Home რუბრიკები პოლიტიკა “ოქროს კვეთა”

“ოქროს კვეთა”

ვალერი კვარაცხელიას სატელევიზიო-საავტორო პროგრამის საგაზეთო ვერსია

3290
ალექსანდრე ლუკაშენკო

მეთვრამეტე გადაცემა

შენს პირს შაქარი!

ვალერი კვარაცხელია: _ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან აშშმა მსოფლიოში დაამკვიდრა თავის ინტერესებში შემავალ ქვეყნებში გარედან მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალების გზით არასასურველი ხელისუფლების თავიდან მოცილების საშინელი პრაქტიკა. ასეთი ვითარებების გეოგრაფია და მასში მონაწილე აქტორები მუდმივად იცვლებიან, მაგრამ ძალა, რომელიც ყოველივე ამის უკან დგას, უცვლელია

1951 წელს ირანის პრემიერმინისტრმა მოჰამედ მოსადიკმა მიიღო კანონი ქვეყნის ნავთობის საბადოების ნაციონალიზაციის შესახებ, რომელსაც მოჰყვა კონფლიქტი დიდ ბრიტანეთსა და აშშ-თან. მოსადიკმა ქვეყნიდან გააძევა უცხოელი სპეციალისტები, პასუხად აშშ-მა და ბრიტანეთმა ირანულ ნავთობს ბოიკოტი გამოუცხადეს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა კი უზარმაზარი თანხა გამოჰყო მოსადიკის ჩამოსაგდებად. 1953 წელს მოსადიკის მთავრობა დაამხეს, მის ნაცვლად კი ფაზლოლა ზახედი მოიყვანეს, რომელმაც ნავთობის საბადოები ინგლისელებსა და ამერიკელებს დაუბრუნა. მოსადიკმა კი მთელი სიცოცხლე პატიმრობაში გაატარა. ასე დასრულდა ეს სევდიანი ისტორია. იმ დღიდან ამერიკელებმა მათთვის მიუღებელი ხელისუფლების დამხობა გარე სამყაროსთან ურთიერთობის ერთერთ ფორმად აქციეს.

ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი: _ დემოკრატია გადაიქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც იყენებენ დასავლეთის ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესის შესანიღბავად. როცა მათ სადმე თავიანთი გავლენის გაძლიერება სურთ, მაშინ, პირველ რიგში, მთავრობის მოსყიდვას ცდილობენ, ხოლო, თუკი წინააღმდეგობას წააწყდებიან, უბრალოდ, ჩამოაგდებენ კანონიერ ხელისუფლებას. ასე მოხდა საქართველოშიც.

ვალერი კვარაცხელია: _ ეს მეთოდი თანდათანობით ისე დახვეწეს, რომ მეცნიერებად აქციეს. აგერ უკვე ჩვენს დროში, რამდენიმე ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში ე.წ. ფერადი რევოლუციების მთელი სერია ჩაატარეს. “ვარდების რევოლუცია” (საქართველო, 2003 წ.); “ტიტების რევოლუცია” (ყირგიზეთი, 2005 წ.); “ნარინჯისფერი რევოლუცია” (უკრაინა, 2010 წ.); “ღირსების რევოლუცია”, იგივე _ “ევრომაიდანი” (უკრაინა, 2014 წ.); “სამოქალაქო რევოლუცია” (სომხეთი, 2018 წ.). მიზანი ყველგან ერთი და იგივე იყო _ მართული ძალის მოყვანა რუსეთის მეზობელი სახელმწიფოების სათავეში.

და ჰა, 2020 წელს ბელარუსისა და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ჯერიც დადგა, რომელიც, უკვე 26 წელიწადია, ხელისუფლების სათავეშია და ზუსტად ამდენივე ხანია, კაპიტალისტურ სამყაროს ბელარუსი ყელში ჰყავს გაჩხერილი, როგორც სოციალიზმის უკანასკნელი ბასტიონი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მსოფლიოში “დემოკრატიის” მთესველი დასავლეთი ლუკაშენკოს “ფერადი რევოლუციით” მიადგა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ლუკაშენკოს მიერ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, როგორც იტყვიან, ფრჩხილებითა და კბილებით შენარჩუნებული საბჭოთა პერიოდის ფაბრიკაქარხნებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ნაწილი მათივე გადამრჩენელი პრეზიდენტის წინააღმდეგ გაიფიცა.

