მოხსნესო, ცოფებს რომ ყრით, მარშალმა კონევმა სტალინთან შეუთანხმებლად გაათავისუფლა ჩეხოსლოვაკია? ევროპის განთავისუფლებაში რამდენიმე მარშალი მონაწილეობდა, მაგრამ ყოველი მათგანი სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს ემორჩილებოდა.

“ოქროს კვეთა”

რას ამტკიცებთ, ბატონო რუსებო, საბჭოთა კავშირი განმათავისუფლებელი სახელმწიფო იყო, საბჭოთა მარშლები და გენერლები კეთილი მხედართმთავრები იყვნენ, ხოლო მათი უმაღლესი მთავარსარდალი ბოროტი სული იყო? თქვენ რა, მართლა გჯერათ იმ უკიდეგანო სისულელისა, რომ ხალხმა და არმიამ ამ გრანდიოზულ ომში “вопреки Сталину” გაიმარჯვეს? სადმე ოდესმე, ისტორიის რომელიმე მონაკვეთში მომხდარა, რომ სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი სამხედრო პირის ნების საწინააღმდეგოდ ხალხსა და არმიას გამარჯვებისთვის მიეღწია? დიდია მსოფლიოს ისტორია, სადმე იქნებ მართლა ყოფილა ასეთი სასწაული, მაგრამ მე ამგვარ პრეცენდენტს ვერსად მივაკვლიე.

სტალინს რუსეთის გარეთ თუ გალანძღავენ, თქვენ ბრაზი მოგდით, მაგრამ ქვეყნის შიგნით თქვენ თვითონ გაცილებით მეტად ლანძღავთ, ვიდრე გარეშე მლანძღველები. აქაც მეტი ჩამოყალიბება და საკითხისადმი სერიოზული მიდგომაა საჭირო. ელემენტარული დაკვირვება მაინც გმართებთ:

თქვენს მტრებს რაკი ასე სძულთ სტალინი, უნდა ხვდებოდეთ, რომ შეუძლებელია, სტალინი თქვენთვისაც საძულველი პიროვნება იყოს. სტალინის სიძულვილი რუსეთის სიძულვილითაა განპირობებული. სტალინს რუსეთისთვის თავდადება და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე აგებულ პირველ ზესახელმწიფოდ მისი ქცევა არ აპატიეს არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით. ლოგიკა ითხოვს ამის გაცნობიერებას.

ამ წერილში, ვფიქრობ, ბევრი ვილაპარაკე სტალინის პიროვნებაზე, თუმცა სხვა თემაზე მსურდა საუბარი.

რუსეთის ირგვლივ დასავლეთის შავი რკალი ისევე იკვრება, როგორც ოდესღაც სტალინისა და საბჭოთა კავშირის ირგვლივ შეიკრა. სტალინის მეთაურობით საბჭოთა კავშირმა ბოროტების ის რკალი გაგლიჯა და გაარღვია. დღევანდელი რუსეთი შეძლებს თუ არა იმავეს, ძნელი სათქმელია, ვინაიდან რუსეთი დღესაც სავსეა დასავლეთისმეხუთე კოლონისწარმომადგენლებით. რუსული ოლიგარქია კი ისეა შეზრდილი დასავლეთთან, რომ რუსეთზე მეტად დასავლეთს თვლის თავის სამშობლოდ. მათი ოჯახების წევრები კი, რუსეთში ნაშოვნი უზარმაზარი კაპიტალით, თავს მხოლოდ დასავლეთში გრძნობენ ბედნიერად. მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის დასავლეთი მზრუნველ დედად აღიქმება, რუსეთი კი _ ბოროტ დედინაცვლად. სტალინმა დიდ სამამულო ომში კომუნისტური იდეოლოგიითა და სოციალისტური სახალხო მენტალიტეტით გაიმარჯვა. ღმერთმა გაშოროთ ომი და სისხლისღვრა, მაგრამ, რამე რომ იყოს, დასავლეთზე შეყვარებულმა დღევანდელმა რუსულმა ელიტამ, მეეჭვება, იმ ჰეროიკული სახალხო განწყობის შექმნა შეძლოს, როდესაც რუსი ჯარისკაცები თავს გაწირავენ დევიზით: ЗА РОДИНУ, ЗА ПУТИНА!

