Home რუბრიკები საზოგადოება ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 54 ათასი ინტრავენური ნარკომანი გვყავს. არაოფიციალურად _ გაცილებით მეტი

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 54 ათასი ინტრავენური ნარკომანი გვყავს. არაოფიციალურად _ გაცილებით მეტი

3903
ნარკომანია

ნარკოპოლიტიკის (ნარკომანიის) სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორიოდე კვირისწინანდელი გადაწყვეტილებით მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციით დაიწყო, საზოგადოების მოთხოვნისა და მისი ინტერესების დაცვის აუცილებლობით იყო ნაკარნახევი თუ არნახულად დარაზმული და გააქტიურებულიპლანაქეშების”, ნარკოდამოკიდებულთა, “თეთრი ხმაურისგააფთრებული შემოტევის გავლენით იქნა მიღებული?

ამ შეკითხვას ავტორიტეტული ექსპერტები უკომენტაროდ ტოვებენ, რითაც ქვეტექსტის წაკითხვის უფლებას გვაძლევენ.

ჩვენც ვკითხულობთ და, რა დასკვნამდეც მივდივართ, _ მტრისას! ისეთია, ზოგჯერ თქმითაც რომ დაშავდების!

ნატოში _ არა, ევროკავშირზე _ არც იფიქროთ, ხოლო სრულიად საქართველოს “დაბოლების” სტადიაში _ “ანტრე, ბატონო!”

მარიხუანის ლეგალიზაციით განიხვნა კარიბჭენი ნარკომანიისა.

გადავაბიჯეთ ზღურბლს და ვხედავთ, რომ, დიდი ხანია, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ვართ: სადარბაზოებში, პარკების უცხო თვალს მორიდებულ მყუდრო ადგილებში, ქუჩაბანდების მიხვეულ-მოხვეულებში დაყრილი ნახმარი შპრიცები, პარაფინის სანთლებივით დალეული ახალგაზრდების ამღვრეული თვალები და ბაიათივით გაწელილი საუბრები; პაციენტთა შორის თავის ტვინის ფუნქციის მოშლის შემთხვევების მზარდი ტენდენცია: ჰალუცინაცია, ბოდვითი იდეები, პარანოია, დეპრესია, შფოთვა და თვითმკვლელობა, როგორც შედეგი.

ოფიციალური (დარეგისტრირებული) მონაცემებით, დღეს საქართველოში 54 ათასი ინტრავენური ნარკომანი გვყავს.

არაოფიციალურად _ მნიშვნელოვნად მეტი.

ჩირქისა და ბალღამის ამ არნახული ინფექციური კერის გაზრდა-გაფართოებისა და გავრცელების საშიშროებას ბიძგი მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ნაცების ანასხლეტი “გირჩის” ინიციატივის დაკანონებისკენ გადადგმული ნაბიჯია და მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ეხება.

“უწყინარი” მარიხუანა “მალამოა” და “სალბუნი”, _ ამათ ყური რომ უგდო, ასეა.

არადა, ნარკომანიის პრობლემების შემსწავლელი ავტორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ დადგენილია, რომ სხვადასხვა ტიპის ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები უვითარდება მარიხუანის მწევლების 30 პროცენტს. იმ შემთხვევაში კი, თუ ყმაწვილი მარიხუანის მოხმარებას სრულწლოვანების მიღწევამდე დაიწყებს, ალბათობა იმისა, რომთეთრი სიკვდილიხელს დარევს, 4-5-ჯერ იზრდება.

ქართველ მეცნიერებს არაერთხელ უთქვამთ (მათ შორის, “საქართველოსა და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუებში), რომ სიცრუეა და მავნებლობა იმის მტკიცება (რასაც “გირჩის” წევრები მედიით ავრცელებენ), რომ მარიხუანას რაღაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. პირიქით: ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, ევროპის კლინიკებში სამკურნალოდ მოთავსებულ პაციენტთა შორის უმრავლესობა ჰეროინის მომხმარებელია, მეორე ადგილზე მარიხუანის მომხმარებლები არიან.

ნებისმიერი პრობლემა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოუწყობლობას ეხება, დიდწილად ხელს უწყობს ნარკომანიის გავრცელებას. ამდენად, ეს სოციალური პრობლემაა. მაგალითად, თუ ახალგაზრდობა ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, არ აქვს განვითარების პერსპექტივა, იგი თვითდამკვიდრების ხშირად საეჭვო და ზოგჯერ დამღუპველ გზებს ირჩევს. ეს, უწინარეს ყოვლისა, ნარკოტიკების მოხმარებაზე ითქმის, რაც მას ბედნიერებისა და სიამოვნების ილუზიას უქმნის.