НОВАЯ ГАЗЕТА:  Бастуют все — филармония, нацтеатр, заводы «БелАЗ», «Терразит», «Белкард», «Химволокно», «Гродно Азот», МТЗ, а также строители и транспорт.

ვალერი კვარაცხელია: _ თითქოს წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ფაქტია _ საოცარი, საკვირველი ფაქტი. დასავლურ პროპაგანდას წამოგებული ხალხის ერთი ნაწილი დღესაც ისევე აღდგა საკუთარი თავის წინააღმდეგ ბელარუსში, როგორც საბჭოთა მოქალაქეები აღდგნენ გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში. ხალხის იმდროინდელ მოქმედებას გამართლება თუ არა, ახსნა მაინც აქვს. მათ თავისუფლების სატყუარა შეუქმნეს დაბოროტების იმპერიისგანთავის დაღწევის ილუზია გაუჩინეს. თანაც იმ თაობას არ ჰქონდა მაგალითები და პრეცედენტები. დღეს ბელარუსს, სხვა რესპუბლიკებს რომ თავი დავანებოთ, უკრაინის (მათი სისხლი სისხლთაგანის და ხორცი ხორცთაგანის) მაგალითი მაინც არაფერს ეუბნება, საით მიაქანებს ქვეყნებს ამერიკული ე.წ. ფერადი რევოლუციები?! ბელარუსი ხალხის ის შეცდენილი ნაწილი ნუთუ ვერ უნდა ხვდებოდეს, რას უქადის დასავლეთის ეს უმძიმესი პროვოკაცია მის დამშვიდებულ, სტაბილურ, სამართლიანობის გზაზე შემდგარ რესპუბლიკას, რომლისთვისაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელ საბჭოეთში დაწყებული ომების, ქაოსის, ნგრევის, გაღატაკების, ტერიტორიული მთლიანობის რღვევის, მასობრივი ემიგრაციისა და ათასი სხვა სახის პოლიტიკურეკონომიკურსოციალურ ცუნამის ჯერ არ გადაუვლია?!

ბოდიშს ვიხდი ბელარუსი ხალხის წინაშე, იმ დიდაქტიკური ტონისთვის, რომელიც შესაძლებელია ჩემს ამ მიმართვაში იგრძნოს, მაგრამ მე, იმ რესპუბლიკისა და იმ ხალხის წარმომადგენელს, რომლის თავზეც ზემოთ ჩამოთვლილმა ყველა უბედურებამ გადაიარა, რა უფლება მაქვს, ეს უმძიმესი და უმწარესი გამოცდილება თქვენამდე არ მოვიტანო?! ის, რაც ახლა თქვენს სამშობლოში ხდება, თქვენი სახელმწიფოს დანგრევის, თქვენი ხალხის გაუბედურების, თქვენი ზნეობრივი დეგრადაციისა და ეროვნული ცნობიერების გადაგვარებისკენ მიმართული ვერაგი აგრესიაა, რომელიც დასავლეთმა თქვენ წინააღმდეგ წამოიწყო. დასავლეთს სძულხართ თქვენ _ ბელარუსი ხალხი, დასავლეთს სძულს თქვენი სამშობლო. მათ ამ სიძულვილისთვის, როგორც ახალი, ასევე ისტორიული საფუძველი გააჩნიათ:

* დასავლეთი არასოდეს გაპატიებთ დიდ სამამულო ომში ყოველი მესამე ბელარუსის სიცოცხლის ფასად მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას დასავლურ ფაშიზმზე;

* დასავლეთი არასოდეს გაპატიებთ ისტორიაში გაუგონარსა და უპრეცედენტო პარტიზანულ ომს თქვენს ტერიტორიაზე, რომელიც ძალიან ძვირი დაუჯდათ აგრესორებს;

* დასავლეთი არასოდეს გაპატიებთ წარმოუდგენელი მასშტაბის შეტევას ფაშისტურ შენაერთებზე 1944 წლის ივლისაგვისტოში, სახელწოდებითბაგრატიონი”, რომელიც სამარადისო კოშმარად შემორჩა მათ ხსოვნას.

