მთავარი დაიჯესტი ოპერაცია “გედეონის” კრახი

ოპერაცია “გედეონის” კრახი

791
გააზიარეთ
ოპერაცია “გედეონის” კრახი

ამერიკელებს მადუროს მოტაცება უნდოდათ, მაგრამ ვენესუელელმა სამხედროებმა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მომზადებული დაქირავებულთა ჯგუფი გაანადგურეს

ვენესუელის არმიამ გააუვნებლა აშშის ცენტრალური სამმართველოს მიერ მომზადებული დივერსანტების ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე (ლა გუარას შტატში) შეჭრას ჩქაროსნული კატერებით ცდილობდა, დივერსანტების ჯგუფი გეგმავდა, მოეკლა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მომხრე რამდენიმე მაღალჩინოსანი და მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება.

ოპერაცია “გედეონის” კრახი

4 მაისს ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ნაციონალური ტელევიზიით გამოსვლისას ოპერაცია “ნეგრო პრიმეროს” დეტალებზე ილაპარაკა. ამ ოპერაციამ ვენესუელის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა, გაენადგურებინა დივერსანტები. მათგან 8 მოკლულია, რამდენიმე ტყვედ აიყვანეს და ახლა ჩვენებებს იძლევიან. ერთ-ერთმა ტყვემ განაცხადა, რომ ჯგუფში იყო აშშ-ის 2 მოქალაქე. მათგან ერთ-ერთია აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს (Drug Enforcement Administration, DEA) აგენტი. ვენესუელელმა სამხედროებმა ხელში ჩაიგდეს 6 ავტომობილი, უამრავი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალები, კავშირგაბმულობის საშუალებები, თანამგზავრული ტელეფონი, აგრეთვე, კატერი, რომლითაც დივერსანტები კოლუმბიიდან შეიჭრნენ ვენესუელის ტერიტორიაზე. დივერსანტები ღამით მიუახლოვდნენ შტატ ლა გუიარას სანაპიროს, მაგრამ მათ მოუწიათ იქ ჩასაფრებულ ვენესუელელ სამხედროებთან ბრძოლაში ჩაბმა. დაქირავებულთა მეორე ჯგუფი ვენესუელელებმა ზღვაში შეამჩნიეს, შტატ არაგუას სანაპიროსთან და ისიც გააუვნებლეს.

ოპერაცია “გედეონის” კრახი

ვენესუელაში შეჭრის მცდელობას, რომლის შედეგადაც, 8 მოკლულის გარდა, 16 კაცი დააპატიმრეს, მათ შორის 2 ამერიკელი, ორგანიზატორებმა ოპერაცია “გედეონი” უწოდეს.

სატელევიზიო გამოსვლაში მადურომ თქვა, რომ ვენესუელის სადაზვერვო სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია ქვეყანაში დივერსანტების შეჭრის გეგმების შესახებ, რომელიც 10 მარტს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რამდენიმეჯერ გადაიდო. “ჩვენ ყველაფერი ვიცოდით: რაზე ლაპარაკობდნენ, რას ჭამდნენ, რას სვამდნენ, ვინ აფინანსებდათ”, _ განაცხადა მადურომ. ვენესუელის პრეზიდენტის განცხადებით, ოპერაცია “გედეონი” დაგეგმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ხოლო განახორციელეს აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო DEA-მ და კერძო სამხედრო კომპანია Silvercorp-მა. Dea მოქმედებდა კოლუმბიელ ნარკოკარდელებთან, კოლუმბიის პრეზიდენტ ივან დუკესა და ვუნესუელის ოპოზიციასთან შეთანხმებით.

მადუროს თქმით, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხორხე არეაზამ უკვე წარუდგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მტკიცებულებები კოლუმბიის ხელისუფლებისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გეგმების შესახებ, შეჭრილიყვნენ ვენესუელის ტერიტორიაზე და მოეწყოთ იქ ტერორისტული აქტები”.

