მთავარი პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

878
გააზიარეთ
“ოქროს კვეთა”

მეცხრამეტე გადაცემა

ამერიკაში ღმერთი და სატანა ერთდროულად ალაპარაკდნენ

ვალერი კვარაცხელია: _ გამარჯობა, ძვირფასო ტელემაყურებელო, ეთერშია “ოქროს კვეთა”, რომელსაც, როგორც ყოველთვის, გავუძღვები მე _ ვალერი კვარაცხელია.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქართველი ჟურნალისტები სატაბელო იარაღით აღჭურვეს. საკმარისია, რომელიმე პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის საკითხს შეეხოს, რომ მის წინ ჟურნალისტი აიტუზება, ნებადართულ სატაბელო იარაღს დააძრობს და პოლიტიკოსს პირდაპირ დაახლის:

_ არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?

შეკითხვას უცნაური ძალა აქვს. რესპონდენტს, როგორი მამაციც უნდა იყოს იგი, შეკითხვის დასმისთანავე მუხლები ეკვეთება, პირში ნერწყვი უშრება, პულსი უჩქარდება და სუნთქვა უძნელდება. იგი ცდილობს, საკუთარ სისუსტეს მოერიოს, თავი ხელში აიყვანოს და შეკითხვა როგორმე აირიდოს, მაგრამ შეუბრალებელი ჟურნალისტი დაჭრილ რესპონდენტთან უფრო ახლო მანძილზე მიდის და სულთმობრძავს მისი სატაბელო იარაღიდან მეორე ტყვიას ახლის:

_ არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?

რესპონდენტი სასიკვდილოდ დაჭრილს ემსგავსება და, შინაგანად ერთიანად აცახცახებულს, სასიკვდილო აგონია ეწყება. თუ იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთთან მისასვლელი პირი აღარ რჩება; თუ იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ქართველთა რისხვა არ ასცდება.

_ იცით, რა არის… _ იგი ლუღლუღს იწყებს და ცდილობს, “არც მწვადი დაწვა და არც შამფურის” პრინციპით დაუსხლტეს მკვლელ ჟურნალისტს, მაგრამ ეს შეუძლებელია…

_ არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი? _ ჟურნალისტის მესამე გასროლა პირდაპირ თავშია დამიზნებული და მას საკონტროლო ფუნქცია აქვს.

ხომ ბევრჯერ ყოფილხართ ამგვარი დაკითხვისა და ჟურნალისტების მიერ პოლიტიკოსთა საჯარო დახვრეტის მოწმე?!

ყოფილხართ, რა თქმა უნდა. პირადად მე, თქვენი მონამორჩილი, ბევრჯერდავუხვრეტივარსამშობლოს სიყვარულით გულანთებულ და ამაყ ჟურნალისტებს.

მათი გაოცებული სახეებიც მახსოვს, როდესაც მშვიდად ვპასუხობდი:

_ არა, რუსეთი არ არის ოკუპანტი!

ახლა მცირე ხნით გადავდოთ ეს საუბარი და ვნახოთ, როგორ არის განმარტებული ტერმინი “ოკუპაცია” ლექსიკონებში:

ქართული ვიკიპედია: ოკუპაცია (ლათ. ოცცუპატიო) რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიების დროებით დაკავება.

რუსული ვიკიპედიაОккупа́ция (от лат. occupatio — «захват, занятие») в общем случае — занятие вооружёнными силами государства не принадлежащей ему территории, не сопровождающееся обретением суверенитета над ней и осуществляющееся в отсутствие на то воли государства, обладающего суверенитетом над данной территорией[1], обычно временное.

ზუსტად ასევეა ეს სიტყვა განმარტებული დასავლურ ლექსიკონებშიც, ანუ ოკუპაციის ცნება დაზუსტებულია და მასზე აზრთა სხვადასხვაობა არ არის. ეს ტერმინი ერთნაირად ესმით მთელ მსოფლიოში.