რაც შეეხება დღევანდელობას:

* დასავლეთი არასოდეს გაპატიებთ მათთვის ასე საძულველ რუსეთთან სატრატეგიულ პარტნიორობასა და სამოკავშირეო ხელშეკრულებას;

* დასავლეთი არასოდეს გაპატიებთ სოციალური სამართლიანობის პრინციპებისადმი ერთგულებასა და სოციალისტური მონაპოვარის შენარჩუნების მცდელობას, რომელიც, თქვენი რესპუბლიკის გარდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში ისე აღგავეს პირისაგან მიწისა, თითქოს არასოდეს ეარსებოს.

დასავლეთი არასოდეს გაპატიებთ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე ალექსანდრე გრიგორის-ძე ლუკაშენკოს ექვსჯერ არჩევას, რომელიც, უკვე მეოთხედი საუკუნეა, გმირი ბელარუსი ხალხის დამოუკიდებლობის, მისი ეროვნული იდენტობის, მისი ისტორიისა და კულტურის, მისი ზნეობისა და სულიერების, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის სადარაჯოზე ხმალშემართული დგას.

დიახ, სწორედ ამას არ გაპატიებენ არც თქვენ და არც თქვენს პრეზიდენტ ლუკაშენკოს.

ის, რასაც პრეზიდენტ ლუკაშენკოს არ მიუტევებენ, მის ოთხ ძირითად პოზიციაშია გამოხატული.

ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი:

1.- Суверенитет и независимость не продаются!

2.- Ребята, вопрос, с кем мы, с Западом или Россией, не задавайте, он не стоит. Это не вопрос для нас, Россия — это родное!

3.Я хочу только одного, чтобы эти предприятия обеспечили мало-мальски нормальную жизнь 10 миллионам человек, которые здесь живут. Вот и всё. Простая арифметика. Если это социалистическая идеология – значит, я социалист!

4.- Запад нас убаюкивал, приехали тут великие деятели правильной и неправильной ориентации и меня уже начали упрекать в том, что я, видите ли, осудил голубятню эту и т.д., Ну не нравятся мне голубые, я и сказал, что не нравятся… Нормальный образ жизни надо вести. Мы его не приемлем, и нам не надо его навязывать. В Германии это возможно, в Польше – пожалуйста, пусть они этим и занимаются там, а нам сюда это не надо!

ვალერი კვარაცხელია: _ ეს ის ოთხი საკითხია, რომლებიც ლუკაშენკოს დასავლეთთან პრობლემებს უქმნის.

აი, რატომ სძულთ დასავლეთში ლუკაშენკო და რატომ აწებებენ მას დიქტატორის იარლიყს.

* დასავლეთს სურს, რომ მსოფლიოში სახელმწიფოთა ხელმძღვანელებმა მას არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, არამედ მომავალი მიჰყიდონ;

* დასავლეთის აუცილებელი პირობაა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ხელმძღვანელი რუსეთის დაუძინებელი მტერი იყოს;

* დასავლეთის აუცილებელი პირობაა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ხელმძღვანელი იყოს სოციალისტური იდეების დაუძინებელი მტერი და ყველაფერს აკეთებდეს საკუთარი ხალხის დასაყოფად მდიდართა მცირერიცხოვან კასტად და ღატაკთა მრავალრიცხოვან მასად;

* დასავლეთის აუცილებელი პირობაა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ცდილობდეს, რომ ხალხს შეუბღალოს და წაართვას ისტორიული, კულტურული, ეთიკური და ესთეტიკური ღირებულებები და, ადამიანთა უფლებების დაცვის საბურველქვეშ, ჩაძიროს იგი ამორალიზმისა და გარყვნილების ჭაობში.

რომელიმე სახელმწიფოსა და ხალხის ხელმძღვანელი მათ ამაში თუ არ ეთანხმება, მას მაშინვე დიქტატორად და ტირანად ნათლავენ და სახელმწიფო გადატრიალების გზით ტახტიდან ჩამოგდებას უსჯიან.