ოცდაათი წელიწადია, რაც იდეოლოგიის ძებნაში ხართ. ძვირფასო რუსებო, რა გაქვთ ამდენი საძებნი, თქვენ ხომ პირველი ჭეშმარიტად სოციალისტური სახელმწიფო ხართ მსოფლიოში?! სოციალური სამართლიანობის იდეაა თქვენი იდეოლოგია, რომელიც ისე შეგაძულეს დასავლეთის ჯაშუშ-მსტოვრებმა, რომ პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პირდაპირ შეჰფიცა ამერიკელებს: “Коммунистический идол, который сеял повсюду на земле социальную рознь, вражду и беспримерную жестокость, который наводил страх на человеческое сообщество, рухнул. Рухнул навсегда. И я здесь для того, чтобы заверить вас: на нашей земле мы не дадим ему воскреснуть”…

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ღალატის ფაქტზე მეტად ღალატის თავხედური ფორმა და მკრეხელობის მასშტაბი განცვიფრებს, მაგრამ კიდევ უფრო საოცარი რამ რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მიერ მისი წინამორბედის დახასიათებაა: “Борис Николаевич Ельцин вместе с новой Россией прошел путь тяжелейших, но необходимых преобразований. Возглавил процесс кардинальных перемен, которые вывели Россию из тупика.  Масштаб личности Б. Ельцина еще предстоит в полной мере оценить истории и нашим потомкам”.

როგორც ჩანს, ხრუშჩოვიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთში საკუთარ ისტორიასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. არაფერი შეცვლილა არც თბილისის 1956 წლის მოვლენების შემდეგ და არც მას შემდეგ, რაც 1991 წელს მოსკოვში, ლუბიანკას მოედანზე გაუგებარი აღტყინებით ჩამოაგდეთ საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუძემდებლის _ ფელიქს ძერჟინსკის ძეგლი. განა დღემდე არ ებრძვით პროლეტარიატის დიდი ბელადის, ვლადიმერ ლენინის, ძეგლებს? მართალია, სტალინის ძეგლებივით მთლიანად ჯერ კიდევ ვერ ამოძირკვეთ, მაგრამ თქვენსავე ინფორმაციას თუ ვირწმუნებთ, “С 1991 по 2019 г. число памятников Ильичу сократилось на 15%”.

წითელ მოედანზე ლენინის მავზოლეუმს დღემდე ფანერებით არ ფარავთ საცხრამაისო პარადების მსვლელობისას? რატომ აკეთებთ ამას, იმიტომ ხომ არა, რომ ბუშის, ობამას, ტრამპის, მერკელის, მაკრონის, ტერეზა მეის, ჯონსონის თუ სხვათადემოკრატი გვამებიარ შეაწუხოს ლენინის მავზოლეუმის ხილვამ? ამით თქვენ, პატივცემულო რუსებო, მხოლოდ საკუთარ თავს კი არ ხრით მორჩილად დასავლეთის წინაშე, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ ისტორიას აიძულებთ, თავდადრეკილი დადგეს იმ თქვენი მოსისხლე მტრების წინაშე, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ნახავენ რუსეთს აღგვილს პირისაგან მიწისა. ამის შემდეგ რატომ შფოთავთ და წუხხართ იმის გამო, თუკი ევროპაში წითელი არმიის მეომრების ობელისკებს პატივს არ მიაგებენ?! წითელი არმიის მეომრებს თქვენ უმაღლესი მთავარსარდალი წაართვით, სტალინის სახელს დღემდე ლაფში ათრევთ და სხვებს რა უფლებით სთხოვთ, რომ თქვენ მიერ პატივაყრილი გენერალისიმუსის ჯარისკაცთა ხსოვნას რიდითა და პატივით ეპყრობოდნენ?! ეს რა არათანმიმდევრულობა და უცნაური ლოგიკაა?!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც გამარჯვების დღესასწაულებზე დიდი სამამულო ომის ტრიუმფალურ გამარჯვებაში სტალინის უზარმაზარი როლის შესახებ სიტყვაც არასოდეს წამოსცდენია, ე.წ. სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა პატივსაცემად მოსკოვის ცენტრში აღმართულ მწუხარების კედელთან (“Стена скорби”) სტალინის საწინააღმდეგო “მგზნებარე სიტყვა” წარმოთქვა: “Для всех нас, для будущих поколений, что очень важно, важно знать и помнить об этом трагическом периоде нашей истории, когда жестоким преследованиям подвергались целые сословия, целые народы: рабочие и крестьяне, инженеры и военачальники, священники, государственные служащие, ученые и деятели культуры. Политические репрессии стали трагедией для всего нашего народа, для всего общества, жестоким ударом по нашему народу, по его корням, культуре, самосознанию, последствия мы ощущаем до сих пор”.