ახლა ვნახოთ, როგორ შეესაბამება ეს ტერმინი იმას, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველოს სეპარატისტული ავტონომიური წარმონაქმნები, რომლებთანაც, სამწუხაროდ, ომი გვქონდა, რუსეთმა აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსეთმა ამ ტერიტორიების ოკუპაცია კი არ მოახდინა, არამედ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამ განცხადებით რუსეთის ცოდვას არ ვამსუბუქებ, პირიქით, თვითგამოცხადებული სეპარატისტული რეჟიმების აღიარება უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია. მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ოკუპაცია და დამოუკიდებლობის აღიარება ერთმანეთისგან განსხვავებული იურიდიული ტერმინებია. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტერმინების აღრევასთან. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ჯიუტად უწოდებენ ამ ტერიტორიების ოკუპაციას.

რატომ აკეთებენ ამას?

ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგისა და შესაძლო ურთიერთობების ჩაკეტვის ყველაზე საიმედო გზა და საშუალებაა. რუსეთს თუ ეტყვი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გაქვს აღიარებულიო, რუსეთი გიპასუხებს, დიახ, ეს მართალიაო. ასეთ შემთხვევაში, ქართული მხარის მიერ რუსეთის ქმედებისთვის მიცემული რეალისტური შეფასება რუსეთის მხრიდან ყრუ კედელს არ აწყდება. მოვლენის ამგვარ შეფასებაზე რუსეთი ვერც იტყვის და არც ამბობს უარს, მაგრამ, როდესაც ქართული მხარე ამბობს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულიაო, რუსეთი მას იმავე წამს ზურგს აქცევს და დიალოგიც მყისვე მთავრდება, უფრო სწორად, არც იწყება.

ვინ აკეთებს ამას?

ამას დასავლეთი აკეთებს, რადგან დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი არ გაიმართოს, არ მოხდეს ინტერესთა შეჯერება და პოზიციათა დაახლოება. დასავლეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები საქართველოსა და რუსეთს შორის მუდმივ ხერგილად დარჩეს, რათა ამ ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი და კავშირები ბოლომდე თუ არ მოისპობა, მაქსიმალურად შემცირდეს და შევიწროვდეს. ერთმანეთის მტრად ქცეული საქართველო და რუსეთი დასავლეთისთვის იმისი წინაპირობა და მტკიცე გარანტი ხდება, რომ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ფეხი ერთხელ და სამუდამოდ მოიკიდოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოწყვეტა რუსეთის ინტერესებზე მეტად (გაცილებით მეტად) აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის ინტერესებში შედის. რუსეთისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკუთარი პროტექტორატის ქვეშ მოქცევა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ტაქტიკური აუცილებლობა თუ იყო, აშშ-ისთვის მის მიერვე პროვოცირებულ ამავე ფაქტს (საქართველოსა და რუსეთს შორის დაუძლეველი წინააღმდეგობისა და მტრობის წარმოშობას) სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა.

ეჭვიც არ მეპარება, ყურადღებას მიაქცევდით, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკუთარ პროტექტორატქვეშ მოქცევას, ანუ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას აშშ-ის მიერ დაგეგმილი და პროვოცირებული ვუწოდე. სიტუაციის ამგვარი შეფასება, ალბათ, გაგიკვირდათ და მკითხავთ კიდეც, თუ რაზე დაყრდნობით ვაკეთებ ასე თამამ ვარაუდებს.