როდესაც ამერიკელებმა ვენესუელაში “ფერადი რევოლუციის” გამოყენებით კანონიერი პრეზიდენტის _ მადუროს თავიდან მოცილება გადაწყვიტეს, გამოჩნდა ვინმე გუაიდო, რომელმაც, ყოველგვარი არჩევნებისა და სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე, თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. დონალდ ტრამპმა ამ იდეას მხარი თვალის დაუხამხამებლად დაუჭირა და წამითაც არ დაფიქრებულა იმის გამო, რომ მსოფლიოს დასანახავად ასე სამარცხვინო საქციელს სჩადიოდა.

დონალდ ტრამპი, აშშის პრეზიდენტი: _ გუაიდო ძალიან მამაცია და იმედს უსახავს ყველა ვენესუელელს. იგი მთელ მის ოცნებებსა და გაქანებას საკუთარ ხალხს უძღვნის.

ვალერი კვარაცხელია: _ როგორ მოგწონთ? პრეზიდენტი ტრამპი ვენესუელელი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს არ ცნობს და პრეზიდენტად ვიღაც თვითმარქვია შარლატანს აღიარებს, რომელსაც ვენესუელის მოსახლეობის წინაშე მხოლოდ ის “დამსახურება” აქვს, რომ ამერიკელებს მიეყიდა და ვენესუელაში მათი “მეხუთე კოლონის” წარმომადგენელი გახდა. ასეთია დღევანდელი აშშ-ის შემზარავი სახე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

share.america.gov/ru: _თითქმის სამოცმა სახელმწიფომ აღიარა გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად.

ვალერი კვარაცხელია: _ ამგვარ თახსირობაზე ხელისმომწერნი არიან აშშის ხელმძღვანელებიც და მათი სატელიტი (ძირითადად, ევროპული) ქვეყნების ხელმძღვანელებიც. დღეს ისინი აფთრებივით დაესივნენ და დამხობას უპირებენ პრეზიდენტ ლუკაშენკოს, რომელსაც არც არჩევნები გაუყალბებია და არც საკუთარი ხალხისა და არც არავის წინაშე მისხალი დანაშაული არ ჩაუდენია, პირიქით _ სახელმწიფოში, რომელსაც არ გააჩნია ენერგომატარებლები და ზღვაზე გასასვლელი, ანუ რევოლუციური ეკონომიკური გარდაქმნებისათვის აუცილებელ პირობებს მოკლებულია, ყველაფერი გააკეთა მოსახლეობის ცხოვრების დონის განუხრელი ზრდისთვის. მსოფლიოში გამეფებული საერთაშორისო ქაოსის ვითარებაში ისე, რომ არ დაუკარგავს არც ერთი სანტიმეტრი ბელარუსის მიწისა, ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა. აი, ამ ლიდერს, ნაცად წინამძღოლს, რომელმაც საკუთარი ხალხისგან ისეთი საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა, რომ უკვე მეექვსედ მიანდეს სახელმწიფოს ბედი, სწორედ ამ სიყვარულსა და ნდობას არ მიუტევებს დასავლეთი, რადგან მიხვდა, რომ ლუკაშენკო, სანამ იგი ქვეყნის წინამძღოლია, ამ ულამაზეს სახელმწიფოს, მის მშრომელსა და ნიჭიერ ხალხს მათ არ დაანებებს და საჯიჯგნად, გასარყვნელად და დასამონებლად არ მიუგდებს. ბრძოლა კი სწორედ ამისთვის მიდის. ბრძოლა სწორედ ამისთვის რომ მიდის, ამას თუნდაც საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ცხადყოფს, რომელიც გატრუნულია და ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას არ ულოცავს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო თვითონაა დასავლეთის მიერ დაშლილი, დამონებული და გაცამტვერებული. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საკუთარი აზრი, პოლიტიკური ნება, მას არ აქვს უფლება, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად აშშ-ის ელჩი იღებს, რომელიც ერთპიროვნული მმართველია საქართველოსი.

მხოლოდ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც აშშ-ის ელჩის მიერ არ იმართებიან, გაბედეს ლუკაშენკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიელოცათ.