ვენესუელების მიერ ტყვედ აყვანილი ამერიკელები _ Lure Alexander Denman-ი და Airan Berry აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეები არიან. ორივე მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ერაყსა და ავღანეთში. Lure Alexander Denman-ი ადრე დონალდ ტრამპის დაცვის წევრი იყო, რასაც ადასტურებს უამრავი ფოტო და დოკუმენტი.

ეჭვები, რომ ვენესუელაში დივერსიას ამზადებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, გაიფანტა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია Silvercorp-ის ხელმძღვანელმა, ყოფილმა “მწვანე ბერეტმა” ჯორდან გუდროუმ დაიკისრა პასუხისმგებლობა “სადესანტო რეიდზე” და მიანიშნა, რომ სხვა დივერსიული ოპერაციებიც იგეგმება. ვიდეოში გუდროუსთან ერთად გამოსულმა, თავს ხავიერ კინტერო ნიეტო უწოდა და თქვა, რომ ოპერაცია “გედეონის” მიზანი მადუროს მთავრობის წევრების განეიტრალება იყო.

Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გუდროუმ აღიარა, რომ ვენესუელაში დატყვევებული ამერიკელები მისი კომპანიისთვის მუშაობდნენ. “ისინი ჩემი ბიჭები არიან”, _ განაცხადა გუდროუმ თავის ორ თანამემამულეზე. The Washington Post-ის ჟურნალისტთან საუბარში კი გუდროუმ დააზუსტა, რომ ოპერაცია “გედეონში” მონაწილეობდა 60 კაცი, მათ შორის აშშ-ის სპეცრაზმის 2 ყოფილი მებრძოლი. დივერსანტები ისეთი დარწმუნებულნი იყვნენ ოპერაციის წარმატებით დასრულებაში, რომ 3 მაისს კერძო სამხედრო კომპანია Silvercorp-ის გვერდზე “ტვიტერში” გამოაქვეყნეს ცნობა, რომ “60 ვენესუელელისა და 2 ყოფილი “მწვანე ბერეტის” ჯგუფი ვენესუელაში გაემგზავრა”.

ოპერაცია “ნეგრო პრიმეროს” მსვლელობისას მოკლულ დივერსანტებს შორის არის ცნობილი დაქირავებული, ვენესუელის ეროვნული გვარდიის ყოფილი კაპიტანი რობერტ კოლინა (“პანტერა”). ინტერნეტში არის მისი ფოტო ოპოზიციის ლიდერ გუაიდოსთან ერთად გადაღებული. ამასთანავე, გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გუაიდის თანამშრომლობას შილვერცორპ-თან. ვენესუელელმა ჟურნალისტმა პატრიცია პოლეომ ინტერნეტში განათავსა ასლი კონტრაქტისა, რომელზეც ხელს აწერენ ხუან გუაიდო და გუდროუ. კონტრაქტის მიხედვით, გუდროუს კერძო კომპანიას უნდა განეხორციელებინა ტერორისტული აქტები ნიკოლას მადუროს მთავრობის წინააღმდეგ. კონტრაქტის ღირებულება 213 მლნ დოლარია, პლუს 50 მლნ დოლარის ვენესუელური ნავთობი.

დონალდ ტრამპი უარყოფს აშშ-ის მთავრობის მონაწილეობას ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში, მაგრამ ჯულიან ასანჟის მიერ “ვიკილიქსში” DEA-ს მხილების შემდეგ ამ ორგარიზაციას ძალიან შეელახა რეპუტაცია.

აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველო (DEA) გადაიქცა გლობალურ სადაზვერვო ორგანიზაციად, რომლის მოღვაწეობა სცილდება ნარკოტიკების საერთაშორისო ბრუნვის ჩარჩოებს”, _ წერს The New York Times-ი. გამოცემის მტკიცებით, DEA-ს ოპერაციები ისეთი მასშტაბურია, რომ სამმართველოს კარი ატალახებული იყო პოლიტიკოსებით, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ სურდათ ამ ორგანიზაციის გამოყენება.

ვენესუელის შემთხვევაში კი DEA ცდილობდა, დახმარებოდა არა ამ ქვეყნის მთავრობას, არამედ ოპოზიციას, რომელიც ლოიალურად არის განწყობილი აშშ-ის მიმართ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here