შეადარეთ ერთმანეთს ელცინისა და სტალინის ღვაწლის პუტინისეული შეფასებები და მიხვდებით, თუ რა პრობლემის წინაშე დგას დღევანდელი რუსეთი.

დღევანდელ რუსეთს ოფიციალურად იდეოლოგია არ გააჩნია. თუ რამე არის რუსეთში ისეთი, რაც შეიძლებოდა ქვეყნის იდეოლოგიურ საფუძვლად და მის გამაერთიანებლად მიგვეჩნია, ეს დიდ სამამულო ომში გამარჯვებაა. ამიტომ იმ გამარჯვების სულისჩამდგმელსა და ორგანიზატორს, სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს ან ზემოთ ციტირებული დახასიათება არ უნდა მისცე, ან მის მიერ მოპოვებულ გამარჯვების დღესასწაულზე პარადი არ უნდა ჩაიბარო. სტალინი ან გამარჯვების სულისჩამდგმელად უნდა აღიარო, ან იმ ურჩხულად უნდა მიიჩნიო, რომლის მიერ ჩატარებული “политические репрессии стали трагедией для всего нашего народа, для всего общества, жестоким ударом по нашему народу, по его корням, культуре, самосознанию, последствия мы ощущаем до сих пор”. მაინცდამაინც ამ ბოლო მიდგომით თუ უნდა იხელმძღვანელოთ, ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ამ მიდგომას არც ახსნა აქვს და არც გამართლება. იმ ომში ის ისტორიული გამარჯვება ვერ დადგებოდა, რომ არა გარდაუვალი და აუცილებელი წმენდა ქვეყნისა დასავლეთის “მეხუთე კოლონისგან” და მოღალატეებისგან, რომელთა ხსოვნასაც დღემდე ათასნაირი ობელისკებითა და “მწუხარების კედლებით” მისტირით. უნდა ჩამოყალიბდეთ, პატივცემულო რუსებო! საბჭოთა კავშირი ან იმ ღირსშესანიშნავ და დიდებულ წარსულად უნდა აღიაროთ, რომელსაც არც თქვენ ესვრით ტალახს და არც სხვას აძლევთ მისი შებღალვის უფლებას, ან იმსაშინელი წარსულისგამო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ისევე უნდა მოიხადოთ ბოდიში, როგორც გერმანელებმა მოიხადეს ფაშისტური წარსულის გამო. შეუძლებელია, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვებას მსოფლიო მნიშვნელობის დადებით მოვლენად აღიარებდე, მის შემოქმედსა და უმაღლეს მთავარსარდალს კი ანათემას გადასცემდე. არ გამოდის ასე. არც მომხდარა ისტორიაში ასეთი სასწაული.

ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთის გზაც და ისტორიული მისიაც საბოლოოდ 1917 წლის 7-მა ნოემბერმა განსაზღვრა. სოციალისტური რუსეთი (საბჭოთა კავშირი) მიზიდულობის უზარმაზარ ცენტრს ქმნიდა, კაპიტალისტურმა რუსეთმა კი ასეთი ცენტრი ვერ შექმნა, რადგან მიზიდულობის კაპიტალისტურ ცენტრად თვით რუსეთისთვისაც კი კაპიტალისტური დასავლეთი რჩება.

რუსეთში დიდი შემობრუნება უნდა მოხდეს. რუსეთმა უნდა განაცხადოს 1956, 1985 და 1991 წლებში დაშვებული კატასტროფული შეცდომების შესახებ. მან თავი უნდა დაანებოს ბანდიტურ საწყისებსა და ფსიქოლოგიაზე აღმოცენებული კაპიტალიზმის გზით სიარულს და გეზი კვლავ სოციალისტური საზოგადოებისკენ აიღოს, რათა სრულიად ამოქმედდეს მისი უკიდეგანო პოტენციური შესაძლებლობები. ასეთ შემთხვევაში, ძველი, აწ უკვე საბოლოოდ დანგრეული მსოფლიო წესრიგის ადგილზე ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პერსპექტივაც გაჩნდება და კაცობრიობასაც გარკვეული პერიოდით ამოსუნთქვის შესაძლებლობა მიეცემა.

ვალერი კვარაცხელია,

საქართველორუსეთის მეგობრობის ცენტრის ხელმძღვანელი;

საქართველოს ეროვნულ და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის პრეზიდენტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

მწერალი და პუბლიცისტი.

P.S. ამ მასალაზე მუშაობა დასრულებული მქონდა, როდესაც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ქალბატონმა ანეგრეტ კრამპკარენბაუერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას ხაზგასმულად თავხედური განცხადება გააკეთა: რუსეთს მხოლოდ ძალის პოზიციიდან უნდა ვესაუბროთო. გერმანიის თავდაცვის მინისტრს, წესით, კი უნდა ახსოვდეს, რასაც ნიშნავს რუსეთთან ძალის პოზიციებიდან საუბარი, მაგრამ, როგორც ჩანს, იდეოლოგიის გარეშე დარჩენილი და ოლიგარქიული სინდრომით დამძიმებული რუსეთი ამ ქალბატონს აღარ ესახება იმ რუსეთად, რომელმაც ძალის ენაზე მოლაპარაკე მის ფაშისტ წინაპრებს რაიხსტაგზე წითელი დროშა აუფრიალა, შემდეგ კი ყველა ერთად ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალზე გაასამართლა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის ეს პოზიციაც ერთერთი იმ იმპულსთაგანია, რომელიც იმ ფიქრისკენ მიბიძგებს, რომ რუსეთმა საკუთარ მიდგომებში ბევრ რამეს საფუძვლიანად უნდა გადახედოს.

..

2 COMMENTS

  1. არაჩვეულებრივი სტატიაა, დაწერილი “მოყვარეს პირში უძრახე”-ს პრინციპით. იქნებ ეს სტატია გაუგზავნოთ პირადად ვლადიმერ პუტინს, რომელსაც ძალუძს დაუბრუნოს მაღალი სულიერების მქონე რუს ხალხს სტალინური, გმირული, სამართლიანი და სოციალიზმზე დაფუძნებული იდეოლოგია.

  2. ბატონო ვალერი, თითქმის ყოველთვის გეთანხმებით მიდგომებში, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად მებადება აზრი, რომ ეს არის მგლის თავზე სახარების კითხვა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რუსეთისაგან საქართველოს ასეთი კატეგორიული მოწყვეტა არ შეიძლებადა, მაგრამ რაც დრო გადის უკვე ეჭვი უჩნდება ამ ჩემს აზრს. ,,დასავლეთიც” წყალწყალა და ეფემერული რამ მგონია, როცა უნდა მაშინ მიგატოვებს. და დარჩება საქართველო კვლავ გზაჯვარედინზე მიტოვებული, მრავალი აფთარის წინაშე……..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here