ამერიკელებმა შესანიშნავად იციან, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ისტორიული მიზიდულობის ძალა მოქმედებს _ არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ სულიერი და კულტურული მიზიდულობის ძალა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ყველა იმ ხელოვნურ ჯებირს, რომელიც დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა, სპეცსამსახურებმა და საინფორმაციო საშუალებებმა წლების მანძილზე აშენეს და აღმართეს, აუცილებლად დაანგრევს. ამიტომაც ცდილობენ, რომ ჯებირს ჯებირი მიუმატონ, წინააღმდეგობას _ წინააღმდეგობა, სიძულვილს _ სიძულვილი. დაკარგული ტერიტორიები კი ის ტკივილია, ქართველი კაცი რომ ვერასოდეს დაივიწყებს და ვერც ვერასოდეს შეეგუება. იმიტომაც დააწყებინეს სააკაშვილს 2008 წლის ომი სამხრეთ ოსეთში, რომ რუსეთს ძალმომრეობაზე ძალმომრეობით პასუხის გაცემის გარდა სხვა გზა არ დარჩენოდა. შედეგი ზუსტად იყო გათვლილი _ საქართველოსა და რუსეთს შორის დაუძლეველი და საუკუნო მტრობის ჩამოვარდნა, რომელიც ამერიკელებს დანარჩენ საქართველოში სრულ კარტბლანშსა და განუკითხავი თარეშის საშუალებას მისცემდა. ამერიკისმეხუთე კოლონაყბედობს, ბრიყვები კი იმეორებენ, _ ამერიკელები სააკაშვილს აფრთხილებდნენ, არ შეცდე და ცხინვალში ომი არ დაიწყოო. სააკაშვილი გიჟი კი არის, მაგრამ არა ისეთი, რომ ომი ამერიკელებთან შეუთანხმებლად დაეწყო. სიტყვაშეთანხმებამთლად ზუსტი არ არის. უფრო სწორი სიტყვადავალებაა”. სააკაშვილმა ამერიკელებისგან დავალება მიიღო, რომ ცხინვალში ომი დაეწყო. მათ არ იცოდნენ, რით უპასუხებდა რუსეთი ამ ბინძურ ავანტიურას, მაგრამ სურვილი ჰქონდათ, რომ პასუხი უმკაცრესი ყოფილიყო. სწორედ ამ გათვლით დაახოცინეს სააკაშვილს საერთაშორისო მანდატით აღჭურვილი რუსი სამშვიდობოები ცხინვალის მისადგომებთან. მოკლედ, ამერიკელებმა ყველაფერი ზუსტად გათვალეს. მათ არაფერში სჭირდებოდათ ცხინვალში სააკაშვილის გამარჯვება, მათ სხვა რამ სჭირდებოდათ _ რუსეთის მიერ საქართველოს მკაცრად დასჯა, რათა ქართველი და რუსი ხალხისთვის ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები დაენგრიათ და შემაკავშირებელი ძაფები ჩაეჭრათ. სამწუხაროდ, მათ ამ მიზანს მიაღწიეს. რუსეთი აიძულეს, გადაედგა ნაბიჯი, რომელიც კატასტროფული შედეგის მომტანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვისაც, მაგრამ მას სხვა გზა არ რჩებოდა. რუსეთმა გადაკვეთა წითელი ხაზი და ხელი მოაწერა საქართველოს დაშლის აქტს. ამ აქტით ამერიკელებმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსებს მიუგდეს, დანარჩენი საქართველო კი თავად გაინაღდეს, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კოლონია და სამხედრო პლაცდარმი. ჩვენთვის მომაკვდინებელი, მაგრამ ამერიკელებისთვის ხელსაყრელი ეს მდგომარეობა იქამდე არ შეიცვლება, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არ გაიწვევს და ამ ტერიტორიებიდან სამხედრო ბაზებს არ გაიყვანს. აი, ვის ინტერესებშია დღეს არსებული სტატუსკვოს შენარჩუნება, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის პროტექტორატქვეშ დე ფაქტო დატოვება.

ამერიკელებს ახლა ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი რამ აწუხებთ: რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთთან დიალოგის საშუალება არ მისცენ და საამისო პირობების შექმნას როგორმე ხელი შეუშალონ. ამიტომ აყვირებენ ისინი ასე გააფთრებით თავიანთმეხუთე კოლონასსაქართველოში, რომ არ დაუშვან ქართულრუსული დიალოგი დასავლეთის მონაწილეობის გარეშე.

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: _ დღევანდელ კონფიგურაციაში შეუძლებელია რუსეთთან მოლაპარაკებებში მარტო დარჩენა. ჩვენ გვჭირდება, რომ ახლოს ვიყოთ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, გვერდით გვყავდნენ ისინი.