რას ნიშნავს ბელარუსში დაწყებული პროცესები, გარდა იმისა, რომ ის ერთმნიშვნელოვნად მიმართულია პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ? აქვს თუ არა ამ პროცესს უფრო შორს მიმავალი გათვლა, გარდა იმისა, რომ აშშმა ბელარუსი საკუთარ კოლონიად აქციოს? ბელარუსში დაწყებული პროცესი ბინძური სახელმწიფო გადატრიალებისა მიმართულია არა იმდენად ბელარუსის წინააღმდეგ, რამდენადაც რუსეთის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მთავარი სამიზნე რუსეთია. რუსეთს მის საზღვრებთან არ უნდა ჰყავდეს სტრატეგიული პარტნიორი. ეს რთული ამოცანაა, ვინაიდან რუსეთის საზღვრები ჩინეთიდან და მონღოლეთიდან ცენტრალურ აზიამდე და ევროპამდე, კანადამდე და ამერიკამდეა გადაჭიმული. ამიტომ მას ამ ეტაპზე ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები უნდა შემოაცალონ, რათა მის საზღვრებს თითქმის ყველა მხრიდან მიუახლოვდნენ. მათ იმედი აქვთ, რომ გავლენის სფეროებს მოკლებული, მოკავშირეების გარეშე დარჩენილი და აშშისა და ნატოს რაკეტების ალყაში მომწყვდეული რუსეთის დასუსტება თანდათანობით შესაძლებელი გახდება, რომლის შედეგად დადგება ის დრო, როდესაც აშშ რუსეთის უკიდეგანო სივრცეებსა და აურაცხელ სიმდიდრეს ისევე ჩაიგდებს ხელში, როგორც დღეს აქვს ხელში ჩაგდებული თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, დაწყებული ბალტიისპირეთის რესპუბლიკებით და დამთავრებული საქართველოთი. ჩნდება შეკითხვა: რუსეთი დაუშვებს ამას? პასუხი თითქმის ერთმნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ამას არ დაუშვებს, არ უნდა დაუშვას, მაგრამ ამ ოპტიმისტურ პასუხს მწვავე რეალობა უპირისპირდება:

ბელორუსი

* რუსეთმა, თავის დროზე დათმო ვარშავის პაკტის სახელმწიფოები, ანუ დათმო მთელი აღმოსავლეთი ევროპა, რომლის სახელმწიფოები დღეს ნატოს წევრები არიან;

* მეტიც, რუსეთმა დათმო ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, რომლებიც დღეს, ასევე, ნატოს წევრი სახელმწიფოები არიან;

* რუსეთმა თითქმის დათმო პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, მეტ-ნაკლებად ცენტრალურ აზიაშიც;

* რუსეთს მოგლიჯეს უკრაინა;

* ახლა კი ვხედავთ, რომ რუსეთს იძულებულს ხდიან, ხელი აიღოს ბელარუსზეც. შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ რუსეთი არათუ პოსტსაბჭოთა სივრცეს, საკუთარ ისტორიულ და ორგანულ ნაწილებსაც კი ვერ ინარჩუნებს.

რა არის ეს, ან რით ავხსნათ ეს ვითარება?

