Home რუბრიკები პოლიტიკა ორი ტრუფალდინო ტრამპთან კლიმკინი კვირიკაშვილზე გაუშვეს

ორი ტრუფალდინო ტრამპთან კლიმკინი კვირიკაშვილზე გაუშვეს

1740
კვირიკაშვილი-ტრამპი

იტალიელმა მწერალმა კარლო გოლდონიმ 1749 წელს დაწერა შესანიშნავი კომედიაორი ბატონის მსახური” (ორი საუკუნის შემდეგ ამ ნაწარმოების მიხედვით საბჭოთა კავშირში გადაიღეს ფილმიტრუფალდინო ბერგამოდან”, რომელშიც მთავარ როლს კონსტანტინე რაიკინი ასრულებს). ტრუფალდინო, იტალიური დელ არტეს კომედიების (სახალხო მასობრივი კომედიები) პერსონაჟი, შემოსილია სხვადასხვა ფერის ნაჭრისგან შეკერილი ტანსაცმლით, შლაპით და ატარებს კურდღლის კუდს, გოლდონის კომედიაში ემსახურება ორ ბატონს. ამ შემთხვევაში კი, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, პირიქითაა _ ერთ ბატონს ორი ყურმოჭრილი მსახური ჰყავს

ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის _ აშშ-ის _ პატრონყმური დამოკიდებულება საქართველოსა და უკრაინის მიმართ ნათლად გამოჩნდა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლე კლიმკინის მიღების ცერემონიაზე, სადაც არ ჩანდა არანაირი დიპლომატიური ეტიკეტი და პატივისცემა სტუმრების მიმართ და ეს შეხვედრები სიუზერენისა და ვასალების შეხვედრებს უფრო ჰგავდა.

ტრამპი- კლიმკინი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირიკაშვილისა და კლიმკინის მიღებისას სავარძელში იჯდა, ხოლო საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები უხერხულად იდგნენ ფეხზე.

ტრამპი-ლავროვი

სრულიად განსხვავებული ვითარება იყო მოგვიანებით, როცა ტრამპი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა _ ორივენი სავარძელში ისხდნენ და ტოლ-სწორებივით საუბრობდნენ.

ამ პროტოკოლური ღონისძიებების ამსახველმა ფოტოებმა მხიარულ განწყობაზე დააყენა სოციალური ქსელის მომხმარებლები. ტრამპთან შეხვედრებისას სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყურადღება მიიპყრო თანამოსაუბრეთა _ ტრამპის, კვირიკაშვილის, კლიმკინისა და ლავროვის _ პოზებისა და ჟესტიკულაციის განსხვავებამ. კომენტარები ასეთი იყო:

* ტარამპისა და კვირიკაშვილის ფოტოზე:

არანაირი დიპლომატიური ეტიკეტი და პროტოკოლი, არანაირი პატივისცემა!”

* ტრამპისა და კლიმკინის ფოტოზე:

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს კლიმკინმა ტრამპს ყავა მიართვა”.

* ტრამპისა და ლავროვის ფოტოზე:

ტრამპი: სერგეი, ვიდრე სიგარეტს მოწევ, ჩემს მსახურს ლუდზე გავგზავნი”.

კლიმკინი, პოროშენკო, ჯემილევი, სააკაშვილი

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ისევე, როგორც ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხშირად ყოფილან სოციალური ქსელის მომხმარებელთა დაცინვის ობიექტი. მომხმარებელთა ყურადღება არაერთხელ მიუპყრია უკრაინის პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის _ პავლე კლიმკინის, ყირიმელი თათრების ლიდერის _ მუსტაფა ჯემილევისა და მიხეილ სააკაშვილის სამოსელს, ცოტა ხნის წინათ კი გამოქვეყნდა ფოტო, რომელსაც ერთვოდა კომენტარები:

როცა მკერავი კრემლის აგენტია”.

როგორც ჩანს, სააკაშვილმა _ შარვალი, ხოლო პეტიამ (პოროშენკომ _ ..) პიჯაკი იჯარით აიღეს”.

P.S. უკრაინის პარლამენტის დეპუტატის _ ანდრეი არტიომენკოს განცხადებით, აშშის პრეზიდენტსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის 11 მაისს თეთრ სახლში გამართული შეხვედრა უკრაინის სახელმწიფოს 400 ათასი დოლარი დაუჯდა. “ამ შეხვედრის გასამართავად უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცნობილ ამერიკელ ლობისტურ ფირმას 400 ათასი დოლარი გადაუხადეს, უკრაინელი ხალხისთვის მოპარული ფული”, _ დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა რადიკალური პარტიიდან _ ანდრეი არტიომენკომ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here