Home რუბრიკები პოლიტიკა ომში რუსეთის მარცხი მართლმადიდებელი სამყაროს მარცხი იქნება

ომში რუსეთის მარცხი მართლმადიდებელი სამყაროს მარცხი იქნება

316

ქართველ მართლმადიდებელ საზოგადოებას შევახსენებ საქართველოს კათალიკოსპატრიარქის _ ილია II-ის არც ისე დიდი ხნის წინანდელ ქადაგებას, რომლშიც საქართველოს სულიერი მამა და, ჩემი აზრით, ერთადერთი უანგარო პატრონი და გულშემატკივარი ქართველი ერისა, .. მეორედ მოსვლის მოახლოებაზე ქადაგებდა.

“ქრისტეს მეორედ მოსვლამდე დარჩენილია დღეები, შეიძლება საათებიც კი” _ ეს პატრიარქის სიტყვებია და იმ ქადაგების შემდეგ ბევრმა დღემ და უფრო მეტმა საათმა ჩაიარა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პატრიარქი შეცდა. ასე მხოლოდ უღმერთო სატანისტები ფიქრობენ და პატრიარქის “ტყუილში გამოჭერის” გამო სიამოვნებით ხელებს იფშვნეტენ. ჩვენ კი, რომელთა მორწმუნეობაც ყოველ დილას სანთლების დანთებითა და ხატების წინ “მამაო ჩვენოს” წაკითხვით ამოიწურება, ანუ, სამწუხაროდ ეკლესიური ცხოვრებით ვერ დავიკვეხნით, მაინც დედაეკლესიის მრევლად მივიჩნევთ თავს იმ ჩინოსანთაგან განსხვავებით, რომლებიც რელიგიურ დღესასწაულებზე კელაპტრებით ხელში პატრიარქის წინაშე “მარიაჟობენ” და ერთი სული აქვთ, როდის დასრულდება მათთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ტანჯვა _ წირვაზე “აბეზალოვკა” დოგმა. აი ამ ჩინოსანთაგან განსხვავებით, თუ საჭირო შეიქნა, დედაეკლესიის ლიბერასტებისგან დასაცავად ხელში იარაღს უყოყმანოდ ავიღებთ და ასეთი “არა ეკლესიურნი” ათასები ვართ… რომ იტყვიან, კალამი გამექცა, თანაც ტრაბახისკენ, მაგრამ ისეთისკენ, რომელიც მთავარ სათქმელს წაადგება _ პატრიარქის ქადაგებამ დღეებისა და საათების თვლა კი არ დამაწყებინა არასამთავრობო თუ სამთავრობო “ხლისტებივით”, არამედ ჩამაფიქრა და უბრალო მოკვდავი, მგონი, მივხვდი, რისთვის დასჭირდა საქართველოს სულიერ მამას ისედაც დაზაფრული ხალხის უფრო დაზაფრვა. არ ვიცი, ზუსტად როდის იქნება მეორედ მოსვლა, მაგრამ, მიუხედავად ჩემი არაეკლესიურობისა, იმდენი კი ვიცი, რომ ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლას სატანის მეფობა უძღვის წინ და, რადგან ჩვენმა პატრიარქმა მეორედ მოსვლის მოახლოებაზე იქადაგა, გამოდის, სატანა უკვე მეფობს დედამიწაზე.

წინამდებარე წერილის სათაურიც ამ ლოგიკიდან გამომდინარე იშვა _ ვისაც სატანა ჩლიქებიან-რქებიანი ხილული მონსტრი ჰგონია, რბილად რომ ვთქვათ, ცდება…

რუსეთის პრეზიდენტმა თავის დროზე სსრკ-ის დანგრევას XX საუკუნის გეოპოლიტიკური ტრაგედია რომ უწოდა, “დემოკრატიული” მსოფლიოს, ე.წ. კოლექტიური დასავლეთის, უწინარესად, აშშ-ის აღშფოთება გამოიწვია _ როგორ, რონალდ რეიგანის მიერ “ბოროტების იმპერიად” წოდებული სსრკ და გეოპოლიტიკური ტრაგედია? მაგრამ თურმე ჯერ სად ხარ? ეს ყველაფერი ჟურნალი ყოფილა და, აჰა, კინოსაც ქვემოთ იხილავთ… წერილის სათაურში უკრაინაში აშშ-ის “დემოკრატია” რომ იგულისხმება, ალბათ, მიმიხვდებოდით. აქედან გამომდინარე, კოლექტიური დასავლეთი ურცხვად ამბობს, რომ უკრაინა, უწინარესად, აშშ-ის დახმარებით, კოლექტიური დასავლეთის ფასეულობა-ღირებულებების დასაცავად იბრძვის. ურცხვად იმიტომ, რომ ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენებული, მართლაც მსოფლიო ღირებულებების დიდი ევროპული, გნებავთ, ანგლოსაქსური კულტურა (მწერლობა, ლიტერატურა, კინემატოგრაფია და ა.შ.), დიდი ხანია, მოკვდა და მათი ერთადერთი ფასეულობა ლგბტ-ობა და მისგან შობილი “სიკეთეებია” _ ინცესტი, პედოფილია, ზოოფილია და ა.შ. სიმბოლურია, რომ ლგბტსიკეთეებისტრიუმფალური სვლა სსრკის დაშლისთანავე დაიწყო. როდესაც გაეროს შესაბამისმა უწყებამ მამათმავლობა დაავადებათა სიიდან ამოიღო და მის ნაცვლად, არც მეტი, არც ნაკლები, სიყვარული (დიახ, თვალი არ გატყუებთ) შეიტანა, როგორც ადამიანების ფსიქიკური გადახრა. მას შემდეგ ლგბტობა ეგზემასავით მოედო კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებს, სადაც მათ ჯერ თანასწორობას მიაღწიეს, შემდეგ კი პრივილეგიებიც მოიპოვეს _ მაგალითად, თანაბარი კვალიფიკაციის ხალხის სამსახურში მიღებისას, უპირატესობას, როგორცჩაგრულებს”, ლგბტ პირებს ანიჭებენ. შედეგად მივიღეთ ის, რომ სახელისუფლო სტრუქტურებში ლგბტ უმცირესობა მართავს ნორმალური ორიენტაციის უმრავლესობას, რაც დემოკრატიის ფუნდამენტური პოსტულატის _ უმრავლესობა მართავს უმცირესობას _ უხეში დარღვევაა.