ეს ანტისოციალური გამოვლინება განსაკუთრებით თავს იჩენს პროვინციაში, ქართულ სოფელში, სადაც სააკაშვილის ნაცხელისუფლების მიერ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სრულად გაჩანაგების შედეგად გაჩენილ ვაკუუმში უფუნქციოდ დარჩენილ ახალგაზრდებს შორის ნარკომანიის ინტენსიური გავრცელება შეიმჩნევა: მარიხუანის მოყვანა-გაშენება უპატრონო სოფელში პრობლემას არ წარმოადგენს. ნარკომანიის გავრცელების ერთ-ერთი წინაპირობა კი, როგორც ექსპერტები ამბობენ, ნარკოტიკებზე ხელმისაწვდომობაა: რაც უფრო ხელმისაწვდომია ნარკოტიკი, მით იოლად ვრცელდება ნარკომანია.

გაეროს შესაბამის დოკუმენტებში პირდაპირ არის მითითებული, რომ ნარკოტიკების გაყიდვაც და მოხმარებაც ისეთი ქმედებაა, რომელიც უნდა დაისაჯოს.

ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ორი გზა არსებობს: ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის შემცირება და სოციალური ფაქტორების ამოქმედება _ პროფილაქტიკა, პრევენცია, მკურნალობა. მათ შორის, ფიზკულტურასა და სპორტში ახალგაზრდობის მაქსიმალურად ჩართვა, რასაც ამერიკისა და ევროპის სასწავლებლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

ფსიქოლოგები ამ მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას იმით ხსნიან, რომ ახალგაზრდების, განსაკუთრებით, ვაჟების, ხასიათში, ბუნებრივად ჩადებულია ბრძოლისა და გამარჯვების ჟინი, ხოლო სპორტი ამ ჟინის დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა, მაშასადამე, ჯანსაღი თაობის აღზრდაც ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს.

ეს დებულება არახალია, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს მისი რეალიზაციის არც მატერიალური და არც ადამიანური რესურსი, არც დიდი სურვილი.

სამწუხაროდ!

საზოგადოებას თავს მოახვიეს ცრულიბერალური დოგმები, რომელთა ამოსავალი წერტილია ინდივიდის არჩევანის სრული თავისუფლება: ნარკოტიკებით თრობა აირჩია _ მისი ნებაა! ამას ქადაგებენ ნეოლიბერალიზმის ადეპტები ადამიანის უფლებათა დაცვის დროშის ქვეშ, ქართულ მედიასივრცეში, რომელიც სრულად აქვთ დაპყრობილი და ნებისმიერ საღ აზრს არასამთავრობო ორგანიზაციების მასობრივი შეტევით მიწასთან ასწორებენ, როგორც ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რეტროგრადულ გამოვლინებას.

ცალკე საკითხია ნარკომანიის კრიმინალური შემადგენელი, რომელიც მსოფლიოს არის მოდებული, ასობით მილიარდი დოლარის ბრუნვა აქვს და ფლობს უთანამედროვეს ქიმიურ ლაბორატორიებს, რომლებშიც ყოველწლიურად 30-40 ახალი ნარკოტიკული საშუალება იქმნება და მაღალკვალიფიციური მეცნიერები და ტექნოლოგები არიან დასაქმებულნი.

მსოფლიო იმპერიაა თავისი თვითმფრინავებით და წყალქვეშა ნავებითაც კი, რომლებითაც გადააქვთ ასობით ტონა ნარკოტიკი, და მაფია კოლოსალურ მოგებას იღებს. სქემა ასეთია: თუ ავღანეთში, პირობითად ვთქვათ, ერთი გრამი ჰეროინი ერთი დოლარი ღირს, ცენტრალურ აზიაში მისი ფასი უკვე 7 დოლარია, ევროპის ქვეყნებში 50 დოლარად იყიდება, ე.ი. ორმოცდაათჯერ ძვირდება, ამიტომაც არის, რომ ნარკომაფია გულუხვად აფინანსებს ღონისძიებებს, რომლებიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის მოთხოვნით ეწყობადასავლეთის გზითმიმავალ ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა.

ისეთი უბიწო არ არის ალქაჯების ის აწყვეტილობა, რომელსაც დროდადრო მართავს ზოგიერთი წამყვანი ტელეარხი, როგორც “განსაკუთრებული და გასაოცარი დემოკრატიის” სანიმუშო გამოვლინებას.