ეს იმიტომ ხდება, რომ რუსეთმა დაკარგა იდეოლოგიური მიზიდულობის ძალა. გადაუხვია რა განვითარების სოციალისტური მაგისტრალიდან, იგი კაპიტალიზმის კლანჭებში აღმოჩნდა, რომელიც არ არის მისი ბუნებრივი განვითარების გზა და მიმართულება. რუსული სოციალიზმი მსოფლიოში პირველი და მოწინავე თუ იყო, რუსული კაპიტალიზმი ვერ იქნება პირველი და მოწინავე, იგი მხოლოდ უბადრუკი მიბაძვა და კლონია დასავლური კაპიტალიზმისა, ამიტომ მის გარშემო ვერ შეიქმნება მიზიდულობის ველი. კაპიტალისტური მიზიდულობის ცენტრი, ვიდრე კაპიტალიზმი საერთოდ გადაშენდებოდეს, ყოველთვის დასავლეთი იქნება, განვითარების კაპიტალისტურ გზაზე შემდგარი პოსტსაბჭოთა თუ არაპოსტსაბჭოთა სახელმწიფოები მუდმივად დასავლეთისკენ იქნებიან ორიენტირებულნი. რუსეთმა და ბელარუსმა ფორმალურად სამოკავშირეო ხელშეკრულება კი გააფორმეს, მაგრამ რეალურად კავშირი ვერ შეკრეს იმ იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო, რომელიც მათ ერთმანეთისგან განიზიდავს. სოციალისტურ ბელარუსში ყველა სტრუქტურა მოსახლეობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისკენ არის ორიენტირებული, კაპიტალისტურ რუსეთში კი ყველა სტრუქტურა მაქსიმალურ მოგებაზეა დაგეშილი. საბჭოთა პერიოდში აზრადაც კი ვერავის მოუვიდოდა საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ენერგომატარებლები იმავე ფასად მიეწოდებინა, რა ფასადაც სახელმწიფოს გარეთ ჰყიდდა. ამიტომ გვეძლეოდა ეს სიმდიდრე მაშინ თითქმის უფასოდ. დღევანდელ რუსეთში კი მსგავსი რამ შეუძლებელია. კაპიტალისტური რუსეთი საკუთარ ულევ სიმდიდრეს ვერ იყენებს იმისთვის, რომ მოკავშირეები შეიძინოს. კაპიტალისტურ რუსეთს ეს არ შეუძლია. ამიტომაც მოხდა ის, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის გაფორმებული სამოკავშირე ხელშეკრულება ფორმალიზმის ჩარჩოს ვერ გასცდა და ნამდვილ მოკავშირეობად ვერ ჩამოყალიბდა. ბელარუსმა რუსეთის სახით ის მფარველი კი ვერ იპოვა, რომელიც დასავლეთთან იდეოლოგიურ საფუძველზე დაპირისპირების უარყოფითი შედეგების გადალახვაში დაეხმარება, არამედ მუდივად მოგების სურვილით ანთებული ვაჭარი (კაპიტალისტი) შერჩა ხელთ. ბელარუსი ორმაგ წნეხში აღმოჩნდა _ დასავლური კაპიტალიზმისა და რუსული კაპიტალიზმის წნეხში, რამაც იგი კაპიტალიზმის უფსკრულში გადაჩეხვის რეალური საშიშროების წინაშე დააყენა. უცნაურობა ამ სიტუაციისა არის ის, რომ ბელარუსს ამ უფსკრულისკენ მოწინააღმდეგე დასავლეთი და მოკავშირე რუსეთი თანაბრად ექაჩებიან. კაპიტალიზმის უფსკრული იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ლუკაშენკოს სხვა ვინმე ჩაანაცვლებს, ბელარუსს გადაუვლის პრივატიზაციის (“პრიხვატიზაციის”) დამანგრეველი ტალღა, რაც ყველა იმ საწარმოს, რომელიც დღეს ბელარუს ხალხს არჩენს, ჯართად გადააქცევს და ელვის სისწრაფით გაყიდის. ხალხი კი მშიერი დარჩება. ხომ გახსოვთ ლუკაშენკოს ნათქვამი: “Я хочу только одного, чтобы эти предприятия обеспечили мало-мальски нормальную жизнь 10 миллионам человек, которые здесь живут. Вот и всё. Простая арифметика. Если это социалистическая идеология – значит, я социалист!”

აი, ეს მიდგომა დაინგრევა. აი, ამ მიდგომას საფუძველი გამოეცლება და დღეს არსებული სოციალური სამართლიანობის ყველა სიკეთე სოციალური უსამართლობის ჭაობში დაინთქმება, აქედან გამომდინარე შედეგებით:

* გაჩნდება უმუშევრობა;

* დაიწყება ფასების არნახული ზრდა;

* დაიწყება სოციალური ემიგრაცია:

* გაჩნდება დემოგრაფიული პრობლემა;

* გაჩნდებიან ერთი მუჭა მილიონერები და მილიარდერები, ხალხი კი გაღატაკდება;

* ერთბაშად აიწევს კრიმინალის დონე;

* დღეს კორუფციისგან დაცულ ქვეყანას კორუფცია შეჭამს;

* ქვეყანა საზღვარგარეთის ვალებში ჩაიძირება.

ქვეყნის შიგნით ეს ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება, მარამ ამ პროექტის ავტორებს სხვა, უფრო მასშტაბური გათვლაც აქვთ. მათი საბოლოო მიზანი, როგორც უკვე გითხარით, ბელარუსი კი არ არის, რუსეთია.