სიმბოლურია ისიც, რომ ამ უმსგავსობას თვით თეთრ სახლში ჰყავს მომხრეები _ ჰილარი კლინტონმა (იმხანად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა) პირდაპირ განაცხადა, რომ მისი მიზანი აშშ-ის ყველა შტატში ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება იყო. მას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმით უპასუხა, რომ ლგბტ პირებს ჯარში მსახურების უფლება დაუკანონა…

ვინ დაიწყო ევროპაში პირველი ომი და ვინ დაარღვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იმდროინდელი პოლიტიკის გიგანტების _ სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის _ მიერ იალტაში დადგენილი საზღვრები?..

სიმბოლურია, რომ 24 მარტს ბრიუსელში შეიკრიბა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია (ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭო), რომლებიც პოლიტიკურ ამინდს ქმნიან მსოფლიოში. მათი “თამადა”, რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო (მძინარა) ბაიდენი იყო. ყველა სამიტის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, უკრაინაში დაღუპული ბავშვები გახლდათ, მაგრამ არაფერი თქმულა რუს ბავშვებზე _განა დონეცკ-ლუგანსკში, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, არც ერთი რუსი ბავშვი არ დაღუპულა? აი, ეს არის კოლექტიური დასავლეთის ე.წ. ორმაგი სტანდარტი, თორემ ბავშვი ბავშვია. ბავშვი უკრაინელიც მეცოდება და რუსიც. ანალოგიურის თქმა პროდასავლურ ტელემედიაზე შეიძლება _ იქაც ორმაგი სტანდარტებია. ომში, სამწუხაროდ, ბავშვებიც იღუპებიან, მაგრამ “რუსმა აგრესორებმა მორიგი ბავშვი მოკლეს” _ ასეთი ტექსტით მოწოდებული ინფორმაცია ნიშნავს იმას, რომ რუსი, თუნდაც აგრესორი და ოკუპანტი ჯარისკაცი დამიზნებით ესვრის ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ “სილქნეტმა” “დემოკრატიულად” და “პატრიოტულად” გამითიშა რუსული არხები და ამ მხრივ ინფორმაციულ ვაკუმში ვიმყოფები, ასეთ სისულელეს მაინც ვერ დავიჯერებ.

ნატოს ავიაციის მიერ დაბომბილი ბელგრადი. 1999 წ.

ზემოთ კითხვა დავსვი _ ვინ დაიწყო ევროპაში ომი, რომელსაც ახალი საზღვრები, ერთი სიტყვით ევროპის პოლიტიკური რუკის გადაკეთება მოჰყვამეთქი?

არ ვიცი, სპეციალურად თუ შემთხვევით ზემოხსენებული საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტები 24 მარტს, ანუ ნატოს ავიაციის მიერ იუგოსლავიის დაბომბვის დაწყებიდან ზუსტად 23 წლის შემდეგ გაიმართა. 1999 წლის 24 მარტს დაიწყო ჯერ კიდევ ერთიანი იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადის უმოწყალო დაბომბვა… 78 დღეღამის განმავლობაში უწყვეტი სარაკეტო თუ საავიაციო დაბომბვებისას ბელგრადში 14 ათასი ბომბი, 3 ათასი ფრთოსანი რაკეტა, სულ 22 ათასი ტონა საბრძოლო მასალა აფეთქდა. შედეგად დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის _ 400 ბავშვი; დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასი ადამიანი.

ამ ოპერაციას, რომელშიც მონაწილეობდა ნატოს წევრი 19 ქვეყანა, ადამიანის უფლებების დასაცავად ჰუმანიტარული ინტერვენცია დაარქვეს. გერმანიის საგარეო საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა იოშკა ფიშერმა ურცხვად განაცხადა, სერბები კოსოვოელ ალბანელებს ახალ ოსვენციმს უმზადებდნენო. ამ ყველაფერზე სიტყვა რომ არავის დაუსველებია ბრიუსელში, ცხადია. ევროპის სახელმწიფოების პირველი პირთაგან ერთადერთმა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა გაბედა სიმართლის თქმა.

არადა, იუგოსლავიაში მომხდარის გამო საბრალდებო სკამზე მილოშევიჩი და კარაჯიჩი კი არა, აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ყოველივე ზემოთ თქმულის ერთ-ერთი შემოქმედი, იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი უნდა მსხდარიყვნენ. ასეთი ხალხის მიერ რუსეთისთვის ბრალდებების წაყენება აბსურდიაო, _ ბრძანა ერთმორწმუნე სერბი ხალხის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 23 მარტს, ბრიუსელის “დემოკრატიისა” და ბელგრადის დაბობვის დაწყების წინა დღეს გარდაიცვალა.

დავით მხეიძე

P.S. ცნობილი რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი კოკოშინის, ინფორმაციით, 1950-53 წლების კორეის ომის შემდეგ აშშ 30-ზე მეტჯერ ჩაერია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტში და სისხლისა და ცრემლის გუბეები დააყენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here