ვალერი კვარაცხელია: _ საქართველოს პრეზიდენტს და მასთან ერთად მთელ პოლიტიკურ სპექტრს დასავლეთი ჩასჩიჩინებს, _ ასე უნდა თქვათო. ეშინიათ დასავლეთში, რუსეთმა და საქართველომ ვაითუ მართლა გააცნობიერონ, რომ მტრობაზე უკეთესი მეგობრობა და პარტნიორობაა ორივე ქვეყნისთვის. რუსეთს თავის სამხრეთ საზღვრებთან, რომელიც მისთვის საკმაოდ პრობლემურია, რა თქმა უნდა, პარტნიორულად და კეთილმეზობლურად განწყობილი ერთიანი საქართველო ურჩევნია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უკანონო ქორწინებით მიღწეულ დე ფაქტო პარტნიორობას. განა, საქართველოსთვისაც გაცილებით ხელსაყრელი და ღირსეული მდგომარეობა არ იქნება რუსეთთან პარტნიორობით მიღწეული ტერიტორიული მთლიანობა, ვიდრე დაშლილდაქუცმაცებული საცოდავი ქვეყნის სტატუსით ოცდაათი წლის განმავლობაში ნატოსა და ევროკავშირის კართან მათხოვარივით ხელგაწვდილი დგომა?! ჰოდა, ხომ გასაგებია, რა უშლის ან ვინ უშლის ხელს ამგვარი დიალოგის გამართვას? რა თქმა უნდა, აშშ და კოლექტიური დასავლეთი. ეს არამარტო ლოგიკური, არამედ ჭეშმარიტი მსჯელობაა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ მსოფლიოზე ერთპიროვნული ბატონობისკენ მიმავალი ამერიკული ზესახელმწიფო საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა განვითარებადი სტატუსის მქონე რომელიღაცა პაწაწინა ქვეყნის (ამ შემთხვევაში, საქართველოს) ტერიტორიული მთლიანობის საკითხს აყენებდეს? სახელმწიფო, რომელიც ცეცხლითა და მახვილით (ბირთვული იარაღითაც) შედის და ანადგურებს ნებისმიერ ურჩ ქვეყანას, რაღა საქართველოსთან გამოიჩენს გულჩვილობას, თუკი მისი დაშლა რაღაცით ხელსაყრელი აღმოჩნდება მისთვის?!

ჰილარი კლინტონი-დონალდ ტრამპი

შამილ ბასაევი გახსოვთ? დიახ, დიახ, უკიდურესად პირსისხლიანი ჩეჩენი ტერორისტი, რომელიც აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ომობდა და წარმოუდგენელ სისასტიკეს იჩენდა მეომრების, ტყვეებისა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. შამილ ბასაევი თუ გახსოვთ, მაშინ ისიც გემახსოვრებათ, რომ იგი ერთნაირად დაუნდობელი იყო როგორც ქართველების, ასევე რუსების მიმართ. მისი მოწყობილია რუსეთში მომხდარი მრავალი შემზარავი ტერაქტი. ქართულ-აფხაზურ ომში შამილ ბასაევის მონაწილეობის უტყუარი დასტურია მისთვის ვლადისლავ არძინბას მიერ 1994 წელს აფხაზეთის გმირის წოდების მინიჭება. ბასაევთან დაკავშირებული ეს ფაქტები ნუთუ არაფერს გეუბნებათ და ალაგებს თქვენს წარმოდგენაში? თუ გიჭირთ ამ “გორდიას კვანძის” გახსნა, ისევ მე წამოგეშველებით: ეჭვი, ალბათ, არ გეპარებათ, რომ რუსეთის დაუძინებელი მტერს, შამილ ბასაევს, ამერიკული სპეცსამსახურები მართავდნენ. ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მართულ ამ უზარმაზარი წონის ტერორისტს საქართველოს წინააღმდეგ ომში ვინ ჩართავდა და გამოიყენებდა თუ არა ისევ და ისევ ამერიკული სპეცსამსახურები? _ ცხადია, სხვა ვერავინ. .., ამერიკელები იმ ომში საქართველოს დასამარცხებლად მოქმედებდნენ. რატომ იქცეოდნენ ამერიკელები ასე? იმიტომ, რომ აფხაზებთან ომში ქართველების დამარცხებას რუსეთსა და საქართველოს შორის სამკვდროსასიცოცხლო დაპირისპირება და მუდმივი მტრობა მოჰყვებოდა. ეს კი ამერიკელთა გეოპოლიტიკურ მიზნებში შედიოდა. ამ რთულ საკითხში გარკვევა უფრო გაგიადვილდებათ, თუ იმასაც გაიხსენებთ, რომ ამერიკელთა მიერ ინსპირირებულ ქართულ-აფხაზური ომის დროს ელცინის რუსეთსაც და შევარდნაძის საქართველოსაც ერთი დირექტორი ჰყავდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უფროსი) სახით.