ამერიკელებმა, როგორც თვითონ ამბობენ, ომი გამოუცხადეს “ჰეროინის ეპიდემიას”, რომელიც გავრცელდა შტატებში იმის გამო, რომ აფთიაქებში შედარებით თავისუფლად იყიდებოდა ნარკოტიკი ოქსიკოდონი. ამან გამოიწვია სააფთიაქო ნარკომანია. ამ ეპიდემიის წინააღმდეგ ღონისძიებების განსახორციელებლად ბარაკ ობამამ მილიარდი დოლარი გამოყო და ნარკომანია “ეროვნულ უბედურებად” გამოაცხადა. იგივე გააკეთა დონალდ ტრამპმაც.

გსმენიათ, რამე ამის მსგავსი რომ გააკეთა საქართველოში რომელიმე ხელისუფალმა?!

“ეროვნულ უბედურებად” გამოცხადება კი არა, თუ კვლავ ასეთივე ინტენსივობით გაგრძელდა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის ვაიპროპაგანდა, ვეჭვობ, ხვალ-ზეგ ამ მოძრაობის მხარდამჭერ ლაშქრობაში ჩაგვრთონ ყველა.

დაეჭვების საფუძველს იძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი წევრის გამოსვლა ტელევიზიით, რომელმაც განაცხადა, რომ, გადაწყვეტილება, რომელიც ამ წერილში რამდენჯერმე დავიმოწმეთ, მიღებულ იქნა, რათა არ შეიზღუდოს პიროვნული არჩევანი.

ესე იგი, ვინმე გაჭირვებული თავის მოკვლას რომ ცდილობდეს და მიშას “სიყვარულის ხიდიდან” მტკვარში ხტებოდეს, ზურგი უნდა შევაქციოთ, რადგან “ასეთი იყო მისი არჩევანი”.

მარიხუანა არ არისო მძიმე ნარკოტიკი?! კი, ასეა. მაგრამ ბევრი უცხოელი სპეციალისტის აზრით, სამხრეთაღმოსავლეთი აზია ჩამორჩენილი რეგიონია იმის გამოც, რომ იქაური მოსახლეობა დიდი რაოდენობით ეწეოდა და ეწევა მარიხუანას, რაც არხეინობის განცდას იწვევდა, კლავდა და კლავს მიზნის მიღწევის, დაბრკოლების გადალახვის სურვილს.

გვინდა ეს ჩვენ?

საკონსტიტუციო სასამართლოს წინა შემადგენლობამ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება რომ მიიღო, დააწესა ზღვარი 70 გრამი. ნარკოლოგები ასეთ გადაწყვეტილებას სრულ გაუგებრობად მიიჩნევენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ასეთი რაოდენობა (70 გრამი) ევროპაში არ არის დაწესებული, მაქსიმალური 40 გრამია. მეორე, _ მცენარეში ნარკოტიკის შემადგენლობამ რამდენიმე წლის განმავლობაში ხუთჯერ მოიმატა. მაშასადამე, იმ 70 გრამში ნარკოტიკის პროცენტული შემადგენლობა ამდენჯერვე გაიზარდა, ხვალ და ზეგ შეიძლება მეტიც იყოს. ეს კი ნიშნავს, რომ ზღვარის დაწესება წონის მიხედვით, შეცდომაა.

დასასრულ, ეს ყველაფერი, უპირველესად კი, ცრულიბერალური ლოზუნგებით ადამიანების შეცდენის მცდელობა, ნარკომანიის გამართლება იმით, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ადამიანს არჩევანის უფლება აქვს, მათ შორის, პიროვნების დეგრადაციის უფლებაც, სიყალბეა; ისეთი მავნებლობაა, რეალობის ისეთი გამრუდება, რომ ეთიკაზე ხელი უნდა აიღო და ნარკოპროპაგანდისტებს გაახსენო ერთი ძველი ანეკდოტი:

_ რაბინოვიჩ, ან ჯვარი მოიხსენით, ან ტრუსები ჩაიცვით მამლის კუდივით გამოჩრილი უკანალის დასაფარავად.

მომდევნო ფრაზა იმდენად მოქნეულია, ისე კარგად მოერგო ჩვენს საერთო სიტუაციას, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და გთავაზობთ:

_ “ქალიშვილო, ან ლიფი მოიძრეთ, ან სიფათი გაიპარსეთ!”

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here