რა პროცესებს გამოიწვევს ეს რუსეთში?

* რუსეთი დაკარგავს უკანასკნელ მოკავშირეს პოსტსაბჭოთა სივრცეში;

* ევრაზიულ ეკონომიკური კავშირს საფუძველი გამოეცლება და დაიშლება;

* ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში არსებული პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთისკენ არიან ორიენტირებულნი, ერთბაშად დაკარგავენ პლატფორმას და შემოეცლებათ მხარდამჭერები, ვინაიდან ყველა მიხვდება, რომ რუსეთს მოკავშირეების დაცვა არ შეუძლია;

* აშშ და ნატო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან რუსეთის საზღვრებს და საბოლოოდ მოაქცევენ მას ალყაში;

* რუსეთში დაიწყება გაცნობიერება არასწორი ორიენტაციისა, რომელსაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემდეგ დაადგა, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს სერიოზულ მღელვარებას და არეულობებს.

ეს ყველაფერი ამერიკაშია დაგეგმილი რუსეთის საწინააღმდეგოდ. რას გეგმავს ან დაგეგმავს რუსეთი ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად, ძნელი სათქმელია. სავარაუდოა, რომ მალე რუსეთის კონტრშეტევასაც ვიხილავთ, ვინაიდან შექმნილია ის ვითარება, როდესაც რუსეთს უკან დასახევი აღარ დარჩა, უკან მოსკოვია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე რუსეთზე მეტად ბელარუსის ვაჟკაცი პრეზიდენტის _ ალექსანდრე ლუკაშენკოს იმედი მაქვს. მჯერა, რომ საკუთარ ხალხს და ქვეყანას იგი აფთრებს არ მიუგდებს საჯიჯგნად, ამისთვის თუნდაც უაღრესად არაპოპულარული მეთოდების გამოყენება დასჭირდეს

მე კი, ვინაიდან ჩემი ქვეყნის ოფიციალურ ხელისუფლებას საამისო არც ძალა შესწევს და არც გონი, თავს უფლებას მივცემ, ჩემი მაყურებლებისა და მკითხველების სახელით, ქართველი საზოგადოების კეთილგონიერი ნაწილის სახელით, ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცო და წარმატებები ვუსურვო მისი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მძიმე შრომასა და ბრძოლაში. რაც შეეხება კაპიტალიზმის აფთრებთან ბრძოლას, დარწმუნებული ვარ, ბელარუსი ხალხი, პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინამძღოლობით, ისევე გაუმკლავდება მათ, როგორც დიდი სამამულო ომის წლებში დასავლეთიდან შემოსეულ ფაშისტებს გაუმკლავდა.

ასეთი იყო დღეს ოქროს კვეთა, მომავალ შეხვედრამდე.

P.S. დასავლური კაპიტალიზმი ძრწის და ცახცახებს სოციალისტური რევოლუციის წინაშე. აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სწორედ ეს უკიდეგანო შიში გაახმიანა, როდესაც უცნაური რამ წარმოსთქვა.

დონალდ ტრამპი, აშშის პრეზიდენტი: _ კარსმომდგარ არჩევნებში, დემოკრატ ჯოზეფ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, შეერთებული შტატები მოსაწყენ სოციალისტურ სახელმწიფოდ გადაიქცევა.

ვალერი კვარაცხელია: _ ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ერთხმად შევძახოთ: შენს პირს შაქარი!

ვალერი კვარაცხელია

2 COMMENTS

  1. ლუკაშენკო ბელორუსის სამთავრობო და სამეურნეო ბიუროკრატიის პრეზიდენტია. ყველაზე მრავალრიცხოვანი და გაახალგაზრდებული მუშათა კლასი მან სამუდამოდ დაკარგა. გამოაღვიძა ბელორუსი ნაცია ნოსტალგიური ძილისგან და ახლა ვალერი კვარაცხელია და მისი თანამოაზრე რუსი პროპაგანდისტები დაასრულებენ ერის გაერთიანების საქმეს, რისთვისაც ბელორუსი ერისგან მათ მადლობა ეკუთვნით.

  2. დიდი მადლობა ბატონო ვალერი. როგორც ყოველთვის, შესანიშნავი ანალიზია!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here