ახლა, მოდი, ამ ყველაფერს ახალი გადასახედიდანაც შევხედოთ: საქართველოში გამოჩნდა ერთი საპარლამენტო პარტია, რომელმაც გაბედა იმის თქმა, რომ რუსებთან, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგია საჭიროო. ეს პარტიაპატრიოტთა ალიანსიგახლავთ. მათ არა მხოლოდ თქვეს ეს ამბავი, არამედ ნათქვამს საქმეც მოაყოლეს და რუსეთის სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოში დეპუტატებისგან შემდგარი დელეგაცია რამდენჯერმე მიავლინეს. ახლახან კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია აფხაზეთშიც ჩავიდნენ და ილორის მართლმადიდებელ ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატი დააბრძანეს.

ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “პატრიოტთა ალიანსისგენერალური მდივანი: _ მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. ჩვენ ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში, ილორის ღვთისმშობლის ხატი.

ვალერი კვარაცხელია: _ ესენი არ ხუმრობენ, _ გაიფიქრეს იქ, სადაც ჯერ არს და წითელი შუქიც აინთო. ამუშავდა დეზინფორმაციის ურჩხული, ერთმანეთში აირია ტყუილი, მართალი, ჭორი, სიცრუე, ცილისწამება… ამუშავდა სიბინძურისმფრქვეველი მანქანა, ცნობილი რუსი რეჟისორისა და ტელეწამყვანის _ ნიკიტა მიხალკოვის ენით რომ ვთქვათ, დასავლური гавномет-ი, რომელიც თვალსაწიერზე დაუსვრელს არაფერს სტოვებს…

პრესა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი, სოციალური ქსელები:

* “პატრიოტთა ალიანსს” კრემლმა რვა მილიონი დოლარი გამოუყო!

* ვლადიმერ პუტინმა ირმა ინაშვილს სოჭში ორი მილიონი დოლარი გადასცა!

* აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” მზად არის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს!

ვალერი კვარაცხელია: _ მე არც “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ვარ და არც მათ საპარლამენტო სიაში ვარ წარმოდგენილი, რომ მათი ადვოკატობა გავწიო. მე, როგორც ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, ვაანალიზებ იმას, რაც ქვეყანაში ხდება. მე არ შემიძლია ვამტკიცო ის, რაც არ ვიცი, მაგალითად, გამოუყო თუ არა მათ კრემლმა ფინანსური სახსრები, მაგრამ როგორ უნდა დავუჯერო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ განაცხადონ, რომ ვლადიმერ პუტინი სოჭში ჩაფრინდა ირმა ინაშვილთან შესახვედრად და მისთვის თანხის გადასაცემად. ან რა უნდა დაუჯერო ჟურნალისტებს, რომლებიც თუთიყუშებივით იმეორებენ აფხაზურ საიტზე წაკითხულ ინფორმაციას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თითქოს განეცხადებინოს, _ “პატრიოტთა ალიანსი” აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებსო. ასეც რომ ყოფილიყო, ბატონი ბჟანია რატომ დაასწრებდა მოვლენებს და რატომ ჩაშლიდა ამ საქმეს, ვითომ წინააღმდეგი იყო ამგვარი აღიარების? ეს ხომ სრული აბსურდია.

