Home ახალი ამბები მსოფლიო ორი შავკანიანი Starbucks-ის საპირფარეშოში არ შეუშვეს…

ორი შავკანიანი Starbucks-ის საპირფარეშოში არ შეუშვეს…

1125
სტრაბაკსი

ფილადელფიის ყავახანის ტუალეტში ორი შავკანიანი არ შეუშვეს, რასაც მომხმარებელთა მხრიდან ამ ქსელის კაფეების ბოიკოტი მოჰყვა, _ იუწყება CNBC.

კომპანიის წარმომადგენლებმა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადეს და აღნიშნეს, რომ გადახედავენ მომხმარებლებთან ურთიერთობის წესებს.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, ორი შავკანიანი ახალგაზრდა კაცი იჯდა მაგიდასთან, არაფერი დაუკვეთიათ და, უბრალოდ, მეგობარს ელოდებოდნენ. ერთ-ერთს ტუალეტში მოუნდა შესვლა, მაგრამ სასტუმროს თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ საპირფარეშოთი სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იქაურ კლიენტებს და რამდენჯერმე სთხოვეს კაფეტერიის დატოვება. აფროამერიკელებმა უარით უპასუხეს. გამოძახებულმა პოლიციელებმა ისინი დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.

სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა Starbucks -ის თანამშრომლებს რასიზმში დასდო ბრალი: თეთრკანიანებს ამას ვერ გაუბედავდნენო, ამიტომ მოუწოდეს მომხმარებლებს, მისულიყვნენ ქსელის კაფეებში, დაეკავებინათ ადგილები და არაფერი შეეკვეთათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here