იმ ალიაქოთიდან, რომელიც “პატრიოტთა ალიანსის” პოლიტიკურ საქმიანობაზე ატყდა, ორი მთავარი დასკვნის გაკეთება შეიძლება:

1.აშშ ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ საფუძველშივე აღკვეთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნებისმიერი მცდელობა;

2.ამერიკელები ყველა საშუალებით აღუდგებიან წინ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს და ყველანაირად შეეცდებიან, არ დაუშვან პირდაპირი დიალოგი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის.

ახლა დავუბრუნდეთ საკითხს, რომლითაც ეს გადაცემა დავიწყეთ და შევეცადოთ, ჩამოვაყალიბოთ, თუ ვის მიერ რა არის ოკუპირებული საქართველოში.

ამერიკელების მიერ საქართველოს ცალკეული ტერიტორიები კი არა, სრულიად საქართველოა ოკუპირებული; მათ მიერ ოკუპირებულია საქართველოს ხელისუფლება და თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი; ოკუპირებულია საინფორმაციო საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სოციოლოგიური კვლევის სამსახურები; ოკუპირებულია არმია, პოლიცია, სპეცსამსახურები; ოკუპირებულია სასამართლო სისტემა; ოკუპირებულია საზოგადოებრივი ცნობიერება; ოკუპირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილის სული, გული, გონება, აზრი, განსჯა, განცდა და რწმენა; ოკუპირებულია ეროვნული ღირსება; ოკუპირებულია არსებული რეალობა და სტატუსკვო; ოკუპირებულია ისტორია და მომავალი; ოკუპირებულია მომდევნო თაობები!

აი, ესაა ამერიკული ოკუპაცია _ მასშტაბური, ფორსირებული, გლობალური ოკუპაცია!

ასეთი იყო დღეს “ოქროს კვეთა”, მომავალ შეხვედრამდე!

P.შ. გადაცემა უთუოდ დატოვებდა უკმარისობის განცდას იმ თვალსაზრისით, რომ მასში არაფერია ნათქვამი გამოსავალზე.

სად არის ხსნა? სად არის გადარჩენა?

პირდაპირ გეტყვით: გადარჩენას მე ვერც საქართველოში ვხედავ, ვერც რუსეთში და ვერც სადმე სხვაგან, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა. იქნებ აშშში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში იყოს გადარჩენა. არა იმიტომ, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპი დამარცხდება, ან _ ჯოზეფ ბაიდენი, არამედ იმიტომ, რომ დიდი შანსია, ბოროტება დამარცხდეს, რომელსაც ამერიკა და მსოფლიო უპყრია ხელთ.

ამერიკაში უკვე ალაპარაკდა სატანა…

ჰილარი კლინტონი, აშშის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი: _ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაღიარებთ დონალდ ტრამპის გამარჯვებას!

ვალერი კვარაცხელია: _ ამერიკაში ღმერთიც ალაპარაკდა, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპის პირით გასაოცარი აღიარება მოგვასმენინა…

დონალდ ტრამპი, აშშის პრეზიდენტი: _ ამერიკას ის ძალები მართავენ, რომლებიც დღის სინათლეზე არასოდეს გამოდიან და მუდმივად ბნელში რჩებიან!

ვალერი კვარაცხელია: _ აშშ მივიდა რუბიკონთან. დედამიწის უბნელესი და უბოროტესი ძალების მიერ მართულ ამერიკულ იმპერიალიზმს ზრიალი გააქვს, რაც იმის მომასწავებელია, რომ იგი მალე დაინთქმება უფსკრულში. ამერიკელი ხალხი კი მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბოლოს და ბოლოს, ჩაისუნთქავს თავისუფლების ჰაერს, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ყალბად და მოსაჩვენებლად უმღეროდა…

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. არც მეტი და არც ნაკლები, ქართველი ერის გადარჩენის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ჩვენს მიერ რუსეთის “დაპყრობა”, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: როინი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here